„შემოიარე საქართველო“

„შემოიარე საქართველო“
15 ივნისიდან 16 სექტემბრის ჩათვლით, შემოიარეთ საქართველო და
გაატარეთ ყოველი შაბათ-კვირა მხიარულად, სასიამოვნოდ და შთამბეჭდავად!
8 ივნისს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
პროექტის ძირითადი მიზანი საქართველოში ზაფხულის სეზონის ტურისტული აქტივობების პოპულარიზაცია, არსებული რესურსის გაცნობა და ზაფხულის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობის სურვილის დანერგვაა. პროექტის სლოგანია „შემოიარე საქართველო“ და ის შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას ეძღვნება.
შეხვედრაზე გაიმართა „ზაფხულის ტურისტული კალენდარი“-ს პრეზენტაცია, სადაც დატანილია 8 ივნისიდან - 15 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილი ტურისტული აქტივობები. გასართობი ღონისძიებები მოეწყობა ყოველ შაბათ-კვირას და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს. აღნიშნული კალენდარი შეიქმნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ, ადმინისტრაცია ამასთანავე უზრუნველყოფს კალენდარზე მითითებული ღონისძიებების განხორციელებას.

შეუერთდით დაგეგმილ ღონისძიებებს, გაეცანით საქართველოს და გაატარეთ ყოველი შაბათ-კვირა მხიარულად, სასიამოვნოდ და შთამბეჭდავად!
16 ივნისი – ხილის ფესტივალი მცხეთაში
23 ივნისი – შეჯიბრი წყალჯომარდობაში ბორჯომში
30 ივნისი – კარნავალი გორში
7 ივლისი – ველო მარათონი ბოლნისში
14 ივლისი – ტანგოს საღამო ქუთაისში
21 ივლისი – ზაფხულის ფესტივალი ანაკლიაში
28 ივლისი – საზეიმო კონცეტი თუშეთში
4 აგვისტო – ფოტო–ტური მესტიაში
11 აგვისტო – ნაოსნობა რაჭაში
19 აგვისტო – ,,ხრიდოლი’’ ბახმაროში
25 აგვისტო – ფეინთბოლი ქობულეთში
1 სექტემბერი – კლდეზე ცოცვა ყაზბეგში
8 სექტემბერი – საზამთროს ფესტივალი სიღნაღში
15 სექტემბერი – ფოტო–ტური შატილში
თქვენ, საქართველოში მცხოვრები ქართველი, რამდენად კარგად იცნობთ საქართველოს
სტუმრობთ თუ არა საქართველოს საკურორტო ქალაქებს? იცით რას გვთავაზობს საქართველოს რეგიონი?
სხვა პუბლიკაციები არქივიდან:
საქართველოს სიწმინდეები MTV- ფესტივალი საქართველოში? მის საქართველო- 2010 მის საქართველო 2010 მისტერ საქართველო
შეაფასეთ სტატია: