24 March 2015      Ancho.     Views 3 909    
Category: Films, Movies / Event



მეამბოხე საქართველოს კინოთეატრებში
divergent, insurgent

მსოფლიო ბესტსელერის ეკრანიზაცია 3D
მელოდრამა/სათავგადასავლო/ფანტასტიკა




ამირანი
რუსთაველი
აპოლო

https://38.media.tumblr.com/99ee4081faf518f3efae2aee85e72525/tumblr_nlm7dzNx8Z1rjrf3qo1_250.gifhttps://33.media.tumblr.com/ed69d14d536252dc031ce78541a4a304/tumblr_nlm7dzNx8Z1rjrf3qo3_250.gif
https://33.media.tumblr.com/b30a83358059f3bf281cf911e61679b7/tumblr_nlm7dzNx8Z1rjrf3qo5_250.gifhttps://33.media.tumblr.com/f9a813ebeffb5254bc028bea8e73b47a/tumblr_nlm7dzNx8Z1rjrf3qo7_250.gif

რეჟისორი: რობერტ შვენტკე
როლებში: შეილინ ვუდლი, მაილზ ტელერი, ტეო ჯეიმსი, ჯაი კორტნი, ნაომი უოთსი



პარანოიდული ჩაკეტილი სამყარო 5 ფრაქციად იყოფა. მათი წევრები ხდებიან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან სხვადასხვა ხასიათის თვისებებითა და პროფესიული ვალდებულებებით. "უარყოფას" ალტრუისტები მიჰყავს, "ერუდიციას"- ჭკვიანები, "გამბედაობას"- მებრძოლები, "გულწრფელობას"-პატიოსნები, "მეგობრულობას" კი კეთილი პაციფისტები. ასეთ მკაცრ სისტემაში არ არის იმათი ადგილი, რომლებიც ვერცერთ კატეგორიაში ვერ ეწერებიან. დივერჯენისტები კი ერთდროულად რამდენიმე ფრაქციის შემადგენლობაში არიან. ასეთი მრავალმხრივი ხალხი საშიშებად ითვლებიან.
https://33.media.tumblr.com/4e737e01cdd324f1aaa57ff46cf6cf1c/tumblr_nlntlzarb41tmgrgio1_400.gif
https://38.media.tumblr.com/27b808ecad9acf5a67d65a1b3907471c/tumblr_nlp2y3sZNb1rymafco2_400.gif

"უარყოფის" განადგურების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ცბიერი ჯანინი (ქეით უინსლეტი) "ერუდიტებიდან", ხელისუფლებას ხელთ იპყრობს და ერუდიტებში აცხადებს ნადირობას ფრაქციის შიგნით მყოფ საიდუმლო მტერზე. მოქმედება ტრიალდება დალუქული ყუთის ირგვლივ, რომელსაც დამფუძნებელი სისტემა გზავნის. ეს შეტყობინება შესაძლოა დივერჯენტებს დაეხმაროს შეცვალონ თავიანთი მომავალი. ყუთის გახსნა შეუძლია მხოლოდ თავისებურ სუპერ დივერჯენტს, რომელიც ხუთივე ფრაქციის თვისებებითაა დაჯილდოებული. ახლა, ჩიკაგოში დივერჯენტებს იჭერენ და კლავენ, სისტემასთან ბრძოლაში კი ერთვებიან მთავარი გმირები ტრისი (შეილინ ვუდლი) და ფორი(ტეო ჯეიმსი).





რამდენიმე სერიანმა ფრანშიზებმა უკანასკნეული ათწლეულის განმავლობაში მოახდინეს რეკორდების დამყარება გაქირავებაში, ურიცხვი გულშემატკივრის სიყვარული და დამკვიდრეს ტენდეციები. დივერჯენტიც წიგნზე აგებული ფრანშიზია - ვერონიკა როტის ლიტერატურული ტრილოგია, რომელსაც დიდი ეკრანისთვის ტრადიციულად, 4 ნაწილად გადაიღებენ.

