;

11 March 2015      Ancho.     Views 4740    
Category: Films, Movies, Stars



შერონ სტოუნი 57 წლისაა

ქალი ვარსკვლავი, სექს-სიმბოლო და ინტელექტუალი


იშვიათია ქალი, რომელსაც მოზრდილობის პერიოდში არ უოცნებია გამოიყურებოდეს ისე, როგორც შერონ სტოუნი. ელეგანტური ქერა ქალბატონი ძირითადი ინსტინქტიდან (Basic Instinct) 10 მარტს 57 წლის გახდა და ის რჩება ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მსახიობად. ადამიანებს ის არამარტო ამის გამო უყვართ. კინოსაზოგადოებიდან ის უფრო შორს გადის. ეხმარება სტიქიური კატასტროფების მსხვერპლებს, ინფიცირებულებს და სხვებს, ვინც დახმარებას საჭიროებენ. ინტერვიუებში კი განიხილავს პოლიტიკას. ეს ყველაფერი ზიანს არ აყენებს კარიერაში. ამ წელს ორი ფილმი გამოდის შერონის მონაწილეობით: დრამა "ოქროს ბიჭი" (Un Ragazzo d'Oro) და მელოდრამა What About Love?



შერონ სტოუნი არამარტო გამოჩენილი კინოვარსკვლავი და სექს-სიმბოლოა. საქმე არ ეხება არც დაჯილდოებებსა და ნომინაციებს. გვერდზე რომ გადავდოთ მისი ქარიზმა, უნდა აღინიშნოს რომ შერონი ოფიციალურად ჰოლივუდის ყველაზე ჭკვიან მსახიობად ითვლება. მის საფირმო აღსარებებს მთელი ჰოლივუდი ციტირებს, მსახიობის IQ კი რეკორდულ მაჩვენებელს 154-ს უტოლდება. ასეთი შედეგი მის არცერთ კოლეგას არ აღენიშნება.



"ჩემი აზრით სასაცილოა მივიჩნიოთ, რომ ჩვენ ყველანი სექსზე დამოკიდებულები არ ვართ. საშუალო სტატისტიკით მასზე ადამიანი ყოველ 20 წამში ერთხელ ფიქრობს. ასე არ არის? და ეს აბსოლიტურად ნორმალურია, იმიტომ რომ, რომ არა სექსი, ჩვენ საერთოდაც არ ვიარსებებდით."



შერონი ვარსკვლავი მოგვიანებით, 34 წლის ასაკში გახდა. მანამდე ის მეორეხარისხოვან როლად გაელვებას და მოდელობას სჯერდებოდა. ამ დროს მას შესთავაზეს ეთამაშა ეროტიკულ თრილერში "ძირითადი ინსტიქტი". ღია სცენის გამო როლზე უარი თქვეს მიშელ პფაიფერმა,მეგ რაიანმა და ჯულია რობერტსმა. სტოუნს არ ჰქონია საქმე ცხვირის აწევასა და ზურგის შექცევასთან, მაგრამ ფილმისგან მაინდამაინც დიდ წარმატებას არ ელოდა. იმის გამო,რომ მთავარ როლზე დამტკიცებული იყო ნაკლებად ცნობილი მსახიობი, ფილმის უარი კინაღამ მაიკლ დუგლასმა განუცხადა. მაგრამ პროფესიონალიზმმა უკარნახა, რომ საქმე გამოვიდოდა. საბოლოოდ ფილმი არამარტო 1992 წლის მთავარი სენსაცია გახდა, არამედ დღემდე ითვლება ეროტიკული ჟანრის კლასიკად. პრემიერის შემდეგ სტოუნი გამოჩენილი მსახიობი, სექს-სიმბოლო და სილამაზის კანონების დამფუძნებელი გახდა.



"როდესაც გამოვიდა "ძირითადი ინსტიქტი", არავის თავიდან არ უთქვამს: "მე შოკირებული ვარ იმით, რომ თქვენი პერსონაჟი მანიაკი და მკვლელია!" სამაგიეროდ, ყველა ბჭობდა იმ სცენაზე, სადაც მე დემონსტრაციულად ვაწყობ ფეხს ფეხზე, რამეთუ სიშიშვლე იყო მათ შორის. ჩემი აზრით, მთელი აზრი იმაშია, რომ მე ვანსახიერებდი ძლიერ ქალბატონს, რომელსაც მთლიანად აქვს გაცნობიერებული თავისი სექსუალურობა."



"1990-იან წლებში, მე ღია სექსუალურობის გამოვლინებას ვანიჭებდი უპირატესობას, ახლა კი ვცდილობ ვისწავლო რომელიმე კონკრეტული ამპლუის მორგება. წარმოდგენა არ მაქვს ვის ვითამაშებ შემდეგ ჯერზე. მთავარია პერსონაჟი ნათელი იყოს."

"ვამაყობ იმით რომ ჰოლივუდის ნაწილი ვარ. კინოს სამყარო უფრო მეტად კეთილშობილური და ინტელექტუალურია ვიდრე ვაშინგტონის პოლიტიკის სამყარო ან ნიუ-იორკის ბიზნესმენთა საზოგადოება. ჩვენი ადამიანები არამარტო ქმნიან ხარისხიან პროდუქტს, ასევე არ ეშინიათ იყვნენ გულწრფელები და საუბრობენ იმაზე რასაც ფიქრობენ, მაშინაც კი თუ იციან რომ ეს მათ კარიერას ზიანს მიაყენებს."



"მე სრულებითაც არ ვაპირებ გავხდე "ქალი ასაკის გარეშე". პირიქით, მინდა ვისწავლო მივიღო ჩემი ასაკი. მახსოვს, როდესაც ორმოცდარაღაცის ვიყავი, მე აბაზანაში ჩავიკეტე, ღვინის ჭიქით და ჩემ თავს ვუთხარი, რომ არ გამოვიდოდი იქამდე, სანამ არ შევიყვარებდი ჩემს გარეგნობას ისეთი როგორიც არის."

"მე და ჩემ დას საკუთარი ფილოსოფია გვაქვს. ვიცხოვროთ სხვებისთვის. ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტეთ გაგვეწყვიტა ურთიერთბა ყველა იმ მეგობართან, რომლებიც ამ პოზიციას არ იზიარებდნენ. მხოლოდ დავტოვეთ ისინი, ვისაც ვფიქრობდით რომ შეიცვლებოდნენ. ასეც მოხდა. როდესაც ქარიშხალმა "კატრინამ" გადაიარა ერთი ასეთი მეგობარი ისე შეძრა დაზარალებულების ხილვამ, რომ მაშინვე მოხალისეთა სადაზვერვო სამსახურში ჩაეწერა."



მიუხედავად ამდენი წარმატებისა, შერონი პირადი ცხოვრების გამართულობით ვერ დაიკვეხნიდა. რამდენჯერმე დაქორწინდა, მაგრამ ამას ყოველთვის დაშორება მოსდევდა. მსახიობის მეორე ქმარმა, ჟურნალის რედაქტორმა აღიარა, რომ რთული იყო გაგეწია მეტოქეობა შერონთან ლიდერულ საკითხებსა და ინტელექტუალურ კამათში. იმის მცდელობა, რომ შერონი დიასახლისად ექციათ, არასოდეს სრულდებოდა. დადიოდა ჭორები,რომ მას საიდუმლო რომანები ჰქონდა ლეონარდო დიკაპრიოსა და ანტონიო ბანდერასთან. ოფიციალურად გამოდიოდა ხოლმე პუბლიკაში ახალგაზრდა მეწყვილეებთან. უკანასკნელი შეყვარებული მასზე 14 წლით პატარაა.

"არ მინდა გავხდე პოლიტიკოსი, ამას ხშირად მეკითხებიან. შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ მზად არ ვარ. ადრეა. მაგრამ ვინ იცის? შესაძლებელია ერთხელაც შევიცვალო ჩემი აზრი. ქალი ხელისუფლებაში ისედაც არასაკმარისია."



