News-ის დამატება ენჯელ.ჯი-ზე (რჩევები)

1. "სიახლის დამატება" - რათა სიახლე დაამატოთ
საჭიროა იყოთ დარეგისტრირებული მომხმარებელი.

შეავსეთ საჭირო ველები - სათაური, აირჩიეთ კატეგორია
მოკლე აღწერა - რაც გამოჩნდება მთავარ გვერდზე (1 ფოტო და მცირე აღწერა)
და სრული აღწერა - შიგნითა ნიუსი (სრული ფოტო კრებული და სრული აღწერა)
"ჩვენება" - შეამოწმეთ როგორი გამოვიდა თქვენი ნიუსი, ფოტოები და ვიდეო მასალა უნდა ჩანდეს
"გაგზავნა", გამოგვიგზავნეთ ნიუსი და დაელოდეთ, სანამ ადმინისტრაცია ჩაასწორებს საჭიროებისამებრ და გამოაქვეყნებს საიტზე

კატეგორიის არჩევის წესები

აარჩიეთ შესაბამისი კატეგორია მეტად დაკვირვებით
სელებრითებზე სიახლეები და მათი პაპარაცული ფოტოები მოათავსეთ კატეგორიაში "ვარსკვლავები"
კოლექციები, სიახლეები მოდის ტენდენციების შესახებ "მოდური სიახლეები"
საქორწილო, საღამოს თუ კოქტეილის კაბებს (მხოლოდ საზეიმო) მიუთითეთ კატეგორია "კაბები"
ცნობილი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული სარეკლამო ფოტოები, ფოტოები ჟურნალებისთვის და ფოტოკრებულები მოათავსეთ - "ფოტო ART"
მოდური სიახლეები მამაკაცებისთვის კატეგორიაში "მამაკაცი"

3. ფოტოს ატვირთვა

ატვირთეთ ფოტოები, რომელიმე საიტზე. მაგ: tinypic.com ; radikal.ru ;

Browse > აირჩეთ ფოტო თქვენს კომპიუტერში, რომელიც უნდა ატვირთოთ > Upload ... დაელოდეთ ფოტოს ატვირთვას და დააკოპირეთ copy - paste-ს გამოყენებით (CTRL C - CRTL V) ფოტოს ის ლინკი სადაც იწყება ფოტოს სახელი [ img ] - თი

tinypic.com -ზე დააკოპირეთ #2 ლინკი IMG Code for Forums & Message Boards
radikal.ru ; -ზეც #2 ლინკი 2. Картинка в тексте

ეს კოდები დააკოპირეთ სათითაოდ სრულ და მოკლე აღწერაში, იქ სადაც გსურთ განთავსდეს ფოტო
შეამოწმეთ "ჩვენება" -თი ჩანს თუ არა ფოტოები, ხომ არ არის დიდი ზომის და ა.შ.

4. ვიდეოს ჩასმა

share >> embed (Встроить)

ჩამოიხსნება კოდების ფანჯარა. გაასწორეთ პარამეტრები (ფანჯრის ზომა და ჩარჩოს ფერი)
ახალი წესით საჭიროა დააკოპიროთ ძველი კოდი (ანუ USE OLD EMBED CODE)
დააკოპირეთ ვიდეოს HTLM კოდი, რომელიც ამ ფოტოში მონიშნულია ლურჯად

News-ის დამატება ენჯელ.ჯი-ზე (რჩევები)



5. მუსიკის ჩასმა

საიტზე mp3skull.com ძიებაში გაუშვით სასურველი სიმღერა,
აირჩიეთ მისი Embed -კოდი და დააკოპირეთ სიახლეში.


შეამოწმეთ როგორი გამოვიდა თქვენი ნიუსი, დააკლიკეთ ,ჩვენება, თუკი ყველაფერი სწორად
შეავსეთ ახალ ფანჯარაში უნდა გაიხსნას ყოველი მითითებული მასალა.
შეასწორეთ თუკი საჭიროებს შესწორებას და დააჭირეთ ,გაგზავნა, -ს..


... დაელოდეთ სანამ თქვენს სტატიას გამოვაქვეყნებთ ჩვენ, მოდერატორები, თუ საჭირო გახდება შევიტანთ მცირეოდენ კორექტივებს და მალევე გამოვაქვეყნებთ ჩვენს საიტზე

გაფრთხილება: თუკი გსურთ თქვენი გამოგზავნილი სიახლე მივიღოთ და გამოვაქვეყნოთ გთხოვთ დაიცვათ ენჯელ.ჯი -ს სტანდარტები,
გამოაგზავნოთ მხოლოდ ენჯელის ფორმატში დაშვებული სიახლეები, დაიცავით სტილისტიკა
თუკი შესაძლებელია თქვენი სიახლის ჩასწორება/გადასწორება ან თემის გავრცობა ადმინისტრაციის წევრები გაატარებენ მსგავს ღონისძიებებს და გამოაქვეყნებე სტატიას თქვენი სახელით. ჩვენ მადლობელი ვართ იდეის, ახალი თემის მოწოდებისთვისაც

* ნუ გამოგვიგზავნით დიდი ზომის ფოტოებს! max. 600 pix.е
* ფოტოკრებული (მაგ.: აქსესუარების ლამაზი ფოტოები, ბლოგერების ჩაცმის სტილი თუ სხვა თემატური კრებული) უნდა იყოს დაკომპლექტებული მხოლოდ ერთი ზომის ფოტოებით! მოწესრიგებულად განლაგებულუი.
* დაიშვება მხოლოდ ბოლოდროინდელი სიახლეები და ფოტოები, რადგან უკვე საკმარისი რაოდენობით იდო ყველა სელებრითის ფოტო კრებული და ასევე არ გამოქვეყნდება სხვადასხვა თემატიკის ფოტო კრებულები - საიტის მთავარ გვერდზე
რადგან გვესმის, რომ დიდი მოთხოვნილებაა მსგავს ფოტო კრებულებზე შეგიძლიათ ისინი იხილოთ ფოტო-art -ში.
* ნუ გამოგვიგზავნით მხოლოდ ფოტოებს აღწერის გარეშე, რომელიც უნდა იყოს ქართულ ენაზე (დასაშვებია ინგლისური სათაური)
* ნუ გამოგვიგზავნით ფოტო კრებულებს მცირე სტატიის გარეშე. აღწერეთ ფოტოებზე ნაჩვენები ტენდენციები

* ნუ გამოგვიგზავნით მხოლოდ (მაგ.:) კეტების ფოტოებს, რომლებიც არის სხვადასხვა სეზონის სხვადასხვა კოლექციიდან და უბრალოდ გუგლში ამოყრილი!

* ნუ გამოგვიგზავნით ვიდეო რგოლების კრებულს, ეს არ არის იუთუბბის ქოფი-პასთ ვერსია! ვიდეო მასალა შესაძლოა დაერთოს სტატიას, ვიდეოები კი ახსნა განმარტებით უნდა დაიდოს - მოკლე სათაურების სახით (ქართულად)
* ნუ გამოგვიგზავნით ქართული საიტებიდან დაკოპირებულ სტატიებს!
ენჯელისთვის მომზადებული პუბლიკაცია უნდა წარმოადგენდეს სიახლეს ქართულ ინტერნეტ სივრცეში!
* კარგად გადაავლეთ თვალი საიტს და მხოლოდ შემდეგ შემოგვთავაზეთ სიახლეები, შესაძლოა ეს თემა უკვე განვიხილეთ საიტზე!
* ასევე არ მიიღება ნაკლებად ცნობილი პიროვნებების (ქართველების) პირადი ფოტოები. გაფრთხილდით, გაქვთ თუ არა მათი ფოტოების აღების უფლება?

ყველა სიახლე არ ქვეყნდება მთავარ გვერდზე, ასეთია კატეგორიები ”ფოტო კრებულები/ფოტოსესიები”, ”პირადი შემოქმედება” და ”ვურჩიოთ ერთმანეთს” ★

კატეგორიაში ”ვურჩიოთ ერთმანეთს” არ არის საჭირო ფოტოს ატვირთვა და სხვანაირად გაფორმება.
შეეცადეთ დაასათაუროდ სწორად თქვენი წერილი და მოკლე აღწერაშიც დაწერეთ თუ რა თემაზე ითხოვთ დახმარებას


წერილები რუბრიკისთვის "ვურჩიოთ ერთმანეთს" არ გამოქვეყნდება 3 ძირითადი მიზეზის გამო:

1. თუკი წერილის ტექსტი შედგენილია ინგლისური შრიფტით!
2. თუკი გზავნილი განეკუთვნება ფორუმის თემას და არ წარმოადგენს წერილს.
3. თუკი დაწერილია გაურკვევლად ან მცირე წერილია, სადაც სრულად არ არის განმარტებული ძირითადი თემა.

* ნუ გამოაგზავნით თქვენს მიერ გადაღებულ ფოტოებს კატეგორიისთვის "ჩემი შემოქმედება", თუკი არ გაქვთ პრეტენზია კატეგორია ”ფოტო-არტ”-ზე!
* ნუ გამოაგზავნით კატეგორია "ჩემი შემოქმედებისთვის" განკუთვნილ ნიუსს რამოდენიმე ნაწილად.

ასევე კარგად გადაავლეთ თვალი ამ კატეგორიას, შესაძლოა თქვენსნაირი პრობლემა სხვა გოგონასაც ქონდა და ეს თემა უკვე განიხილეს
მას შემდეგ რაც მიიღებთ პასუხს და თუკი გსურთ თქვენი წერილი წაიშალოს მისწერეთ ადმინისტრატორებს Mari__Angel, niniko

ადმინისტრაცია ბოდიშს გიხდით თუკი ყველა წაშლილ სიახლეზე არ მოგდით პასუხად მიზეზი თუ რატომ არ გამოქვეყნდა საიტზე
დარწმუნებული იყავით, თქვენი სტატია რომ აკმაყოფილებდეს საიტის მოთხოვნილებებს და ფორმატს აუცილებლად გამოქვეყნდებოდა






 
შეაფასეთ სტატია:

