;
30 აგვისტო 2014      liliana     8 კომენტარი     ნანახია 3865-ჯერ
Jack Gleeson Jack Gleeson

ჯეკ გლისონი გახლავთ 22 წლის ირლანდიელი მსახიობი, რომელიც დაიბადა 1992 წლის 20 მაისს კორკში,ირლანდიაში. მსახიობობა 7 წლის ასაკში Independent Theatre-ში დაიწყო,ხოლო 2005 წელს მისი პირველი სერიოზული როლი მიიღო ჰოლივუდური ბლოკბასტერ Batman Begins-ში, თუმცა მეგაპოპულარობა ჯეკს HBO -ს სერიალ Game of Thrones-ში შესრულებულმა ჯოფრი ბარათეონის როლმა მოუტანა. მიუხედავად ასაკისა ჯეკი საოცარი დახვეწეილობით და სიმკაცრით ასრულებს სერიალის ერთ-ერთ ყველაზე უარყოფით პერსონაჟს, ფანებში იმხელა აგრესიას იწვევდა ჯეკი, რომ მას წიგნის ავტორმა ჯორჯ მარტინმა დაურეკა და უთხრა: "გილოცავ,შენი სამსახიობო ოსტატობის გამო შენ ყველას ეზიზღები."

Jack Gleeson
Tags:
26 აგვისტო 2014      • Angel M •     16 კომენტარი     ნანახია 3642-ჯერ
იმ ადამიანთა კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც ცდილობენ
იყვნენ მაგრები ან მოდურები. მე უდავოდ ინდივიდუალური ვარ.


39 წლის, ქერა, ცისფერთვალება, უცოლო და რაღა თქმა უნდა, მანდილოსანთა
გულთამპყობელი ლეონარდო დიკაპრიო კარგი სამსახიობო კარიერით გამოირჩევა.
მას ვიცნობთ ფილმებიდან, როგორებიცაა: The Wolf of Wall Street, Titanic, The Departed,
Inception, The Great Gatsby, Django Unchained და სხვები. მაგრამ, ამჯერად, მოდით
გადავხედოთ არა მის კარიერულ მიღწევებს, არამედ ყოველდღიურ სტილს. როგორც
ჩანს, ის უპირატესობას კომფორტულ სამოსს ანიჭებს. ხშირად ვიხილავთ ჯინსის
შარვალში, მოკლე შარვალში, უბრალო მაისურსა და როგორც ჩანს, აუცილებელ
აქსესუარ ქუდში, რომელიც თითქმის ყოველთვის ახურავს და რომელსაც ხშირად
იყენებს პაპარაცებისგან თავის დასამალად. ხშირად მოგზაურობს და თავისუფალ
დროს მეგობრებთან ერთად ატარებს. სამოსსაც ამ ორ ვითარებას უთავსებს.
Tags:
26 აგვისტო 2014      liliana     2 კომენტარი     ნანახია 2405-ჯერ
Ed Skrein Ed Skrein

ედ სქრეინი გახლავთ 31 წლის ბრიტანელი რეპერი და მსახიობი,რომელიც დაიბადა 1983 წლის 29 მარტს ლონდონში,დიდ ბრიტანეთში. რეპ სამყაროში მოყვაწეობს 2004 წლიდან , ნამუშევარი აქვს უამრავ ცნობილ არტისტთან : Foreign Beggars, Plan B, Dubbledge, Dr Syntax, Asian Dub Foundation და Nathan 'Flutebox' Lee და გამოშვებული აქვს 5 სტუდიური ალბომი. მისი ფილმებიდან აღსანიშნავია დარიო ნაჰარის როლი სერიალიდან Game of Thrones , მაიკლ ჰუიზმანის როლი აგრეთვე სერიალიდან The Tunnel და მეორეხარისხოვანი როლი ფილმში The Transporter Legacy.
Ed Skrein
Tags:
26 აგვისტო 2014      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 4622-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ლევან ჩიჩუა (თიელი)

BUON VIAGGIO-ს პროექტს „Holiday Inn-მა“ უმასპინძლა. კრისტის სტუმარი მომღერალი ლევან ჩიჩუაა . როგორია მისი სტილი, რა აქსესუარები უყვარს და როგორია მისი სამომავლო გეგმები,ამის შესახებ ინტევიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

(სტილის შესახებ) „ჩემთვის ძალიან რთული მომენტია, მერამდენე წელია ვერაფერი ვერ მოვიხდინე.
არ ვიცი როგორი უნდა იყოს ჩემი სტილი და როგორ უნდა გამოვიყურებოდე.“


