;
21 აპრილი 2017      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 1470-ჯერ
თბილისის მოდის კვირეულზე ჩვენებებმა 20 აპრილს აიღო სტარტი, არც Atelier 27 - ატელიე 27 აკლდება ამ კვირეულს. ისინი სულ რაღაც 2 სეზონის წინ გამოჩნდნენ და უკვე მრავალი ქართველი მოდის მოყვარულის გულიც მოიგეს.

ჩვენ მათ ატელიეში ვესტუმრეთ და ექსკლუზიურად დავათვალიერეთ მათი სამოსი. როგორც ქეთი ლაკირბაია ამბობს, ეს კოლექცია განსხვავებულია, ფერადი, ჭრელი. მათი ინსპირაცია ყველასათვის საყვარელი მსახიობი ჩარლი ჩაპლინია. ეს არის ჩარლი შავ-თეთრი ტელევიზორდინ,, უფრო სწორედ რომ ვთქვად ჯერალდინა, რომელსაც ულამაზესი სამოსი აცვია. დიახ ეს არის ქალისა და მამაკაცის სამოსის უნაზესი შეხამება, რომელიც აცვიფრებს თითოეულ მნახველს!

Tags:
18 აპრილი 2017      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 631-ჯერ

თბილისის მოდის კვირეული 19 აპრილს გაიხსნება და 5 დღეს გასტანს.
თბილისის მოდის კვირეული ტრადიციას ამკვიდრებს და გახსნის დღეს ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს უთმობს. „თბილი სიო“ და ღვინის ქარხანა N1 ცნობილი ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის საღამოს უმასპინძლებს. 20-23 აპრილს, ისტორიის მუზეუმი ქარვასლაში განთავსებული „მეიდან ჯგუფის“ საღონისძიებო სივცრეები გააერთიანებს ჩვენებების დარბაზს. რიგით მე-15 თბილისის მოდის კვირეული მარიამ გვასალიას ჩვენებით გაიხსნება, იმავე საღამოს კახაბერის პრეზენტაციაც მოეწყობა. დიზაინერი ანი დათუკიშვილი კი მომდევნო დღეს თავის კოლექციას უჩვეულო გარემოში, სკოლის სასწავლო ოთახებსა და დერეფანში მოაწყობა, 22 აპრილს ბრენდი LTFR მაყურებელს და ელექტორნული მუსიკის მოყვარულთ იპოდრომზე დაგეგმილ ღონისძიებაზე ეპატიჟება, რომელზეც მოსაწვევებთან ერთად ბილეთებიც გაიყიდება. კვირეულის კულმინაცია იქნება დიზაინერ ლაშა ჯოხაძის ჩვენება რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით განახლებულ აღმაშნებელზე, ახალი ტფლისის საფეხმავლო ტერიტორიაზე გაიმართება. კვირეულის განრიგში ასევე აღმოაჩენთ პროექტს “იპოვეთ ქალი/ TROUVEZ LA FEMME / FIND THE WOMAN“, რომელიც არტსიტერიუმის ორგანიზებით 21 აპრილს 21 საათზე ქარვასლაში გაიმართება.

12 აპრილიდან კი თბილისის მოდის კვირეულის გენერალური სპონსორის TBILISI MALL-ის მთავარ ატრიუმში კვირეულის ოფიციალური შოუ-რუმი გაიხსნა, რომელზეც სეზონური კოლექციებია წარმოდგენილი. შოუ-რუმი თბილისი მოლის ყველა სტუმრისთვისაა ხელმისაწვდომი 24 აპრილამდე.

თბილისის მოდის კვირეულის ამ სეზონზე დაიწყება პროექტი TALK, რომელსაც კვირეული Marketer.ge-სთან ერთად წარმოადგენს. Impact hub Tbilisi-ში 20 აპრილს გაიმართება საუბარი თემაზე “Branding and Communication”, სადაც ასევე ბილეთებით დასწრებაა შესაძლებელი.

