;

5 June 2015      KobakhidzeNuca     Views 2966    
Category: Man, Stars

фотохостинг

სტივ მაკქუინი
- 60/70 - იანი წლების ერთ ერი ყველაზე პოპულარული, მოთხოვნადი და მაღალ ანაზღაურებადი მსახიობი, რომელსაც უწოდებნენ "The King of Cool". დაიბადა 1930 წლის 24 მარტს და გარდაიცვალა 1980 წელს, 50 წლის ასაკში. მას ქონდა საკმაოდ წარმატებული კინო კარიერა და ამასთან ერთად იყო პროფესიონალი ავტო და მოტო მრბოლელი.



ტერენს სტივ მაკქუინი - დაიბადა 1930 წლის 24 მარტს, ამერიკის შეერთებულ შტატებში. (Beech Grove) სტივი საკმაოდ პატარა ასაკში მოატოვა ჯერ მამამ, ხოლო შემდეგ დედამ და ბავშვობის დიდი ნაწილი გაატარა ბებიასთან და ბებუასთან ერთად, მისი ბებიის ძმასთან კლაუდთან მისურის შტატში. მას კარგი მოგონებები აკავშირებდა ამ პერიოდან და მოგვიანებით კლაუდს იხსენიებდა, როგორც კარგ, ძლიერ და სამართლიან ადამიანს. როდესაც სტივი 8 წლის იყო, მასთან დაბრუნდა დედა, მის ახალ ქმართან ერთად და სტივი გადაიყვანა საცხოვრებლად ინდიანაპოლისში, სადაც ის თავის ახალ ქმართან ერთად ცხოვრობდა. იმ დღეს როდესაც სტივს მოუწია დაეტოვებინა მისი საცხოვრებელი ადგილი და გაყოლოდა დედას კლაუდმა მას აჩუქა ოქროს საათი, რომელსაც ქონდა წარწერა : „To Steve – who has been a son to me." მაკქუინს ძალიან უჭირდა ადაპტაცია ახალ საცხოვრებელ გარემოსთან, ამასთან ერთად მას ჭირდა დისლექსია და ქონდა სმენის პრბლემები, რასაც ემატებოდა ისიც, რომ მისი მამინაცვალი ხშირად ცემდა და 9 წლის ასაკში მას მოუწია დაეტოვებინა სახლი და ქუჩაში ეცხოვრა. ცოტა ხნის შემდეგ ის მიეჩვია ქუჩაში ცხოვრებას და წვრილმან დანაშაულებსაც ჩადიოდა, დედა ვერ უმკლავდებოდა მისი შვილის ასეთ საქციელს და გადაწყვიტა სტივი კლაუდთან დაებრუნებინა საცხოვრებლად მისურის შტატში, როდესაც დედა მესამედ გათხოვდა, სტივი მასთან წაიყვანა ლოს ანჯელესში. მესამე ქორწინებაც წარუმტებელი აღმოჩნდა, მამინაცვალი ხშირად ცემდა სტივს და მის დედას და მაკქუინმა განაგრძო ცხოვრება როგორც ქუჩური ბანდის წევრმა და წვრილმან დანაშაულებსააც ხშრად ჩადიოდა. მოგვიანებით ის დაიჭირეს ქურდობისთვის და მამინაცვალმა გაგზავნა ბიჭების გამოსასწორებელ საცხოვრებელში კალიფორნიაში, სადაც სტივი შეიცვალა და საბოლოო ჯამში ის სამაგალითო გახდა სხვა ბიჭებისთვის, რადგან ყოველთვის იცავდა დადგენილ წესებს და ამით მოუწოდებდა სხვა ბიჭებს, რომ კარგად მოქცეულიყვნენ. 16 წლის ასაკში მან დატოვა საცხოვრებელი 1946 წელს და 1947 წელს მსახურობდა ამერიკის არმიაში, საზღვაო ქვეით კორპუსში, იყო პირველი კლასის ჯარისკაცი. 1952 წლიდან დაიწყო სამსახიობო პროფესიის შესწავლას დასვენების დღეებში მონაწილეობდა მოტოციკლეტების შეჯიბრზე Long Islad City- ს სარბოლო ტრასაზე და მოპოვებული ფულით ყიდულობდა მოტოციკლეტებს. მალე ის გახდა საუკეთესო მრბოლელი და ყოველ უიქენდზე სახლში მოგებული ფულით ბრუნდებოდა.

фотохостинг

1955 წლის ბოლოს მან დატოვა ნიუ იორკი და კალიფორნიაში გადავიდა, სადაც ის ცდილობდა ჰოლივუდში სამსახურის პოვნას. მანამდე მას ჰქონდა მინი როლები სპექტაკლებში და პირველად მიიღო მონაწილეობa ფილმში : Somebody up there Likes me (1956) ამას მოყვა როლები ფილებში : Never Love a Stranger (1958), The Blob (1958 მისი პირველი მთავარი როლი), და The Great St. Louis Bank Robbery (1959).


The Blob (1958)

1959 წელს სტივმა მნიშვნელოვანი შეთავაზება მიიღო ფრენკ სინატრასგან, რომ მონაწილეობა მიეღო ფილმში Never So Few და ამ ფილმის შემდეგ, რეჟისორმა John Sturges - მა შესთავაზა მაკქუინს პერსპექტიული როლი, ფილმში The Magnificent Seven (1960), რომელიც ერთ ერთი საუკეთესოა მის კარიერაში. მან ასევე ითამაშა კიდევ ერთ დიდებულ ფილმში The Great Escape (1963), რომელიც დაფუძნებულია მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარ რეალურ ისტორიაზე, სადაზღვეო კომპანიამ ხელი შეუშალა მაკქუინს შეესრულებინა ფილმში ნახტომი მოტოციკლით, ეს სცენა ფილმში შეასრულა მისმა მეგობარმა Bud Ekins - მა, რომელიც შორიდან ძალიან გავდა სტივს.


The Great Escape (1963)

1963 წელს მაკქუინმა მონაწილეობა მიიღო ფილმში Love with the Proper Stranger, ნატალი ვუდთან ერთად, ხოლო 1966 წელს ფილმში Nevada Smith, ამავე წელს ის ერთადერთხელ იყო ნომინირებული ოსკარზე ფილმისთვის The Sand Pebbles. 1968 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში Bullitt, რომელშიც პარტნიორობას ჟაკლინ ბისეტი უწევდა, ფილმში არის ლეგენდარული 10 წუთიანი რბოლა, რაც ნამდვიად შთამბეჭდავი სანახავია. ამავე წელს მთავარი როლი შესარულა ფილმში, The Thomas Crown Affair, რომელშიც მდიდარი ბიზნესმენის როლი შეასრულა და პარტნიორობა გაუწია ფეი დანაუეიმ.



фотохостинг
Love with the Proper Stranger (1963)

фотохостинг
Bullitt (1968)

фотохостинг
The Thomas Crown Affair (1968)

1972 წელს, ის ავტო მრბოლელის როლით გვევლინება ფილმში Le Mans. ამავე წელს მან მიიღო მონაწილეობა ფილმში The Getway, სადაც გაიცნო მისი მომამავლი მეუღლე და პარტნიორი ფილმში - ალი მაკგროუ. 1973 წელს, დასტინ ჰოფმანთან ერთად შეასრულა მთავარი როლი ფილმში, ფარვანა, რომელშიც საოცარი ოსტატობით ასრულებს პატიმრის როლს, რომელიც რამდენჯერმე შეეცდება გაქცევას, ფილმში სიუჟეტები საკმაოდ საინტერესოდ და არაპროგნოზირებულად ვითარდება. 1973 წელს, სტივ მაკქუინი მოხსენიებულია The Rolling Stoneს - ის სიმღერაში Star – Star, 1974 წელს, მოექცა წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სათავეში და ცოტა ხნის შემდეგ მას , როგორც მსახიობს, ქონდა შემოქმედებითი პაუზა და დროის დიდ ნაწილს უთმობდა რბოლებს და მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყნებში.