„ისე ვიცვამ, რომ ნორმალურად გამოვიყურებოდე.“

(„ცეკვავენ ვარსკვლავები“-ს სასცენო კოსტუმებზე) „ვფიქრობ, რომ ყველა თავის საქმეშია პროფესიონალი. არ არის სწორი ჩარევა, რომ „ეს არ ვარგა“ ან „ეს არ მომწონს.“ თუ მიანდე სხვას საქმე, მაშინ ბოლომდე უნდა მიჰყვე და შეურაცხყოფა არავის არ უნდა მიაყენო.“

24 აგვისტო 2014      Qety     12 კომენტარი     ნანახია 3865-ჯერ
15 ყველაზე სექსუალური სელებრითი Bad Boy

Tags:
18 აგვისტო 2014      ANGEL     9 კომენტარი     ნანახია 3147-ჯერ
ფოტოგრაფმა Ricardo Gomes-მა პარიზის მოდის კვირეულის გადატვირთული გრაფიკის
მიუხედავად გადაიღო ბრაზილიელი მოდელი Francisco Lachowski

Tags:
11 აგვისტო 2014      • Angel M •     3 კომენტარი     ნანახია 2690-ჯერ
გასულ კვირას საუკეთესოდ შემოსილი 10 მამაკაცი GQ-ს მიხედვით
Tags:
11 აგვისტო 2014      ANGEL     10 კომენტარი     ნანახია 8893-ჯერ

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ზურა ყიფშიძე

BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარია ზურა ყიფშიძე . საუბარი მოდაზე კრისტისთან ერთად სასტუმრო „Holiday Inn-ში“ შედგა. შეიცვალა თუ არა ზურა ყიფშიძის სტილი და რას ფიქრობს იგი მოდაზე, ამის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„მთელი ცხოვრებაა ჯინსი მაცვია. რა არის მოდა? ყველაფერი მეორდება.“

„ჩვენთან მოდა არ არსებობდა, რასაც ვშოულობდით იმას ვიცვამდით.
ჯინსებზე, თმებზე და ბეჭდებზე იჭერდნენ, მაგრამ მე გადაღებებისთვის მჭირდებოდა და გრძელი თმა მქონდა.“


„სათვალე, მის გარეშე არ შემიძლია. მქონდა ადრე ბეჭდები.
ერთ ჩემს ძმაკაცს თითი მოაჭრეს, იმის მერე მომაძრო ბეჭედი.“


21 ივლისი 2014      liliana     4 კომენტარი     ნანახია 2286-ჯერ
Ethan Hawke

ითან ჰოუკი გახლავთ ამერიკელი მსახიობი,რეჟისორი,ნოველისტი და სცენარისტი,რომელიც დაიბადა 1970 წლის 6 ნოემბერს ქალაქ ოსტინში,ტეხასის შტატში,აშშ.მისი დებიუტი კინოში შედგა 1985 წელს ფილმით Explorers. წარმატებული კარიერის განმავლობაში ნომინირებული იყო უამრავ პრესტიჟულ კინოსა თუ თეატრალურ დაჯილდოვებებზე, მათ შორის ოსკარსა და ოქროს გლობულსზეც, თუმცა აღებული აქვს მოხლოდ Tony Award-ის თეატრალური ჯილდო საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიაში. ჰოუკი გამოჩნდა უამრავ სპექტაკლებში, როგორც სცენარისტმა სცენარი დაწერა ორი ფილმისათვის, აგრეთვე გადაღებული აქვს მუსიკალური ვიდეო კლიპები და ბროდვეის თეტრის სპექტაკლების სატელევიზიო და კინოვერსიები.

Ethan Hawke
Tags:
14 ივლისი 2014      liliana     10 კომენტარი     ნანახია 3496-ჯერ
Nikolaj Coster-Waldau Nikolaj Coster-Waldau

ნიკოლაი კოსტარ ვალდაუ გახლავთ 43 წლის დანიელი მსახიობი სცენარისტი და პროდიუსერი,რომელიც დაიბადა 1970 წლის 27 ივლისს დანიაში, რუდკობინგში,თუმცა გაიზარდა ტუბერგში.სამსახიობო ხელოვნებას დაეუფლა Statens Teaterskole-ის თეატრში კოპენჰაგენში.მეგაპოპულარობა მოუტანა HBO -ს სერიალ Game of Thrones-ში შესრულებულმა ჯეიმი ლანისტერის როლმა.

Nikolaj Coster-Waldau
Tags:
10 ივლისი 2014      kloe ♥     2 კომენტარი     ნანახია 1692-ჯერ
Fifth Harmony BO$$ Audio Premiera Fifth Harmony BO$$ Audio Premiera
Fifth Harmony BO$$ Audio Premiera
ამერიკელი გოგონათა ჯგუფი Fifth Harmony საკმოად ცნობილი გახდა და მალე მოიხვეჭა სახელი. მათ ინტეგრამის საშუალებით ფანებს გაუზირაეს ახალი სიახლე,რომ მათი ახალი სინგელი BO$$ გამოსული იყო. ჯგუფი ძალიან მალე გვთავაზობს ახალ ალბომს ახალი,ცოცხალი სიმღერებით და ტურს. მანამდე კი გვიზიარებს ახალ სინგელს ვერსიას.
Fifth Harmony BO$$ Audio Premiera
Tags:
25 ივნისი 2014      doit     9 კომენტარი     ნანახია 7211-ჯერ
Travis Fimmel / ტრევის ფიმელი

ტრევის ფიმელი დაიბადა 1979 წლის 15 ივლისს.
ტრევისი არის ავსტრიელო მსახიობი და მოდელი.
კარიერის დასაწყისში, ადრეულ წლებში ცნობადობა მოუტანა Calvin Klein-ის სარეკლამო კამპანიამ და სერიალმა "ტარზანი", დღეისათვის კი სერიალ VIKINGS-ში განსახიერებული როლით ვიცნობთ.

ფიმელი პატარა ქალაქ ეჩუჩაში დაიბადა, გაიზარდა ფერმაში, ბავშვობიდან ეხმარებოდა ოჯახს მეურნეობაში. 2002 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა, სადაც სამოდელო სააგენტო LA Models-ის ოფისს ეწვია - სრულიად ღატაკი და ფეხშიშველი, მისმა ასეთმა იმიჯმა Calvin Klein-ის მამაკაც მოდელებს შორის უპრეცედენტო კონტრაქტი მოუტანა. სამსახიობო კარიერის დასაწყისში გრძელ-ქერა-თმიან სექსუალურ ბიჭს განასახიერებდა, ითამაშა სერიალში "ტარზანი", ახლა კი დაკავებულია სერიალ "ვიკინგები"-ზე მუშაობით, სადაც წლებთან ერთად მისი იმიჯი შეიცვალა და უფრო უხეში და მამაკაცური გახდა.

Tags:
23 ივნისი 2014      liliana     7 კომენტარი     ნანახია 3889-ჯერ
Peter Dinklage Peter Dinklage Peter Dinklage
პიტერ დინკლეიჯი - ამერიკელი მსახიობია, რომელიც დაიბადა 1969 წლის 11 ივნისს მორისტაუნში აშშ-ში. მამამისი სადაზღვეო კომპანიის თანამშრომელი იყო, ხოლო დედამისი დაწყებითი სკოლის მუსიკის მასწავლებელი. პიტერს ამერიკული, გერმანული,ინგლისური და ირლანდიური წარმომავლობა აქვს. იგი დაიბადა აქონდროპლაზიის დიაგნოზით და დღემდე მცირეწლოვანი ბავშვის სიმაღლეა, თუმცა მისი ნიჭი შეუჩნეველი არ დარჩენიათ ჰოლივუდში და მიუხედავად თვალშისაცემი ფიზიკური ნაკლისა პიტერი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ვარსკვლავად ითვლება. წარმოგიდგენთ პიტერ დინკლეიჯის ბიოგრაფიას და ფაქტებს მისი ცხოვრებიდან.

Tags:
20 ივნისი 2014      AnnLennon1     17 კომენტარი     ნანახია 7785-ჯერ
/ბიოგრაფია/კარიერა/საინტერესო ფაქტები/ფოტომასალა/

Jason Momoa/ჯეისონ მომოა


ჯოზეფ ჯეისონ ნამაკაეჰა მომოა, იგივე ჯეისონ მომოა ამერიკელი მსახიობი, მოდელი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი გახლავთ, რომელიც დაიბადა 1979 წლის 1 აგვისტოს, ჰანალულუში, ჰავაიზე. პოპულარობას მიაღწია სატელევიზიო შოუს ‘Stargate: Atlantis’-ის წყალობით, მაგრამ აღიარების ზენიტი ცოტა მოგვაინებით HBO-ს სერიალში ‘Game of Thrones’-ში ჰქონდა, სადაც მან მეომარ დროგოს როლი მოირგო. 2014 წლის 11 ივლისს, ფილმ ‘Road to Paloma’-ს პრემიერა შედგება, რომლის რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი თავადვე გახლავთ.

Jason Momoa/ჯეისონ მომოა
Tags:
4 ივნისი 2014      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 2854-ჯერ
Men 2014 summer Style Guide
Men 2014 summer Style Guide
მამაკაცისთვის ტანსაცმლის და აქსესუარების მწარმოებელი ბრენდების ლუქბუქები
და სარეკლამო კამპანიები, რომლებიც აღწერენ 2014 წლის ზაფხულის ტრენდებს

Men 2014 summer Style Guide
Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • ...
  • 14
  • »



  • მოგესალმებით angel.ge-ზე

    საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Instagram
    • ანუკი არეშიძის დღიური
      "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
    • თაკო ჩხეიძის დღიური
      რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
    • სოფი ვილის დღიური
      დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
    • გიორგი ცაგარელის დღიური
      რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
    Back to Top