;

24 January 2015      slimshady     Views 3310    
Category: Films, Movies, Stars

ბრედლი კუპერმა როლისთვის 18 კილო მოიმატა


ოსკარის ნომინანტი 40 წლის ბრედლი კუპერი შესანიშნავად გამოიყურება ახალ ფილმში "American Sniper",რომელიც ნამდვილი ჯარისკაცისა და ამერიკელი გმირის - კრის კაილის ისტორიას გვიყვება.კრისი 105 კილოს იწონიდა და ბრედლის სიტყვებით ის "უბრალოდ დაკუნთული და ნავარჯიშები კი არ იყო,არამედ ნამდვილ დათვს ჰგავდა".თავისი პერსონაჟის უკეთ წარმოსაჩენად მსახიობს წონის მომატება მოუხდა,რადგანაც თავად გადაღებების დასაწყისში 85 კილოგრამი იყო.

ბრედლი კუპერმა როლისთვის 18 კილო მოიმატა
კრის კაილი

ახლახან ბრედლი კუპერმა გაგვიმხილა,რომ ამისთვის ის რეგულარულ ვარჯითან ერთად დღეში 6000 კალორიას იღებდა.უკეთესი წარმოდგენისთვის გეტყვით,რომ 6000 კალორია იგივეა რაც 90 პურის ნაჭერი,ანდა 360 სტაფილო ,ან 12 ბიგ მაკი დღეში.მაგრამ ბრედლი ასეთი გემრიელობებით განებივრებული არ იყო.ის მუდამ ჯანსაღ საჭმელს იღებდა,რათა წონის მომატების პროცესში ორგანიზმი არ დაეზიანებინა.ის დღეში 5 სადილს ჭამდა + ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ ენერგეტიკულ წასახემსებელს იღებდა.

ბრედლი კუპერმა როლისთვის 18 კილო მოიმატაბრედლი კუპერმა როლისთვის 18 კილო მოიმატა
Before & After

"ნამდვილი შოკი იყო ჩემი სხეულისთვის.ეს რომ ყოფილიყო პიცა და ნამცხვრები სულ სხვა იქნებოდა.მაგრამ 6000 კალორიის მიღება ძალიან ძნელია და ხშირად ძალით ვჭამდი"

კვების ექსტრემალურ რეჟიმთან ერთად ბრედლის რთული და გამთანგველი ვარჯიშების შესრულებაც უწევდა,რომელთა შორის იყო ბულგარული ბუქნები (ცალი ფეხით) და "დედლიფტები" ასევე ცალი ფეხით.

ბრედლი კუპერმა როლისთვის 18 კილო მოიმატა

კუპერის პირადი მწვრთნელი აღნიშნავს : "მისი ტრანსფორმაცია შთამბეჭდავი იყო.ნათლად ვხედავდით როგორ იქცეოდა კრისად.ჯერ წვერები მოუშვა,შემდეგ ზომით გაიზარდა.ყოველ დღე აჟიტირებული იყო და დიდი ინტერესით ელოდა რას გავაკეთებდით ახალს."

ამ რეჟიმით მან 18 კილო მოიმატა,ფილმის გადაღებების დასრულების შემდეგ კი სხვა ფილმისთვის,რომელშიც შეფის როლს ასრულებს,ამდენივე დაიკლო და კვლავ თავის ნორმალურ - 85 კილოგრამს დაუბრუნდა.

ბრედლი კუპერმა როლისთვის 18 კილო მოიმატა
ბრედლი კუპერმა როლისთვის 18 კილო მოიმატა

რისკის შესახებ მსახიობმა თავიდანვე იცოდა : "ვიცოდი რომ კრისის წარმოსაჩენად ფიზიკურად შეცვლა დამჭირდებოდა და ეს შესანიშნავი იყო!კარგია როცა იცი,რომ დროის ასეთ მცირე მონაკვეთში ასეთი ცვლილებები შესაძლებელია"

ბრედლი კუპერი პირველი არ არის,ვინც როლისთვის ლიმიტებს გასცდა და წარმოუდგენელი შეძლო.კრისტიან ბეილი ცნობილია თავისი ცვალებადი წონით,ის ხან კატასტროფულად გამხდარი გვევლინება დიდ ეკრანებზე,ხან კი დაკუნთული და გასუქებულიც კი.ჯეიკ ჯილენჰოლის ტრანსფორმაცია ფილმისთვის "Nightcrawler" შეუმჩნეველი არ დარჩა საზოგადოებას.

ACTORS WHO CHANGE THEIR BODY FOR THEIR ROLES

აღსანიშნავია,რომ აკადემია დიდად აფასებს მსახიობებისგან ფიზიკურ ცვლილებებს და ასეთი მსახიობები ნომინაციის გარეშე იშვიათად რჩებიან.ბრედლიც არ არის გამონაკლისი და 2015 წლის ოსკარზე ის წარდგენილია საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში.

ბრედლი კუპერმა როლისთვის 18 კილო მოიმატა
ბრედლი კუპერმა როლისთვის 18 კილო მოიმატა


კლინტ ისტვუდის რეჟისორობით ფილმმა "ამერიკელმა სნაიპერმა" დიდ წარმატებას მიაღწია და სადებიუტო კვირას 110$ მილიონი შემოსავალი მიიღო.

ბრედლი კუპერმა როლისთვის 18 კილო მოიმატა
Before & After


Category: Films, Movies, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top