;

6 March 2015      Ancho.     Views 7612    
Category: Films, Movies, Stars




ადრიანო ჩელენტანოს ფილმები ციტატებით

ადრიანო ჩელენტანო უკვე 77 წლისაა, მისი სახელი მილიონი ადამიანისათვის ასოცირდება იტალიასთან ისევე როგორც მიქელანჯელო და პიცა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მონაწილეობით ფილმი უკვე 15 წელია არ გამოსულა, მსახიობის ოქროს ფილმოგრაფია დღემდე პოპულარულია. წარმოგიდგენთ ციტატებს ფილმებიდან, რომლებიც აფორიზმებად დამკვიდრდნენ.

http://static.gq.ru/iblock/392/39231f41bc5c07165f63202076dd16c8.jpg


ბლეფი
1976



რეჟისორ სერჯო კარბუჩისთან გადაღებული მეორე ფილმი, დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც იტალიაში, ასევე საბჭოთა კავშირში. კრიტიკოსები უკმაყოფილოები იყვნენ კორბუჩით, რადგანაც ის ცნობილი იყო სასტიკი ვესტერნებით, თუნდაც "ჯანგო" რომელმაც ტარანტინო შთააგონა გადაეღო "განთავისუფლებული ჯანგო" და თავისი ჟანრი შეწირა კომედიას. "ბლეფს" აკრიტიკებდნენ, მაგრამ მაყურებლისთვის სულერთი იყო.

"მისმინე კოღო, თუ შენ ისევ რაიმეს წაიდუდღუნებ, მოგკლავ! მაგრამ რადგანაც შენ სხვა წონის ხარ, ჩხუბი არ მოხდება"

- რას დალევ?
- ორმაგი ვისკის ნახევარს


ხავერდის ხელები
1979



მოგვიანებით, კასტელანო და მოჩა გახდნენ ჩელენტანოს კოლეგები სუპერკომედიის კეთებაში. პირველი სატირა გახდა "ძია ადოლფი, ზედმეტსახელად ფიურერი", რომელზეც ბევრი ამბობდა, რომ ჩელენტანოს საუკეთესო როლი იყო. მეორე კი კომედიაა "ხავერდის ხელები", სადაც ჩვენმა გმირმა ამპლუის არც ისეთი რადიკალური ცვლილებით შეძლო მაყურებლის გაოცება. ის შეყვარებულ ინჟინერად მოგვევლინა, ყველანაირი ავანტიურის გარეშე.

"გადაეცი ძმას, რომ სახელები არ გამოიგონოს! ისინი ნორმალური უნდა იყოს! თორემ წინა ჯერზე ჯოვანი პასკუდინი და ნიკოლო პერდალუჩი დაარქვა. არსად არ გამოდგება."

http://static.gq.ru/iblock/ece/ecec36c38603354cdfb188240bdb822b.jpg


ჭირვეულის მორჯულება
1980



გადაღებების დაწყებისას ორნელა მუტი 24 წლის იყო, ადრიანო 41-ის. ქალს შეუყვარდა გონების დაკარგვამდე, ერთგულ მარტოხელა კაცს გული შეუტოკდა. მითქმა-მოთქმის მიხედვით მსახიობებს შორის დაიწყო რომანი და კაცისათვის, რომელიც ოჯახური ღირებულებებისა და ქორწინების პროპაგანდას ეწეოდა, ეს უკანასკნელი "გვერდზე გახედვა" აღმოჩნდა, რომელიც მოგვიანებით მოინანია. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ფილმია: დაუჯერებელი, სასაცილო, ნამდვილი კლასიკა, ნაციონალური ბლოგბასტერი, რომელმაც იტალიურ გაქირავებაში 40 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. და ეს 1980 წელს! ჩელენტანოს პერსონაჟი, ფერმერი ილია, "მაჩო", სექსისტი, რომელსაც გაანადგურებდნენ თანამედროვე ფემინისტები-იდეალურად "ცუდი ბიჭია", რომლის გამოც გოგონები ყველაფერზე წავიდოდნენ, ვალენტინოს კაბებსაც კი გაცვლიდნენ სოფლის სარაფნებში.

https://38.media.tumblr.com/tumblr_mbie3ryjw71rwrnido1_r1_500.gif


"ჩემთან დარჩები, მაგრამ დილით სახლში წახვალ."

