The Originals

The OriginalsThe Originals
The Originals არის CW-ს სერიალის ვამპირის დღიურების სპინ-ოფი,
რომლის პრემიერაც გუშინ, 25 აპრილს შედგა. სერიალში მოთხრობილი იქნება
პირველყოფილი ვამპირების შესახებ, რომლებიც მისტიკ ფილსიდან წავლენ და თავიანთ
დაარსებულ ქალაქ ნიუ ორლეანსში დასახლდებიან
The Originals


პირველი Samsung Galaxy S4 უკვე საქართველოშია!



პირველი Samsung Galaxy S4 უკვე საქართველოშია და საბურთალოს ქუჩაზე მდებარე „ალტას“ შოურუმში განთავსდა. ტექნოლოგიურ სამყაროში წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენას Samsung-ის სმარტფონს Galaxy S4-ს დაცვის თანხლებით აეროპორტში დახვდნენ და 30-მანქანიანი საგანგებო კორტეჟით, დროშების ფრიალით და „პეტარდების“ იასამნისფერი კვალით მიაცილეს “ალტას” საბურთალოს მაღაზიაში, სადაც ხალხი მას დილიდან ელოდებოდა. სახალისო და მასობრივი გათამაშების გამარჯვებული და პირველი Galaxy S4-ის მფლობელი რუსუდან ტყემალაძე გახდა. 24 აპრილიდან დაიწყება წინასწარი შეკვეთების კამპანია, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს შეეძლებათ გააკეთონ წინასწარი შეკვეთები Samsung Galaxy S4-ზე ექსკლუზიურად „ალტას“ მაღაზიაში!






The Perks of Being a Wallflower

The Perks of Being a Wallflower

- We accept the love we think we deserve -

გთავაზობთ, საინტერესო ციტატებს, ფოტომასალასა და გიფებს 2012 წლის ფილმიდან The Perks of Being
a Wallflower
(ქართულად: კარგია იყო წყნარი), რომელიც ამავე სახელწოდების ნოველის ეკრანიზაციაა. მოვლენები ვითარდება 15 წლის მარტოსული და უცნაური პირველკურსელის ჩარლის ირგვლივ, რომელიც წარსული ცხოვრების სირთულეებთან ერთად ცდილობს გაუმკლავდეს პირველ სიყვარულს. ახლად შეძენილი მეგობრები მას სამყაროს სრულიად განსხვავებული თვალით დაანახებენ. მთავარ როლებში გვევლინებიან ლოგან ლერმანი, ემა უოტსონი, დილამ მაკდერმოტი და ნინა დობრევი. ფილმის რეჟისორი ამავე ნოველის ავტორი სტივენ ჩბოსკი გახლავთ.
The Perks of Being a Wallflower


ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელიბეჭდების მბრძანებელი
ბეჭდების მბრძანებელი არის ინგლისელი ფილოლოგისა და ოქსფორდის
უნივერსიტეტის პროფესორის, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ნოველა, რომელიც
1937-1949 წლებში იწერებოდა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნია.
მისი 150 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა.
ნაწარმოების მიხედვით გადაღებულია ფილმი, რომლის რეჟისორი პიტერ ჯექსონია. ფილმი, ისევე
როგორც წიგნი, სამ ნაწილადაა დაყოფილი: The Fellowship of the Ring (ბეჭდის საძმო) (2001 წელი),
The Two Towers (ორი კოშკი) (2002 წელი) და The Return of the King (მეფის დაბრუნება) (2003 წელი).

ფილმმა ოსკარის 30 ნომინაციიდან 17 ჯილდო აიღო, აქედან 11 ოსკარი ბოლო ნაწილმა აიღო.
ამ მონაცემით კი ფილმი ტიტანიკსა და ბენ-ჰურს გაუტოლდა
ბეჭდების მბრძანებელი


Emanuel and the Truth about Fishes Trailer!

Emanuel and the Truth about Fishes Trailer!
"ემანუელი და სიმართლე თევზების შესახებ" - თრეილერი!

გუშინ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა "ემანუელი და სიმართლე თევზების შესახებ"
ოფიციალური თრეილერი, ფრანჩესკა გრეგორინის ნამუშევარში მთავარ როლებს კაია სკოდელარიო და
ჯესიკა ბილი ასრულებენ. ისტორია მოგვითხრობს 17 წლის ობოლი გოგონას და მისი საიდუმლოებებით მოცული
მეზობლის ისტორიას. ფილმის პრემიერა შეერთებული შტატების მასშტაბით მიმდინარე წლის 18 იანვარს შედგა,
ამ დროისთვის უცნობია სურათი როდის გამოჩნდება ევროპის ქვეყნების კინოთეატრებში.
Emanuel and the Truth about Fishes Trailer!Emanuel and the Truth about Fishes Trailer!
Emanuel and the Truth about Fishes Trailer!Emanuel and the Truth about Fishes Trailer!


Lana Del Rey "Young & Beautiful"

Lana Del Rey  "Young & Beautiful" Lana Del Rey  "Young & Beautiful"

დღეს ლანა დელ რეის უახლესი ნამუშევარი Young & Beautiful გამოვიდა. სიმღერა არის ბაზ ლუჰრმენის ფილმის The Great Gatsby-ის საუნტრეკი,რომლის მსოფლიო პრემიერაც 7 მაისს შედგება. სიმღერა ლანა დელ რეიმ დაწერა რიკ ნოველსთან ერთად. კლიპის პრემიერაც მალე შედგება.

"The Great Gatsby არის ყველაზე ექსტრორდინალური წიგნი რაც კი ოდესმე დაწერილა,
ჩემთვის დიდი პატივი იყო ბაზ ლუჰრმენთან ერთად მუშაობა."
-განაცხადა მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

Lana Del Rey - Young & Beautiful

Young And Beautiful by Parasocial





'The Director' Tribeca World Premiere

21 აპრილს, ნიუ-იორკში, ტრიბეკას კონოფესტივალზე რეჟისორ კრისტინა ვოროსის ახალი დოკუმენტური ფილმის, The Director-ის პრემიერა გაიმართა. ნამუშევარი გუჩის მოდის სახლის კრეატიული დიზაინერის, ფრიდა ჯანინის შესახებ მოგვითხრობს. პრემიერას ოსკარის ნომინანტი ჯეიმს ფრანკოც ესწრებოდა, რომელიც გუჩის ერთ-ერთი სახე და ზემოხსენებული ფილმის პროდიუსერია.


The Last House on the Left/მარცხნიდან ბოლო სახლი

The Last House on the Left - მარცხნიდან ბოლო სახლი 2009 წლის ამერიკული თრილერი/
საშინელებათა ჟანრის ფილმია, რომელიც გადაღებულია რეალურ მოვლენებზე . ესაა 1972 წლის ამავე სახელწოდების ფილმის რიმეიქი მონიკა პოტერის, ტონი გოლდუინისა და სარა პექსტონის მონაწილეობით. რეჟისორი დენის ილიადისი გახლავთ. მოქმედება ვითარდება პატარა სახლში ტბასთან, სადაც ოჯახი დასასვენებლად წასვლას გადაწყვეტს, თუმცა დაუპატიჟებელი სტუმრები მათ დასვენებას კოშმარად აქცევენ. IMDB-ზე ფილმის რეიტინგი 6.5 ქულით ლიდერობს.
The Last House on the Left/მარცხნიდან ბოლო სახლი


Into the Wild / ველურ პირობებში

Into the Wild/ველურ პირობებში

ფილმი გადაღებულია ამავე სახელწოდების ჯონ კრეკაუერის წიგნის მიხედვით რომელშიც აღწერილია კრისტოფერ ჯონსონ მაკ–კენდლესის ამბავი კრისტოფერი თითქმის ყოველგვარი აღჭურვილობის და საჭმელის გარეშე გაემგზავრა ველურ ალიასკაზე. ფილმის რეჟისორი შონ პენი გახლავთ მთავარ როლებს კი ემილი ჰირში, ქეთრინ კინერი,ჰელ ჰოლბრუკი,მარშა გეი ჰარდენი და ჯენა მელოუნი ასრულებენ.

Into the Wild / ველურ პირობებში


La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში

La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში

ედიტ პიაფი: ‘ამერიკელებს სურთ სილამაზე და არა ნამდვილი ‘მე’. მე არ ვარ პარიზელი
სექსიმბოლო, რომელსაც ისინი ელოდებიან. ისინი ფიქრობენ, რომ მე ნაღვლიანი ვარ,
სულელები არიან. მე არ ვეკუთვნი მათ.’


La Vie En Rose ანუ "ცხოვრება ვარდისფერ ფერში" (ფრანგული სახელწოდება La Môme-ბავშვი) 2007
წლის ნამდვილი შედევრია, რომელიც გადაღებული სეზარის ჯილდოს ნომინანტი რეჟისორის ფრანგი ოლივიე დანის მიერ. ფილმი რეალურ მოვლენებზე დაყრდნობითაა შექმნილი და მოგვითხრობს დაუვიწყარი ფრანგი მუსიკოსის ედიტ პიაფის ცხოვრების შესახებ. მთავარ როლში შესანიშნავი მარიონ კოტიარი გვევლინება, რომელსაც ოსკარი გადაეცა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
La Vie En Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერში






The Hunger Games: Catching Fire

The Hunger Games: Catching FireThe Hunger Games: Catching Fire
შიმშილის თამაშები: ცეცხლის ალში არის შიმშილის თამაშების ტრილოგიის მეორე ნაწილი. მეორე ნაწილის რეჟისორი შეიცვალა და ახლა გარი როსის ნაცვლად ფრენსის ლოურენსმა უხელმძღვანელა ფილმის გადაღებას. ფილმის გადაღება 2012 წლის 10 სექტემბერს დაიწყო. გადაღებები მიმდინარეობდა ატლანტაში, ჯორჯიასა და ჰავაის კუნძულებზე. მეორე ნაწილის პრემიერა 2013 წლის 22 ნოემბერს შედგება
The Hunger Games: Catching Fire


სელია პავეის პერფორმანსი ავსტრალიურ ახალ ხმაში

Image.geotorrents.comImage.geotorrents.com

ავსტრალიური ახალი ხმა უკვე მეორე წელია რაც გადის ეკრანებზე, გასულმა სეზონმა
დიდი რეიტინგი აჩვენა მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა განახლებული ჟიურისა და ნიჭიერი
კონკურსანტების მეშვეობით პროექტს მიმდინარე წელს ორმაგ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.
ამ დროისთვის უკანასკნელ ეპიზოდში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ და უნიკალურ გამოსვლად
შეგვიძლია მივიჩნიოთ 18 წლის წითური სელია პავეის პერფორმანსი, გოგონს ანგელოზისებრმა
ვოკალმა ოთხივე მუსიკოსის აღფრთოვანება შეძლო, მისმა ინტერპრეტაციამ სიმღერაზე Scarborough
Fair Canticle კი საკმაოდ საინტერესოდ და სრულფასოვნად წარმოაჩინა სელიას შესაძლებლობები.



1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 163
ან ჩაწერეთ სასურველი გვერდი:  
გვერდი {cur} სულ {all}


© 2007-2013 ვცდილობთ დავიცვათ საავტორო უფლებები : ))
დიზაინ კოდერი Drizt დიზაინი  
 
Wallpapers - anywallpaper.net
               network tools