22 January 2015      slimshady     Views 5 141    
Category: Man / Stars



ჯასტინ ბიბერი კელვინ კლაინის საცვლების მოდელი გახდა და მისმა ფოტოსესიამ ინტერნეტში დიდი აურზაური გამოიწვია. გავრცელდა ფოტომასალა, რომელიც თითქოსდა ორიგინალ, დაუფოტოშოპებელ სურათებს გვთავაზობდა. ფოტომასალის ავტორს ჯასტინის ადვოკატები დაუკავშირდნენ და სასამართლოთი დაემუქრნენ, რის შედეგადაც ავტორმა "აღიარა" ფოტომასალის სიყალბე. ამას ისიც დაემატა, რომ მარკ უოლბერგის, რომელიც ასევე კელვინ კლაინის მოდელი იყო, ცოლმა თვითერის საშუალებით ბიბერი დაიწუნა და აღნიშნა, რომ ის თავის მეუღლეს ვერ შეედრებოდა. ამ სკანდალის დეტალები იხილეთ სტატიაში.

ფოტოები ჯასტინის ინსტაგრამიდან

ჯასტინ ბიბერი იმ მამაკაცთა სიას შეუერთდა, რომელთაც კელვინ კლაინის საცვლების რეკლამირების საშუალება მიეცათ. როგორც მომღერალმა აღნიშნა "ეს ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. კელვინ კლაინის საცვლებს წლების განმავლობაში ვატარებდი, იმ იმედით, რომ ოდესმე მისთვის მოდელი გავხდებოდი. გასულ გაზაფხულს ინსტაგრამზე სურათი დავდე ჩემს საცვლებში #mycalvins ტეგით. საბედნიეროდ მათ ეს ნახეს და მოეწონათ ხალხის რეაქცია ფოტოზე. აქედან დაიწყო ჩვენი ბიზნეს ურთიერთობა."



ჯასტინი რეკლამაში მოდელ ლარა სტოუნთან ერთად პოზირებს. მასზე ჯასტინმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "ლარასთან მუშაობა გასაოცარი იყო, ის არაჩვეულებრივი გოგონაა. ორივენი ძალიან კომფორტულად ვგრძნობდით თავს ერთმანეთთან". ლარას აზრით კი "ჯასტინი ძალიან მხიარული ადამიანია, ფოტოები კი ზუსტად გამოხატავენ კელვინის ბრენდის ენერგიას".






ფოტოების ინტერნეტში გავრცელების შემდეგ მაილი საირუსმა თავის ინსტაგრამზე რამდენიმე პაროდია გამოაქვეყნა რეკლამისა, სადაც ლარას სახის ნაცვლათ მაილის სახე იყო ჩასმული.

ჯასტინ ბიბერის სკანდალური ფოტოსესია კელვინ კლაინისთვისჯასტინ ბიბერის სკანდალური ფოტოსესია კელვინ კლაინისთვის

ამას ისიც დაემატა, რომ ინტერნეტში ხმა გავრცელდა, თითქოსდა ფოტოები დაფოტოშოპებული იყო, რათა ჯასტინის კუნთები და არა მარტო კუნთები დიდად გამოჩენილიყო.ერთ-ერთმა საიტმა კი Before and After სურათები გამოაქვეყნა, სადაც ეს გარდასახვა ნათლადაა გამოსახული.

ჯასტინ ბიბერის სკანდალური ფოტოსესია კელვინ კლაინისთვის
ჯასტინ ბიბერის სკანდალური ფოტოსესია კელვინ კლაინისთვის
როგორც TMZ იუწყება ჯასტინის ადვოკატები დაუკავშირდნენ BreatheHeavy.com-ს,სურათის თავდაპირველ ავტორს და სასამართლოში საჩივრის შეტანით დაემუქრნენ და მოითხოვეს რომ ყალბი ფოტო საიტიდან წაეშალათ.დიდი დავის შედეგად BreatheHeavy დათანხმა მოთხოვნას და საიტზე შემდეგი განცხადება გამოაქვეყნეს:

"BreatheHeavy-ს არ სურს არანაირი არეულობის გამოწვევა და საჩივარი სასამართლოში,ამიტომაც მოთხოვნის შესაბამისად სტატიას ვშლით.ბიბერი დაჟინებით ამტკიცებს,რომ ფოტო არაა ნამდვილი.ჩვენ ამას პატივს ვცემთ და ვუჯერებთ მას"


კელვინ კლაინის წარმომადგენლებმა კი თავის მხრივ უარყვეს ჭორები იმის შესახებ, რომ ჯასტინთან მუშაობა რთული იყო და განაცხადეს: "ის ყოველ დილას ადრე მოდიოდა და ენერგიით სავსე იყო, ის მთლიანად გვენდობოდა და თავის საუკეთესოს გვიჩვენებდა.ძალიან ვამაყობთ საბოლოო სურათებით და გვჯერა,რომ ისინი ისტორიას დაამახსოვრდება"

ჯასტინი გამოეხმაურა ამ ამბავს და ინსტაგრამზე თავისი ფოტო დადო პირსახოცშემოხვეული, წარწერით : "Photoshop lol" ამით გვარწმუნებს, რომ ყველაფერი რასაც ვხედავთ რეკლამის ფოტოებში ნამდვილია.

ჯასტინ ბიბერის სკანდალური ფოტოსესია კელვინ კლაინისთვის

მაგრამ სკანდალი ამით არ დასრულებულა
და ეს ამბავი მედიის ყურადღების ქვეშ კიდევ ერთხელ მოექცა, როდესაც მარკ უოლბერგის მეუღლემ - რეა დურამმა თვითერზე თავისი მეუღლის კელვინ კლაინის ფოტოსესიიდან ერთ-ერთი სურათი გამოაქვეყნა და შემდეგი წაწერა დაურთო, რომ ჯასტინი მის მეუღლეს ვერც კი შეედრებოდა.

ჯასტინ ბიბერის სკანდალური ფოტოსესია კელვინ კლაინისთვის
ჯასტინ ბიბერის სკანდალური ფოტოსესია კელვინ კლაინისთვის
ჯასტინ ბიბერის სკანდალური ფოტოსესია კელვინ კლაინისთვის

მარკი კელვინ კლაინის მოდელი 1992 წელს იყო და მისი ფოტოები დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს, მის განმეორებას ბევრი სელებრითი ეცადა მომდევნო პერიოდში.

ჯასტინ ბიბერის სკანდალური ფოტოსესია კელვინ კლაინისთვისჯასტინ ბიბერის სკანდალური ფოტოსესია კელვინ კლაინისთვის

ჯასტინ ბიბერის სკანდალური ფოტოსესია კელვინ კლაინისთვისჯასტინ ბიბერის სკანდალური ფოტოსესია კელვინ კლაინისთვის
მარცხნივ ნიკ ჯონასი, მარჯვნივ მარკ უოლბერგი

მარკის მეუღლეს ჯასტინის ფანებმა შეუტიეს თვითერზე და საქციელი დაუწუნეს, რაზეც მან ასეთი კომენტარი გააკეთა:

ჯასტინ ბიბერის სკანდალური ფოტოსესია კელვინ კლაინისთვის
"ჩემ გრძნობებს ჩემი მეუღლის მიმართ არ დავმალავ...ის ჩემი კაცია....დიდი ბოდიში!
ერთხელაც ჯასტინს ეყოლება ცოლი და ისიც იმავეს გააკეთებს"


რეამ მაინც განმუხტა სიტუაცია და განაცხადა, რომ ჯასტინი ძალიან კარგად გამოიყურებოდა ფოტოსესიაში და ისიც ძალიან სექსუალური იყო. ჯასტინს აღარავითარი კომენტარი კომენტარი არ გაუკეთებია.

ჯასტინ ბიბერის სკანდალური ფოტოსესია კელვინ კლაინისთვის
ჯასტინ ბიბერის სკანდალური ფოტოსესია კელვინ კლაინისთვის
ჯასტინ ბიბერის სკანდალური ფოტოსესია კელვინ კლაინისთვის

Category: Man / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top