;

28 March 2015      Ancho.     Views 3965    
Category: Films, Movies, Stars



კვენტინ ტარანტინო

http://data2.whicdn.com/images/169539902/large.jpg


მსოფლიოს ერთ-ერთ უსაყვარლეს რეჟისორს 52 წელი შეუსრულდა. მისი ახალი ნამუშევარი The Hateful Eight წლის ბოლოს გამოვა, მანამდე კი მივყვეთ ინსტრუქციას, როგორ გადავიღოთ ფილმი ტარანტინოს სტილში.

კვენტინ ტარანტინოს გულწრფელ თვალებში ჩახედვისას ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდიუსერებიც კი მორჩილად აწერენ ხელს მულტიმილიონიანი ბიუჯეტის მორიგ დასავლურ სისხლიან პროექტს. "მე დიდი ხანია ზედსართავ სახელად გადავიქეცი. ეხლა, ყოველი მესამე სცენარი "ტარანტინულია". ვისაც არ ეზარება, ყველა ტარანტინოთი მუშაობს."-არ ირცხვენს კვენტინი, მართლაც, ბოროტი ხმები ამტკიცებენ, რომ მუხედავად საპატიო ჯილდოებისა, "კრიმინალურ ფანტასტიკაზე" უკეთესი კვენტინს მაინც არ გადაუღია. "აბა ვინ გადაიღო?" გონივრულად შეგეკამათებათ რეჟისორი და სცენარისტი.



კრიტიკას კი ის ახალგაზრდობიდანვე შეეჩვია, როდესაც მის სცენარზე ტიპიური პასუხი იყო "საზიზღარი, ვულგარული სისულელე". ერთხელ ერთმა რეცენზისტმა კი წერილი გაუგზავნა შემდეგი შინაარსით: "ძვირფასო ავტორო, თქვენ საბოლოოდ გაგიჟდით? როგორ გეყოთ სინაგლე, გამოგეგზავნათ ჩემთვის ეს სისულელე. თქვენ ჭკუიდან შეცდით. თქვენს ნაგავს უკანვე გიგზავნით. ჯანდაბამდე გზა გქონიათ!"

http://data1.whicdn.com/images/161418899/large.gif


როგორც ჩანს, კინოექსპერტი შთაგონებული იყო ტარანტინოს მიერ თავისი შეურაცმყოფელი ლექსიკის გამოვლინებისას. სამაგიეროდ, ჰოლივუდის პროდიუსერს ჰარვი ვაინშტეინს ვერ გადაიბირებ, მან 90-იანებშიც სიამოვნებით დააფინანსა რეჟისორის ნამუშევარი Pulp Fiction, რამაც გახადა ტარანტინო პოპულარული, და 20 წლის შემდეგაც, ოსკაროსანი ჯანგო.



როგორ გადავიღოთ ფილმი ტარანტინოს სტილში
და როგორ ამოვიცნოთ მისი ხელი ფილმის ყურებისას


სისხლი. რაც მეტი-მით უკეთესი. თუ ფილმის მეორე წუთზე, როდესაც მელოდიური სიმღერა ჟღერს, ვინმეს თავი წაეცალა, ფილმის ავტორზე ეჭვობა აღარ ღირს. ტარანტინოს გმირებს კბენდნენ გველები, გლიჯავდნენ ძაღლები, ისინი ფეთქდებიან დინამიტზე, იჭრებიან სამურაის ხმლით და სიკვდილამდე არიან ნაცემი ბეისბოლის ჯოხით. მათი გვამიდან კი სისხლის ჩანჩქერები ფეთქავს.



კადრი საბარგულიდან. სისხლისმსმელი რეჟისორის სავიზიტო ბარათი. ხედი ავტომობილის საბარგულში ჩაკეტილი მსხვერპლის თვალებიდან პრაქტიკულად ყველა ფილმშია. მაყურებელს უმართლებს დააკვირდეს თუ როგორ დაჰყურებენ მანიაკები და ფსიქოპატები დაღვრემილი, დაბნეული სახეებით ზევიდან.



Fuck. ინგლისური 4 ასოსგან შემდგარი სიტყვა ყველა დიალოგს აფორმებს.

რეჟისორის "ფიშკა". კვენტინ ტარანტინო არც თუ ისე იშვიათად ჩნდება თავის ფილმებში. როგორც წესი, მას პირველს კლავენ, თან საოცარი სისასტიკით. "ჯანგო გათავისუფლებულში" მისი პერსონაჟი პატარ-პატარა ნაწილებად გაგლიჯეს.



ფეხები. ქალების ფეხები რეჟისორის ფეტიშია. უმა თურმანის 42-მა ფეხის ზომამ გადარია კვენტინი 20 წლის წინ. ფილმში "მოკალი ბილი", მისი ფეხის თითებს დრო ერთხელ ეთმობა, მაგრამ კადრი საკმაოდ გრძელია. ასევე ეფექტურად აჩვენა რეჟისორმა სელმა ჰაიეკის ფეხები.



ლაი-ლაი. ტარატინოს გმირები ვუდი ალენის გმირებზე ნაკლებს არ საუბრობენ, თან სიუჟეტთან არანაირ კავშირში. სასიკვდილო სცენის დროს, მკვლელებს შეუძლიათ გაარჩიონ მადონას ბოლო ჰიტი ან ჰოლანდური "მაკდონალდსები". არ აქვს მნიშვნელობა რაზე საუბრობენ ისინი, მათი მოსმენა უბრალოდ საინტერესოა. ტარანტინოს რეპლიკები არ ატარებენ არანაირ ღრმა, დამაფიქრებელ თეორიებს. მათ შეუძლიათ გაარჩიონ პოლიტიკა, კინო სიახლეები და იმსჯელონ ფრანგული ენის გრამატიკის სიზუსტეებზე.

http://data3.whicdn.com/images/164895488/large.gif
http://data2.whicdn.com/images/160280397/large.jpg
http://data1.whicdn.com/images/164254963/large.gif
http://data1.whicdn.com/images/161488645/large.jpg
http://data1.whicdn.com/images/160279470/large.jpg



ტარანტინოს ყველაზე ცნობილი ფილმები

Natural Born Killers



Reservoir Dogs



Pulp Fiction



Four Rooms



Desperado



From Dusk Till Dawn



Kill Bill



Grindhouse



Inglourious Basterds



Django Unchained





კვენტინ ტარანტინოს ქალები

კვენტინი ყველანაირად ცდილობს ცნობისმოყვარე პუბლიკისგან პირადი ცხოვრების დამალვას. სოფია კოპოლას რეჟისორი ერთ წელზე მეტხანს ხვდებოდა. 2010 წელს, ვენეციის კინოფესტივალზე მან ყოფილი საყვარელი "ვერცხლის ლომით დააჯილდოვა".



უმა თურმანი კვენტინ ტარანტინოს მთავარი მუზაა. სწორედ ის ცეკვავდა ჯონ ტრავოლტასთან ერთად და სწორედ მან მოკლა ის ბილი. რომანს უმასთან კვენტინი ყოველთვის უარყოფდა.




როუზ მაკგეონი- მსახიობი და რეჟისორის საყვარელი. ფილმში Grindhouse, როუზმა კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სტრიპტიზი იცეკვა.



სელმა ჰაიეკი-კიდევ ერთი საკულტო სტრიპტიზიორი კინოში. ტარანტინო იმდენად მოიხიბლა მსახიობის ნიჭით, რომ ის სხვა ფილმშიც მიიწვია. (From Dusk Till Dawn, Desperado)



დიანა კრუგერმა ითამაშა ტარანტინოს Inglourious Basterds -ში. მსახიობი და რეჟისორი იმდენად დამეგორდნენ გადასაღებ მოედანზე, რომ ჰოლივუდში აჩურჩულდნენ მათ რომანზე.

http://data3.whicdn.com/images/157678490/large.jpg


"როდესაც ფილმს რთავთ, უმეტეს შემთხვევაში იცით, ან მინიმუმ ხვდებით საით მიდის მოვლენები. მაგრამ არის ფილმები, რომლებიც უარყოფენ წესების თამაშს და ჩემი ფილმები სწორედ ასეთია, სადღაც უხეში, ხანდახან სასტიკი, მაგრამ საბოლოო ჯამში, სიამოვნება თვალებისთვის."

"მე სერიოზულად ვნერვიულობ თუ ჩემ ფილმს დიდი მოლოდინით არ ელიან. მე მინდა ხალხი ჩემგან შედევრს ელოდეს და ეს მოლოდინი უმართლდებოდეთ."




"მოკალი ბილი" სასტიკი ფილმია, მაგრამ ეს ფილმი ტარანტინოა! თქვენ ხომ ვერ მოითხოვთ დაუკლონ ხმას მეტალიკის კონცერტზე მოხვედრისას"

"თუ შენ სათანადოდ გიყვარს კინო, შენ გაქვს პოტენციალი გააკეთო კარგი ფილმი"

"მე კინოსკოლაში არ მივლია, მე დავდიოდი კინოში"




Category: Films, Movies, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top