— ან გავაკეთებთ ისე, როგორც მე ვთქვი!
— ან... ?
— ან როგორც მე ვთქვი, ისე გავაკეთებთ.

http://40.media.tumblr.com/tumblr_lvm790aOWl1r5gyx0o1_500.jpg
http://40.media.tumblr.com/tumblr_mbms2mToD31qlq5wxo1_500.jpg


— და შენ ასე რატომ გაინტერესებს ჩემი გამოსასვლელი დღის გეგმები?
— ვფიქრობ სად წავიდე, რომ შენ არ შეგხვდე.

https://41.media.tumblr.com/c2565ab706e82cd488f9fd297c7c9e4e/tumblr_mgddkiymaH1r7tjwfo1_500.jpg
https://40.media.tumblr.com/9d8766bddf3efddfe6a5c8006bfb2f9b/tumblr_mv8n76MVTu1qdvqego1_500.jpg
https://40.media.tumblr.com/7672c14713d9cfad92dd9bc69d2e6856/tumblr_n2ne1a18bk1tv27d0o1_500.jpg


"მე აუცილებლად დავქორწინდები შენზე, ყოველ შემთხვევაში შევხმიანდეთ".

— შენ ჯერ კიდევ არაფერი გითქვამს ჩემს კოსტუმზე.
— და რა უნდა მეთქვა?
— მე ის შენთვის ჩავიცვი. მოგწონს თუ არ მოგწონს?
— ჰო მაგრამ შენ გუშინაც ეს გეცვა.
— არა გუშინ სხვა მეცვა. დღეს მე ვალენტინოს კოსტუმი მაცვია.
— ვალენტინოს? მე მეგონა შენი იყო.
— მისმინე, შენ სინამდვილეშიც ასეთი ხარ თუ თავს იკატუნებ?
— სინამდვილეში ასეთი ვარ, უბრალოდ თავს ვიკატუნებ.

https://41.media.tumblr.com/84846306889a0cd131f34e371209cd8a/tumblr_mer8q2X7b61rd1vcbo1_500.png
https://41.media.tumblr.com/323308f1b0f59dbeb7761884932313ca/tumblr_muh0gfa3sA1rvasxoo1_500.jpg


— მე ლიზა მქვია.
— ეს თქვენი ბრალი არ არის.

— მე არ შემიძლია ქალთან დავკავდე სიყვარულით, თუ მე მასზე შეყვარებული არ ვარ.
— და რამდენჯერ ყოფილხარ შეყვარებული?
— არცერთხელ.

https://38.media.tumblr.com/edeee28ba690f91075cc884c2ea2d842/tumblr_n467vjnvZi1qz6z2wo1_400.gif


ტუზი
1981



კიდევ ერთი კომედია ბანქოს თემაზე (ბლეფის შემდეგ). ჩელენტანო განასახიერებს მოთამაშეს, რომელმაც საქორწინო ღამეს ბანქოს სათამაშო მაგიდა არჩია. მოიგო, მოკლეს და ცოლს მოჩვენების სახით დაუბრუნდა. მისი პერსონაჟის ცოლს იტალიელი სექს-სიმბოლო ედვიჟ ფენეკი თამაშობს, რომელზეც თავს კარგავდნენ იტალიელი კაცები.

— პოლიცია?
— პოლიცია. ვინ ლაპარაკობს?
— პოლიცია!
— დიახ, ეს პოლიციაა! ვინ ლაპარაკობს?
— პოლიცია!

https://38.media.tumblr.com/3a17b96bf4a97be705b6544ae9e8b677/tumblr_n5m4rfVmvX1qdsk5co1_500.gif


— მე ვფიქრობდი ჩემს მომავალზე. უბრალოდ ფანტასტიკურია! წარმოიდგინე — დილით 6 საათზე ვდგები, მივდივარ მეტროთი მერიამდე... შვიდასი ათასი თვეში, თან დანამატიც... შვიდზე სახლში... ვახშამი, ტელევიზორი, და შემდეგ ძილი.
— კმაყოფილი ხარ?
— თავში ტყვია დავიხალო შეიძლება.

http://static.gq.ru/iblock/f32/f3276a5badb589dd345bc89d4454f134.jpg


უზომოდ შეყვარებული
1981



მეორე და უკანასკნელი ერთობლივი ფილმი ორნელა მუტისა და ადრიანო ჩელენტანოსათვის- სულელური, მაგრამ სასაცილო სასიყვარულო ისტორიაა ავტობუსის მძღოლსა და პრინცესას შორის. მორიგი სასიკვდილო კინოჰიტი, რომელმაც აიძულა იტალიელების უმრავლესობა ბილეთი ეყიდათ და კინოში წასულიყვნენ.

