;

24 September 2015      AnnLennon1     Views 3389    
Category: Man, Stars

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

რაიან რეინოლდსი გახლავთ წარმოშობით კანადელი მსახიობი, რომელიც დაიბადა 1976 წლის 23 ოქტომბერს ვანკუვერში. ადრეული ასაკიდან მსახიობობა სურდა და პოპულარობას კანადური სატელევიზიო შოუს წყალობით მიაღწია. საცხოვრებლად გადავიდა ჰოლივუდში და დაიწყო სხვადასხვა ფილმებში მონაწილეობის მიღება. დღესდღეობით, მსახიობი გახლავთ ერთ-ერთი წარმატებული და მოთხოვნადი სახე, ამასთანავე ქალების გულთამპყრობელი. ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ რეინოლდსი გამოირჩევა საოცარი იუმორის გრძნობით და უზომოდ დიდი თავმდაბლობით. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს სიმპატიური და ნიჭიერი მსახიობის რაიან რეინოლდსის შესახებ.

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

♛ ♛ ♛
საინტერესო ფაქტები

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

✖ რაიან რეინოლდსი დაიბადა 1976 წლის 23 ოქტომბერს, ვანკუვერში, კანადაში.
✖ მისი სრული სახელია: რაიან როდნეი რეინოლდსი
✖ მისი სიმაღლეა: 1.88 სანტიმეტრი
✖ სამარკო ნიშანი: ხშირად განასახიერებს კომიქსების
გმირებს, ძირითადად თამაშობს დადებით პესონაჟებს.

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

მამამისი ჯიმი საბითუმო მოვაჭრე გახლავთ, ხოლო დედა ტემი კი საცალო გაყიდვების
მენეჯერი. ჰყავს 3 უფროსი ძმა, რომელთაგანაც პრი პოლიციის ოფიცერია.

✖ რაიანის წინაპრები იყვნენ ირლანდიელები და ინგლისელები.

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

✌ მისი პირველი კოცნა შედგა სკოლაში 13 წლის ასაკში.

✌ სამსახიობო კარიერის დასაწყისში რაიანი ფულს შოულობდა
ადგილობრივი პროდუქტის მაღაზიაში
მუშაობით.

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

✌ მისი დებიუტი ტელეეკრანებზე შედგა კანადურ სატელევიზიო შოუში ‘Hillside’.

✌ ‘Youth in Film Award’-ზე მან საუკეთესო მსახიობის ტიტული მოიპოვა
ნიკელოდეონის თინეიჯერული დრამაში ‘Hillside’-ში შესრულებული როლისთვის.

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

☛ მას ფრენის შიში აქვს მას შემდეგ, რაც პარაშუტის მართვის
ლიცენზიის აღებისას მისი პარაშუტი პირველივე მცდელობაზე არ გაიხსნა.

☛ მისი ჰობია მოგზაურობა და მოტოციკლეტის ტარება. ჰყავს სამი მოტო.

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

☛ 2014 წელს, ონტარიოში მას ვარკვლავი გაუხსნეს კანადურ ვარსკვლავთა ქუჩაზე.

☛ რეინოლდსმა კანადაში დააარსა კომედიური ჯგუფი სახელად ‘ყვითელი თოვლი.

☛ 2010 წლის თებერვალში რაიანი ჰუგო ბოსის სუნამოს ახალი სახე გახდა.

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

▼ რაიანის სახლი მდებარეობს სელებრითულ უბანში ლოს ანჟელესში და მისი მეზობლები არიან
სკარლეტ იოჰანსონი, კრის პაინი, ბრედ პიტი, მარკ რუფალო, კრისტენ სტუარტი, რობერტ პატინსონი.

▼ 2004 წელს, რეინოლდსმა ფილმისთვის ‘ბლეიდი 3’, სადაც ჰანიბალ ქინგი განასახიერა 25 ფუნტი მოიმატა.

▼ 2010 წელს, რაიანმა მოიპოვა ‘Sexiest Man Alive’-ის წოდება.

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

▼ 2015 წელს, ფილმ ‘Deadpool’-ის გადასაღებ მეოდანთან ახლოს მას პაპარაცის მანქანამ დაარტყა, თუმცა საბედნიეროდ რაიანი მიზერული
ტრამვის შედეგად გამოძვრა სიტუაციიდა. მოგვიანებით, ამ ინციდენტთან დაკავშრებით თვითერის საშუალებით ამცნო ყველას და იხუმრა კიდეც.

▼ თავისუფალ დროს, მსახიობი ხშირად წერს სტატიებს, რომლებიც ქვეყნდება The Huffington Post-ში.

▼ 2012 წლის 12 თებერვალს რაიანი ‘ბბს’-ის ცნობილი გადაცემის Top Gear-ის წამყვანად მოგვევლინა.

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

☢ თავის ყოფილ საცოლესთან ალანის მორისეტთან ერთად ინდონეზიაში მოგზაურობისას ცუნამი ჩამოწვა, თუმცა რაიანი და ალანისი უვნებლები დაბრუნდნენ ამერიკაში. მას შემდეგ რაიანი აქტიური ქველმოქმედია, ხშირად ჩადის აფრიკაში და ქვეყნებში, სადაც სტიქიის მიერ დაზარალებული ათასობით ადამიანი ცხოვრობს და ეხმარება მათ.

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

☢ მისი ფავორიტი მსახიობები არიან ალბერტ ბრუკსი და
სტივ მარტინი
, ხოლო საყვარელი მომღერალი კი ნეილ იანგი.

☢ რაიანის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია მსახიობი ჯეისონ ბეტმენი,
რომელთან ერთადაც მონაწილეობა მიიღო ფილმში ‘The Change-Up’.

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

▲ გაიზარდა კათოლიკურ ოჯახში კათოლიკური წესებით, თუმცა მიუხედავად ამისა
სჯერა, რომ რელიგია წამლავს ყველაფერს კარგს, რაც მსოფლიოში არსებობს.

▲ რაიანის ყველაზე საყვარელი ქალაქი მსოფლიოში ამსტერდამია.

▲ რაიანი არაერთხელ შეშლიათ ასევე კანადელ მსახიობში რაიან გოსლინგში.
რეინოლდსის თქმით გოსლინგის ფანებისთვის ხშირად დაურიგებია ავტოგრაფები.

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

★ 2005 წელს რაიანმა საშინელებათა ჟანრის ფილმში ‘The Amityville Horror’-ში მიიღო მონაწილეობა და მოსიყვარულე მამიდან გარდაისახა მონსტრ მამად. როლის სწორად მოსარგებად გადასაღებ მეოდანზე არასოდეს ექონტაქტებოდა თავის პოტენციურ შვილებს, ერთ-ერთი მათგანი ხლოე გრეის მორეტსი გახლდათ. ბავშვებს ეგონათ, რომ რაიანი მათ ვერ იტანდა, თუმცა მსახიობმა მოგვიანებით განმარტა, რომ ამ ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რათა ჯორჯ ლატზს ანუ მის პერსონაჟს არ გასჭირვებოდა ბავშვებისთვის ფიზიკური და ვერბალური ზიანის მიყენება.

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

♦ იმავე წელს, რეინოლდსის მონაწილეობით გამოვიდა კომედიური ჟანრის ფილმი ‘მხოლოდ მეგობრები’. მას მოუხდა მსუქანი პერსონაჟის განსახიერება, რისთვისაც ყოველდღე 4 საათის განმავლობაში გრიმს უკეთებდნენ. ერთხელაც გადასაღებ მოედანზე თავისი ფანი მიუახლოვდა და ჰკითხა იყო თუ არა შიგნით რაიან რეინოლდსი. მან კი უპასუხა დიახ, რაიანი შიგნით გახლავთ. ფანმა მაკიაჟის წყალობით თავისი კუმირი ვერ იცნო.

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

♦ 2009 წელს, მან თავის საუკეთესო მეგობართან სანდრა ბალოკთან ერთად მონაწილეობა მიიღო კომედიური ჟანრის ფილმში
‘The Proposal’
. მათმა ტანდემმა იმდენად გაამართლა, რომ ფილმი ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი და ნახვადი პროექტია თავის ჟანრში.

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

✮ 2010 წელს მსახიობმა საკმაოდ განსხვავებულ ფილმში მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ ‘ცოცხლად დამარხული’, სადაც რაიანის პერსონაჟს ცოცხლად მარხავენ და მის პოვნას ვერავინ ახერხებს, მთავარი გმირი ყველანაირი ხერხით ცდილობს კუბოდან თავის დაღწევას, თუმცა ამაოდ. გადაღებები მართლაც ნამდვილ კუბოში მიმდინარეობდა. რაიანი იხსენებს, რომ ეს ყველაზე საშინელი გამოცდილება იყო მისთვის, რის გამეორებასაც არ ისურვებდა. ‘გადაღებების ბოლოს საშინელი კლაუსტროფობია დამეწყო, რადგან კუბო ნამდვილი მიწით ივსებოდა. ეს საშინელება იყო.’ რაიანი გახლდათ პირველი და ერთადერთი არჩევანი ფილმის რეჟისორის პოლ კონროისა.

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

✖ ღიად აცხადებს, რომ ფილმ ‘Green Lantern’-ზე მუშაობა მისთვის კოშმარული იყო, რადგან ფილმის რეჟისორი მარტინ კემბელი და თავად მსახიობი ვერ ეწყობოდნენ ერთმანეთს. თავდაპირველად ჰალ ჯორდანის როლზე მარტინს ბრედლი კუპერის დანიშნვა სურდა, თუმცა სტუდიამ უარი განაცხადა ბრედლის როლზე დამტკიცებაზე და როლი გადასცა რეინოლდს, რის შესახებაც კემბელმა თავდაპირველად არაფერი იცოდა. სიტუაციიდან გამომდინარე გადაღებების პერიოდში მათ გამუდმებით უთანხმოება ჰქონდათ და კემბელი მუდმივად აკრიტიკებდა რაიანს, რომელსაც თითოეულ სცენას მრავალჯერ ამეორებინებდა. რაიანმა აღიარა, რომ მოხარულიც დარჩა ფილმის ჩავარდნით, რადგან მას სულაც არ სურდა მეორედ ეთანამშრომლა მარტინ კემბელთან.

✖ ჰალ ჯორდანის როლზე თავდაპირველად განიხილებოდნენ ბრაიან ოსტინ გრინი, ჯასტინ ტიმბელეიკი და ჯარედ ლეტო.

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

♚ 2016 წელს მისი მონაწილეობით გამოვა ფილმი ‘Deadpool’, სადაც რაიანი კიდევ ერთ კომიქსების
პერსონაჟს
ანსახიერებს, თუმცა განაცხადა, რომ ეს იქნება ბოლო კომიქსების გმირი, რომელსაც ის მოირგებს.

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

♥ პირადი ურთიერთობები ♥

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

✖ 2002 წელს, რაიანმა სასიყვარულო ურთიერთობა გააბა კანადელ მუსიკოსთან ალანის მორისეტთან. 2 წლის შემდეგ მათ ნიშნობა გამოაცხადეს, თუმცა
2007 წელს ოფიციალურად განაცხადეს ურთიერთობის დასრულების შესახებ. ალანისმა სიმღერა ‘Torch’ სწორედ რაიანს და მასთან ურთიერთობას მიუძღვნა.

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

✖ 2007 წელს, ალანისთან განშორების შემდეგ რეინოლდსისა და ამერიკელი მსახიობის სკარლეტ იოჰანსონის ურთიერთობის შესახებ პრესაში აქტიურად იწერებოდა. ჭორები მართლაც რეალური აღმოჩნდა და წყვილმა 2008 წელს ნიშნობა გამოაცხადა, ხოლო იმავე წლის სექტემბერში იქორწინა. ისინი თავიანთ ურთიერთობას ზედმეტად უფრთხილდებოდნენ, მუდამ ემალებოდნენ პაპარაცებს და ერიდებოდნენ წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩენას. თუმცა ეს ყოველივე არ აღმოჩნდა საკმარისი ქორწინების გასახანგრძლივებლად. 2010 წელს რაიანმა განქორწინება მოითხოვა და სკარლეტმაც დაუყოვნებლად დააკმაყოფილა მოთხოვნა.

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

✖ 2011 წელს, კი ფილმ ‘Green Latern’-ის გადასაღებ მოედანზე მან გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე უმშვენიერესი მსახიობი ბლეიკ ლაივლი. სანდო წყაროს თქმით მათ ერთმანეთი ნახვის პირველივე დღიდან შეუყვარდათ. წყვილმა 2012 წელს დახურულ ცერემონიალზე იქორწინა, ხოლო 2014 წელს ისინი გოგონას ჯეიმსის მშობლები გახდნენ. ბლეიკი და რაიანი ერთ-ერთი მისაბაძი წყვილია ჰოლივუდში.

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

საინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებსაინტერესო ფაქტები რაიან რეინოლდსის შესახებ

ფოტომასალა/გიფები:

Tags:

Share it
Comments

Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top