"მას შემდეგ, რაც ბუდისტი გავხდი, მივხვდი, რომ სირცხვილი ადამიანის მოგონილია. ბუნებაში არ არსებობს სირცხვილი. ეს რაღაც იმდაგვარია, რაც ადამიანთა მანიპულირებას ახდენს."

შერონს არ ჰყავს ბიოლოგიური შვილები, მაგრამ ზრდის სამ აყვანილ ბავშვს. მას ფანატიკოს დედას უწოდებენ. უფროს ნაშვილებზე ის სასამართლოში იბრძოდა ყოფილ ქმართან და მძიმედ გადაიტანა, როდესაც სასამართლომ ის ქმარს დაუტოვა. მსახიობს არ უყვარს ბავშვების დემონსტრირება პუბლიკაში, არ ჩნდება მათთან ერთად ღონისძიებებზე, არ ტვირთავს მათ ფოტოებს სოციალურ ქსელში.



"როდესღაც, ჩემი ოცნება იყო მეთამაშა ჰამლეტი.მაგრამ ეს წარსულს ჩაბარდა. ეხლა მე როლებზე კი არ ვოცნებობ, არამედ მუშაობაზე კონკრეტულ რეჟისორებთან. მაგალითად, ვიმუშავებდი ტერი უილიამსთან, რომელსაც გამოჩენილ კინემატოგრაფად ვთვლი. რომან პოლანსკისთან, აგრეთვე."

ითვლება, რომ კანის კინოფესტივალი შერონმა აქცია გლამურულ ღონისძიებად. 90-იან წლებში ის გახდა საქველმოქმეო საღამოს წამყვანი და მთავარი მუზა კინოფესტივალის ფარგლებში. ყველა ვარსკვლავის ყურადღება მიიქცია ავადმყოფობების პრობლემით. პროექტის მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო გალა-ვახშამი მთელი მსოფლიოს გავლენიანი საზოგადოების შეკრებით. ასეთი მასშტაბური ღონისძიება მეტი არ ტარდება მსოფლიოში. სტოუნმა კანი სერიოზულად ოსკარზე გადაიტანა, მაგრამ ის ევროპაში იმაზე მეტად შეყვარეს, ვიდრე მშობლიურ ამერიკაში.

Sharon StoneSharon Stone

"არ მესმის ქალების, რომლებიც გატაცებულნი არიან პლასტიკით. ერთხელ, ერთმა მამაკაცმა მითხრა: "ნაოჭები ტუჩის გარშემო, ეს ფრჩხილებია, რომელშიც თავმოყრილია ყველა ბრძნული სიტყვა, რომელიც გითქვამს." მე მაშინვე მომინდა ჩავხუტებოდი და მეკოცნა მისთვის."

"გამოვტყდები, რომ ვცადე ბოტოქსი, მაგრამ აღმოვფხვერი. ბოტოქსის წყალობით ჰოლივუდში ყველა ერთმანეთს ჰგავს. მე კი მინდა დავრჩე იმად რაც ვარ. დაე ჩემში ხედავდნენ ქალს, რომლის ზურგსუკანაც ფრიად საინტერესო ცხოვრებაა. ვის სჭირდება ბოტოქსი-ეს არაა სექსუალური! ქალი, რომლის სახეც თითქოს მაცივრის საყინულეში ამყოფეს, საზარელია ჩაეხუტო ან გააცინო, რომ არაფერი ვთქვათ სხვა რამეზე."



"საოცარია, მაგრამ წარმატების მწვერვალზე, მე ნაკლებად ვიყავი დარწმუნებული ჩემ თავში. რა თქმა უნდა, ეხლაც არის მომენტები,როდესაც თავს მახინჯ იხვად მივიჩნევ-მოუხერხებლად და მოუწესრიგებლად. მაგრამ ვცდილობ ასეთი მომენტები უბრალოდ გადავიტანო. რა მეხმარება შევინარჩუნო თავდაჯერებულობა? იუმორის გრძნობა. როდესაც გგონია მთელი მსოფლიო გებრძვის, მე ვფიქრობ: "მოვა მომენტი როცა მე გავიცინებ ამაზე, მაშინ რატომ არ ვიზამ ამას ეხლავე?"












Category: Films, Movies, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top