;

29 October 2015      TataNakani     Views 7002    
Category: Interior, Stars


ავსტრალიელმა სუპერმოდელმა მირანდა კერიმ Vogue Living-ის მალიბუს სანაპიროზე სახლში უმასპინძლა. მანჰეტენის შემდეგ მირანდა და მისი 4 წლის ვაჟი ფლინი, სანაპიროს სახლში გადმოვიდნენ. სუპერმოდელი და ბიზნეს ლედი უკვე ერთი წელია 1960 წელს აშენებულ ვერანდიან სახლში ცხოვრობს, რომელიც მისი თქმით ავსტრალიურ ბავშვობას ახსენებს.

"მიყვარს ნიუ-იორკი, თუმცა ფლინისთვის მნიშვნელოვანია მეტი სივრცე ჰქონდეს სათამაშოდ. დილით მას ბაღში გასვლა უყვარს, აკვირდება როგორ იზრდება მარწყვი, უყვარს სკუტერით სეირნობა, ცურაობა და ტრამპლინიდან ხტომა. ასეთი ცხოვრების ტიპი ჩვენ ნიუ-იორკში ვერ გვექნებოდა." - მირანდა კერი.



"მინდოდა ისეთი სახლი, სადაც ოჯახის წევრებიცა და მეგობრებიც კომფორტულად იგრძნობდნენ თავებს. ჩემთან ყოველთვის რჩებიან, აქ ყველას შეუძლია იგრძნოს თავი, ისე როგორც საკუთარ სახლში."

"საცურაო აუზში მე და ფლინი თითქმის ყოველდღე ვცურავთ. ეს გვამშვიდებს და კარგ განწყობაზე გვაყენებს."




"საძინებელი რომანტიკული და მდიდრული უნდა იყოს. ეს პეპელა 100%-ით ნატურალური მატერიისგან არის შექმნილი."








ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Interior, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top