ლალის და თაკოს ჩხუბი ნანუკას შოუს ჩაწერაზე

ნანუკას საახალწლო შოუში ლალი მოროშკინამ და თაკო ფხაკაძემ იჩხუბეს
9 დეკემებერს ნანუკას შოუს საახალწლო გადაცემის ჩაწერაზე მომხდარი სკანდალი გაცდა ტელე იმედის ფარგლებს. მან ჯერ კავკასიაში გადაინაცვლა შემდეგ კი პროკურატურაში განიხილავენ...
ნანუკას შოუს ჩაწერაზე მიწვეულნი იყვნენ ქართული ბომონდის წარმომადგენელი სტუმრები, შოუს დაჯილდოების სახე ქონდა და დაასახელეს სხვადასხვა ნომინაციები. ერთ-ერთი ნომინაცია იყო "ყველაზე უგემოვნო" და ეს ტიტული ერგო ლალი მოროშკინას და ნუკი კოშკელიშვილს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ გამოკითხვას ატარებდა პრაიმ-ტაიმი და ამ ფაქტით განაწყენებულმა ლალიმ სცენიდანვე უპასუხა (სიტყვიერად) თაკო ფხაკაძეს, რადგან ეს პირად ანგარიშსწორებად მიიჩნია და ლალიმ მისი მეგობრის ნუკი კოშკელიშვილის ამ ტიტულით დაჯილდოებაც "მის მეგობრებზე გადაწვდომად" მიიღო, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა. ლალის 'სამადლობელო სიტყვიდან' რომელიც თაკოსადმი იყო მიმართული დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ დარბაზში თავს დაესხა თაკოს.

“იმედი” ლალი მოროშკინასა და თაკო ფხაკაძის ჩხუბის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.
http://iverieli.ge/?p=2245
თვითმხილველების თქმით ლალიმ ბევრი დალია, დაკარგა კონტროლი და ამის შემდეგ თავს დაესხა თაკოს ჩანგლით... ლალი მოროშკინა დანებს და ტორტის საჭრელს დასტრიალებდა შესაშინებლად საბოლოოდ კი ჩანგალს დასჯერდა. თაკო და ლალი დამსწრე სტუმრებმა გააშველეს და განერვიულებული 'მასპინძლის' ნანუკა ჟორჟოლიანის თხოვნით ლალის სტუდია საბოლოოდ დაატოვებინეს.
ლალიმ კი ტელეკომპანია კავკასიაში გადაინაცვლა, სადაც აქუბარდიასთან პირდაპირ ეთერში ჩართვა ითხოვა. იხ. ვიდეო.
ლალიმ განაცხადა:
"მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს - მე ვცემე თაკო ფხაკაძე, ალბათ ცოტა მძიმედ მოხდა.."
"მე პოლემიკაში ამ ადამიანთან ვერ შევიდოდი სხვა გზა არ მქონდა და ვცემე, ცოტა სისხლები მატყვია ხელზე მაგრამ ნუ..."
ამ დროისათვის ხდება ცნობილი, რომ საქალაქო სასამართლომ ლალი მოროშკინას
15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ნანუკას კომენტარი ფეისბუქიდან

სხვა პუბლიკაციები არქივიდან:
ანა მუგლალისი გათხოვდა ანა მუგლალისის ბოლო დროინდელი 5 საუკეთესო ლუქი ანა მუგლალისი ჟურნალ Harper's Bazaar-ისათვის ფაქტები ანა მუგლალისზე ანა მუგლალისის ჩაცმის სტილი
შეაფასეთ სტატია: