რჩევები მათთვის ვისაც გახდომა სურს

შემოგთავაზებთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ გახდომაში ჯანმრთელობის შერყევის გარეშე!
უკვე ზაფხული ახლოვდება და ალბათ ბევრს ჩვენგანს აქვს დაგეგმილი წონაში დაიკლოს. მაგრამ სასწავლებლის თუ სამუშაოს გრაფიკის გათვალისწინებით სახლში დაბრუნებულებისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს დიეტის დაცვა და საყვარელ ნოყიერ ნუგბარზე თქმა. შესაძლოა შემდეგ ვინანოთ, რომ ცდუნებას ვერ გავუძელით და მივირთვით მაღალკალორიული საკვები თანაც საღამოს საათებში,მაგრამ ეს საქმეს ვეღარ შველის. არადა უამრავი რჩევა არსებობს გახდომისთვის. მინდა ერთ სტატიაში მოვუყარო თავი ყველაზე საჭირო და სასარგებლო პუნქტებს. მაშ ასე: რჩევები თუ ნამდვილად გსურთ გახდომა
შემართება
პირველ რიგში უნდა დაისახოთ მიზანი. მაგალითად, ზოგს ზაფხულისთვის უნდა გახდომა, ზოგს ბანკეტისთვის ან რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენისთვის. უნდა გააცნობიეროთ, რომ ამას თქვენი სხეულისთვის აკეთებთ და არა სხვისთვის.
ყველამ ვიცით პირველი 2-3 დღე რამდენად რთულია საჭმლისგან თავის შეკავება და ჩვევებზე უარის თქმა. ხშირად ვარღვევთ კიდეც დიეტას. თავის გასამართლებლად კი იმას ვიშველიებთ, რომ უბრალოდ "არ შეგვიძლია" . სინამდვილეში სიტყვები "არ შემიძლია" არ არსებობს, უბრალოდ საკმარისად არ ინდომებთ, რომ მიაღწიოთ სასურველ შედეგს.
ფრაზა " ორშაბათიდან დავიწყებ", ალბათ გოგოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილია. ვამბობთ, რომ მომავალი კვირიდან დავიწყებთ დიეტას და სინამდვილეში არაფერსაც არ ვიწყებთ. გადადებული საქმე უაზროდ შეიძლება გაგრძელდეს, ამიტომ თუ გსურთ გახდომა, დაიწყეთ ის დღესვე. მთავარია ფსიქოლოგიურად მზად იყოთ ამისთვის.
შეიძლება თქვენ ისეთი დახვეწილი და ლამაზი სხეული არ გქონდეთ როგორიც მაგალითად ადრიანა ლიმას, მირანდა ქერს ან სხვა წამყვან მოდელებს, მაგრამ ეს არ გაძლევთ უფლებას რომ ხელი ჩაიქნიოთ საკუთარი თავის მოვლაზე . დაგრეხილი ფეხები გაქვთ? ან სხვა რაიმე ნაკლი გამონახეთ? არაუშავს, სამაგიეროდ გამხდარი და მოხდენილი ტანი გაცილებით ლამაზია ვიდრე მსუქანი და მოუხეშავი.

დიეტა, კვების რაციონის კონტროლი
ვიწყებთ უშუალოდ დიეტაზე ლაპარაკს. მინდა გითხრათ რომ დიეტები, რომელსაც იცავს ბევრი ადამიანი, ლაპარაკი მაქვს რამდენიმე დღიან დიეტაზე არის ძალიან ცუდი ჯანმრთელობისთვის. უმეტეს წილად კი ასეთი გზით დაკლებული კილოგრამები მალევე ორმაგად გვატყდება თავს. ამიტომ ჩემი რჩევაა დაიკლოთ ნელ-ნელა. ამისათვის იდეალური და ყველაზე უსაფრთხო ვარიანტია 18 საათიანი დიეტა.
18 საათიანი დიეტის დროს ორგანიზმი შიმშილობს 18 საათის განმავლობაში. ანუ არ ჭამთ დილას 12-მდე და საღამოს 6 სთ.ის შემდეგ. მაგრამ ვიცი ბევრი თქვენგანი დღის რეჟიმის გამო ვერ ახერხებს ამის ზუსტად დაცვას, ამიტომ შეგიძლიათ შუალედი შეცვალოთ. მაგალითად, არ ჭამოთ 8-ის მერე და შუადღის 2-მდე. ან უკეთეს შემთხვევაში 7-ს მერე / შუადღის 1-მდე. ამ დროს შეგიძლიათ მიირთვათ ყველაფერი, თუმცა უნდა შეამციროთ ცხიმიანი საჭმელების და ცომეულის რაოდენობა. მაგალითად 1 ან 2 ნაჭერი პური დღეში (სასურველია შავი პური). ასეთი გზით დაკლება არის გაცილებით უსაფრთხო და შემდეგში შეძლებთ წონის შენარჩუნებას.
გაფრთხილება : 18 საათიანი დიეტის დაცვა 1 თვეზე მეტ ხანს არ შეიძლება !
მწვანე ჩაი, მწვანე ჩაი და კიდევ ერთხელ მწვანე ჩაი!
ცნობილია, რომ მწვანე ჩაი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ის ითვლება გახდომის ყველაზე უსაფრთხო გზად. უნდა მიირთვათ უშაქროდ, შეგიძლიათ დღეში მაქსიმუმ 3-4 ჯერ. უმჯობესია დასაყენებელი ჩაი იყიდოთ.

ფიზიკური ვარჯიში
ვარჯიში რომ აუცილებელია გახდომისთვის მემგონი არავინ შემედავებით. საღამოს სირბილი, ან ძილის წინ გასეირნება. ყოველდღიური რეგულარული ვარჯიში აუცილებლად მოიტანს ეფექტურ შედეგს დროის გარკვეულ პერიოდში.
გახდომისთვის ძალიან ძალიან კარგია ველოსიპედით სიარული, როლიკებზე "კატაობა", ცურვა. ასეთი სახის ვარჯიში დარწმუნებული ვარ ყველასთვის სასიამოვნო და სახალისოა.

ცნობილია, რომ ლახტით 10 წუთიანი ვარჯიში იგივეა, რაც 20 წუთიანი ცურვა და 1 კილომეტრის გარბენა. ასე , რომ ლახტით ვარჯიში არის იდეალური წონის "დასაფერთხად". მისი ყიდვა ყველგან შეგიძლიათ.
რგოლით ვარჯიში კი ძალიან ეფექტურია მუცლის პრესისთვის. 15 წუთი რგოლით ვარჯიში 1 კვირაში 3 სანტიმეტრს მოგაკლებთ. რგოლი უნდა იყოს მძიმე, უმჯობესია რკინი და არა პლასტმასის. (მე პირდად შევიძინე დინამოს სტადიონის წინ სპორტულ მაღაზიაში 20 ლარად =)
ყოველდღიურად ვარჯიშები ნამდვილად ძალიან დაგეხმარებათ. დადგენილია, რომ მუსიკის თანხლებით ვარჯიში არის უფრო მეტად ეფექტური ვიდრე უმუსიკოდ. ამიტომ, ჩართეთ საყვარელი და რიტმული სიმღერები, ივარჯიშეთ ან თუნდაც იცეკვეთ ენერგიულად დღეში 1-2 საათი. იხილეთ ვარჯიშის ტიპები კატეგორიაში: სპორტი
მოკლედ, თუ თქვენს თავს არ შთააგონეთ რომ უნდა გახდეთ, ამას სხვა ალბათ არავინ გააკეთებს. მე 18 საათიან დიეტაზე ვარ 2 კვირაა უკვე და 2 კილო დავიკელი. ვვარჯიშობ თან და უკვე მეტყობა. ვატყყობ რომ უფრო და უფრო სწრაფად ვიკლებ. ბოლო რჩევა ის არის , რომ ხშირად როცა ვიკლებთ ცოტას მერე თავს ვანებებთ ხოლმე. მაგრამ თქვენც ასე არ მოგივიდეთ. არ მოესვეთ სანამ დასახულ მიზანს ბოლომდე არ მიაღწევთ.
სხვა პუბლიკაციები არქივიდან:
რჩევები წონის დკალების მსურველი მოზარდებისთვის რჩევები ჭარბწონიან ადამიანებს (თინეიჯერებისთვის) რჩევები თავის მოვლის შესახებ ქართველი მოდელებისგან როგორ მოვიმატოთ წონაში? თინეიჯერის დღიური კალორია
შეაფასეთ სტატია:













