პრესტიჟი/The Prestige 

ბრიტანელი მწერალისა და სამეცნიერო ფანტასტიკის უბადლო წარმომადგენლის, კრისტოფერ პრისტის რომანი – 'პრესტიჟი', პირველად 1995 წელს გამოიცა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ილუზიონისტების, ალფრედ ბორდენის და რობერტ ენჯიერის მეგობრობას ალფრედის ერთი გამოუსწორებელი შეცდომა არღვევს, რომელმაც ენჯიერის ცოლი იმსხვერპლა. რობეტ ენჯიერი, რომელიც ცდილობს გამოიცნოს მეტოქის საიდუმლო, საკუთარ თანაშემწესა და ამავდროულად საყვარელს სთხოვს, რომ ალფრედს დაუახლოვდეს და ყველაზე პოპულარული ფოკუსის, 'გადაადგილების' მისებური ვერსია მოპაროს. რობერტ ენჯიერი აშშ–ში მიემგზავრება ნიკოლა ტესლასთან შესახვედრად, რათა დაავალოს ახალი ელექტრო–მანქანის შექმნა. ლონდონში დაბრუნებული ენჯიერი უამრავ წარმოდგენას მართავს და უფრო და უფრო იხვეჭს სახელს.









































