;
10 აპრილი 2016      TataNakani     2 კომენტარი     ნანახია 9014-ჯერ

დღიურის ერთგულ მკითხველებს წინ ანი ფხაკაძის დღიური ელით!
წლის "სითი გოგოს" სტატუსის მოპოვების შემდეგ ანიმ საზოგადოების ყურადღება ორმაგად მიიპყრო. ბაკალავრიატი მენეჯმენტის განხრით ამერიკაში დაამთავრა, სწავლის გაგრძელებას ისევ ამერიკაში გეგმავს, თუმცა მანამდე ისვენებს. უძღვება თავის ბლოგს, რომელიც როგორც თვითონ ამბობს, ეხმარება გამოხატოს ემოციები სხვადასხვა თემასა და სამოსთან დაკავშირებით. მოგზაურობის შუალედში ქართველმა IT Girl-მა ჩვენი პროექტისთვისაც მოიცალა და საინტერესო დღიური შემოგვთავაზა. ფოტოსესია "სანიმას" ხალათში და მოდური გოგონას ორ მოდურ ლუქში შედგა. ანიმ თავის სახლში გვიმასპინძლა.
ანი ფხაკაძის განსხვავებული დღიური და საინტერესო ფოტოსესია ჩვენი მკითხველისთვის!

- ანი ფხაკაძის ძლიერი და სუსტი მხარეებია...
- ძლიერი მხარეებია რომ ვარ ძალიან პოზიტიური, მხიარული და ერთგული; სუსტი- ძალიან ფიცხი ხასიათი მაქვს.
- "სითი გოგოს" ამპლუაში თავს ვგრძნობ...
- სამაგალითოდ.
- #1 მოდური რჩევაა...
- არ შეეცადო ზედმეტად რომ კარგად გამოიყურებოდე.
Tags:
9 აპრილი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 2183-ჯერ
GEORGE KEBURIA X DOTS Collection Presentation!
Sunday Brunch at Dots with sweets, drinks and lots of fun and sun!

მოდური საკვირაო ბრანჩი DOTS-ში . ქართული ბრენდული მაღაზია კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩაზე 5 აპრილს გიორგი ქებურიას უახლეს კოლექციას წარმოადგენს, რომელიც დიზაინერმა DOTS-სთვის შექმნა. Concept store კვირა დღეს პრეზენტაციას ბრანჩით უმასპინძლებს და ვიზიტორებს GEORGE KEBURIA X DOTS ძირითად კოლექციაზე -10% ფასდაკლებას შესთავაზებს.

Tags:
9 აპრილი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 5658-ჯერ
თბილისის მოდის კვირეულის სტუმრების ჩაცმულობა სპეციალურად ენჯელ.ჯი -სთვის ასახეს ჩვენმა ფოტოგრაფებმა, წარმოგიდგენთ ფოტოების მე-2 ნაწილს, რომელიც 31 მარტიდან-3 აპრილის ჩათვლით ქართველი დიზაინერების შემოდგომა-ზამთარი 2016 წლის კოლექციებზე დამსწრე სტუმრებს ასახავს. ჩვენებებს ძირითადად თბილისი რუმსი მასპინძლობდა.

Tbilisi Fashion Week (part 2)
Guest Style for www.angel.ge

photographer: Anna Batsikadze Photography

Tags:
9 აპრილი 2016      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 5992-ჯერ

თბილისის მოდის კვირეულზე შემოდგომა-ზამთარი 2016 წლის კოლექციები 31 მარტიდან-3 აპრილის ჩათვლით წარმოადგინეს ქართველმა დიზაინერმა. ჩვენებებისთვის მთავარ ლოკაციად თბილისის რუმსის სასტუმროს სივრცე შეირჩა, სტუმრებს კი ბაღში მოწყობილი ბარი მასპინძლობდა. თბილისის მოდის კვირეულის სტუმრების ჩაცმულობა ენჯელ.ჯი -სთვის ასახეს ჩვენმა ფოტოგრაფებმა. ფოტოებს სრულად იხილავთ საიტის ფეისბუქის გვერდზე

