;

23 March 2016      ANGEL     0 Comments     Views 2324    
Category: Georgians » Tbilisi Fashion Week

სასტუმროში „Rooms Tbilisi” გაიმართა თბილისის მოდის კვირეულის პრესკონფერენცია, რომელსაც უძღვებოდნენ კვირეულის დამფუძნებლები თაკო ჩხეიძე და მაკა ყუბუსიძე. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდენ კვირეულის მხარდამჭერები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამართველოს უფროსი გიორგი აფციაური და „Rooms Tbilisi”-ს გენერალური მენეჯერი ლევან ბერულავა.

პრესკონფერენციაზე საუბარი კვირეულის საბოლოო განრიგს, მონაწილე დიზაინერებს და ქალაქის კულტურულ სივრცეებს შეეხო. ასევე აღინიშნა კვირეულის საპატიო სტუმრების ვინაობა და სიმრავლე, რომელთა ვიზიტი საქართველოში ხორციელდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით.

თბილისის მოდის კვირეულს მე-13 სეზონს წარმოადგენს დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი“. საქართველოს ყველაზე მოდური ღონისძიება 31 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით გაიმართება სასტუმროში ROOMS TBILISI. იგი გააერთიანებს ჩვენებების დარბაზს, პრესრუმს და სამუშაო შოუ-რუმს. სწორად ძირითად პოდიუმზე წარმოადგენენ ქართველი დიზაინერები 2016/17 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის კოლექციებს. კვირეულის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, 26 მარტს კვირეულის გენერალური სპონსორის, TBILISI MALL-ის მთავარ ატრიუმში გაიხსნება კვირეულის ოფიციალური შოუ რუმი, რომელზეც სეზონური კოლექციები იქნება წარმოდგენილი და იგი 2 კვირას გასტანს. თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი ტარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით.




ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრგიში ქართველი დიზაინერების 20-ზე მეტი ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა დაგეგმილი: ჩუბიკა, გიორგი შაღაშვილი, დალოოდი, ლაკო ბუკია, მარიამ გვასალია, Mach & Mach, ნინი ჭელიძე, INKY GOLD, ატელიე 27, ტამანინი, Materiel by Lika Chitaia, თამთა შინდელიშვილი და JK LINE. თბილისის მოდის კვირეულზე პირველი ჩვენებითა და კოლექციით მაყურებლის წინაშე წარდგება სალომე ღვინიაშვილი. ასევე კვირეულის განრიგშია ANOUKI, LALO, More is Love და ამერიკაში მოღვაწე გვანცა სალაყაია. მისი პრეზენტაცია რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზში გაიმართება. კაფსულა კოლექციას წარმოადგენს ხელოვანი ირმა შარიქაძე. ამჯერად იგი ტანგოს პერფორმანსს გამართავს. სასტუმრო Rooms Tbilisi-ს პარკინგზე კი ახალგაზრდა ხელოვანის მაქსიმეს ჩვენება/პერფორმანსი გაიმართება. კვირეულის გახსნის დღეს „დალოოდი“-ს კოლექციას სტუმრები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზებში იხილავენ, ხოლო კვირეულის პირველი ჩვენება LAKO BUKIA სასტუმრო Rooms Tbilisi-ს მთავარ ლოკაციაზე მოეწყობა. ჩვენებებს შორის ეზოში პარტნიორი კომპანია „ასკანელი ძმების“ ღვინის დეგუსტაცია გაიმართება. კვირეულის გახსნის წვეულება მ-ჯგუფის „ოტიუმში“ გაიმართება, ხოლო ჟურნალ „ნარგის საქართველო“-ს საღამო ძველი თბილისის გულში „ტერასა 360“-ზე.

თბილისის მოდის კვირეულის სპეციალური საპატიო სტუმრები არიან დიზაინერი დემნა გვასალია, ამერიკული VOGUE-ს ჟურნალისტი სარა მაუერი, ავსტრალიური VOGUE-ს მთავარი რედაქტორი ქრისტინე ცენტენერა, Buro 24/7-ის დამფუძნებელი მიროსლავა დუმა, მოდის ბლოგერი დარია შაპოვალოვა და ცნობილი Street Style ფოტოგრაფი ადამ კაც სინდინგი. ასევე, LVMH სკაუტი და ჟურნალისტი იუ მასუი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს ასევე დაესწრებიან სხვა ძალზედ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები: VOGUE (UK, Italia, Russia), GLAMOUR UK, Twenty6 magazine, Style du Monde, W Magazine, FW-DAILY.COM, INTERVIEW, Glass Magazine, Oyster Magazine, Allure.ru, Nargis.az, Dazed & Confused, Le21eme.com, frou frou, Dash Magazine. მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის მყიდველების ჯგუფს (ე.წ. Buyers) უმასპინძლებს: H Lorenzo, Not Just a Label, Glass Pineapple, SMETS, Anatomie. ისინი გაეცნობიან ქართველი დიზაინერების კოლექციებს და საქართველოში წარმოებულ პროდუქციას.