"დივერჯენტის" მეორე ნაწილი მსგავსი მეთოდით გრძელდება, თუმცა ის სხვა მოვლენებს ასახავს. "მეამბოხის" დასაწყისში ტრისი და ფორი მტერს ემალებიან და გაქცევით შველიან თავს, მაგრამ წიგნის კულმინაციაში, ისინი აღწევენ "ერუდიტების ბანაკში", ათავისუფლებენ მძევლებს და ნახულობენ ჩანაწერებს, რომლებსაც ჯანინი მათ უმალავდა.





დივერჯენტში გვხიბლავს ფუტურისტული ჩიკაგოს შესანიშნავი დიზაინი და დინამიური სცენები ბოევიკი კომიქსების დამდგმელისაგან. ფილმი ერთ მთლიან სიუჟეტს წარმოგვიდგენს, რომელშიც იხსნება მნიშვნელოვანი სოციალური თემები. "იარლიყების" მიწებება ადამიანებისათვის სასტიკ შედეგებამდე მიგვიყვანს. ამ სახით საზოგადოების სტრუქტურის მოწყობა პრობლემას განადგურებამდე გაამწვავებს. ასე წარმოიდგენდა ფილოსოფოსი პლატონი იდეალურ სახელმწიფოს, ამიტომაც აკრიტიკებდნენ მის იდეებს მე-20 საუკუნეში, როდესაც ფაშისტებმა გამოავლინეს ამ მიდგომის ყველანაირი უარყოფითი მხარე.




მარტივი და გასართობი სიუჟეტით "მეამბოხე" მაყურებელს ანახებს პრობლემებს, რომელიც დღეს საგრძნობლად აქტუალურია. ფილმში შექმნილი სამყარო მოგვაგონებს ჩვენსას-დიქატურაა მიანიჭო ადამიანებს გარკვეული როლი და სტატუსი, და როდესაც სისტემა მარცხს განიცდის, იწყება შიდა მტრის ძებნა, რომლის ყველაფერში დადანაშაულებაც ადვილია.




"დივერჯენტის" რეჟისორს ნილ ბერგერს არ გადაუღია მისი მეორე ნაწილი, რადგან მისი გადაღება დაიწყო მაშინ, როდესაც პირველზე მუშაობა ჯერ არ იყო დასრულებული. ტრილოგიის მესამე ნაწილი "Allegiant", კინოში ორ ნაწილდა გაიყოფა, რომლის პირველ ნაწილს ისევ შვენტკე გადაიღებს, ფინალური ნაწილის რეჟისორი კი ჯერ არ არის ცნობილი. მესამე ნაწილში ტრისი და ტობიასი თავისუფლების მოსაპოვებლად ეჩეხებიან გენეტიკური დაცვის ბიუროს, სამყარო გადაეწყობა გენეტიკურად სუფთა და დაზიანებულთა კატეგორიად, რომელთა შორისაცაა ფორი. ბიუროს სურს წაშალოს ქალაქის მაცხოვრებელთა მეხსირება. ტრისი და მისი მომხრეები ეცდებიან თავიდან აიცილონ მოსალოდნელი კატასტროფა.

"Allegiant"-ის პირველი ნაწილი დაგეგმილია 2016 წლის 16 მარტს, ხოლო მეორე ნაწილი 2017 წლის 24 მარტს. შვენტკე ფილმზე მუშაობას მაისში განაახლებს. გადაღებები ატლანტაში განხორციელდება.



https://38.media.tumblr.com/416c9faf19a8846cc7fa3982c34ab675/tumblr_nln89aYaSn1s5hlpto1_500.gif
https://38.media.tumblr.com/53899019ee67a93882710d833283d4d7/tumblr_nljifsvjgx1uqpeaoo1_500.gif
https://38.media.tumblr.com/53c79c0d11319f90b26b4f1d5a3ab65a/tumblr_nljifsvjgx1uqpeaoo2_500.gif
https://38.media.tumblr.com/061b01c70ab4e2fcb423c4df102a0ba6/tumblr_nlkt8ibCj41u1i9mao1_500.gif


Category: Films, Movies / Event
Tags:

Share it
Comments
Back to Top