;
1 მაი 2015      TataNakani     1 კომენტარი     ნანახია 8963-ჯერ

რამდენიმე დღის წინ თბილისში, ჭავჭავაძის #50 ნომერში WEEKEND MAX MARA -ს პირველი მაღაზია გაიხსნა, საზეიმო ცერემონიასაც მრავალი ცნობილი და 'თბილისელი' ქალბატონი დაესწრო, მათი თანხმლები მამაკაცები კი ულამაზესი მეუღლეების მოლოდინში, სანამ ისინი ახალი კოლექციის თვალიერებით იყვნენ გართულნი მაღაზიის წინ შამპანურის ბოკალებით ხელში ელოდნენ მათ. გახსნის ცერემონიაზე სასიამოვნო და მეგობრული გარემო სუფევდა, სწორედ ასეთია MAX MARA-ს ხაზის WEEKEND MAX MARA-ს ქალი: დახვეწილი და გემოვნებიანი, საქმიანი და თავისუფალი, მარტივი ურთიერთობების მოყვარული, იცის როგორ მოახერხოს განტვირთვა.

გახსნის ცერემონიაზე სტუმრების უმეტესობა თაავიანთი საყვარელი ბრენდის - WEEKEND MAX MARA-ს ახალი კოლექციის სამოსში გამოწყობილნი გამოცხადნენ, შემდგომ კი ROOMS Hotel-ში გადაინაცვლეს after-party წვეულებაზე.

Tags:
30 აპრილი 2015      Tatia_M.     4 კომენტარი     ნანახია 6854-ჯერ


ქართველების ბოლოდროინდელი ფოტოები ინსტაგრამიდან

ქართველების ინსტაგრამი
Tags:
29 აპრილი 2015      ANGEL     6 კომენტარი     ნანახია 2520-ჯერ


www.tbilisiopenair.ge
ცნობილი გახდა Tbilisi Open Air 2015 ფესტივალის ჩატარების ზუსტი თარიღი 3-7 ივლისი ლოკაცია: თბილისის ზღვის 'ახალი ქალაქი'-ს მიმდებარედ და line-up, რომელიც გრანდიოზულ და შთამბეჭდავ ფესტივალს გვპირდება

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად, ზაფხულის თბილი ამინდის დადგომასთან ერთად ღია ცისქვეშ ტარდება ყოველწლიურად უფრო მასშტაბურ სახეს იღებს. წელს თბილისს მსოფლიო დონის შემრულებლები ეწვევიან: Placebo, ზემფირა, ბეტ ჰარტი, Archive, Black Label Society, Tiger Lillies, Аква́риум, Soap&Skin, Kill it Kid... ასევე სოფი ვილი, სალიო, Green Room, The Jetbird, Loudspeakers, The Bearfox, Erekle Deisadze & Vinda Folio. საღამოს კი სცენას დიჯეები დაიკავებენ, ფესტივალის ტერიტორიაზე კემპინგის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.


Tags:
28 აპრილი 2015      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 3720-ჯერ
WEEKEND MAX MARA წარმოადგენს ცნობილი ბრენდის Max Mara-ს the life-style ხაზს მოდური და თავისუფალი სტილის, მოგზაურობისა და აქტიური ცხოვრების მოყვარულთათვის.

ბრენდი 1984 წლიდან მოყოლებული ქმნის კოლექციას, რომელიც იდეალურია 'უიქენდის' დღეებში, საოფისე და საღამოს წვეულებებისგან თავისუფალ დროს, როდესაც საკუთარი თავის გამოხატვა, შეცნობა და მოგზაურობა გვსურს - მოდური შტრიხებით გამდიდრებული კომფორტული სამოსით შევიმოსოთ. დღეს ბრენდი ასოცირდება ხარისხთან, მისი მომხმარებელი ჩამოყალიბებული ახალგაზრდა ქალია, რომელსაც არ ეშინია ეთნიკური მოტივები და პრინტები შეუხამოს ჯინსებს და ტრენჩს, მას შეუძლია სითამამით მოირგოს ქუდები და ბიჟუტერიული სამკაული. Weekend Max Mara წარმოდგენილია 160-ზე მეტი მაღაზიით მსოფლიოს გარშემო, მათ რიცხვს კი სულ ახლახანს საქართველოც შეუერთდა, Weekend Max Mara მაღაზია თბილისში ჭავჭავაძის #50 ნომერში გაიხსნა

Tags:
26 აპრილი 2015      Tatia_M.     3 კომენტარი     ნანახია 7175-ჯერ


ცნობილი ქართველების უახლესი ფოტოები ინსტაგრამიდან

ქართველების ინსტაგრამი
Tags:
25 აპრილი 2015      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 2162-ჯერ
გაზაფხულის სეზონი თბილისისთვის აჩქარებული მოდური პულსით ჩაივლის,
1-6 მაისს თბილისი პირველად უმასპინძლებს მერსედეს-ბენცის მოდის დღეებს!