Tbilisi Fashion Week (part 1)
Guest Style for www.angel.ge

photographer: Elene Gogelia

Tags:
6 აპრილი 2016      TataNakani     1 კომენტარი     ნანახია 3556-ჯერ

თბილისის მოდის კვირეულის მეორე დღის ჩვენებები სრულად ენჯელზე!
მეორე დღეს ორი საპრეზენტაციო ჩვენება გაიმართა, რომელთა კოლექციებსაც სრულად წარმოგიდგენთ. სალომე ღვინიაშვილისა და LTFR-ის ჩვენებებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. განსხვავებული ჩვენებებითა და ლოკაციებით კვირეულის მეორე დღე გამორჩეული იყო. იხილეთ ქართველი დიზაინერების 2016 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციები:
LTFR F/W 2016 ; Inky Gold F/W 2016 ; Salome Gviniashvili
Tags:
6 აპრილი 2016      TataNakani     1 კომენტარი     ნანახია 3036-ჯერ

იხილეთ თბილისის მოდის კვირეულის მეორე დღის ჩვენებების პირველი ნაწილი , რომლებიც უცხოური პრესის ყურადღების ცენტრშიც მოხვდა. კვირეულის მეორე დღე საკმაოდ დატვირთული იყო, მოდურ მკითხველებს საშუალება აქვთ ქართველი დიზაინერების 2016 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციები დეტალურად ნახონ. TFW-ის მეორე დღის ჩვენებები: Gwen Salakaia F/W 2016 ; LALO F/W 2016 ; DA/OOD by Ani Datukishvili
Tags:
5 აპრილი 2016      TataNakani     2 კომენტარი     ნანახია 3146-ჯერ
ქართველ მოდის მოყვარულებს!
თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი უკვე დასრულდა. "რუმს თბილისმა" დიზაინერების 2016 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს უმასპინძლა, თუმცა ჩვენებები სხვა ლოკაციებშიც ჩატარდა. თბილისის მოდის კვირეულს ევროპიდან და აზიიდან ჩამოსული 40-ზე მეტი “ბაიერი”, მოდის კრიტიკოსები, ფოტოგრაფები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. მათთვის საინტერესო აღმოჩნდა ქართული მოდა, რომელსაც გამოხმაურება უცხოურ პრესაში უკვე მოჰყვა.
მოდის მოყვარულებს, რომელთაც აინტერესებთ ქართველი დიზაინერების კოლექციები, თითოეულის ნახვა ენჯელზე შეეძლებათ!

წინ საინტერესო და მრავალფეროვანი კოლექციები გელით.
TFW-ის პირველი დღის ჩვენებები:
LAKO BUKIA F/W 2016; CHUBIKA F/W 2016; DALOOD F/W 2016
Tags:
1 აპრილი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 9435-ჯერ

IT GIRL: ქეთი ჟღენტი
ქეთი ჟღენტი "ის თბილისელი გოგოა" რომელიც ამჟამად ყურადღების ცენტრშია მისი ვიზუალიდან, საქმიანობიდან და ცხოვრების სტილიდან გამომდინარე. 17 წლის ქართველ მოდელს ხშირად იხილავთ ქართველი ფოტოგრაფების ობიექტივში, ცნობილი დიზაინერებისა და ბრენდების კამპანიებში. საქართველოს ფარგლებს გარეთაც იყო დაკავებული სამოდელო საქმიანობით, თუმცა ამჟამად სასწავლო წლის გამო უწევს საქართველოში დარჩენა. ქეთი აქტიურ სოციალურ ცხოვრებას ეწევა, მისი და მისი მეგობრების ფოტოებს instagram-სა და phhhoto-ზე მრავალი ადევნებს თვალს. ენჯელ.ჯი ესაუბრა ქეთის ცხოვრების სტილზე: სამოდელო კარიერასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ძირითადად ყველა ინფორმაციას მოდის შესახებ Instagram-იდან ვიღებ. - ამბობს მოდელი, რომელსაც ინსტაგრამზე 10,600-ზე მეტი follower ყავს და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება - საერთოდ ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, ალბათ ეს იმან განაპირობა რომ 14 წლის ვიყავი როდესაც მარტო, 3 თვე ვიცხოვრე პარიზში. მოგზაურობით ხშირად ვმოგზაურობ, მოგზაურობაზე მეტად არაფერი მიყვარს, მაგრამ სწავლის გამო ახლა ვერ ვახერხებ. ჩემს პროფესიას - მოდელობასაც ალბათ სწორედ საქართველოდან წასვლა და ამ სფეროში ინტენსიურად მუშაობა განავითარებდა.