2016 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა არის MAC, რომლის უცხოელი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მომუშავე ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს მსოფლიო ბრენდის MAC-ის კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება თმის ვარცხნილობას, ჩვენებების ამ მხარეზე კვლავ იზრუნებს სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE”, რომელიც ასევე კვირეულის ერთგული პარტნიორია.


F/W 2016-17
Tbilisi Fashion Week

ჩვენებების განრიგი

March 31 / Thursday
18:30 Welcome Reception by Askaneli Brothers Rooms Hotel Tbilisi
19:00 Lako Bukia Rooms Hotel Tbilisi
20:00 Chubika Rooms Hotel Tbilisi
21:30 Dalood Tbilisi Opera and Balllet Theater

April 1 / Friday
16:00 Gvantsa Salakaia Rustaveli Theatre
17:00 LALO Rooms Hotel Tbilisi
18:00 Maxime Rooms Parking
19:00 Dalood by Ana Datukishvili Rooms Hotel Tbilisi
20:00 Inki Gold Rooms Hotel Tbilisi
21:00 Salome Gviniashvili Rooms Garden

April 2 / Saturday
14:00 Irma Sharikadze
15:00 Anouki Presentation Shop
16:00 More is Love Rooms Hotel Tbilisi
17:00 Mariam Gvasalia Rooms Hotel Tbilisi
18:00 Materiel by Lika Chitaia Rooms Hotel Tbilisi
19:00 Mach & Mach Rooms Hotel Tbilisi
20:00 Kristina Jgenti Rooms Hotel Tbilisi

April 3 / Sunday
15:00 DIPHYLLEIA Presentation Rooms Hotel Tbilisi
16:00 Tamanini Rooms Hotel Tbilisi
17:00 Atelier 27 Rooms Hotel Tbilisi
18:00 Tamta Shindelishvili Rooms Hotel Tbilisi
19:00 Nini Chelidze Rooms Hotel Tbilisi
20:00 Blue Flax [Ukraine] Rooms Hotel Tbilisi
22:00 George Shaghashvili Rooms Hotel Tbilisi



ღონისძიების წარმდგენი – დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი“
გენერალური სპონსორი და ოფიციალური შოუ რუმი – TBILISI MALL
ოფიციალური მასპინძელი – სასტუმრო ROOMS HOTEL TBILISI

მხარდამჭერები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

ოფიციალური კოსმეტიკა - MAC
პარტნიორი: სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE”
პარტნიორი ღვინის კომპანია „ასკანელი ძმები“

ღონისძიების პარტნიორები: სამოდელო სააგენტო ჯეომოდელსი, Kate’s Cool Attitude, გაბუნია და პარტნიორები, iStudio და Mgroup.
საინფორმაციო მხარდაჭერა: “Music Box”, რადიო „ფორტუნა“, „არტარეა TV”, “ალმა-ALMA”
გენერალური მედია პარტნიორები: ჟურნალი „ნარგისი საქართველო“ და ტელეკომპანია “რუსთავი 2”.

დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი“, თბილისში ექსკლუზიურ ადგილას დაიდებს ბინას - სოლოლაკი, მთაწმინდის პარკის გზის მიმდებარედ, მ. მაყაშვილის ქუჩის ჩიხი N3. 19-ბინიანი კომპლექსის მთავარი უპირატესობები ყველა ბინის აივნიდან ძველ თბილისზე და მთაწმინდაზე გაშლილი უნიკალური ხედები და გამწვენებული გარემოა. კომპლექსში ყველაფერია გამორჩეული ადამიანების ჰარმონიული ცხოვრებისათვის: საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, გამწვანებული შიდა ეზო და კონსიერჟის მომსახურება


Category: Georgians » Tbilisi Fashion Week
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top