Tags:
9 დეკემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 4069-ჯერ
Djaba Diassamidze SS 17
გამორჩეული იყო ჯაბა დიასამიძის ჩვენება, რომელიც მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ქართველმა დიზაინერმა გაზაფხული-ზაფხული 2017 წლის კოლექცია პერფორმანსის სახით წარმოგვიდგინა, მოდელების სახით ცნობილი და მისი მეგობარი ქალბატონები ვიხილეთ. ჩვენება მოდელმა ნინი ნებიერიძემ დახურა, რომელმაც პირველად გაასაჯაროვა მისი ორსულობის ფაქტი.

Tags:
9 დეკემბერი 2016      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 3450-ჯერ
Avtandil Spring/Summer 2017 RTW
ქართველი დიზაინერის 2017 წლის კოლექციის თემაა „მე შენ მიყვარხარ“
ჩვენება სპეციალურად მხოლოდ უცხოელი ბაიერებისთვის და ჟურნალისტებისთვის გაიმართა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. ავთანდილ ცქვიტინიძე: „ეს სეზონი მივუძღვენი სიყვარულს, ყველა მის გარდასახვაში, ანუ როგორც ხდება ხოლმე სუფთა, წმინდა ნათელი, თეთრი, შემდეგ შედის სევდიანი პერიოდები, მერე ბობოქარი... აბსოლუტურად ყველა ფერის თამაშია. თეთრიდან დაწყებული ბობოქარი სიჭრელით დამთავრებული. ისეთი აგრესია იყო ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, მგონი დადგა დრო ვუთხრათ ერთმანეთს, რომ გვიყვარს ერთმანეთი“.

Tags:
9 დეკემბერი 2016      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 2531-ჯერ
Lalo Spring/Summer 2017
Ready-To-Wear Collection. MBTFW

მერსესედ ბენცის მოდის კვირეულზე ქართველმა დიზაინერმა ლალო დოლიძემ დამოუკიდებელი კოლექცია წარმოადგინა. დიზაინერმა დებმა, რომლებმაც სახელი გრადაციული ნაქსოვი ჯემპერებით გაითქვეს Lalo-ს სახელით საქართველოდან ერთერთ ყველაზე გაყიდვად პროდუქციას აწარმოებენ. Lalo ნაქსოვი სამოსის თემას აგრძელებს, აშკარაა, რომ სრული კოლექციაც დიდი წარმატებით ისარგებლებს.

Tags:
9 დეკემბერი 2016      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 4091-ჯერ
ენჯელ.ჯი- გთავაზობთ თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე დამსწრე სტუმრების ჩაცმულობის ამსახველ ფოტოებს. ფოტოგრაფი: ანა ბაციკაძე. ფოტოები საიტის ფეისბუქის და ინსტაგრამ ფეიჯზე მოდის კვირეულის დასრულებისთანავე განთავსდა ნოემბრის დასაწყისში. ჩვენებებს MoMa-ს საგამოფენო სივრცე და რამდენიმე ალტერნატიულ ლოკაციაზე გაიმართა. უცხოელ ბაიერებს, ჟურნალისტებს და ადგილობრივ მოდის მიმდევრებს ქართველი დიზაინერებმა Spring/Summer 2017 RTW კოლექცია წარუდგინეს.

Mercedes Benz Tbilisi Fashion Week
სტუმრების ჩაცმულობა, ნოემბერი 2016

ფოტოგრაფი: Anna Batsikadze
for www.angel.ge

Tags:
9 დეკემბერი 2016      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 2461-ჯერ
TBILISI FASHION WEEK
თბილისი მოდის კვირეულის გამორჩეული ლუქები
ქართველი დიზაინერების 2017 წლის ზაფხულის კოლექციებიდან

Tags:
5 ნოემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 8789-ჯერ

Tbilisi Fashion Week #14
თბილისის მოდის კვირეულის რიგით მე-14 სეზონი ოქტომბრის თვეში გაიმართა. დიზაინერებმა SS'17 კოლექცია წარმოადგინეს, ჩვენ კი გთავაზობთ დამსწრე სტუმრების ჩაცმულობის ამსახველ ფოტოებს.
იხილეთ მეტი ფოტოები www.angel.ge -ს ფეისბუქის ფეიჯის ალბომში: "Tbilisi Fashion Week #14"

