;

4 December 2014      ANGEL     Views 78151    
Category: Films, Movies, Georgians, Event



საქართველოს კინოთეატრებში უკვე შედგა ფილმ "საშინელი ბოსები 2" პრემიერა,
რომელიც წლის ერთერთი გამორჩეული კომედიური ფილმია .
ცნობილი სამსახიობო ჯგუფი + მოლოდინი იმისა, რომ ის პირველი ნაწილის მსგავსად
წარმატებული იქნებოდა საკმაოდ კარგი ბოქს ოფისის გარანტი აღმოჩნდა.

ფილმი რუსულ და ინგლისურ ენებზე უკვე გადის საქართველოს კინოთეატრებში,
6 დეკემბრიდან კი "აუტანელი ბოსები 2" ქართულ ენაზე იქნება ნაჩვენები!

რეჟისორმა შონ ანდერსმა ფილმის მეორე ნაწილში ჯესიონ ბეითმენი, ჩარლი დეი, ჯეისონ სუდეიკისი, ჯენიფერ ენისტონი, კევინ სპეისი და ჯეიმი ფოქსთან ერთად მოიწვია ქრის პაინი და კრისტოფერ უოლცი, რომლებსაც უკვე უთამაშიათ ერთად ფილმში 'Django Unchained (2012)'. ჯენიფერ ენისტონისთვის და ჯეისონ ბეითმენისთვის კი ეს მე-4 საერთო კომედიური ფილმია The Break-Up, The Switch, Horrible Bosses (1), მათ ხომ მართლაც საოცრად კარგი ამ ჟანრის ფილმები გამოსდით.

საერთო ჯამში ამ ფილმი 3 ოსკაროსან მსახიობს აერთიანებს: ჯეიმი ფოქსი (Ray), კევინ სპეისი
(The Usual Suspects, American Beauty), და კრისტოფერ უოლცი (Inglourious Basterds, Django Unchained).






ფილმის ნახვა თბილისის "რუსთაველი" და ბათუმის "აპოლო"-ში შეგიძლიათ:
დაჯავშნა: kinoafisha.ge/movie.aspx?movie=50451

ფილმის პერსონაჟები კვლავ კრიმინალის ჩადენას გეგმავენ და
რას უნდა ელოდო მათი გუნდისგან, თუ არა "კომედიურ-ტრილერს".

მას შემდეგ, რაც სამმა მეგობარმა – ნიკმა, დეილმა და კურტმა – თავიანთ აუტანელ უფროსებზე შური იძიეს, ფიქრობდნენ, რომ მშვიდად გააგრძელებდნენ ცხოვრებას. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. აღმოჩნდა, რომ ახალ უფროსებთან შედარებით, წინა „აუტანელი ბოსები“ ფრთიანი ანგელოზები იყვნენ.



Horrible Bosses 2 (2014)Horrible Bosses 2 (2014)
Horrible Bosses 2 (2014)
Horrible Bosses 2 (2014)
Horrible Bosses 2 (2014)

Horrible Bosses 2 (2014)Horrible Bosses 2 (2014)

Horrible Bosses 2 (2014)Horrible Bosses 2 (2014)
Horrible Bosses 2 (2014)Horrible Bosses 2 (2014)
Horrible Bosses 2 (2014)Horrible Bosses 2 (2014)
Horrible Bosses 2 (2014)
Horrible Bosses 2 (2014)Horrible Bosses 2 (2014)
Horrible Bosses 2 (2014)
Horrible Bosses 2 (2014)Horrible Bosses 2 (2014)
Horrible Bosses 2 (2014)
Horrible Bosses 2 (2014)




Category: Films, Movies, Georgians, Event
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top