1 April 2015      ANGEL     Views 36 528    
Category: Man / Films, Movies / Georgians



მერაბ ნინიძისა და კახი კავსაძის ფილმი ч/б
2 აპრილიდან, თბილისის კინოთეატრებში რუსთაველსა და ამირანში იხილავთ რუსულ კომედიურ ფილმ “შავი და თეთრი” მერაბ ნინიძე, კახი კავსაძე და ალექსეი ჩადოვის მონაწილეობით. თემატიკიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ ფილმი განსაკუთრებით მამაკაცთა სქესის წარმომადგენლებს დააინტერესებთ. ფილმის სიუჟეტის მიხედვით ახლად გარდაცვლილი დაღესტნელი თაღლითი მფარველ ანგელოზად ევლინება ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც “ალერგია აქვს ” კავკასიელებზე.

აღნიშნულ პროექტზე მუშაობის შემდეგ მერაბ ნინიძე სტივენ სპილბერგის ფილმზე გადაერთო. მერაბ ნინიძე სპილბერგის დავალებით ფილმში “ჯაშუშების ხიდი” შეეცდება საბჭოთა ჯაშუშის ახლებური სახე შექმნას. ფილმში მთავარ როლს ამერიკელი მსახიობი ტომ ჰენკსი ითამაშებს. ნინიძე ამბობს, რომ სპილბერგს სურდა გვერდი აევლო საბჭოთა ადამიანის სტერეოტიპისთის, ის აღნიშნავს, რომ გადასაღებ მოედანზე რეჟისორი მსახიობებთან თანაბარი მიდგომით მუშაობს და მას, ისევე როგორც ტომ ჰენკსს შემოქმედებით თავისუფლებას და იმპროვიზაციის საშუალებას აძლევს. სპილბერგმა ფილმზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო და სავარაუდო საპრემიერო თარიღად 2015 წლის ოქტომბერი სახელდება.

შავი და თეთრი
2 აპრილიდან, თბილისის კინოთეატრებში






შავი და თეთრი / Ч/Б
რეჟისორი: ევგენი შელიაკინი
წარმოება: რუსეთის ფედერაცია, 2014
ჟანრი: კომედია, კრიმინალური, ფანტასტიკა

ბილეთების დაჯავშნა:
new.kinoafisha.ge/movies/чб/
სეანსები: კინო რუსთაველში
14:30 - 8,5ლ
22:30 - 11,5ლ
სეანსები: კინო ამირანში
17:10 - 9,5ლ
20:00 - 11,5ლ
22:30 - 11,5ლ
















Category: Man / Films, Movies / Georgians
Tags:

Share it
Comments
Back to Top