4 February 2015      Ancho.     Views 2 681    
Category: Films, Movies / Stars / Event



იმიტაციის თამაში ბენედიქტ კამბერბეტჩთან ერთად

კინოთეატრ "ამირანში" 5 თებერვალს "იმიტაციის თამაშის" პრემიერა შედგება. ფილმი ყველასთვის ნაცნობი ბენედიქტ კამბერბეტჩის მონაწილეობით, რომელმაც მაყურებელს თავი შერლოკის როლით შეაყვარა, ასევე მონაწილეობს მშვენიერი კირა ნაითლი .

https://33.media.tumblr.com/1774991f5b53b286d24f6efa9db3a1f1/tumblr_nihfhrbxgu1rkpizbo5_250.gifhttps://38.media.tumblr.com/b238eadd138dd25320a3c1001e10a3d9/tumblr_nihfhrbxgu1rkpizbo7_250.gif

ფილმი გადაღებულია ენდრიუ ჰოდჯესის წიგნის "Alan Turing: The Enigma" (1992) -ის მიხედვით. მწერლის შთაგონებას წარმოადგენდა ინგლისელი მათემატიკოსისა და კრიპტოგრაფის ალან ტიურინგის ცხოვრების ისტორია, რომელმაც დიდი ძალისხმევითა და მძიმე შრომით გავლენა იქონია თანამედროვე ინფორმატიკის განვითარებასა და ხელოვნური ინტელექტის თეორიაზე. ომის პერიოდში ტიურინგი შიფრავდა გერმანულ კოდებს და სწორედ მისი ცხოვრების ამ ეტაპზეა აგებული ფილმის ძირითადი არსი. მისი საქმიანობა და მიღწევები დაუფასებელი იყო მისი სიცოცხლის პერიოდში. ცოტას თუ ესმოდა იმ დიადი მიღწევების არსი, რაც ალანს ეკუთვნოდა. 1952 წელს, 41 წლის ასაკში ალან ტიურინგი სასიკვდილო ინექციით გარდაიცვალა, ის დაისაჯა ჰომოსექსუალური აქტისთვის, რაც იმ პერიოდში ბრიტანეთში კრიმინალს უტოლდებოდა. ალანმა ინექცია ამჯობინა ციხეში ჩაჯდომას. მისი გარდაცვალებიდან წლების შემდეგ ალანის ხსოვნა პატივყვეს და დედოფალმა და პრემიერ მინისტრმა საჯარო ბოდიში გამოუცხადეს კაცობრიობას მათი მხრიდან ამ საშინელი დანაშაულისთვის.

ფილმის პრემიერა კინოთეატრ ამირანში შედგება 5 თებერვალს
new.kinoafisha.ge/movies/the-imitation-game/





"დაფუძნებულია დაუჯერებელ, მაგრამ რეალურ ისტორიაზე". ფილმის სლოგანი ბევრ სხვა ცნობილ ფილმს მოუხდებოდა, რომლებიც ასევე ეძღვნება და დაფუძნებულია არაორდინალურ ისტორიებსა და ფაქტებზე, იმას რაც ადამიანებს ლეგენდად აქცევს. წარმოგიდგენთ იმ მიზეზებს, თუ რატომ არის მორტენ ტილდუმის ეს ფილმი ოსკარის მთავარ ფილმზე ნომინირებულთა შორის ღირსეული ადგილის მფლობელი.

The Imitation Game with Benedict Cumberbatch

მთავარი გმირები

ბენედიქტ კამბერბეტჩი განასახიერებს ისეთივე ინტელიგენტ, ჭკვიან და სოლიდურ მამაკაცს, როგორიც შერლოკია. უბრალოდ მისი ახალი გმირი გაცილებით უმცროსია. ის ეხმარება გაშიფრონ კოდი Enigma ისეთ სასტიკ პერიოდში როგორიც მეორე მსოფლიო ომია. ქალის მთავარ როლს კირა ნაითლი განასახიერებს,მაგრამ რატომღაც კამბერბეტჩმა მთლიანი ყურადღება მიიპყრო და ცნობილი ვარსკვლავისგანაც კი გადაიტანა ყურადღება თავის გმირზე.

The Imitation Game with Benedict Cumberbatch

ნომინაციები


სახუმარო თემა არ არის 8 ნომინაცია ოსკარზე, "მთავარი ფილმის" კატეგორიის ჩათვლით. მართალია "ოქროს გლობუსის" 5 ნომინაციიდან ვერცერთი ჯილდო ვერ მოიპოვა, მაგრამ ფილმს ჯერ კიდევ აქვს შანსი თუნდაც ბაფტაზე, 8 თებერვალს. ბრიტანელმა კინოაკადემიკოსებმა მას 9 ნომინაცია გამოუყვეს, მათ შორის ალექსანდრ კორდის პრემია წლის ბრიტანულ ფილმზე.

http://images5.cosmopolitan.ru/upload/img_cache/09b/09b6c2fbd876fbd84de93708631f0419_cropped_630x350.jpg


ჩვენებები

"იმიტაციის თამაში" ტორონტოს კინოფესტივალის სტუმრებმა ჯერ კიდევ სექტემბერში ნახეს. ბრიტანეთში დახურული ჩვენება მიეძღვნა დაპატიჟებულ სტუმრებს და სწორედ მან დაუდო საფუძველი ლონდონის კინოფესტივალის დასაწყისს.

https://33.media.tumblr.com/7f27a59d3f559596e7e87ed4ed02c52e/tumblr_ni10t4GE2y1qi993ao1_400.gifhttps://33.media.tumblr.com/126028c6b2439f31ba243c3592fceb0b/tumblr_ni10t4GE2y1qi993ao2_400.gif
https://38.media.tumblr.com/5a67784e4391556faedaf20593ba1aee/tumblr_ni10t4GE2y1qi993ao3_400.gifhttps://38.media.tumblr.com/10343fc67689d08758721656a21e031f/tumblr_ni10t4GE2y1qi993ao4_400.gif
https://38.media.tumblr.com/609d5991decf9423d48650f60556f716/tumblr_ni10t4GE2y1qi993ao5_400.gifhttps://33.media.tumblr.com/9d74af7baed8e79d0c5fbd25a3e0fcd2/tumblr_ni10t4GE2y1qi993ao6_400.gif


მუსიკა


ფრანგი კინოკომპოზიტორი ალექსანდრ დეპლა, ფილმის საუნდტრეკების შემქმნელია. დეპლა შვიდჯერ არის ოსკარზე ნომინირებული, მათ შორის ფილმებისათვის: "ფილომენა", "სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი", "მეფის სიტყვა". მიღებული აქვს ოქროს გლობუსი და კანის კინოფესტივალის შემოქმედებითი ჯგუფი მუდამ ეპატიჟება მასტერკლასების ჩასატარებლად.






Category: Films, Movies / Stars / Event
Tags:

Share it
Comments
Back to Top