 

 

 

 









ავტორი : mari mari mari 30 მარტი 2013 20:04
აუუუ გავგიჟდებიიი ვერ ვდებ ფოტოეეეეეეეეეეეეეეეეეებს :((((((((
ავტორი : para_para_paradise 19 იანვარი 2013 19:32
Nino.,
shedi radikal.ru-ze rogorc aq weria da choose fileshi chasvi surati daelode rasac amogigdebs da meore linki chaagde ra rogorc aq weia ise advilia
ავტორი : Nino. 7 იანვარი 2013 19:35
აუუუუუუუუ სურათის დადება ვერ ვისწავლე ვინმემ დამეხმარეთ გთხოვთ
ავტორი : D-) 9 დეკემბერი 2012 00:38
NiNi_N,
ჩემთანაც შეიცვალა მაგრამ ჯერ ვიდეოს ჩასმა არ დამჭირვებია :- ოო Youtube-ს გარეშე გაგვიჭირდება crying what wassat
ავტორი : D-) 8 დეკემბერი 2012 13:44
verovero96,
საიტზე რომ შედიხარ წერია სურათის არჩევა , პარამეტრების მითითება და არჩევა დიდად.პარამეტრების მითითებას მიაჭირე და ჩამოგლიშლის რაღაცას და ეწეერება სიგრძე და სიგანე.მერე მანდ ზომას მიუთითბ
ავტორი : verovero96 19 ოქტომბერი 2012 16:10
ვერ გავიგე pix.geზე ზომები როგორ უნდა დავაყენო დამეხმარეთ რაა
ავტორი : BuSa 15 სექტემბერი 2012 18:08
აუ გთხოვთ სურათისს დადება ვერ ვისწავლე დამეხმარეთ რააა)))
ავტორი : D-) 13 სექტემბერი 2012 11:16
მე ვიცი შექმნა მაგრამ მაინც კაია რომ მასწავლე მარი იმიტომ რომ აქიდან გავიგეე lol
ავტორი : Mari__Angel 8 აგვისტო 2012 23:18
Paco :),
თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ ვიდეო შემდგომ გამოჩნდება და "ჩვენება"-ში არ ხსნის ხოლმე რომ შეამოწმოთ :|

_______________________
შემოუერთდით ენჯელ.ჯი -ს ფან გვერდებს

facebook - facebook.com/pages/wwwangelge
twitter - twitter.com/wwwangelge
______________

Me on twitter - twitter.com/marikats

ავტორი : BarcaFan 7 აგვისტო 2012 21:52
ვინმე ხო ვერ მეტყვით ვიდეო როგორ ჩავსვა , რაც ეწერა ყველაფერი გავაკეთე მაგრამ არ გამომდის , ჩვენებაში არ მიხსნის : X თუ ვინმემ იცით მითხარით რაა
ავტორი : мιrαndα ะ )) 16 ივლისი 2012 04:49
laughing
ავტორი : Mariam)) 14 ივლისი 2012 15:22
LizyNavy,
ხომ არ იცი სიახლეს მუსიკა როგორ დავადო?აქ კი წერია მაგრამ რატომღაც ვერ გავიგე რა უნდა დავაკოპირო ან სად ჩავსვა:(((
ავტორი : selenatori-mari 22 ივნისი 2012 11:40
მადლოობ ეგ მიჭირდააა
love love
ავტორი : LizyNavy 13 ივნისი 2012 13:24
anano30698,
არაფრის;))) feel
ავტორი : LohanFan 12 ივნისი 2012 16:45
anano30698,
დიდი მადლობა გამიკვირდა ნეტა რატო არ დებენთქო, მადლობა love
ავტორი : LizyNavy 11 ივნისი 2012 15:30
anano30698,
1 დღეში ნიუსი არ მოწმდება. უნდა მაქსიმუმ 1 კვირა;))
და თუ რამე შენიშვნა აქვთ იმ შემთხვევაში მოგივა შეტყობინება;))
ავტორი : LohanFan 11 ივნისი 2012 09:29
რაღაც ვე გავიგე გუშინ ღამე გავაგზავნე სიახლე არც და დებულა ჯერ და არც პასუხი მოსულა დაიდება თუ არა და ასე დიდი ხანი უნდა შემოწმებას ?
ავტორი : Britain 9 ივნისი 2012 13:44
Nina √,
ჯერჯერობით მხოლოდ კანდიდატი

_______________________
ჰომოფობია არჩევანია, ჰომოსექსუალობა კი - არა!


ავტორი : LizyNavy 8 ივნისი 2012 22:03
Nina √,
ჯერჯერობით მხოლოდ ენჯელი ასე wink
ავტორი : Nina√ 8 ივნისი 2012 19:00
Britain,
რა მეწერაა? lol
წინა გვერდი
1 2
ან ჩაწერეთ სასურველი გვერდი:  
გვერდი {cur} სულ {all}

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება


© 2007-2013 ვცდილობთ დავიცვათ საავტორო უფლებები : ))
დიზაინ კოდერი Drizt დიზაინი  
 
Wallpapers - anywallpaper.net
               network tools