Tags:
31 მარტი 2016      TataNakani     0 კომენტარი     ნანახია 5900-ჯერ

დღიურის მომდევნო სტუმარი მოდელი თამთა შედანიაა. "მის საქართველო 2012" უკვე გასცდა საქართველოს და ამჟამად აზიას იპყრობს. მისი ცხოვრება დატვირთულია, როგორც თვითონ ამბობს, მისი პროფესიის დადებითი მხარე სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობაა. მისი პროფესიული გეგმები განსაზღვრულია, თუმცა მკითხველი დღიურიდან თამთას შესახებ სხვა ინფორმაციას შეიტყობს. რას ნიშნავს მისთვის "მის საქართველოს" ტიტული და მოდელის შინაგანი სამყარო კარიერის მიღმა,
იხილეთ თამთა შედანიას დღიური.

- "მის საქართველოს" ამპლუაში თავს ვგრძნობ...
- ჩემთვის მის საქართველოს ტიტული იმაზე მეტია, ვიდრე ეს მხოლოდ სტატუსი. თავს ვგრძნობ როგორც წარმატებულ, მიზანდასახულ, შემდგარ ქალს შეეფერება.
- თვისებები, რომელთა გარეშეც ადამიანი წარმატებას ვერ მიაღწევს...
- მთავარია იყო თავდაჯერებული, მიზანდასახული, მონდომებული, თავმდაბალი, შრომისმოყვარე.
მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი: აკეთო ის, რაც გიყვარს.

- ცხოვრებისეული ფრაზა, რომელიც მუდამ გონებაში მიტრიალებს...
- ის, რაც არ გკლავს, გაძლიერებს!!!
Tags:
23 მარტი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 1361-ჯერ
სასტუმროში Rooms Tbilisi გაიმართა თბილისის მოდის კვირეულის პრესკონფერენცია, რომელსაც უძღვებოდნენ თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებლები თაკო ჩხეიძე და მაკა ყუბუსიძე. პრესკონფერენციაზე საუბარი კვირეულის საბოლოო განრიგს, მონაწილე დიზაინერებს და ქალაქის კულტურულ სივრცეებს შეეხო. ასევე აღინიშნა კვირეულის საპატიო სტუმრების ვინაობა და სიმრავლე, რომელთა ვიზიტი საქართველოში ხორციელდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით.

ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრგიში ქართველი დიზაინერების 20-ზე მეტი ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა დაგეგმილი: ჩუბიკა, გიორგი შაღაშვილი, დალოოდი, ლაკო ბუკია, მარიამ გვასალია, Mach & Mach, ნინი ჭელიძე, INKY GOLD, ატელიე 27, ტამანინი, Materiel by Lika Chitaia, თამთა შინდელიშვილი და JK LINE. თბილისის მოდის კვირეულზე პირველი ჩვენებითა და კოლექციით მაყურებლის წინაშე წარდგება სალომე ღვინიაშვილი . ასევე კვირეულის განრიგშია ANOUKI, LALO, More is Love და ამერიკაში მოღვაწე გვანცა სალაყაია.

Tags:
21 მარტი 2016      TataNakani     1 კომენტარი     ნანახია 11820-ჯერ

დღიურის მომდევნო სტუმარი Breadbar-ში თათია სამხარაძეა!
სატელევიზიო პერსონაჟებიდან მას საზოგადოება უფრო ახლოს იცნობს, თუმცა "დღიურის" ერთგული მკითხველი თათიას შესახებ განსხვავებულ და საინტერესო ინფორმაციას შეიტყობს. ჩვენი რესპონდენტი პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, თუმცა ტელევიზიაში არაერთ ეპატაჟურ როლს განასახიერებს. მისი ნამდვილი სახელი და გვარი - ტასო ბარნოვაც კი ჰგონიათ. პერსონაჟების მიღმა "დღიურის" სტუმარი თავის ინტერესებზე, მოტივაციასა და შთაგონების წყაროზე გვესაუბრება. იხილეთ "დღიური" თათია სამხარაძისგან !

