22 February 2015      Ancho.     Views 1 705    
Category: Films, Movies

https://38.media.tumblr.com/70a8bbb63a690bd65cd85ca42e3dab95/tumblr_njvdeugTcZ1qcpw29o4_500.gif


Kingsman: The Secret Service
საქართველოს კინოთეატრებში 26 თებერვლიდან
კოლინ ფერტის პირველი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი
მკაცრი, მაგრამ მხიარული მძაფრსიუჟეტიანი Kick-Ass-ისა და X-men-ის შემქმნელებისაგან

მოუწესრიგებელ დედასთან და უჟმურ მამასთან ერთად მცხოვრებმა ეგსიმ, ბავშვობიდანვე იცოდა, რომ მამამისი გმირულად გარდაიცვალა ახალგაზრდობისას, მაგრამ არ იცოდა რაში მდგომარეობდა მისი დამსახურება და წარმატება. ყველაფერს თავისი დრო აქვს: ერთხელაც ეგსის ცხოვრებაში ელეგანტური ლონდონელი შემოიჭრება (კოლინ ფერტის პერსონაჟი) და სთავაზობს ახალგაზრდას მისდიოს მამის კვალს.

კინგსმენი: საიდუმლო აგენტები
www.new.kinoafisha.ge/movies/kingsman-the-secret-service/





«Kingsman» -სთვის მებრძოლის ამპლუას ოსტატურად ირგებენ კოლინ ფერტი, სემუელ ჯექსონი, მაიკლ კეინი და მარკ სტრონგი. ფილმი სავსეა სასიამოვნო სიურპრიზებით - დაწყებული მძაფრსიუჟეტიანი ფრანშიზების სტილისთვის კბილის გაკვრით, სისტემატიური მიმართვით კვენტინ ტარანტინოსადმი და დამთავრებული კულმინაციური სცენით. ფილმში ცნობილი ვარკვლავების უმრავლესობა ვერ აღწევს ცოცხალი ფინალურ ტიტრებამდე, დახვეწილი იუმორისა და საკმაოდ ხშირი კომედიური სიტუაციების წყალობით მაყურებელს არაერთგვაროვანი ემოციები ეუფლება. მოკლედ, ეს კლასიკური ბრიტანული ფილმია, როდესაც კომედიური ჟანრის ფილმიც კი საკმაო თავშეკავებულობითა და სერიოზულობითაა გადმოცემული.



ფილმში კოლინ ფერტმა ტრიუკების 80% თავად შეასრულა,
ის 6 თვის განმარლობაში ვარჯიშობდა და ემზადებოდა როლისთვის.
ფილმისთვის სპეციალურად შექმნეს მამაკაცის კოსტუმები ცნობილმა ბრიტანელმა დიზაინერებმა.

ფილმის გმირები მისდევენ ბრიტანულ სტილს, საბრძოლო ხელოვნებასთან ერთად იცავენ ჯენლტმენების წესს "The Gentleman's Guide", მთავარი გმირის ერთერთი გაკვეთილია - «Oxfords, not brogues», გვხიბლავენ იდეალური ვარცხნილობითა და კოსტუმებით, კოლინ ფერტის ხალათი კი ცალკე აღნიშნვის ღირსია. ონლაინ მაღაზია Mr. Porter-მა სპეციალური ტანისამოსის კოლექციაც კი შექმნა სახელწოდებით Kingsman.

http://static.gq.ru/iblock/62c/62cf340adc10073c6136743788eef864.jpg
http://static.gq.ru/iblock/683/683715c83fbdc95549f4690451d1169d.jpg


ფილმში ვერ შეხვდებით სნობიზმის ელემენტებს. ჯელტმენი ყოველთვის უნდა იყოს მზად დახმარებისათვის (მაშინაც კი თუ მას ეს არ სურს), ამიტომაც უნდა დაივიწყოს საკუთარი სურვილები. თვით ბონდს აქვს ამ თემასთან დაკავშირებით პრობლემები, Kingsman კი პირიქით, იუმორით უდგება ყველაფერს. როგორ მოახერხა რეჟისორმა ორი საათით მაყურებლის ასე ამრტივად აყოლიება? ეს შესაშური ოსტატობაა.

ფილმის ერთ-ერთი პლიუსი სასიყვარულო სცენების მიმართ მიდგომაცაა. თუ ჯეიმს ბონდის ცნობილი ქალები ფილმის ბოლომდე ვერ აღწევენ, Kingsman-ის აგენტებს შემდეგი წესი აქვთ: ჯერ ვერტმფრენები, შემდეგ გოგონები. ამიტომაც ჯერ უნდა გადაარჩინონ სამყარო და შემდეგ მიხედონ ქალებს.

http://static.gq.ru/iblock/423/42368813b6fb3da6f71530e552ff4dfc.jpg
http://static.gq.ru/iblock/1d8/1d86a3824d7ce530e4c14f10aeb16a57.jpg


ფილმის რეჟისორია ბრიტანელი მეთიუ ვონი, რეჟისორი ფილმებისა: Layer Cake , Kick-Ass, Stardust, X-Men: First Class და პროდიუსერი მრავალი ბრიტანულ-ამერიკული ფილმისა. სუპერმოდელ კლაუდია შიფერის მეუღლე და ცნობილი, სახელოვან მსახიობებთან მუშაობის გამოცდილებით.

ფილმის პრემიერის შემდეგ, ფოიეში შამპანურს სვამდნენ და ფილმს ერთი ციტატით ახასიათებდნენ: "მანერები - ჯენტლემნის სახეა". პრემიერა რომ დიდხანს არ გაგრძელებულიყო, აუცილებლად გაივლიდნენ ოქსფორდებით, კოლინ ფერტის პერსონაჟის მსგავსი კოსტუმის შესაკვეთად, მისმა გმირმა ხომ ყველას სპეციფიკური პრინციპი შთააგონა, რომ კარგი კოსტუმი ეს შექმნილია საკუთარი არჩევანით და არა მზა. ჟურნალების გარეკნებმა დაგვარწმუნა, რომ Kingsman ეს არის ფილმი, რომელსაც ყველა ნახავთ.

http://new.kinoafisha.ge/wp-content/uploads/2015/02/Hamills.jpg
http://new.kinoafisha.ge/wp-content/uploads/2015/02/Poisons.jpg
http://new.kinoafisha.ge/wp-content/uploads/2015/02/Samuel-Jacksons.jpg



Category: Films, Movies
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top