ვარსკვლავური ცხოვრება : ნატუკა გაგუნაშვილი
ავტორი:sabavachiberidze
22 ივლისი 2012
კატეგორია:ქართველები » for ANGEL.ge
(29) კომენტარი
ნახვა:4126

ვარსკვლავური ცხოვრება" - სადაც ყოველკვირეულად ჩვენ უკეთ გავიცნობთ ქართველ და არა მარტო ქართველ ვარსკვლავებს.ამ გამოშვების სტუმარი, ცნობილი ქართველი მოდელი ნატუკა გაგუნაშვილია
პროექტს წარმოგიდგენთ : DAVID JONES - ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი.
facebook.com/DAVIDJONESTBILISI / თბილისი, პეკინის 6
საბა ვაჩიბერიძე WWW.ANGEL.GE-ისთვის.
პროექტის შესახებ შემოთავაზებები და იდეები მოგვწერეთ მეილზე : saba@angel.ge

ალბათ წლების წინ სამედიცინო უნივერსისტეტის სტუდენტი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წელიწადში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი გახდებოდა. ნატუკა გაგუნაშვილი სამოდელო სააგენტო „ იმიჯ ცენტრის „ ნამდვილი აღმოჩენაა, რომელმაც წარმატება სულ მცირე დროში ძალიან ადვილად მოიპოვა.
„მანამ სანამ მოდელი გავხდებოდი ვსწავლობდი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. იმიჯ ცენტრის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჩემი ფოტო ნახა და მითხრა, რომ კარგი მონაცემები მქონდა იმისათვის, რომ მოდელი ვყოფილიყავი. მოგვიანებით დავფიქრდი და პირველი ნაბიჯიც გადავდგი, სწორედ ასე დაიწყო ყველაფერი. თავდაპირველად სერიოზულად არ ვუყურებდი მოდელობას, მაგრამ მალევე სინგაპურში გავემგზავრე, სადაც სერიოზული კონტრაქტის დამსახურებით ჩემ პროფესიად იქცა. „
როგორ მოხვდი სინგაპურში?
სინგაპურში ქალბატონ ია კიწმარიშვილის და სააგენტო „ იმიჯ-ცენტრის“ დამსახურებით მოვხვდი. მათ გაუზაგვნეს ფოოტები იქაურ სააგენტოს. წარმომადგენლებს მოვეწონე და დაახლოებით ორ კვირაში სინგაპურში გავფრინდი
როგორ შეხვდა ამ ყოველივეს ოჯახი და გაგიძნელდა თუ არა სამედიცინო უნივერსისტეტის სტუდენტს პროფესიის რადიკალურად შეცვლა?
მშობლები თავდაპირველად მტკიცე უარზე იყვნენ, მათ სინგაპურში წასვლის ფაფონებაც არ სურდათ, მაგრამ საბოლოოდ სხვა გზა, რომ აღარ ჰქონდათ ორივე მათგანი გაგებით მოეკიდა ჩემ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება პროფესიის რადიკალურად შეცვლას. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამიჭირდა, თუმცა გარკვეული სირთულეები რასაკვირველია შემხვდა.
დღეს უკვე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი ხარ . მომავალში მედიცინის სფეროში იმუშავებ თუ მოდელობას გააგრძელებ?
მედიცინის სფეროში ალბათ ვეღარასდროს ვიმუშავებ. ახლა ფსიქოლოგიურზე ვსწვალობ და ალბათ მომავალში ამ სფეროს გავყვები,თუმცა ჯერ სწავლასა და მოდელობას ერთმანეთთან იდეალურად ვათავსებ .

წარმატებული მოდელი
დღეს ის უკვე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია საქართველოში. ცნობილი მოდური ჟურნალების გარეკნებს ნატუკას იდუმალი ფოტოები ამშვენებს. მას არც საქართველოში ივიწყებენ ,გოგონას ხილვა ყველაზე პოპულარული ქართული ჟურნალების ფერად ყდებზეც შეგიძლიათ . ფოტოებზე მკაცრი გამოხედვა აქვს , მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ძალიან კეთილი,ლაღი და საყვარელია.
სინგაპურის ფოტოსესია






ამარტა


კიკალა სტუდიო



საშა პრიშვინის ფოტოსესია „ ბომონდისთვის“



დევიზი : „დაუთმე დრო საკუთარ თავს „
რამდენიმე თვის განმავლობაში ნატუკა ჟურნალისტიც იყო . „ დაუთმე დრო საკუთარ თავს „ - სწორედ ამ სიტყვებს ეუბნებოდა ყოველკვირეულად გოგონა გადაცემა „ FASHION TIME”-ის მაყურებელს. ეს არის გადაცემა მოდითა და თანამედროვე ტენდეციებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.პროექტი ტელეკომპანია „ MUSIC BOX»-ის ეთერში გადის,თუმცა სამწუხაროდ უკვე ნატუკას გარეშე . უკანასკნელ პერიოდში წარმატებულმა მოდელმა პაუზის აღება გადაწყვიტა და ცოტა დრო დასვენებას დაუთმო. როგორც ამბობს სულ მალე ახალი შემართებითა და პროექტებით დაუბრუნდება მის თაყვანისმცემლებს. 20 წლის ასაკში მოახერხა და ქართველი და არამარტო ქართველი მოდის ექსპერტების დიდი მოწონება დაიმსახურა. მას მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ და ალბათ სრულიად დამსახურებულადაც. ვინც იცის შესაძლოა ძალიან მალე ნატუკა ისეთი ცნობილი გამოცემების ყდაზეც ვიხილოთ , როგორებიც “vogue” ან კი სულაც „elle”-ია.
ახალგაზრდა გოგონა ძალიან თავმდაბალია. როდესაც მას რჩევის მიცემა ვთოვეთ ახალგაზრდებისთვის, განაცხადა, რომ ცოტა ეუხერხულება ამის გაკეთება. საბოლოოდ მან მაინც გამონახა რჩევა თქვენთვის : „ არ ვიცი რა რჩევა შეიძლება მივცე ახალგაზრდებს. მე არ მაქვს ის გამოცდილება, რომ ვინმეს რაიმე ვურჩიო, მაგრამ ყველაზე მთავარი წარმატებაში იღბალი, მიზანდასახულობა და საკუთარი საქმის პროფესიონალიზმია. თუკი ეს სამი მცენება ერთმანეთს შეუთავსეთ მერწმუნეთ ყველაფერი კარგად იქნება და ერთ დღესაც თქვენ გარშემომყოფებისთვის იდეალური მაგალითი გახდებით „

პროექტს წარმოგიდგენთ : DAVID JONES - ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი.
facebook.com/DAVIDJONESTBILISI / თბილისი, პეკინის 6
საბა ვაჩიბერიძე WWW.ANGEL.GE-ისთვის.
პროექტის შესახებ შემოთავაზებები და იდეები მოგვწერეთ მეილზე : saba@angel.ge
სხვა პუბლიკაციები არქივიდან:
ვარსკვლავური ცხოვრება : ქეთი ორჯონიკიძე ვარსკვლავური ცხოვრება : რუსკა მაყაშვილი ვარსკვლავური ცხოვრება: შორენა ბეგაშვილი ვარსკვლავური ცხოვრება: ნუკი კოშკელიშვილი ვარსკვლავური ცხოვრება: კრისტი ყიფშიძე
შეაფასეთ სტატია:













