განათხოვარი ქალები და მარტოხელა დედები
განათხოვარი, განქორწინებული, მარტოხელა დედა...
როგორ ცუდად ჟღერს არა? ამას ყველაზე კარგად ისინი მიხვდებიან, ვისაც მიწებებული აქვს ეს იარლიყი.
ქალი, რომელიც აღარაა ქორწინებაში, საზოგადოებაში იწვევს ერთის მხრივ თანაგრძნობას, შეცოდებას და ნუგეშს და მეორეს მხრივ არასერიოზულ დამოკიდებულებას – ქმარი ვერ შეინარჩუნა, არ მოუთმინა, არ აიტანა, თუ ერთხელ გააკეთა, მეორედაც იზამს, განათხოვართან ადვილია ზედაპირული ურთიერთობის გაბმა და ა.შ.

მაგრამ რას გრძნობს ამ დროს ქალი?
არც კი ვიცი, ღირს თუ არა ამ გრძნობების დეტალური აღწერა ახლა. ამ ხაზით არ მინდა სტატიის წარმართვა.
მე ყოველთვის ვცდილობ რაიმე სარგებელი გამოვნახო ყველა სიტუაციიდან, მათ შორის უსიამოვნოდანაც და ეს მეხმარება სტრესის დაძლევაში. როგორი გამოუვალი და უპერსპექტივოც არ უნდა ჩანდეს არსებული მდგომარეობა, გამოსავლის პოვნა მაინც შეიძლება თუკი იქნება ამის სურვილი. ოღონდ მართლა უნდა გინდოდეს ადამიანს ეს! გამოსავალი კი არსებობს 2 სახის:
1. შევცვალოთ არასასურველი გარემო ჩვენს სასარგებლოდ
2. შევიცვალოთ ჩვენს თავში რამე ისე, რომ მოვარგოთ არსებულ რეალობას.
მთელი პრობლემა ისაა, რომ პირველი ვარიანტი უფრო უმტკივნეულო და ადვილი გვგონია და უმეტესობა ცდილობს მიზეზი დაინახოს იმაში, რომ ცუდი გარემოა ირგვლივ, არაა საჭირო პირობები, საჭირო ხალხი... გარკვეული დროის შემდეგ კი ხვდები, რომ 6 მილიარდიან სოციუმს ვერ შეცვლი მხოლოდ შენ. პრაგმატული ადამიანი ამ დროს მოერგება გარემოს, სხვები კი სასოწარკვეთაში ან დეპრესიაში ჩავარდებიან.
რისი თქმა მინდა იცით? მაშინაც, როცა განქორწინება არასასურველი იყო თქვენთვის, ნუ ჩაიქნევთ ხელს. ამან ჯერ ერთი მოგცათ მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება და მეორე, ყველაზე მთავარი რაცაა – დაგიტოვათ შვილი, რომლის ყოლაც უკვე ,,მარტოხელა დედის" სტატუსს უაზროს და ალოგიკურს ხდის. როგორ შეიძლება დედა იყოს მარტო? შვილი ხომ იმხელა სტიმული და ძალაა, რომ ვერც ერთი სხვა მონათესავე ადამიანი ვერ შეედრება ამას. ქალებს, რომლებსაც აქვთ აღებული სრული პასუხისმგებლობა შვილებზე, უბრალოდ არ აქვთ უფლება იყვნენ სუსტები და უიმედონი. ამიტომ შვილთან მარტო დარჩენა არა სასჯელი, არამედ დიდი საჩუქარია. იმედია ამას ფემინისტურ გამონათქვამად არ ჩამითვლით და სწორად მიიღებთ ჩემს ,,მესიჯს".
ძალიან მნიშვნელოვანია, დედამ შეძლოს სწორად შეაფასოს რეალობა და იმოქმედოს როგორც შვილის, ასევე თავის სასიკეთოდ. ზოგიერთს გონია, რომ ახლა დედაც და მამაც თვითონაა და ტყავიდან ცდილობენ გამოძვრომას, რომ შვილს არაფერი მოაკლონ.
ხანდახან ეს ქალს ქალობას, ანუ სინაზეს, უსუსურობას და სისუსტეს აკარგვინებს. სისუსტე ძალიან დიდი ფუფუნებაა ქალისთვის. ის მხოლოდ ძლიერი კაცის გვერდით შეიძლება ქონდეს.
ხანდახან კი გადამეტებულ მზრუნველობაში (ჰიპერმზრუნველობაში) გადადის და ამას მოყვება ზედმეტი მიჯაჭვულობა დედა–შვილს შორის, შვილის დამოუკიდებლობის და თავისუფლების შეზღუდვა. დედა კი თავს საბოლოო ჯამში საკუთარი შვილის მსხვერპლად თვლის, რადგან მთელი ცხოვრება იცხოვრა მხოლოდ მისთვის. არც ესაა სწორი. ყველა ადამიანს, დედა იქნება ეს, მამა, თუ მამიდაშვილი, აქვს უფლება და ვალდებულია იცხოვროს საკუთარი თავისთვისაც, მაქსიმალურად მიიღოს ცხოვრებისგან ის სიამოვნება, რასაც ის გვთავაზობს.
ნუ იქნებით ნურავის მსხვერპლი და ნურც იმსხვერპლავთ სხვას. ნამდვილი დედა–შვილური სიყვარული ამას გამორიცხავს!

და რაც მთავარია იყავით ბედნიერი იმით, რაც გაქვთ; განეწყვეთ ოპტიმისტურად, რომ სიხარულით მიიღოთ ის, რაც გაკლიათ და დაიჯერეთ, რომ ძალიან ცოტაა ისეთი ადამანი დედამიწაზე, რომელსაც ყველა ოცნება უსრულდება და იდეალს უახლოვდება.
პატივისცემით, თიკა ევდეევი
წყარო: http://www.facebook.com/ფსიქეა
სხვა პუბლიკაციები არქივიდან:
როდესაც ის მიდის ... რამდენის უფლება უნდა მივცეთ შეყვარებულს და საკუთარ თავს ურთიერთობაში? მე ვუხმობ ყველა იმ ლამაზ გოგოს, რომლებიც არ ჩანან თავიანთი წონის ქვეშ, რომე ... სააღდგომო ეპისტოლე ნუგეშისცემა ახლობელთა დაკარგვისას
შეაფასეთ სტატია: