30 January 2015      slimshady     Views 4 688    
Category: Films, Movies

Superbowl - წლიური ჩემპიონატი ამერიკულ ფეხბურთში, ახლოვდება.იგი ამერიკელთათვის ერთგვარ კულტურული ფენომენს წარმოადგენს,რადგანაც ყოველწლიურად ის ყველაზე ყურებადი გადაცემა ხდება 110 მილიონი მაყურებლით.სუპერბოული არა მარტო მატჩებითაა დასამახსოვრებელი,არამედ მისი ცნობილი ნახევარტაიმის შოუთი,რომლის სცენა არა ერთ ლეგენდარულ მომღერალს დაუკავია,ისეთებს,როგორებიც არიან : მაიკლ ჯექსონი,მადონა,აეროსმიტი,ტონი ბრექსტონი,სტივი ვანდერი და სხვები.

Super Bowl-ის რეკლამები


მაყურებელთა სიმრავლის გამო უამრავი ცნობილი და უცნობი ბრენდი ყიდულობს სარეკლამო დროს,რომელიც რასაკვირველია საკმაოდ ძვირადღირებულია - სულ რაღაც 30 წამიანი რეკლამა კომპანიებს 4.5 მილიონი დოლარი უჯდებათ.კლიენტის მოსაზიდად Superbowl-ის განმავლობაში ეს კომპანიები დასამახსოვრებელ,სასაცილო,ეფექტურ და ჭკვიანურ სარეკლამო რგოლებს იღებენ.წლევანდელი ჩემპიონატისთვის გადაღებული რეკლამები შეგვიძლია უკვე ინტერნეტში ვიხილოთ.


სუპერ ბოულის სარეკლამო დრო ძვირად ფასობს,მაგრამ ძალზედ ეფექტურია,როგორც უკვე აღვნიშნეთ გადაცემას რეკორდული მაყურებელთა რაოდენობა ჰყავს,ამიტომაც წამყვანი ბრენდები,როგორებიცაა კოკა-კოლა,ბუდვაიზერი,დორიტოსი,მერსედესი,ვიქტორიას სიქრეთი იბრძვიან კომერციული დროისთვის,იმ დროს როდესაც ნაკლებად პოპულარული კომპანიები ცდილობენ ახალი მომხმარებლის მიზიდვას. ერთ-ერთმა ჩატარებულმა გამოკითხვამ გვიჩვენა,რომ ამერიკელთა უმრავლესობა Superbowl-ს მხოლოდ რეკლამებისთვის უყურებს.


▶ კიმ კარდაშიანი თი-მობაილისთვის

T-Mobile-მა (მობილური ტელეფონების ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბრენდმა) წინა წლის რეკლამა ასეთი სიტყვებით დაასრულა : "Maybe next year, we’ll do an ad with overpaid stars" (იქნებ მომდევნო წელიწადს გადავიღოთ რეკლამა ვარსკვლავებით,რომლებსაც ზედმეტს უხდიან).როგორც ჩანს კომპანიამ პირობა შეასრულა და 2015 წლის სუპერბოულისთვის კიმ კარდაშიანი მოიწვია.კიმი პრომოტირებას უწევს როგორც კომპანიის "მონაცემების დაგროვების" პროგრამას,ასევე თავის ახალ წიგნს - "Selfie"-ს.კლიპმა დიდი გამოხმაურება მიიღო და მას უკვე რვა მილიონი ნახვა აქვს იუთუბზე.



Super Bowl-ის რეკლამებიSuper Bowl-ის რეკლამები
Super Bowl-ის რეკლამებიSuper Bowl-ის რეკლამები


▶ დენი ტრეო სნიკერსისთვის

"მაჩეტეს" ვარსკვლავი,70 წლის დენი ტრეო სნიკერსის,70-იანების ცნობილი სერიალის "The Brady Brunch"-ის თემაზე შექმნილ, რეკლამაში იღებს მონაწილეობას,რომელიც ისეა გადაღებული და დამონტაჟებული,რომ თითქოს რეკლამა ნამდვილად სერიალის ერთ-ერთი სცენაა.ვიდეო სნიკერსის აიკონური "შენ შენ არ ხარ,როდესაც გშია" სტილითაა გადაღებული და მასში დენის გარდა მსახიობი სტივ ბუშემიც მონაწილეობს.





▶ პირს ბროსნენი კიასთვის

პირს ბროსნენი თავის ლეგენდარულ როლს - ჯეიმს ბონდს უბრუნდება და ავტომობილთა წარმოების უმსხვილესი კომპანიის - კიას რეკლამაში ექშენის გმირის როლს ირგებს.პირსი ვიდეო კლიპში კიას 2016 წლის სორენტოს შესაძლებლობებს გვიჩვენებს.კიას გაყიდვათა მენეჯმენტის ვიცე პრეზიდენტის აზრით,მათ ვიდეოში ყველა ის ელემენტი ჩადეს,რაც სუპერბოულის რეკლამის სტანდარტებს აკმაყოფილებს - კარგი მანქანა,მოულოდნელი მოვლენათა განვითარება და ცნობილი ადამიანი. კიას გარდა 2015 წელს სარეკლამო ეთერს დაიკავებენ მერსედესი,ნისანი,ბე-ემ-ვე და სხვები.



▶ BMW-ს ინოვაციური იდეა

კიდევ ერთი პოპულარული ავტომობილთა წარმოების კომპანია - ბეემვე,ორიგინალურ ვიდეოს გვთავაზობს.ვიდეოში ჟურნალისტები ქეითი კურიკი და ბრაიან გამბელი მონაწილეობენ.დასაწყისში ნაჩვენებია კლიპი 1994 წლის გადაცემიდან,სადაც ქეითი და ბრაიანი ინტერნეტზე საუბრობდნენ - რომელიც იმ დროისთვის უცნობი იყო საზოგადოებისთვის - ტელეწამყვანებს ვერ გაუგიათ რა არის ინტერნეტი და ითხოვენ ახსნა-განმარტებას.21 წლის შემდეგ ქეითი და ბრაიანი ბეემვეს "ელექტრო i3"-ში სხედან,რომელიც მთლიანად ელექტრული ძრავით მუშაობს.ჟურნალისტებს ვერ გაუგიათ,რა მექანიზმით მუშაობს მანქანა და დასახმარებლად მეგობარს ურეკავენ.ამით კი ბე-ემ-ვე გვანიშნებს,რომ მათი ახალი მანქანა ისევე დაიმკვიდრებს საზოგადოებაში ადგილს,როგორც ინტერნეტმა გააკეთა ეს.რეკლამის ბოლოს ვხედავთ წარწერას : "დიდ იდეებს შეჩვევა სჭირდება"



▶ მინდი კეილინგი და მეტ დეიმონი Nationwide-სთვის

"ნეიშენვაიდი" ფინანსური სერვისებისა და სადაზღვეო კომპანიაა,რომელმაც გადაწყვიტა წლევანდელი Super Bowl-ისთვის მინდი კეილინგი (ცნობილი სერიალიდან "მინდის პროექტი") და მეტ დეიმონი მოეწვია.რეკლამა-მინი ფილმი-ეხება ქალს,რომელიც გადაწტვეტს,რომ ის უჩინარია.როგორც მინდიმ აღნიშნა გადაღება ძალიან სახალისო აღმოჩნდა,რადგანაც მას შეეძლო ის გაეკეთებინა,რაც დიდი ხანია უნდოდა,მაგალითან ავტოსამრეცხაოში გავლა,უზარმაზარი ნაყინის კონტეინერის მოპარვა და ასე შემდეგ."ნეიშენვაიდმა" რეკლამის ტიზერი გამოაქვეყნა,რომელშიც სამწუხაროდ მეტ დეიმონი არ ჩანს,მაგრამ მის ხილვა ჩემპიონატის მსვლელობისას შევძლებთ.



▶ ზღაპრული მერსედესი

მერსედესის 2015 წლის რეკლამა ზღაპრული ელემენტებით იქნება გაჯერებული.ის "მალეფისენტის" რეჟისორის-რობერტ სტრომბერგის მიერაა გადაღებული და ვიდეოზე რობერტის ფილმების გავლენა იგრძნობა.რეჟისორის განცხადებით გადაღებები სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო კლასიკური პერსონაჟების მოდერნიზაცია და თანამედროვე ელემენტების შემოტანა.





▶ მოფის აპოკალიფსი

Mophie მობილური ტელეფონების დამტენების მწარმოებელი კომპანიაა,რომელიც ახალ რეკლამას ორიგინალურად მიუდგა.კლიპის შემქმნელებმა ბატარიების ენერგიის ამოწურვა აპოკალიფსს შეადარეს და დაგვანახეს,რას გრძნობენ ადამიანები,როდესაც ტელეფონები ერთვებათ.



▶ ვიქტორია სიქრეთის ფეხბურთელი მოდელები

რა თქმა უნდა ვიქტორია სიქრეთი სუპერ ბოულს არ გამოაკლდება.მოდელებმა ფეხბურთის თამაშიც კი სექსუალური გახადეს,სპეციალური ფორმები მოირგეს და გამარჯვებაც იზეიმეს.ამას გარდა ბრენდმა კიდევ ერთი რეკლამა გადაიღო კარლი კლოსის,ბეატი პრინსლუს,ალესანდრა ამბროსიოსა და ადრიანა ლიმას მონაწილეობით,ვიდეოს ბოლოს ვკითხულობთ : "დაე დაიწყოს ნამდვილი თამაშები" .მოდელები სარეკლამო რგოლში VS-ის საცვლებს იხდენენ





Super Bowl-ის რეკლამები
Super Bowl-ის რეკლამები
Super Bowl-ის რეკლამები
Super Bowl-ის რეკლამები

სხვა პოპულარული სარეკლამო რგოლები












შეგახსენებთ,რომ 2015 წლის Super Bowl პირველ თებერვალს გაიმართება,ნახევარტაიმის შოუ კი ქეითი პერის დაეთმობა,ლენი კრავიცთან ერთად.

Super Bowl-ის რეკლამები

Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments
Back to Top