მწვანე ეიფორია-ასტიგმატიზმი

მთლიანი ნაწარმოები,რომელიც მოვპარე ჩემს მეგობარს იმიტომ რომ მისი ნიჭი არ დაიკარგოს.
იმედია,არ ეწყინება

დილით კი ფოსტით უცნაური მაილი მივიღე:

მწვანე ეიფორია-ასტიგმატიზმი



"იბევასვ ნაინტროკად სლუეხს აცორ,დაბევცოლ აბემსიაგ იკ იბევყტის,იბევაშ სვარაფადაგ სრეფალევყ მა,აბენცო,იბედემი,იბელივრეს.დამეხმარეთ,გთხოვ"
ჯერ ვიფიქრე რომ ვიღაცას შრიფტი შეეშალა და ვცადე თითოეული ასო ლათინური ალფაბეტისთვის შემესაბამებინა,მერე კი როცა ჩემი ცდის უშედეგობაში დავრწმუნდი,გადავწყვიტე ყოველივე ვიღაცის ხუმრობად ჩამეთვალა და რადგანაც ადრესანტის გვერდზე ვერ შევდიოდი,ისიც კი ვიფიქრე რომ ვიღაც მაილით ვირუსს მიგზავნიდა.
მოგვიანებით აღმოვაჩინე რომ ძალიან დავინტერესდი ამ ერთი შეხედვით უინტერესო შემთხვევით.
ჩემი ნაკლიც ეს არის-ვცდილობ ყოველივე უინტერესო საინტერესო გავხადო.
შაბათი იყო.
თინეიჯერთა უმრავლესობა ამ დღეს დილას პირველი საათიდან იწყებს.
სამწუხაროდ,მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები-ცხრა საათზე რეპეტიტორთან უნდა ვიყო.
დილით ადრე ვდგები და მივდივარ.
მივდივარ ნელა,აუჩქარებლად,უინტერესოდ და ვფიქრობ ამქვეყნიურ ამაოებაზე,ცხოვრების უაზრობაზე და ა.შ.
თუ გამიმართლა,გზაში ერთი-ორი ნაცნობი შემხვდება და დილასაც "გავიფერადებ".
იმ დღეს კი გზაში ნაცნობი არ შემხვედრია და მუსიკის ჰანგებით გაჟღენთილი ნელა მივუყვებოდი წვიმიან ქუჩას.


მწვანე ეიფორია-ასტიგმატიზმი


იქიდან გამომდინარე რაც გუშინ გადამხდა თავს,თავდაცვის იარაღი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით-ქოლგა თან მქონდა.
როგორც იქნა მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე,ქოლგა კართან მივაყუდე და სასწავლო სულისკვეთებით განმსჭვალული ოთახში შევედი.
მასწავლებელი ჯერ არ შემოსულიყო.თუმცა,ეს არ იყო პირველი რაც ოთახში შესვლისას შევნიშნე.
-ღმერთო ჩემო!-გავიფიქრე მე-აი,ბედის ირონიაც ამას ჰქვია.
ჩემს ადგილას ის ბიჭი იჯდა რომელიც გუშინ ვნახე საეჭვო ვითარებაში.
-სერიალის სცენარია-გავიფიქრე ისევ და ბიჭს მოურიდებლად ვთხოვე ჩემი ადგილიდან ამდგარიყო.ისიც საკმაოდ დამყოლი აღმოჩნდა და ჩემი უხეში ტონის მიუხედავად მაინც შეასრულა თხოვნა.
მე გამარჯვებულის იერით დავეუფლე ჩემს პოზიციას და გავხედე ლანას,რომელიც თვალებით თითქოს მადლობას მიხდიდა ბიჭის მის წინ გადასმისათვის.
_სცენარია,სცენარი!-კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი ჩემს მომავლის ხედვის უნარს.
ათწუთიანი დუმილის შემდეგ მასწავლებელიც შემოვიდა:
-ელენე,ლანა,გაიცანით,ეს არის ნიკა-ამიერიდან თქვენთან ერთად იმეცადინებს.
ჩვენი დუმილი ალბათ მასწავლებელმა თანხმობად ჩათვალა და გადაწყვიტა სანამ დავიწყებდით,ნიკას ჩვენთვის თავისი თავი წარედგინა-ინგლისურად.
მე ეშმაკურად გამეღიმა რადგან ჩავთვალე რომ იგი იყო ბიჭი,რომელიც საღამოს ქუჩაში ატარებს და შეუძლებელია საკუთარ გარეგნობას "რაღაც" მიზნებისთვის არ იყენებდეს,ეს მიზნები კი ხელს უშლიან სწავლა-განათლების მიღებას.
პირდაპირ რომ ვთქვათ,მეგონა ნიკას ინგლისური არ ეცოდინებოდა და ღიმილი სახეზე შემეყინა,როცა მან გასაგებად,უაქცენტოდ ჩამოაყალიბა თავისი ვინაობა.
ვერ მოვითმინე და ვკითხე თუ საიდან იცოდა ასე კარგად ინგლისური.
-we lived in Britain,untill my parents divorce-მიპასუხა მან.
-we...who we?-ჰკითხა ლანამ.
-us.my family-უპასუხა ნიკამ.
ლანას აშკარად ეტყობოდა რომ იყო დაინტერესებული ნიკას პიროვნებით,ამიტომაც გადავწყვიტე მისთვის არაფერი მეთქვა.თუმცა სათქმელიც არაფერი იყო,სანამ არ გავარკვევდი თუ რა მოხდებოდა ორი კვირის შემდეგ.
პრაქტიკულად,ლანას დაცვა გადავწყვიტე მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა,რადგან სახლისკენ მომავალმა აღმოვაჩინე რომ ქოლგა დამრჩენოდა.იძულებული გავხდი ჩამოვშორებოდი მათ და ლანა და ნიკა მარტო გაუყვნენ გზას.
დღეები უაზროდ იწელებოდა,ერთფეროვნება მატულობდა,ლანამ და ნიკამ ურთიერთობა ააწყვეს.
ჩემი არით,ზედმეტადაც კი დაახლოვდნენ.
მე კი ეს არ მაინტერესებდა,საერთოდ არ ვფიქრობი მათზე.ვიტყუები,ვფიქრობდი,თანაც ბევრს.ამიტომ გადავწყვიტე თევზის მაღაზიას კიდევ ერთხელ ვსტუმრებოდი ორი კვირის შემდეგ.
მანამდე კი სახლი-სკოლა-მასწავლებელი.
ერთხელ კი ქიმიის გაკვეთილე ვიჯექი და უეცრად.....
-რეაქცია...
-ვერცხლი...
-ვერცხლის სარკის რეაქცია...
-ვერცხლის სარკის რეაქცია?...
-ვერცხლის სარკის რეაქცია!!!
სახლში დაბრუნებულმა პირველი რაც გავაკეთე ფოსტის გახსნა და წასაშლელად გამადებული მაილის უკუღმა წაკითხვა იყო.
"სახეები,ილუზია,ფერები
ამ ყველაფერს გადაფარავს შავები
სიტყვები კი გაისმება ლოცვებად,
როცა სხეულს დაკორტნიან სვავები"
ლექსი აშკარად მელანქოლიკის დაწერილი იყო მაგრამ ბოლო ორი სიტყვა მაილის ბოლოს მაინც არ მასვენებდა.რატომ დავინტერესდი ასე ამით?ახლა ვფიქრობ რომ შეაძლოა კავშირი ვიგრძენი ფაქტებს შორის.აბსურდული კავშირი...
საღამოს ჩემი მობილური ახმაურდა.
-გამარჯობა,ელე.ნიკა ვარ.
-(დუმილი)
--შენი ნომერი ლანამ მომცა.იცი რა,შენი დახმარება მჭირდება.
-აჰა-ვუთხარი მე და მოვემზადე რომ გულდასმით მომესმინა მისთვის...




 
შეაფასეთ სტატია:

 

 

 

 









ავტორი : dajikunia 16 თებერვალი 2012 20:37
ამას გაგრძელება არ აქვს? ერთხელ უკვე იდო და დამაინტერესა, მაგრამ არა და არ დადეთ გაგრძელება recourse

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება


 

 

 

 

 

 

 

 

 

 


meteo.gov.ge

 



© 2007-2013 ვცდილობთ დავიცვათ საავტორო უფლებები : ))
დიზაინ კოდერი Drizt დიზაინი  
 
Wallpapers - anywallpaper.net
               network tools