;


ჯეიკ ჯილენჰოლი გახლავთ ამერიკელი მსახიობი, რომელიც დაიბადა 1980 წლის 19 დეკემბერს, ლოს ანჟელესში. გაიზარდა ხელოვანთა ოჯახში და ბავშვობიდან ეზიარა კინო ხელოვნებას, თუმცა გამხდარიყო მსახიობი მას ტიმ ბარტონმა და ჯონი დეპმა შთააგონეს. მამის ფილებში თამაშიდან მან დიდ კინოში, ჰოლივუდში გადაინაცვლა და 2001 წელს მოირგო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული როლი მის კარიერაში - დონი დარკო. მას შემდეგ, ჯეიკი წარმატებით აგრძელებს სამსახიობო კარიერაში მოღვაწეობას, მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო და ერთი ნომინაცია ოსკარზე. დღესდღეობით ერთ-ერთი გამორჩეული, ნიჭიერი და მოთხოვნადი მსახიობია. ყველაფერთან ერთად, იგი აქტიური ქველმოქმედი გახლავთ, ხოლო პიროვნულად კი თავმდაბალი და დადებითი ადამიანი. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს ჯეიკ ჯილენჰოლის კარიერიდან და პირადი ცხოვრებიდან.

Tags:

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ


რაიან რეინოლდსი გახლავთ წარმოშობით კანადელი მსახიობი, რომელიც დაიბადა 1976 წლის 23 ოქტომბერს ვანკუვერში. ადრეული ასაკიდან მსახიობობა სურდა და პოპულარობას კანადური სატელევიზიო შოუს წყალობით მიაღწია. საცხოვრებლად გადავიდა ჰოლივუდში და დაიწყო სხვადასხვა ფილმებში მონაწილეობის მიღება. დღესდღეობით, მსახიობი გახლავთ ერთ-ერთი წარმატებული და მოთხოვნადი სახე, ამასთანავე ქალების გულთამპყრობელი. ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ რეინოლდსი გამოირჩევა საოცარი იუმორის გრძნობით და უზომოდ დიდი თავმდაბლობით. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს სიმპატიური და ნიჭიერი მსახიობის რაიან რეინოლდსის შესახებ.

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ
Tags:

მამაკაცისთვის #1 სამოსი - ჯინსია, თუმცა არამხოლოდ მამაკაცისთვის. ამჯერად მამრობითი სქესის წარმომადგენლების ტრენდებზე შევჩერდებით. გარდერობის ყველაზე საჭირო, კომფორტული და საყვარელი სამოსი მუდმივად აქტუალურია. მათთვის, ვისაც არ უყვარს ერთფეროვნება და ვისი ცხოვრებაც წარმოუდგენელია სიახლეების გარეშე, წარმოგიდგენთ 2015 წლის ჯინსების ტრენდებს. რას სთავაზობენ მოდის სახლები საშემოდგომო სეზონისთვის მამაკაცებს?
იხილეთ 2015 წლის მამაკაცის ჯინსების ტრენდები.
Tags:

Happy Birthday Travis Fimmel!
ტრევის ფიმელი გახლავთ 36 წლის ავსტრალიელი
მოდელი და მსახიობი, ცნობილი სერიალიდან Vikings.
პირველად პოპულარობა 22 წლის ასაკში Calvin Klein-ის ჯინსების კამპანიასა და სარეკლამო რგოლებში მონაწილეობით მოიპოვა. ლონდონში მამაკაცების მოთხოვნით მერიამ კალვინ კლეინის სარეკლამო ბანერები ჩამოხსნა, რადგან ქალბატონები ფოტოების დანახვისას მოძრაობას ანელებდნენ, ქმნიდნენ საცობებს და საავარიო სიტუაციებს.

მისი სიმაღლეა 183 სმ, ხოლო ზედმეტსახელი რანგი.
დედა ჯეინი პროფესიით ექთანია, ხოლო მამა კრისი კი მწყემსი

წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ტრევის ფიმელის შესახებ
Happy Birthday Travis Fimmel! Happy Birthday Travis Fimmel!
Happy Birthday Travis Fimmel! Happy Birthday Travis Fimmel!
Tags:

მოდის დედაქალაქში მამაკაცთა სამოსის კვირეულზე გამორჩეული მოდის სახლების ჩვენებები გაიმართა: Dolce & Gabbana, Versace, Bottega Veneta, Prada.
მოდის სახლებმა 2016 წლის გაზაფხულის კოლექციები წარადგინეს.
ჩვენებების მიღმა მოდური ქალბატონებისა და მამაკაცების სტილი Tommy Ton-მა აღბეჭდა.
იხილეთ მოდის დედაქალაქის ქუჩის სტილი.
Tags:

დღიურის შემდეგი სტუმარი მსახიობი რეზი ნასიძეა.
სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" დღიურის რესპონდენტმა საზოგადოების ყურადღება მიიქცია და როგორც თვითონ ამბობს, კითხვა რომელიც არ უყვარს უკვე სერიალსა და მომდევნო სერიაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.დღიურში ცენზურის გარეშე გამოვაქვეყნეთ რევაზ ნასიძის სუბიექტური პასუხები, რომლებიც თამამი და გულწრფელია. დღიურის მკითხველს თავისუფალი და რეალური ინტერვიუ ელოდება. იხილეთ ახალგაზრდა მსახიობის ხედვა და ხელწერა დღიურში.
დღიურის პროექტის მასპინძელია- Breadbar.

- ერთხელ...
- ვცოცხლობთ.
- ადამიანის ბედნიერების მთავარი ელემენტია...
- სურვილების ასრულება.
- მსახიობის ცხოვრება წარმოუდგენელია ამის გარეშე...
- ალბათ, თავგადასავლების.
- მსახიობის მთავარი გამოწვევაა...
- როლი, ალბათ.
- საქართველოში ჩემი საყვარელი ადგილია...
- მემგონი მესტია (არ ვარ ნამყოფი).
Tags:

კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale

ბრიტანელმა მსახიობმა კრისტიან ბეილმა მაყურებლის სიყვარული მცირე ასაკში მოიპოვა. ის მხოლოდ 12 წლის იყო, როცა სტივენ სპილბერგმა 4 000 ახალგაზრდა კანდიდატს შორის ამოარჩია ფილმისთვის ,,მზის იმპერია“. მას შემდეგ ბეილი გენიალური შესრულებით და მრავალფეროვანი როლებით ანებივრებს მაყურებელს. 41 წლის ოსკაროსანი მსახიობი ისე ოსტატურად ახერხებს როლიდან როლში მოგზაურობას, რომ მისი ამოცნობა თითქმის შეუძლებელია, რისთვისაც მას ყველა დროის ყველაზე დიდებულ მსახიობთა შორის განიხილავენ. გაგაცნობთ კრისტიან ბეილის გამორჩეულ როლებსა და ამონარიდებს ინტერვიუებიდან.
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale

"ადამიანები არ არიან ვალდებულნი მიცნობდნენ. ინტერვიუებს იმიტომ ვთანხმდები, რომ ფილმების გაყიდვას შევუწყო ხელი და არა საკუთარი თავის."
"მსახიობი არ უნდა იყოს იმ ფილმზე უფრო დიდი, რომელშიც ის მონაწილეობს."
"ხელოვნება ისაა, რითიც უნდა იამაყო. ხელოვნება არ არის კომპრომისი."

"არასდროს მინდა ვიგრძნო, რომ უსაფრთხოდ ვთამაშობ."
კრისტიან ბეილი / christian bale
Tags:

სტივ მაკქუინი - 60/70 - იანი წლების ერთ ერი ყველაზე პოპულარული, მოთხოვნადი და მაღალ ანაზღაურებადი მსახიობი, რომელსაც უწოდებნენ "The King of Cool". დაიბადა 1930 წლის 24 მარტს და გარდაიცვალა 1980 წელს, 50 წლის ასაკში. მას ქონდა საკმაოდ წარმატებული კინო კარიერა და ამასთან ერთად იყო პროფესიონალი ავტო და მოტო მრბოლელი.

фотохостинг
Tags:



მამაკაცის სილამაზის სტანდარტები
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში


ყველა ქვეყანაში სხვადასხვა გარეგნობის მქონე მამაკაცები გვხვდება.
მივყვეთ მამაკაცურ სილამაზეს გეოგრაფიულად.


ყველა ნაციონალობის მქონე მამაკაცი უფრო და უფრო მეტ დროს უთმობს თავის მოვლას, ამას მამაკაცის მოვლის საშუალებების გაყიდვებიც მოწმობს, რომელიც 70%-ზე მეტადაა გაზრდილი. კრეატიულმა გუნდმა BuzzFeed-მა ვიდეო შექმნა, რომელშიც წარმოდგენილია მამაკაცური იდეალები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. პროექტისათვის მოდელები კონტინენტის 12 ქვეყნიდან შეკრიბეს და აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ ქალები მიილტვიან სრულფასოვან 90-60-90 პარამეტრებამდე. განვავრცოთ თემა მამაკაცური სილამაზის შესახებ.

Tags:

https://38.media.tumblr.com/7e4528a4437c590ed79b004a78983547/tumblr_nexy4mD8PI1sw8ut9o6_500.gif
Men's World
ყველაზე ცნობილი მოდელი მამაკაცები


მამაკაცები განსაკუთრებით მოთხოვნადები არიან სამოდელო ბიზნესში და ზოგიერთი მათგანი არნახულ წარმატებასაც აღწევს.
მაგალითად შონ ოპრის ფოტო MySpace-ზე შენიშნეს, მას შემდეგ კი შონის კარიერა მწვერვალებისკენ წავიდა. თავად შონის თქმით ის ხანდახან რობოტივით დადის და მამაკაცური ამტანობით უდგება დაკვეთას, მაგრამ სამსახურზე უარს არ ამბობს და თავის პორტფოლიოს მნიშნელოვანი მიღწევებით ამდიდრებს.

Tags:


Men's World
ყველაზე სექსუალური ფრანგი მსახიობი მამაკაცები

ფრანგი მამაკაცები ცნობილნი არიან აღიარებული სექსუალურობით. კინოდან ისინი იპყრობდნენ მაყურებელს ფრანგული აქცენტით, სპეციფიური, თავისუფალი მანერებითა და მომხიბვლელი გამომეტყველებით.

Tags:

ANDRÉS VELENCOSO ANDRÉS VELENCOSO

ანდერს ვალენკოსო სეგურა გახლავთ ესპანელი მოდელი, რომელიც დაიბადა 1978 წლის 11 მარტს, ტოსა დე მარში, ესპანეთში. სკოლის დამთავრების შემდეგ კონტრაქტი გააფორმა ესპანურ სამოდელო სააგენტო Group Model Management, თუმცა მას წლები დასჭირდა იმისათვის, რომ დიზაინერების და ფოტოგრაფების ყურადღება მიეპყრო. 2001 წელს ანდერსი ნატალი კერსმა შეამჩნია და ნიუ იორკის სამოდელო სააგენტო Q Model Management -თან კონრაქტის გაფორმებაში დაეხმარა, მიუხედავად იმისა რომ ანდერსმა ინგლისური საერთოდ არ იცოდა. 2002 წელს სეგურა Banana Republic-ის და Louis Vuitton-ის კამპანიებში გამოჩნდა, ამ უკანასკნელში ჯენიფერ ლოპესთან ერთად. წარმოგიდგენთ ბლიც ინტერვიუს ანდერს ვალენკოსოსთან.

ANDRÉS VELENCOSO
Tags:



DOCUMENT JOURNAL
ბალმანის 2015 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია ახლო ხედიდან

+ინტერვიუ

ოლივიე რუსტენი არ უშინდება თამამ განცხადებებს. ის სულ რაღაც 25 წლის იყო, როდესაც პირველად დაიწყო ლეგენდარულ ბრენდ "ბალმანთან" მუშაობა. ამის მიუხედავად თავდაჯერებულობა არასოდეს დაუკარგავს. ოლივიე არ არღვევს ტრადიციას და როგორც ადრე, ახლაც ისეთ სამოსს ქმნის, რომლებიც ტანის სილუეტს მიყვება და ქალურობასა და სიძლიერეს გამოხატავს. გასაკვირი არც არის, რომ თავის ფავორიტ მოდელებს და მუზებს მოიხსენიებს, როგორც "ბალმანის არმიას." ამასთან ერთად აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სელებრითებთან. ქანიე ვესტი, რიანა და კიმ კარდაშიანი ბალმანის სახეები არიან.

Tags:

2 აპრილიდან, თბილისის კინოთეატრებში რუსთაველსა და ამირანში იხილავთ რუსულ კომედიურ ფილმ “შავი და თეთრი” მერაბ ნინიძე, კახი კავსაძე და ალექსეი ჩადოვის მონაწილეობით. თემატიკიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ ფილმი განსაკუთრებით მამაკაცთა სქესის წარმომადგენლებს დააინტერესებთ. ფილმის სიუჟეტის მიხედვით ახლად გარდაცვლილი დაღესტნელი თაღლითი მფარველ ანგელოზად ევლინება ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც “ალერგია აქვს ” კავკასიელებზე.

აღნიშნული რუსული ფილმის შემდეგ კი ქართველი მსახიობი სტივენ სპილბერგის ფილმზე გადაერთო, სადაც ის ტომ ჰენკსთან ერთად ითამაშებს და საბჭოთა ჯაშუშს განასახიერებს, ფილმზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

Tags:



გასაოცრად გარდასახული ვარსკვლავი ბიჭები

ეს არის 6 ისტორია იმის შესახებ თუ როგორ გახდნენ უკეთესები ჩვენთვის ცნობილი მამაკაცები. ზოგის შემთხვევაში გასაგებია, რომ მათი საგრძნობელი სახეცვლილება წონის დაკარგვასთანაა დაკავშირებული. კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც მთლიან სახეცვლილებაში იღებს მონაწილეობას, ვარცხნილობის ცვლილებაა. ზოგიერთი მათგანი სწორედ ამ მხრივ გახდა გაცილებით მომხიბვლელი. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს ვამჩნევთ იდეალურ ქათქათა ღიმილს.

ყველა გმირის უპირატესობა მაინც მათი ახალგაზრდობაა და კიდევ ერთი მამაკაცური ეშმაკობაა: არასრულყოფილი პროპორციები და კანი მათ ადვილად შეუძლიათ დაფარონ წვერით ან მსუბუქი გაუპარსველობით.

Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • ...
  • 14
  • »


  • Welcome to ANGEL.GE

    at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

    some articles are translated to English via google.com

    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Back to Top