ფოტოგრაფი: Anna Batsikadze
for www.angel.ge

Tags:
25 ოქტომბერი 2016      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 24745-ჯერ
თბილისის მოდის კვირეულის დღე #1
თბილისის მოდის კვირეულის მე-14 სეზონი ქალბატონი ნინო რამიშვილის პერსონალური კოსტიუმების პრეზენტაციით დაიწყო. ეს ნამდვილად დაუვიწყარი დღე იყო მოდისტებისა და ელიტური საზოგადოებისთვის, დანამდვილებით გეტყვით, რომ მსგავსი შოუ საქართველოს არ ახსოვს. ეს არ იყო უბრალო პრეზენტაცია ან პერფორმანსი, ყველაფერი შესანიშნავი იყო, "სუხიშვილების" ნაციონალური ბალეტის ულამაზესმა მოცეკვავეებმა მოდელებისთვის შესაშური გრაციოზულობით წარმოადგინეს ქნ. ნინო რამიშვილის ვინტაჟური არა-სასცენო კოსტიუმები. ყველა აღფრთოვანებული იყო ამ სანახაობით, ემოციებს ვერ მალავდნენ. სწორედ ამ ნოტაზე, წარუშლელი შთაბეჭდილებით, სტუმრებმა გადაინაცვლეს ჩუბიკას პერფორმანსზე, რომელიც ძველი თბილისის ულამაზეს ქუჩაზე გაიმართა. საიდუმლო ბაღი ის ადგილია, სადაც ჩუბიკამ ჩრდილებით უჩვეულო წარმოდგენა გაგვიმართა.

Tags:
12 ოქტომბერი 2016      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 2312-ჯერ
19 ოქტომბერს თბილისის მოდის კვირეულის
ახალი სეზონი და ახალი ეტაპი იწყება


თბილისის მოდის კვირეულს წარმოადგენს დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი“. ახალი სახელებითა და ახალი კონცეფციით, თბილისი მოდის კვირეული 19 ოქტომბერს გაიხსნება და 5 დღეს გასტანს. კვირეულის მიმდინარე სეზონი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

18 ოქტომბერს, კვირეულის გენერალური სპონსორის TBILISI MALL-ის მთავარ ატრიუმში გაიხსნება კვირეულის ოფიციალური შოუ-რუმი, რომელზეც სეზონური კოლექციები იქნება წარმოდგენილი. შოუ-რუმი თბილისი მოლის ყველა სტუმრისთვის ხელმისაწვდომი იქნება და იგი 30 ოქტომბრამდე გასტანს. 19 ოქტომბერს კი თბილისის მერიის ინიციატივითა და ხელშეწყობით, თბილისის მოდის კვირეული ოფიციალურად გაიხსნება განახლებულ აღმაშენებელზე, სადაც ახალი ტფილისის ტერიტორიაზე მოეწყობა ნინო რამიშვილის არა სასცენო კოსტიუმების გამოფენა და პერფორმანსი „სუხიშვილების“ მონაწილეობით. იმავე საღამოს მოწვეული სტუმრები CHUBIKA-ს Secret Garden-ში გადაინაცვლებენ, სადაც დიზაინერი თავის შემოქმედებას პერფორმანსის და ინსტალაციების სახით წარადგენს. შემდეგი 4 დღის მანძილზე, 20-23 ოქტომბერს, სასტუმრო ROOMS TBILISI გააერთიანებს ჩვენებების დარბაზს, პრესრუმს და სამუშაო შოუ-რუმს. ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში არაერთი ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერის ჩვენებაა დაგეგმილი.

Tags:
9 აპრილი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 5695-ჯერ
თბილისის მოდის კვირეულის სტუმრების ჩაცმულობა სპეციალურად ენჯელ.ჯი -სთვის ასახეს ჩვენმა ფოტოგრაფებმა, წარმოგიდგენთ ფოტოების მე-2 ნაწილს, რომელიც 31 მარტიდან-3 აპრილის ჩათვლით ქართველი დიზაინერების შემოდგომა-ზამთარი 2016 წლის კოლექციებზე დამსწრე სტუმრებს ასახავს. ჩვენებებს ძირითადად თბილისი რუმსი მასპინძლობდა.

Tbilisi Fashion Week (part 2)
Guest Style for www.angel.ge

photographer: Anna Batsikadze Photography

Tags:
9 აპრილი 2016      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 6196-ჯერ

თბილისის მოდის კვირეულზე შემოდგომა-ზამთარი 2016 წლის კოლექციები 31 მარტიდან-3 აპრილის ჩათვლით წარმოადგინეს ქართველმა დიზაინერმა. ჩვენებებისთვის მთავარ ლოკაციად თბილისის რუმსის სასტუმროს სივრცე შეირჩა, სტუმრებს კი ბაღში მოწყობილი ბარი მასპინძლობდა. თბილისის მოდის კვირეულის სტუმრების ჩაცმულობა ენჯელ.ჯი -სთვის ასახეს ჩვენმა ფოტოგრაფებმა. ფოტოებს სრულად იხილავთ საიტის ფეისბუქის გვერდზე

Tbilisi Fashion Week (part 1)
Guest Style for www.angel.ge

photographer: Elene Gogelia

Tags:
6 აპრილი 2016      TataNakani     1 კომენტარი     ნანახია 3640-ჯერ

თბილისის მოდის კვირეულის მეორე დღის ჩვენებები სრულად ენჯელზე!
მეორე დღეს ორი საპრეზენტაციო ჩვენება გაიმართა, რომელთა კოლექციებსაც სრულად წარმოგიდგენთ. სალომე ღვინიაშვილისა და LTFR-ის ჩვენებებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. განსხვავებული ჩვენებებითა და ლოკაციებით კვირეულის მეორე დღე გამორჩეული იყო. იხილეთ ქართველი დიზაინერების 2016 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციები:
LTFR F/W 2016 ; Inky Gold F/W 2016 ; Salome Gviniashvili
Tags:
6 აპრილი 2016      TataNakani     1 კომენტარი     ნანახია 3112-ჯერ

იხილეთ თბილისის მოდის კვირეულის მეორე დღის ჩვენებების პირველი ნაწილი , რომლებიც უცხოური პრესის ყურადღების ცენტრშიც მოხვდა. კვირეულის მეორე დღე საკმაოდ დატვირთული იყო, მოდურ მკითხველებს საშუალება აქვთ ქართველი დიზაინერების 2016 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციები დეტალურად ნახონ. TFW-ის მეორე დღის ჩვენებები: Gwen Salakaia F/W 2016 ; LALO F/W 2016 ; DA/OOD by Ani Datukishvili
Tags:
5 აპრილი 2016      TataNakani     2 კომენტარი     ნანახია 3447-ჯერ
ქართველ მოდის მოყვარულებს!
თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი უკვე დასრულდა. "რუმს თბილისმა" დიზაინერების 2016 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს უმასპინძლა, თუმცა ჩვენებები სხვა ლოკაციებშიც ჩატარდა. თბილისის მოდის კვირეულს ევროპიდან და აზიიდან ჩამოსული 40-ზე მეტი “ბაიერი”, მოდის კრიტიკოსები, ფოტოგრაფები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. მათთვის საინტერესო აღმოჩნდა ქართული მოდა, რომელსაც გამოხმაურება უცხოურ პრესაში უკვე მოჰყვა.
მოდის მოყვარულებს, რომელთაც აინტერესებთ ქართველი დიზაინერების კოლექციები, თითოეულის ნახვა ენჯელზე შეეძლებათ!

წინ საინტერესო და მრავალფეროვანი კოლექციები გელით.
TFW-ის პირველი დღის ჩვენებები:
LAKO BUKIA F/W 2016; CHUBIKA F/W 2016; DALOOD F/W 2016
Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »



  • მოგესალმებით angel.ge-ზე

    საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Instagram
    • ანუკი არეშიძის დღიური
      "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
    • თაკო ჩხეიძის დღიური
      რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
    • სოფი ვილის დღიური
      დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
    • გიორგი ცაგარელის დღიური
      რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
    Back to Top