;

15 March 2015      slimshady     Views 11456    
Category: Films, Movies

დისნეი "Frozen 2"-ის გადაღებას გეგმავს

2013 წლის ფენომენალური ანიმაცია Frozen ("გაყინული") არა მხოლოდ წლის კინო გაქირავების ბოქს-ოფისების მომხსნელი,არამედ კრიტიკოსების მიერ აღიარებული და ორი ოსკარის მფლობელი ფილმი გახლდათ.დისნეის წარმატებულმა მულტფილმმა მილიონობით ბავშვის გული მოიგო,ელზას ცისფერი კაბა ჰელოუინის ჰიტად იქცა,აკადემიის ჯილდოს მფლობელი სიმღერის "Let It Go"-ს მოსმენა კი ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეიძლებოდა.

დისნეი "Frozen 2"-ის გადაღებას გეგმავსდისნეი "Frozen 2"-ის გადაღებას გეგმავს
ახლახანს ვოლტ დისნეის ანიმაციურ ფილმთა კომპანიის აქციათა მფლობელების მორიგი შეხვედრის შედეგად,12 მარტს გამოცხადდა,რომ "გაყინულს" მეორე ნაწილიც ექნება.ფილმში დაბრუნდებიან ანასა და ელზას როლის შემსრულებლები : კრისტენ ბელი და იდინა მენზელი.კრისტენმა ეს ამბავი ინსტაგრამის სურათით გამოაცხადა,რომელზეც მას თავი ყინულის ტომარაზე უდევს,სურათს კი შემდეგი წარწერა გაუკეთა : "ოცნებები მართლაც ხდება!!!! #FROZEN2 #itsofficial". ასევე დაბრუნდება ოლაფის როლის შემსრულებელი მსახიობი ჯოშ გადი და რეჟისორები ჯენიფერ ლი და ქრის ბაკი.

დისნეი "Frozen 2"-ის გადაღებას გეგმავს

"Frozen 2"-ის გადაღებით დისნეი თავის დიდხნიან ტრადიციას არღვევს: ის არასდროს აკეთებს პოპულარული მულტფილმების მომდევნო ნაწილებს და ცდილობს მთელი ბიუჯეტი თუ ენერგია ახალი პერსონაჟების და ისტორიების შექმნას დაუთმოს.თუმცა რადგანაც "გაყინულმა" დისნეის ძველი დიდება და სახელი დაუბრუნა,წლის ჰიტად იქცა,1.3 ბილიონი დოლარი შემოუტანა კომპანიას და დიდი ფანების ჯგუფი მოიპოვა,მან გამონაკლისის გაკეთება გადაწყვიტა.ფილმის პერსონაჟები სერიალ "Once Upon A Time"-შიც გამოჩნდნენ.
დისნეი "Frozen 2"-ის გადაღებას გეგმავსდისნეი "Frozen 2"-ის გადაღებას გეგმავს

დისნეიმ თავისი ახალი ფილმის "Cinderella"-ს დასაწყისში მაყურებელს საშუალება მისცა მოკლემეტრაჟიანი მულტფილმის "Frozen Fever" ენახა,რომელიც ანას დაბადების დღეზე ელზასა და კრისტოფის საუკეთესო საჩუქრის ძიებას ასახავს.რეჟისორებმა ჯენიფერ ლიმ და ქრის ბაკმა განაცხადეს : "ჩვენ იმდენად მოგვეწონა Frozen Fever-ზე მუშაობა,დაბრუნება იმ სამყაროში,იმ პერსონაჟებთან,რომ შესანიშნავი იდეა მოგვივიდა თავში ფილმის მეორე ნაწილისთვის.ძალიან გვიხარია ახალ ფილმზე მუშაობის დაწყება."
დისნეი "Frozen 2"-ის გადაღებას გეგმავსდისნეი "Frozen 2"-ის გადაღებას გეგმავს
დისნეი "Frozen 2"-ის გადაღებას გეგმავს

უკვე გახმაურდა,რომ ახალ ფილმში ანასა და ელზას დუეტი ექნებათ,რომელიც სავარაუდოდ Let It Go-ს წარმატების დაჩრდილვას შეეცდება.ასევე გავრცელდა ხმა,რომ სცენარის ავტორების ელზას მოკლავენ,თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა,რადგან ამ გზით კომპანია ბევრ ბავშვს იმედს გაუცრუებს და სუვენირების გაყიდვებით შემოსავალს დაკარგავს.Frozen 2-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის,თუმცა ვიცით,რომ ის 2018 წლამდე ეკრანებზე არ გამოჩნდება,რადგანაც დისნეის იქამდე უამრავი პრემიერა აქვს დაგეგმილი.

კადრები მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან "Frozen Fever"

დისნეი "Frozen 2"-ის გადაღებას გეგმავს
დისნეი "Frozen 2"-ის გადაღებას გეგმავს
დისნეი "Frozen 2"-ის გადაღებას გეგმავს
დისნეი "Frozen 2"-ის გადაღებას გეგმავს
დისნეი "Frozen 2"-ის გადაღებას გეგმავს


Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top