- ყველაზე უცნაური კითხვა, რომელიც დაუსვამთ არის...
- ბავშვობაში მკითხეს: "დედა უფრო გიყვარს, მამა თუ ყურძენიო?"- დღემდე ვერ ვხვდები ყურძენი როგორ გაჩნდა ამ კითხვაში, მშობლების გვერდით.
- ჩემი ყოველდღიური ცხოვრება რომ დავახასიათო...
- საგიჟეთია!
- ქალბატონების სიძლიერე და სისუსტეა...
- ის, რაც ქალბატონების სისუსტეა, სინამდვილეში შეიძლება ნებისმიერ მომენტში სიძლიერედ იქცეს.
Tags:
20 მარტი 2016      Tatia_M.     0 კომენტარი     ნანახია 4830-ჯერ
Anouki  შემოდგომა-ზამთარი 2016/17

Anouki _ის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია,რომელიც დიზაინერმა ანუკი არეშიძემ თებერვალში კიევის მოდის კვირეულის ფარგლებში წარუდგინა საზოგადოებას

Anouki  შემოდგომა-ზამთარი 2016/17

Tags:
11 მარტი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 2256-ჯერ
თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი 31 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით გაიმართება.
ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრგიში ქართველი დიზაინერების 20-მდე ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა დაგეგმილი: გიორგი შაღაშვილი, ჩუბიკა, დალოოდი, ანუკი არეშიძე, ლაკო ბუკია, მარიამ გვასალია, Mach & Mach, ინკი გოლდ, ნინი ჭელიძე, ატელიე 27, ტამანინი. თბილისის მოდის კვირეულზე პირველი ჩვენებითა და კოლექციით მაყურებლის წინაშე წარდგება სალომე ღვინიაშვილი. ასევე კვირეულის განრიგშია LALO, More is Love, გვანცა სალაყაია. კაფსულა კოლექციას წარმოადგენს ხელოვანი ირმა შარიქაძე, რომელიც ტანგოს პერფორმანსს მოძრაობის თეატრში გამართავს. სასტუმრო Rooms Tbilisi-ს პარკინგზე კი მაქსიმეს პერფორმანსი გაიმართება. კვირეულის გახსნის დღეს „დალოოდი“-ს ჩვენება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზებში გაიმართება.

Tags:
19 თებერვალი 2016      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 10576-ჯერ


წლის საუკეთესო კინო ნამუშევრების დაჯილდოების ცერემონია პირველად 1929 წელს ლოს-ანჯელესში გაიმართა. მას შემდეგ ოსკარის ლეგენდარული ოქროსფერი ქანდაკების მიღება ყველა ხელოვანი ადამიანის სანუკვარი ოცნებაა, ოსკარის მონუმენტის ავტორი კი გახლდათ ირლანდიური წარმოშობის ამერიკელი კინოდიზაინერი სედრიკ გიბონსი, ოსკარის მიღება კი რჩეულთა ხვედრია.

ბ&გ კომპანი კი სასიამოვნო სიახლეს გვთავაზობს!
დააჯილდოვეთ ოსკარის მონუმენტით თქვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები !
გამოხატეთ საკუთარი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ და დააჯილდოვეთ ისინი
გამორჩეული და განსაკუთრებული, ინდივიდუალური საჩუქრით
ახალ წელს, კორპორატიულ წვეულებაზე, დაბადების დღეზე, ქორწილზე, ნათლობაზე...

Tags:
6 თებერვალი 2016      Tatia_M.     4 კომენტარი     ნანახია 7059-ჯერ
ინტერვიუ თაკო  ნაცვლიშვილთან

ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი სამოდელო სფეროს დაპყრობას განაგრძობს. მაღალი მოდის კვირეულზე გამოსვლის შემდეგ მალევე სხვადასხვა მოდურ საიტებზე გამოქვეყნდა არმანი კოლეციონის სარეკლამო კამპანიის ფოტოები, კოლექციის სახე კი 17 წლის თაკოა. ფოტოესესია,რომელსაც ასეთი დიდი გამოხმაურება მოჰყვა 2015 წლის მაისში, არმანის სტუდიაში მიმდინარეობდა. როგორც თავად ამბობს ძალიან კარგი შეგრძნებაა,როცა ასეთი ბრენდების მაღაზიებში საკუთარ თავს აღმოაჩენ.

ინტერვიუ თაკო  ნაცვლიშვილთან
Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • ...
  • 52
  • »



  • მოგესალმებით angel.ge-ზე

    საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Instagram
    • ანუკი არეშიძის დღიური
      "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
    • თაკო ჩხეიძის დღიური
      რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
    • სოფი ვილის დღიური
      დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
    • გიორგი ცაგარელის დღიური
      რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
    Back to Top