https://36.media.tumblr.com/tumblr_masrd3aybp1qgkht9o1_250.jpghttps://41.media.tumblr.com/tumblr_masrd3aybp1qgkht9o6_250.jpg
- კარგი, მაგრამ ერთი პირობით.
- არ ვთანხმდები არანაირ პირობებს. რა პირობით?

https://40.media.tumblr.com/tumblr_masrd3aybp1qgkht9o4_400.jpg


"შენ ლამაზი ხარ, მე კი გაცილებით ლამაზი!"

https://33.media.tumblr.com/d1f2ff663d2db8c7b87683c637dc01fe/tumblr_n996uhOdfc1rzbj5mo1_250.gif


- ორშაბათს, 5-ზე გეცლება?
- კი
- სამწუხაროა, მე დაკავებული ვიქნები.

https://40.media.tumblr.com/tumblr_masrd3aybp1qgkht9o7_400.jpg
https://40.media.tumblr.com/tumblr_masrd3aybp1qgkht9o2_400.jpg

"20 წლის შემდეგ შენ 40 წლის იქნები, მაგრამ როგორმე გადავიტან."

— ჩვენ უკვე სამი წელია ერთად ვართ, და ამ დროის განმავლობაში შენ მხოლოდ ორჯერ დამირეკე პირველმა.
— გეთანხმები, ზედმეტი მომივიდა.

https://41.media.tumblr.com/tumblr_ltq4pkPsU21qdj79to1_500.png
https://40.media.tumblr.com/tumblr_ltq4qtQh8M1qdj79to1_500.png



ბინგო ბონგო
1982



კომედია, სადაც მთავარი ფორმულაა "კაცი მაიმუნზე ოდნავ ლამაზი უნდა იყოს". ჩელენტანო თამაშობს ტარზანს, ნაპოვნს ჯუნგლებში და გადაყვანილს იტალიაში, სადაც მისგან ადამიანის გამოძერწვას ცდილობს მეცნიერი ლამაზმანი. ჩელენტანო მოუწესრიგებელი და მომხიბვლელი მამრის ხასიათს ზუსტად წარმოაჩენს.

— რას აკეთებ აქ?
— არაფერს.
— წადი არაფრის კეთება სხვაგან გააგრძელე.

Grand Hotel Excelsior
1982



ბენეფისი არამარტო ჩელენტანოსათვის, არამედ 3 იტალიელი კომიკოსისათვის, ცოტათი ვულგარული გამოვიდა, მაგრამ სასაცილო. ადრიანო აქაც ასოციალურია, უხეშად ეპყრობა ქალებს, მათ ვინც მზად არიან მის გამო სუიციდზე წავიდნენ. სავსეა სასაცილო დიალოგებითა და ხუმრობებით, უბრალოდ ორნელა აქ არ არის.

- მე გავიყინე.
- აიღე ჩემი ქურთუკი. მაგრამ ახლა მე მცივა! მომეცი ქურთუკი უკან და მე შენ ლოყებზე გიპატყუნებ, რომ გათბე"

"თუ ვინმემ აქ ჩემზე ყველანაირი საშინელებები მოგიყვათ, არ დაუჯეროთ. მე კიდევ უარესი ვარ."

- შენ არც კი მკითხავ თავს როგორ ვგრძნობ?
- რატომ უნდა გკითხო? ცოცხალი ხარ და ეგ არის.


განსაკუთრებული დახასიათება : ლამაზი მამაკაცი
1983



ერთ-ერთი ბოლო ფილმი კასტელანოსა და მოჩასთან ერთად სტანდარტულადაა გაკეთებული, სადაც ჩელენტანოს კვლავ ქალების გულის გატეხვა ერგო. ვარსკვლავის პარტნიორი ფედერიკა მოროა, "მის იტალია", რომლისთვისაც ადრიანო კინო დებიუტი გახდა. მას გადაღებებზე 17 წელი შეუსრულდა.

— მივდივართ.
— სად?
— მილანში.
— პიჟამოთი?
— და რა მოხდა?
— ეს პიჟამო..
— კარგი, მეორეს ჩავიცმევ.


http://static.gq.ru/iblock/e0d/e0dc473fdc581d47a7f3d15863cec55c.jpg
http://static.gq.ru/iblock/52c/52c10a9f54676ba344a00d568e472680.jpg
http://static.gq.ru/iblock/e7c/e7cb396e0492b10aa4622356a96feb97.jpg
http://static.gq.ru/iblock/c72/c725ac336f9024ed7467142694b63193.jpg
http://static.gq.ru/iblock/f46/f468f47b33a2dbea065a0d4c2374b041.jpg


Category: Films, Movies, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top