;

29 January 2015      slimshady     Views 6896    
Category: Films, Movies, Music



უკვე პოპულარული და აქტუალური Fifty Shades Of Grey-ს მსოფლიო პრემიერამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნდა იმ მომღერალთა და სიმღერათა სია, რომლებიც ფილმს აკომპანირებას გაუწევენ. ი ელ ჯეიმსმა, ავტორმა წიგნისა, რომელზეც ფილმია დაფუძნებული, გამოაცხადა, რომ საუნდტრეკთა ალბომი 10 თებერვალს, პრემიერამდე სამიოდე დღით ადრე გამოვა და მასში შევა ისეთი მომღერლების სინგლები, როგორებიც არიან: ბიონსე, ელი გულდინგი, სია, სკაილარ გრეი და სხვები. ალბომის პირველი სამი სინგლი უკვე ჩარტებში მოწინავე პოზიციებს იკავებენ და მათზე მუსიკალური კლიპებიც გადაიღეს, რომლებიც ფილმზე არანაკლებ სკანდალურია!



Soundtracks for Fifty Shades Of Grey


პირველი სინგლი - "Earned It" ჯერ კიდევ 24 დეკემბერს გამოვიდა, მისი შემსრულებელი კი კანდელი მომღერალი აბელ ტესფეი,ცნობილი სასცენო სახელით - "The Weeknd" გახლავთ.ის განსაკუთრებით პოპულარული არიანა გრანდესთან დუეტის შემდეგ გახდა,მათი საერთო სიმღერა - "Love Me Harder" სპეციალურად ვიკენდის ახალი ალბომის პრომოტირებისთვის ჩაიწერა.ახალბედა მომღერალმა მალე მიაღწია წარმატებას და წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებელი ფილმის საუნდტრეკთა ალბომში მოხვდა.საუნდტრეკის გამოშვების შემდეგ მან ბილბორდის ჩარტში 49-ე ადგილი დაიკავა.

სულ რამდენიმე დღის წინ კი ვიდეო კლიპის პრემიერაც შედგა ვევოზე. ვიდეოს რეჟისორი სემ ტეილორ-ჯონსონია(ასევე ფილმის რეჟისორი).კლიპში ფილმის მთავარი მსახიობი დაკოტა ჯონსონი მონაწილეობს, ის თოკებშია გახვეული. ვიდეო რგოლი დატვირთულია 18+ და BDMS სცენებით.







8 იანვარს პოპ მომღერლის ელი გულდინგის შესრულებით ალბომის მეორე სინგლი - "Love Me Like You Do" გამოვიდა და ბილბორდის ჩარტში 36-ე პოზიცია დაიკავა,რითიც საუნდტრეკთა ალბომებიდან ყველაზე მაღალრეიტინგული სიმღერა გახდა.ვიდეი კლიპი 22 იანვარს გამოვიდა და მას იუთუბზე უკვე 12 მილიონი ნახვა აქვს.ელის ვიდეო სკანდალურ სცენებს არ შეიცავს,თუმცა მაინც საინტერესო იყო ფილმის ფანებისთვის,რადგანაც ტრეილერში ნაჩვენებ კადრებთან ერთად ჯერ უცნობ სცნებსაც გვიჩვენებდა.




Soundtracks for Fifty Shades Of GreySoundtracks for Fifty Shades Of Grey
Soundtracks for Fifty Shades Of GreySoundtracks for Fifty Shades Of Grey
Soundtracks for Fifty Shades Of GreySoundtracks for Fifty Shades Of Grey
Soundtracks for Fifty Shades Of GreySoundtracks for Fifty Shades Of Grey

ალბომის თრექ ლისტი ასე გამოიყურება:
მუქად აღნიშნულია სიმღერები,რომლებსაც შეგიძლიათ უკვე მოუსმინოთ

1.Annie Lennox - "I Put a Spell on You"
2.Laura Welsh - "Undiscovered"
3.The Weeknd - "Earned It"
4.Jessie Ware - "Meet Me In The Middle"
5.Ellie Goulding - "Love Me Like You Do"



6. Beyoncé - "Haunted" (Remix)
7.Sia - "Salted Wound"
8.The Rolling Stones - "Beast of Burden"
9.Awolnation - "I'm on Fire"
10. Beyonce - "Crazy In Love" (Remix)



11.Frank Sinatra - "Witchcraft"
12.Vaults - "One Last Night"
13.The Weeknd - "Where You Belong"
14.Skylar Grey - "I Know You"
15.Danny Elfman - "Ana and Christian"
16.Danny Elfman - "Did That Hurt?"



ბიონსეს - Crazy In Love-ის ახლებური რემიქსი შეგვიძლია ფილმის ტრეილერში მოვისმინოთ,ასევე მომღერალმა სიამ 27 იანვარს გამოაქვეყნა ახალი სიმღერა - "Salted Wound",დანარჩენ სიმღერებს კი 10 თებერვალს,ალბომის გამოსვლისას უნდა ველოდოთ.





Category: Films, Movies, Music
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top