3 May 2011      ANGEL     Views 6 087    
Category: Georgians / Tbilisi Fashion Week

Tbilisi Fashion Week - fw 2011-12


სულ რაღაც 1 თვიანი შესვნება და საქართველო კვლავ მასპინძლობს მოდის კვირეულს, რომელიც ამ სეზონზე სრულად ქართველ დიზაინერებს წარმოგვიდგენს. თბილისის მოდის კვირეული 2011-12 წლის შემოდგომა-ზამთარის კოლექციებს უმასპინძლებს. ის უკვე მე-4 ჩატარდება! ჩვენებები საკმაოდ ორიგინალურ გარემოში ჩაივლის და არც after-party-ბზე მოიწყენენენ ქართული მოდის მიმდევრები და უცხოელი ბაიერები.

თბილისის მოდის კვირეულს წელს შერატონ მეტეხი პალასი უმასპინძლებს, რომელიც TFW- ს გახსნასთან ერთად მის 20 წლის იუბილესაც აღნიშნავს. მოდის კვირეული 3 მაისიდან 7 მაისის ჩათვლით გაიმართება.
კოლექციებს წარმოადგენს 10 საქართველოში და 3 უცხოეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი და 15 newcomers - ანუ ახალბედა დიზაინერები, რომელთა შორისაც კონკურსი გაიმართება და 2 გამარჯვებულს გოეთეს ინსტიტუტი გადასცემს პრიზს, წინა კვირეულის 2 გამარჯვებულის - თამუნა ბოჩიკაშვილის და გიორგი ქებურიას კოლექციებს კი ძირითად კოლექციებთან ერთად ვიხილავთ, მათი კოლექციის შექმნას თბილისის მოდის კვირეულმა დააფინანსა.
ამავდროულად მოეწყობა after party -ები, შოურუმები და შერატონ მეტეხი პალასი 4-დან 8 მაისის ჩათვლით 20 ქართველი აქსესუარების დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს, სადაც დასწრება ყველას შეეძლება 5-დან 10 სთ.-მდე.
8 მაისს კი ინტერნაციონალური სამოდელო კომპანიის FORD MODELS -ის შესარჩევი კონკურსი ჩატარდება - SUPERMODEL OF THE WORLD! სადაც 1 საუკეთესო ქართველ გოგონას აარჩევენ, რომელიც უცხოეთში გაემგზავრება და საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც 50 ქვეყნის წარმომადგენელი მოდელი იღებს მონაწილეობას!
TFW-გახსნის დღე შერატონ მეტეხი პალასის იუბილესთან ერთად გაიმართება სადღესასწაულო გარემოში, აქვე წარმოდგენილი იქნება სიმონ მაჩაბლის ინსტალაციები. 11 სთ-სთვის კი Atelier 10a კოლექცია იქნება ნაჩვენები სასტუმროს ბალრუმში.
შემდეგ დღეებში Atare, atelier "Experiment", Anna Miminoshvili (მოსკოვიდან) და Marika Kenchadze გვიმასპინძლებენ;
5 მაისი: Tamanini, Tamuna Bochikashvili, Manana Antelidze, George Shaghasvhili (დანიიდან, კოპენჰაგენი);
6 მაისი კი ახალბედა დიზაინერების კოლექციით გაიხსნება, რომელსაც შემდეგ წინა მოდის კვირეულის ერთ-ერთი გამარჯვებულის George Keburia - კოლექციას ვიხილავთ TFW-ს ტენტში და მოგვიანებით კი Datuna Sulikashvili კვლავ გაგვაოცებს თეატრალურად გაფორმებული კოლექციით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რკინიგზაზე!
7 მაისს კი მოდის მოყვარულები წინანდალს მიაშურებენ, სადაც Tamuna Ingorokva დახურავს თბილისის მოდის კვირეულის ამ სეზონს.

ჩანს დატვირთული და უზომოდ საინტერესო კვირა გველის!

ჩვენ შევეცდებით ყველა მნისვნელოვანი სიახლე მოგაწოდოთ თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში ჩატარებული ყველა ღონისძიებიდან.
www.angel.ge


Category: Georgians / Tbilisi Fashion Week
Tags:

Share it
Comments
Back to Top