11 January 2015      Johnny depp     Views 13 248    
Category: Films, Movies

Fifty shades Of grey
Fifty shades Of grey
გრეის 50 ელფერი


გრეის ორმოცდაათი ელფერი” ი.ლ. ჯეიმსის ტრილოგიის ეკრანიზაციაა,
რომელსაც ნიკოლას აკოსტა იღებს და რომლის პრემიერაც ვალენტინობისთვისაა
დაგეგმილიფილმში მთავარ როლს ასრულებს დაკოტა ჯონსონი, ჯეიმი დორნანი.

Fifty shades Of grey



ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი, ანა სტილი ახაგაზრდა მეწარმესთან, კრისტიან გრეისთან ინტერვიუს ჩამოსართმევად მიდის და მომხიბლავ, მიმზიდველ და ამავდროულად, სახიფათო მამაკაცს ხვდება. გამოუცდელი და უბიწო ანა აღმოაჩენს, რომ გრეისკენ აქამდე უცხო და ძლიერი ლტოლვა იზიდავს. კრისტიან გრეის გაფრთხილება, მისგან თავი შორს
დაიჭიროს, ანას ამ სურვილს კიდევ უფრო უძლიერებს.


Fifty shades Of grey

გრეით აღტაცებული ანასთვის თავზარდამცემია ამ მამაკაცის უჩვეულო ეროტიკული მიდრეკილებები. გარეგნული წარმატების მიუხედავად _ მულტინაციონალური ბიზნესი, სიმდიდრე, მოსიყვარულე ოჯახი _ გრეის შინაგანი დემონები დაპატრონებია, ის ყველაფრის გაკონტროლების მოთხოვნილებით არის შეპყრობილი. ვნებიანი რომანის განვითარებასთან ერთად, ანა სულ უფრო ღრმად სწვდება საკუთარ სურვილებსა და კრისტიან გრეის უცხო თვალისგან დაფარულ ბნელ მხარეებს.

Fifty shades Of grey




ჯეიმი დორნანმა განაცხადა, რომ “გრეის 50 ელფერში” აბსოლუტურად შიშველი სცენები
არ იქნება. “The Observer”-თან საუბრისას, მსახიობმა აღნიშნა, რომ მაყურებლის ფანტაზიას
საკმაოდ დიდი გასაქანი მიეცემა.

Fifty shades Of grey

როგორც სცენარისტი კელი მარსელი ამბობს, ფილმში, ასე ვთქვათ,
"ოსკარისათვის განწირული” სექსუალური სცენებია და ჯეიმი დორნანი
იმდენად ოსტატურად ახერხებს, რომ ერთდროულად იყოს უხეშიცა და
ძალიან ნაზიც, რომ მომავალ წელს მას გარანტირებული აქვს ამერიკული
კინოაკადემიის ჯილდო.

Fifty shades Of grey

"კონტრაქტში ეწერა, რომ მაყურებელი ჩემს სასქესო ორგანოს ვერდაინახავდა.
რაც შეეხებაგრაფიკას, ჩვენ არ გვჭირდება უშნო და უგემოვნო გრაფიკის გამოყენება.
რაც შეეხება სექსუალური სცენების გადაღებებს, დორნანის თქმით, შეუძლებელია,
ასეთ დროს ზედმეტად შეიჭრა როლში."


Fifty shades Of grey


"ყველა, ვინც ფიქრობს, რომ სექსუალური სცენების გადაღებისას მსახიობებს თავის შეკავება
უჭირთ, ძალიან ცდებიან
. გარშემო უამრავი ადამიანია, კაცები, რომლებიც შნურებითა და
სხვადასხვა გადამღები აღჭურვილობით მოძრაობენ შენ გარშემო. ეს კი საერთოდ არ არის
სექსუალური, მით უმეტეს, ჩემთვის."


Fifty shades Of grey

შეგახსენებთ, რომ “გრეის 50 ელფერში”, მარსია გეი ჰარდენი, ჯენიფერ ელი,
მაქს მარტინი, ლუკ გრაიმსი, რიტა ორა, ელუას მამფორდი, დილან ნილი, ვიქტორ
რასუკი და კალუმ კეით რენი მონაწილეობენ.

მაყურებელს "გრეის ორმოცდაათი ელფერის” ნახვა და მონაწილე მსახიობების შეფასება 14 თებერვლიდან შეეძლება.



Fifty shades Of grey
Fifty shades Of grey
Fifty shades Of grey
Fifty shades Of grey
Fifty shades Of grey
Fifty shades Of grey
Fifty shades Of grey
Fifty shades Of greyFifty shades Of grey
Fifty shades Of greyFifty shades Of grey

Category: Films, Movies
Tags:

Share it
Comments
Back to Top