გასეირნება რიო-დეჟანეიროში, ბრაზილია

გასეირნება რიო-დეჟანეიროში, ბრაზილია
გთავაზობთ ქუჩა-ქუჩა ხეტიალს ბრაზილიის უმშვენიერეს ქალაქ რიო-დეჟანეიროში.
გაეცნობით აქ არსებულ ღირშესანიშნაოებსა და ერთად მოვივლით სხვადასხვა ქუჩებს.
ბრაზილიაში მოხვედრა ნამდვილად ღირს ამ უმშვენიერესი ქალაქის მონახულების მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ მას დედაქალაქის სტატუსი კარგა ხანია ჩამოერთვა, ის მაინც ინარჩუნებს
ბრაზილიის და მთლიანად მსოფლიოს მჩქაფარე, საინტერესო, მხიარული ქალაქის ტიტულს.
მართალია, აქაური მოსახლეობა სიმდიდრით არ გამოირჩევა, პირიქით საკმაოდ ვიწრო და
ჩვეულებრივი სახლები აქვთ, მაგრამ მათში სიცოცხლე ჩქეფს, თვალები სავსე აქვთ სიხარულის
ნაპერწკლებით და რაც მთავარია, არ კარგავენ ბედნიერების გრძნობას.

۞ ყველაფერი აქიდან დავიწყოთ: ჩავჯექით თვითმფრინავში და ოვალური ფანჯრებიდან რიოს თავზე
ასეთ ხედს გადავაწყდებით.

ესეც აეროპორტი:

۞ ეს ხიდი კოსტაისლივას პრეზიდენტის სახელობისაა. ის რიო-დეჟანეიროსა და ნიტეროიას აკავშირებს
ერთმანეთთან. მის ოფიციალურ მშენებლობის გახსნაზე იმყოფებოდა ელიზაბეტ მეორე. ხიდი ყველაზე
გრძელი და მაღალია მთელს ბრაზილიაში. დღეში მასზე 140 ათასზე მეტი ტრანსპორტი გადის.

۞ ეს კი ღარიბთა რაიონია. ჩვეულებრივ აქ სეირნობა არ არის რეკომენდებული, რადგან ქუჩებში
უამრავი ყაჩაღი დაძრწის და სავსებით შესაძლებელია სულ მოკლე დროში გაგიქრეთ სამკაული ან
ძვირფასი ნივთი. თუმცა აქ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გაგიწევენ გიდობას ამ უბნის ქუჩებში
გარკვეული თანხის საფასურად.

۞ სწორედ აქ იზრდებიან მომავალი ვარსკვლავები ფეხბურთში.


۞ სწორედ აქ გადაიღო მაიკლ ჯექსონმა თავისი ცნობილი კლიპი: They don’t care about us.
۞ ამ მოვლენის გამო, მომღერალს აქვე სტენდი და ქანდაკებაც კი დაუდგეს.




۞ რაიონის ერთ-ერთ ნაწილში ფერად ფასადიანი სახლებიც კი გვხვდება.

۞ ეხლა კი მივატოვოთ მოცემული უბანი და უშუალოდ ღირშესანიშნაობებს მივაშუროთ.
ქალაქში არსებობს რამოდენიმე ადგილი, რომელიც აუცილებლად ღირს მოსანახულებლად.
ერთ-ერთი ეს არის მთა კორკოვადო, სადაც იესო ქრისტეს ქანდაკებაა მოთავსებული.
მთის ყველაზე მაღალ წერტილამდე გზა 4 კილომეტრი სიგრძისაა. მთაზე მოძრაობს მატარებელი,
რომელსაც ყოველ ერთ საათში 360 მგზავრი გადაჰყავს. გზის ხანგრძლივობა 20 წუთია.


۞ მთიდან იშლება ულამაზესი ხედები: რიო-დეჟანეიროს სხვადასხვა უბანი, კოპაკაბანას სანაპირო,
მარაკანას სტადიონი და სხვ. ქანდაკება როგორც ქალაქის, ასევე ბრაზილიის სიმბოლოდოა აღიარებული.



۞ მთაზე, მეგობრული მაიმუნები ბინადრობენ, რომელთაც ყველა აჭმევს.

۞ მთიდან ჩამოსულებმა სელარონის კიბეს მივაშუროთ. ეს ადგილი ბრაზილიელი ხალხის საპატივცემულოდაა
მოწყობილი და ჩილელი მხატვრის მიერაა დაპროექტებული.


۞ თავიდან, მხოლოდ ბრაზილიის დროშა იყო, მაგრამ ნელ-ნელა სხვა ქვეყნების დროშები და სურათებიც
შეემატა. ქვები კი მსოფლიოს 60 ქვეყნიდანაა შერწყმული. ადგილმა წარმატება მოიპოვა. Snoop Dogg-მა და U2-მ
აქ გადაიღეს თავისი კლიპები.



۞ ეხლა კი ამერიკის უდიდეს სტადიონზე ამოვყოთ თავი. ეს მარაკანას სტადიონია, სადაც ტარდება მსოფლიოს
უმნიშვნელოვანესი მატჩები, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატის დროს.



۞ განსატვირთად "მულატების შოუ" მოვინახულოთ. თუ გსურთ მსოფლიოში ცნობილი რიო-დეჟანეიროელების
განთქმული ტანი და მიხრა-მოხრა საკუთარი თვალით შეაფასოთ, აუცილებლად მოგიწევთ თანხის გადახდა
ამ არაჩვეულებრივ სანახაობაში.
განიტვირთებით, ცოტას წაისადილებთ და ეშხიანი ქალების ცეკვასაც ახლოდან ნახავთ.


۞ და სანამ დაბნელდება, კოპაკაბანას სანაპიროზეც გავისეირნოთ, აქ ხომ ტროპიკული ჰავაა და ხალხს
საშუალება ეძლევა შუაღამემდე იბანაოს წყალში.

۞۞۞
ესეც ასე, ჰო მართლა, რიო-დეჟანეირო მსოფლიოში ყველაზე სახენგანთქმული მისი კარნავალითაა.
ეს უზარმაზარი, მსოფლიო მაშტაბის საცეკვაო აღლუმია, რომელიც აქ წელიწადში ერთხელ იმართება.
მისი მონაწილეები თვალისმომჭრელი კოსტუმებით სამბას მასტერკლასებს ატარებენ!
ჩვეულებრივ მარხვის დაწყებამდე იმართება და თუ თქვენ ამ დროს მოგიწიათ ქალაქის მონახულება,
მაშინ უბედნიერესი ადამიანი ყოფილხართ!

მოგზაურობას კი დავამთავრებ ამბით, რომელსაც აქ ყველა გიდი ყვება:
რიოში ერთმა გაიძვერამ თვითმკვლელობა გადაწყვიტა, თავისი აგარაკი გაყიდა,
ჰელიუმი იყიდა და გასაბერი ბუშტებით შემთხვევით ცაში გაფრინდა.
რიოს მეორე ადგილას კი, ქრისტეს ქანდაკების უკან, თვითმფრინავი მოფრინავდა,
რომლიდანაც ძროხა გადმოვარდა, ნავზე დაეცა და მასში მჯდომი გოგონა მოკლა.
რიო-დეჟანეიროელების მორალი კი ასეთია: სიკვდილი ყველაზე უცნაურ ადგილებსა და ვითარებაში მოდისო.
۞۞۞
დატკბით ქალაქის ულამაზესი, უმშვენიერესი ხედებით.









სხვა პუბლიკაციები არქივიდან:
100 ადგილი რომელიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ ეს, კარიბის კუნძულებია! 40 რჩევა ქალებს უცხოელების თვალით დანახული საქართველო იბიცა
შეაფასეთ სტატია:













