29 September 2015      AnnLennon1     Views 4 630    
Category: Man / Stars

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


ჯეიკ ჯილენჰოლი გახლავთ ამერიკელი მსახიობი, რომელიც დაიბადა 1980 წლის 19 დეკემბერს, ლოს ანჟელესში. გაიზარდა ხელოვანთა ოჯახში და ბავშვობიდან ეზიარა კინო ხელოვნებას, თუმცა გამხდარიყო მსახიობი მას ტიმ ბარტონმა და ჯონი დეპმა შთააგონეს. მამის ფილებში თამაშიდან მან დიდ კინოში, ჰოლივუდში გადაინაცვლა და 2001 წელს მოირგო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული როლი მის კარიერაში - დონი დარკო. მას შემდეგ, ჯეიკი წარმატებით აგრძელებს სამსახიობო კარიერაში მოღვაწეობას, მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო და ერთი ნომინაცია ოსკარზე. დღესდღეობით ერთ-ერთი გამორჩეული, ნიჭიერი და მოთხოვნადი მსახიობია. ყველაფერთან ერთად, იგი აქტიური ქველმოქმედი გახლავთ, ხოლო პიროვნულად კი თავმდაბალი და დადებითი ადამიანი. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს ჯეიკ ჯილენჰოლის კარიერიდან და პირადი ცხოვრებიდან.

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


♕ ♕ ♕
საინტერესო ფაქტები


საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


✖ ჯეიკ ჯილენჰოლი დაიბადა 1980 წლის 19 დეკემბერს, ლოს ანჟელესში.
✖ მისი დაბადების სახელია: ჯეიკობ ბენჟამენ ჯილენჰოლი
✖ მისი სიმაღლეა: 1.82 სანტიმეტრი

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


✖ ჯეიკის დედა ნაომი ფონერი გახლავთ პროდიუსერი და სცენარისტი, ხოლო მამა სტივენი კი რეჟისორი.
ჰყავს არანაკლებ ცნობილი და პოპულარული და მეგი ჯილენჰოლი, რომელიც ასევე მსახიობი გახლავთ.

✖ მსახიობის წინაპრები იყვნენ შვედეთიდან, ინგლისიდან და
რუსეთიდან. დედა კი ნიუ-იორკში მცხოვრები ებრაელი
გახლავთ.

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


☛ ადრეული ასაკიდანვე მშობლები ჯეიკს აძალებდნენ, რომ ემუშავა და საკუთარი ფული
გამოემუშავებინა. შედეგად, იგი მუშაობდა ოჯახის მეგობრის რესტორანში და ასევე მაშველად.

☛ ნაცვლად იმისა, რომ გაემართა დიდი წვეულება თავისი პირველი ბარ მიცვის საპატივცემლოდ,
მან ეს დღე გაატარა უპატრონოთა თავშესაფარში და მთელი დღის განმავლობაში ეხმარებოდა მათ.

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


☛ კარიერის დასაწყისში მშობლები არ აძლევდნენ ფილმებში მონაწილეობის უფლებას, გარდა
მამამისის ფილმებისა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მას სახლიდან შორს მოუწევდა ცხოვრება.

☛ მისი პირველი მთავარი როლი შედგა 19 წლის ასაკში ფილმში ‘October Sky’.

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


● მსახიობობის სურვილი გამოთქვა მას შემდეგ, რაც ნახა ტიმ ბარტონის
ფილმი ‘ედ ვუდი’, სადაც მთავარ როლს ჯონი დეპი
განასახიერებდა.

● მისი ფანები საკუთარ თავებს მოიხსენიებენ ‘ჯილენჰოლიკებად’.

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


▲ 2002 წელს, ჯილენჰოლმა მონაწილეობა მიიღო ლონდონის თეატრალურ დადგმაში
‘This Is Our Youth’,
რისთვისაც მას ‘Evening Standard Theater Award’ გადაეცა.

▲ ჯეიკმა 2001 წელს მოიპოვა ერთ-ერთი უდიდესი და დასამახსოვრებელი დონი დარკოს როლი თავის კარიერაში. დარკოს პესონაჟი მან
უბადლოდ განასახიერა და ფილმის კრიტიკოსების დადებითი შეფასებაც მოიპოვა. ფილმში დის როლის თავისი ნამდვილი და მეგი განასახიერებს.

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


▲ 2004 წელს, დაამტკიცეს პიტერ პარკერის როლზე ფილმ ‘ადამიანი ობობა 2’-ში, გამომდინარე იქიდან, რომ ტობი მაგუაიერი ზურგის სერიოზული დაზიანებით ვერ ახერხებდა პროექტში მონაწილეობას. გადაღებები დაიწყო და ჯილენჯოლი ყველანაირად ემზადებოდა პარკერის როლის მოსარგებად, თუმცა ამ დროის განმავლობაშ მაგუაიერი გამოჯანმრთელდა და გადაღებებს დაუბრუნდა.

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


♦ ქასთინგი გაიარა ბეტმენის როლზე 2005 წელს ფილმისთვის ‘Batman: Begins’ და იყო
ერთ-ერთი მთავარი კადიდატურა, თუმცა კრისტიან ბეილმა მისი დამარცხება მოახერხა.

♦ მისი შთაგონების წყარონი არიან ენტონი ქუინი, პოლ ნიუმანი, შონ პენი, რუს სპრინგსტინი და ბონო.

♦ მისი უახლოესი მეგობრები ჰოლივუდელი ქალბატონებიდან არიან
ნატალი პორტმანი, ჯენიფერ ენისტონი და ბრაის დალას ჰოვარდი.

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


მეთ დეიმონთან ერთად იყო ერთ-ერთი კანდიდატურა ჯეიკ სალის როლზე ფილმში ‘ავატარი’, თუმცა ჯეიმს კამერონმა
ბოლო მომენტში გადაწყვიტა როლი ნაკლებად ცნობილი მსახიობისთვის გადაეცა, რომელიც სემ ვორტინგტონი აღმოჩნდა.

♦ ქასთინგი გაიარა ფროდო ბეგინის როლისთვის ფილმში ‘ბეჭდების მბრძანებელი’, თუმცა ელაიჯა ვუდმა დაამარცხა.

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


☢ 2006 წელს, ჯილენჰოლი და მისი და იყვნენ ერთ-ერთი გადარჩენილი ადამიანები, რომლებმაც თავი დააღწიეს კალიფორნიაში არსებული ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში გაჩენილ ხანძარს. მიუხედავად სიცივიდა და ქარისა, სასტუმროს შეფი იხსენებს, რომ ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ჯეიკი მათ თავდაუზოგავად ეხმარებოდა.

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


✌ მსახიობი საკმაოდ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან დასთან ერთად მონაწილეობა მიიღო არაერთ სარეკლამო კამპანიაში და სტუდენტებს მოუწოდებდა ხმა მიეცათ სწორი კანდიდატისთვის. პოლიტიკურ სფეროზე ის ამგვარ კომენტარს აკეთებს: ‘მე მსახიობი ვარ და ამასთანავე პოლიტიკური, ხშირად ამირჩევია ფილმი, რომელიც გარკვეული პოლიტიკის მატარებელი იყო და გამომიხატავს ჩემი აზრი. სწორია თუ არასწორი, ახალგაზრდა მსახიობებს აქვთ ძალიან დიდი ძალა და დადგა დრო, როდესაც მსახიობები არიან პოლიტიკოსები, ხოლო პოლიტიკოსები კი მსახიობები’.

✌ მსახიობი ამასთანავე აქტიური ქველმოქმედია. ფილმ ‘The Day After Tomorrow’-ს გადაღებების დასრულების შემდეგ გაემგზავრა
არქტიკაში, რათა კლიმატის ცვლილებებზე ესაუბრა. ჯოლენჰოლი წლებია საქველმოქმედო ფონდის ‘Stand Up to Cancer’-ის მხარდამჭერია.

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


✌ თავისუფალ დროს მუშაობს ხის მასალაზე და ქმნის სხვადასხვა სუვენირებს, ასევე უყვარს კერძების მომზადება. ერთ-ერთ ინტერვიუში მან
იხუმრა კიდეც, რომ როლებს ირჩევს ფიზიკური დატვირთვის თვალსაზრისით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში წონაში საგრძნობლად მოიმატებდა.

✌ როდესაც ჰკითხეს არის თუ არა ბუდისტი მან უპასუხა: ‘ვერ ვიტყვი, რომ ბუდიზმზე მთლიანად
ვარ გადართული, თუმცა ვცდილობ ყოველდღიურად ვივარჯიშო და მედიტაციით დავკავდე.’


საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


♚ 2006 წელს, ჟურნალმა ‘People’-მა ჯეიკი დაასახელა ‘50 Most Beautiful People’-ს შორის, ხოლო იმავე წელს, იმავე ჟურლანმა ყველაზე პოპულარულ სასიძოთა სიაში წამყვანი პოზიცია მიანიჭა. 2012 წელს, კი ‘Shalom Life’-მა რიგით მე-6 ადგილი მიანიჭა ’50 ყველაზე ჭკვიან, განათლებულ, მხიარულ და არაჩვეულებრივ ებრაელ მამაკაცთა შორის’ მთელს მსოფლიოში.

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


∞ ჰოლივუდელი მამაკაცებიდან მას უახლოესი ურთიერთობა ჰქონდა ლეგენდარულ მსახიობ ჰიტ ლეჯერთან, რომელსაც ‘კუზიანი მთის’ გადასაღებ მეოდანზე დაუახლოვდა. ჯეიკმა ჰიტისა და მიშელის შვილიც კი მონათლა. ჯილენჰოლის კიდევ ერთი ახლო მეგობარი გახლვათ მომღერალი ადამ ლევინი, რომელსაც სკოლის პერიოდიდან იცნობს.

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


♬ ჯეიკი რეპერ ’50 Cent’-ის უდიდესი ფანია და გამუდმებით უსმენს მის სიმღერებს.

♬ ჯეიკს საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს როგორც ჯეი-ზისთან, ასევე მის მეუღლე ბიონსესთან.
ცოლ-ქმარი არაერთხელ დასწრებია ჯეიკის პრემიერას და უგულშემატკივრია მისთვის.

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


∞ 2004 წელს, მან მონაწილეობა მიიღო ფილმში ‘The Day After Tomorrow’ და პარტნიორობა დენის ქუეიდს გაუწია. პროექტში ასევე მონაწილეობდა სატელევიზიო შოუს ‘One Tree Hill’-ის მსახიობი ოსტინ ნიკოლსი. ოსტინი და ჯეიკი გადაღებების პერიოდში ძალიან დაახლოვდნენ და დღემდე მეგობრობენ.

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


★ 2005 წელს, მისთვის ერთ-ერთი წარმატებული პერიოდი დადგა, როდესაც მონაწილეობა მიიღო ფილმში ‘კუზიანი მთა’ და განასახიერა ჰიტ ლეჯერის პერსონაჟის ცხოვრების სიყვარული. მწერალმა ენი პროულქსმა, რომლის რომანზეცაა ფილმი გადაღებული თავიდანვე იცოდა, რომ მის მიერ შექმნილი ორი მთავარი გმირი ჯეიკსა და ჰიტს უნდა განესახიერებინათ.

★ მიუხედავად იმისა, რომ რეალურ ცხოვრებაში ჯეიკიც და ჰიტიც ჰეტეროსექსუალები იყვნენ მათ სურდათ, რომ სასიყვარულო სცენები/კოცნის
სცენა რეალური ყოფილიყო
. აქედან გამომდინარე, შესვენების პერიოდში ერთმანეთს კოცნიდნენ ხოლმე, რათა ყველაფერი დამაჯერებელი ყოფილიყო.

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


★ 2009 წელს, ჯეიკმა ნატალი პორტმანთან და ტობი მაგუაიერთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმში ‘ძმები’. სწორედ ამ პროექტში გადასაღებ მოედანზე ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს შეიტყო საუკეთესო მეგობრის ჰიტ ლეჯერის გარდაცვალების შესახებ. მან უმალვე დატოვა მოედანი და 2 დღის შემდეგ დაბრუნდა.

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


☞ 2010 წელს, მან პერსიის პრინცი განასახიერა ფილმში ‘Prince of Persia: The Sands of Time’. პროექტის რეჟისორმა მაიკ ნიუველმა განაცხადა, რომ ჯეიკს 7 წლის ასაკიდან იცნობდა და ამ დროის განმავლობაში სწორედ მას მოიაზრებდა პრინცის როლზე. ჯეიკის დამტკიცებამდე, როლზე განიხილებოდნენ ორლანდო ბლუმი და ზაკ ეფრონი.

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


☞ 2010 წელს, ფილმ ‘Love & Other Drugs’-ში შესასრულებელი როლისთვის მან წიგნის ავტორთან ჯეიმი
რეიდისთან გარკვეული დრო გაატარა
იმისთვის, რათა მის მიერ შესრულებული პერსონაჟი რეალური ყოფილიყო.

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


★ 2014 წელს მან ფილმში ‘Nightcrawler’ განასახიერა ლუ. როლისთვის მან თითქმის 20 კილო დაიკლო, რაც
თავისი ნებით მოხდა, რადგან ლუს პერსონაჟს აღიქვანდა ამგვარად. ის ყოველდღე 8 საათის განმავლონაში ვარჯიშობდა.

★ ფილმის ერთ-ერთ სცენაში, სადაც ის სარკესთან საკუთარ თავს ესაუბრებდა იმდენად შევიდა როლში, რომ
სარკე გატეხა და შედეგად ხელზე საკმაოდ სერიოზული ჭრილობა მიიღო. ჯეიკს საავადმყოფოში 14 ძაფი დაადეს.

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


✮ 2015 წელს ჯეიმის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი ‘ცაცია’, სადაც მას პარტნიორობა რეიჩელ მაკადამსმა გაუწია. თავდაპირველად როლზე რეპერი ემინემი დაამტკიცეს, თუმცა ფილმის პროდიუსერებმა გადაღებები გარკვეული დროით გადადეს და ემინემა გადაწყვიტა პროექტი დაეტოვებინა და მუსიკალური კარიერისთვის მიეხედა.

✮ ჯეიკმა თავისი პერსონაჟი თავიდან ბოლომდე ააგო ბოქსის სუპერვარსკვლავის მიგელ კოტოს პიროვნებასა და მის ტექნიკაზე დაყრდნობით.

✮ როლზე თავდაპირველად განიხილებოდნენ რაიან გოსლინგი, ბრედლი კუპერი და ჯერემი რენერი.

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


✮ 2015 წელს, ჯილენჰოლის მონაწილეობით საზოგადოებამ კიდევ ერთი წარმატებული ფილმი იხილა. ესაა რეალურ მოვლენებზე აგებული სურათი ‘ევერესტი’. მსახიობის თქმით უმალვე დათანხმდა შემოთავაზებას და განაცხადა: ‘გარკვეულწილად ვფლობდი ინფორმაციას რეალური ისტორიის შესახებ. ჩემთვის ეს პერსონაჟი და უშუალოდ ფილმი მასიური დატვირთვის იყო, რადგან საქმე გვქონდა ბუნებასთან, რომელმაც საბოლოოდ გაიმარჯვა. კიდევ ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც მსურდა პროექტის ნაწილი ვყოფილიყავი იყო ის, რომ გადაღებების პერიოდში ჩვენ რეალურად გვციოდა და რეალურად გვეშინოდა.’

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


♥ პირადი ურთიერთობები ♥

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


✖ 2002 წელს ჯეიკმა ურთიერთობა გააბა ამერიკელ მსახიობ კირსტენ დანსტთან. წყვილი ერთმანეთს ჯეიკის დამ მეგიმ გააცნო, რომელიც კირსტენთან ერთად ერთ-ერთ ფილმში თანამშრომლობდა. წყვილმა ერთად ცხოვრებაც კი გადაწყვიტა და სახლი იყიდა, თუმცა 2004 წელს მათ შორის ყველაფერი სკანდალების გარეშე დასრულდა.

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


✖ 2007 წელს, მსახიობმა ფილმ ‘Rendition’-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნო ყველასთვის კარგად ცნობილი სახე რიზ ვიზერსპუნი. წყვილმა სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო, თუმცა ყველაფერს უარყოფდნენ მანამ, სანამ რიზი მეუღლეს ოფიციალურად არ გაეყარა. მას შემდეგ ჯეიკი და რიზი განუყრელნი იყვნენ, თუმცა 2 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაჭორდნენ. სანდრო წყაროს თქმით დაშორება ვიზერსპუნის ინიციატივით მოხდა, რადგან ჯეიკს ოჯახის შექმნა სურდა, ხოლო რიზს კი ამ გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარებოდა.

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


✖ 2010 წელს, შედგა ჯილენჰოლის გახმაურებული რომანი სუპერვარსკვლავ ტეილორ სვიფტთან. წყვილი დიდ დროს ატარებდა ერთად, თუმცა ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ ჯეიკმა ის მიატოვა. მომღერალმა მას სიმღერა მიუძღვნა სახელწოდებით ‘We Are Never Ever Getting Back Together’. სანდრო წყაროს თქმით ჯეიკი გახლდათ ტეილორის პირველი მამაკაცი, თუმცა ამ ინფორმაციას არც ერთი მხარე ოფიციალურად არ ადასტურებს.

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ


ფოტომასალა/გიფები:

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებსაინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჯეიკ ჯილენჰოლის შესახებ

<!--dle_image_begin:http://www.is

Category: Man / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top