фотохостинг
Le Mans (1972)

მაკქუინს მონაწილეობა და აქვს მიღებული და გამარჯვებული აქვს უამრავ სერიოზულ რბოლაზე, 1978 წელს, იგი შეყვანილ იქნა Off-road Motorsports - ის დიდების დარბაზში, 1971 წელს მისი პროდიუსერობით გამოვიდა ფილმი On Any Sunday. რომელშიც მაკქუინი მონაწილეობს ლეგენდარულ მრბოლელებთან Mert Lawwill - თან და Malcolm Smith - თან ერთად.
მაკქუინის ეკუთვნოდა კლასიკური მოტოციკლეტები და რამდენიმე ეგზოტიკური სპორტული მანქანა.
ესენია : • Porsche 917, Porsche 908 Ferrari 512 ფილმიდან Le Mans.
• 1963 Ferrari 250 Lusso Berlinetta.
• Jaguar D-Type XKSS (Right-Hand Drive)
• Porsche 356 Speedster
• 1962 Cobra
• Ford GT40

фотохостинг
1967 Ferrari 275 GTB/4 Berlinetta

მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მაკქუინმა ვერ შეძლო მოეპოვებინა
Ford Mustang GT 390, რომელიც არის ფილმში Bullit.



გაცდენილი როლები


მაკქუინს უმარავ როლმზე აქვს ნათქვამი უარი, ზოგში თავისი სურვილით, ზოგში კი რაღაც დეტალების გამო ვერ მიიღო მონაწილეობა. მაგალითად მაკქუინმა ვერ მიიღო მონაწილეობა ფილმში ‘საუზმე ტიფანისთან’ რადგან მას კონტრაქტი ქონდა დადებული ფილმზე “Dead Or Alive" და მოგვიანებით ეს როლი მიიღო ჯორჯ პეპარდმა, ასევე გამოტოვებული აქვს ფილმები - "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" "მესამე ხარისხის ახლო კონტაქტი" და ა.შ.

მისი იდეა იყო, ფილმი პირადი მცველი (1992), რომელიც 16 წლის შემდეგ, მოიყვანა სისრულეში კევინ კოსტნერმა. იგი ერთ-ერთი იყო მათთაგან, ვისაც ბრუს ლის სარკოფაგე ეჭირა, მის დაკრძალვაზე. გაირკვა, რომ ჩარლზ მასონის შემდეგი სამიზნმე (რომელმაც მოკლა ხუთი ცნობილი ადამიანი), იყო სტივ მაკქუინი და სტივმა დაიწყო იარაღის ჩუმად ტარება თავდაცვის მიზნით. კოლინ ფარელი, კვეინ კოსტნერი, ბრუს უილისი, ბედ პიტი, პრის ბროსნანი - აბობენ, რომ მათზე დიდი გავლენა მოახდინა სტივ მაკქუინმა და მისმა კარიერამ.

პირადი ცხოვრება


მაკქუინი სამჯერ იყო დაქორწინებული, ყავდა ორი შვილი. 1956 წლის 2 ნოემბერს ის დაქორწინდა მსახიობ ნეილ ადამსზე, რომლისგანაც ყავდა ქალშვილი და ვაჟიშვილი. მისი ქალიშვილი 1998 წელს გარდაიცვალა. მაკქუინი და ადამსი გაეყარნენ 1972 წელს. 1973 წლის 31 აგვისტოს, ის დაქორწინდა მსახიობ ელი მაკგროუზე, ფილმ The Getway - ში ერთად მონაწილეობის შემდეგ. მაკგროუ ცნობილია ფილმიდან „სიყვარულის ისტორია“, ეს ქორწინება დასრულდა ხუთი წლის შემდეგ, ხოლო 1980 წლის 16 იანვარს, მაკქუინის გარდაცვალებიდან ცოტა ხნით ადრე ის დაქორწინდა მოდელ -ბარბარა მინტიზე. მისი ოთხი შვილიშვილიდან ერთ-ერთი არის მსახიობი სტივენ მაკქუინი. 70 - იანი წლების დასაწყისში, როდესაც ის გაეყარა ნეილ ადამსს და მანამ სანამ დაქორწინდებოდა ელი მაკგროუზე მას ქონდა ურთიერთობა მოდელ და მსახიობ ბარბარა ლისთან და 60 - იანი წლების დასაწყისში ლორენ ჰიუტონთან.

фотохостинг
фотохостинг
фотохостинг
фотохостинг
სტივი და მისი პირველი ცოლი ნეილ ადამსი.

სტივი ყოველდღიურად ვარჯიშობდა მძიმედ დატვირთული სავარჯიშო პროგრამით, მაგრამ ხშირად მომხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს. ყოველდღიურად ეწეოდა მარიხუანას, იყენებდა დიდი რაოდენობით კოკაინს და ეწეოდა უამრავი რაოდენობის სიგარეტს. 1972 წელს დააპატიმრეს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვის გამო.

фотохостинг

სტივ მაქუინზე საუბრისას არ შეიძლება ხაზი არ გაესვას, მისი ჩაცმის სტილს, გემოვნებიანს, მამაკაცურს და დახვეწილს.

фотохостинг
фотохостинг
фотохостинг
фотохостинг
фотохостинг
фотохостинг
фотохостинг

1978 წლიდან მას დაეწყო მოდმივი ხველა და დაანება თავი სიგარეტს, ანტიბიოტიკური მკურნალობის გარეშე. 1980 წელს დაუსვევს ღვიძლის კიბოს დიაგნოზი და აშშ - ს ექიმებმა უთხრეს რომ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ რომ მას გაეგრძელებნა სიცოცხლე, მაგრამ ის მაინც ცდილობდა, რომ დაეღწია თავი ამყველაფრისგან და 1980 წლის ბოლოს წავიდა მექსიკაში, რომ გაეკეთებინა ძალიან მძიმე ოპერაცია, ექიმები ეუბნებოდნენ, რომ მისი გული ვერ გაუძლებდა ამ ოპერაციას, მაგრამ მან ოპერაცია მაინც გაიკეთა ერთ - ერთ დაბალშემოსავლიან კლინიკაში და 1980 წლის 7 ნოემბერს, 12 საათიანი იპერაციის შემდეგ მას გაუჩერდა გული 3 საათსა და 45 წუთზე, ის იყო 50 წლის, მისი ფერფლი წყნარ ოკეანეში მომოფანტეს.

фотохостинг
фотохостинг
фотохостинг

ერთხელ იყო ნომინირებული ოსკარზე, ფილმისთვის The Sand Pebbles, ოთხჯერ ოქროს გლობუსზე, ფილმებისთვის Love with the Proper Stranger (1964), The Sand Pebbles (1967), The Reivers (1970), Papillon (1974)და 1963 წელს გაიმარჯვა მოსკოვის კინო ფესტივალზე, ფილმისთვის The Great Escape.
2005 წელს TV Guide - მა სტივ მაკქუინი მოიხსენია ყველა დროის 50 ყველაზე სექსუალურ ვარსკვლავს შორის, ჟურნალ ჰარპერს ბაზარმა ყველა დროის 25 ყველაზე სექსუალურ მამაკაცს შორის, 2007 წელს შევიდა 10 ყველაზე მდიდარ გარდაცვლილ სელებრითეს შორის. 2006 წელს, მუქი ლურჯი სათვალე, რომელსაც ის ატარებს ფილმში „ ტომას კრაუნის აფიორა“ ლოს ანჯელესში აუქციონზე გაიყიდა 70, 200 დოლარად და ამავე ქუქციონზე გაიყიდა მისი ერთ - ერთი მოტოციკლეტი რეკორდულ ფასად, 276,500 დოლარად. 2007 წელს მისი ფერარი 275 GTB/4 Berlinetta 2 .31 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა აუქციონზე და კიდევ მისი უამრავი ნივთი რეკორდულ ფასად იქნა გაყიდული.

фотохостинг
фотохостинг
фотохостинг
фотохостинг
фотохостинг
фотохостинг
фотохостинг
фотохостинг
фотохостинг
фотохостинг
фотохостинг
фотохостинг


Category: Man, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top