მსოფლიო მოდის სფეროს ერთერთი ყველაზე გავლენიანი და საერთაშორისო მნიშვნელობის კვირეულს სოფო ჭყონია უძღვება, MERCEDES BENZ FASHION DAYS TBILISI საქველმოქმედო ფონდ „Societe Anonyme”-ის ორგანიზებით, კომპანია მერსედესის, კოკა კოლას და ექსპო ჯორჯიას მხარდაჭერით ჩაივლის.

მოდის კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ: ავთანდილი, დათუნა სულიკაშვილი, თამუნა ინგოროყვა, ანუკა ქებურია, ატელიე კიკალა, ქეთი ჩხიკვაძე, აკა ნანიტაშვილი, გვანცა ჯანაშია, GOLA, ნინო და თენგიზ სეფიაშვილი, თეო გარდაფხაძე, სიმონ მაჩაბელი, ნინო ბაბუხადია, LAKO BUKIA, BESSARION, Alexander Arutyunov, ტატა მეფარიძე. ასევე უკრაინელი წამყვანი დიზაინერები: POUSTOVIT, LITKOVSKAYA, LAKE STUDIO, PRZHONSKAYA, ANNA OCTOBER, რუსეთი: Walk of Shame. MB F.Days-ის ფარგლებში ჩატარდება ორი საერთაშორისო პროექტი ხელოვნების ფესტივალი ART Georgia და საერთაშორიოსო კონკურსი BENEXT .

Tags:
23 აპრილი 2015      Tatia_M.     0 კომენტარი     ნანახია 2446-ჯერ
GEORGE KEBURIA f/w

გიორგი ქებურიას 2015 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელიც თბილისის მოდის კვირეულზე იქნა წარმოდგენილი ჭრელ ფერებშია გადაწყვეტილი. დიზაინერის შთაგონება 80_იანი წლების მოდაა. ახალგაზრდა დიზაინერმა ჩვენება Art Area-ს სივრცეში მოაწყო.
GEORGE KEBURIA f/w 2015

GEORGE KEBURIA f/w
Tags:
23 აპრილი 2015      Tatia_M.     1 კომენტარი     ნანახია 2045-ჯერ
GEORGE SHAGHASHVILI f/w 2015

გიორგი შაღაშვილი თავის სტილს არც ამჯერად ღალატობს და 2015 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას მთლიანად შავ ფერებში გვთავაზობს. დიზაინერმა თბილისის მოდის კვირეულის პოდიუმზე 86 კოსტიუმი წარმოადგინა,ჩვენება კი ნატალია ქუთათელაძემ დახურა. კოლექციის მთავარი დევიზია: Black Is Black
GEORGE SHAGHASHVILI f/w 2015

GEORGE SHAGHASHVILI f/w 2015
Tags:
23 აპრილი 2015      Tatia_M.     2 კომენტარი     ნანახია 2233-ჯერ
Fashion House "MATERIEL" Aleksandre Akhalkatsishvili

მოდის სახლის ,,მატერია'' თბილისის მოდის კვირეულზე რამდენიმე დიზაინერით იყო წარმოდგენილი. ალექსანდრე ახალკაციშვილის ჩვენება კვირეულის პირველ დღეს შედგა. 2015 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში გამოყენებულია შავი,თეთრი და ნაცრისფერი ფერები
Fashion House "MATERIEL" Aleksandre Akhalkatsishvili f/w 2015

Fashion House "MATERIEL" Aleksandre Akhalkatsishvili
Tags:
23 აპრილი 2015      Tatia_M.     4 კომენტარი     ნანახია 6783-ჯერ
ცნობილი ქართველების ბოლოდროინდელი ფოტოები ინსტაგრამიდან

ქართველების ინსტაგრამი
Tags:
23 აპრილი 2015      chyipina     2 კომენტარი     ნანახია 1330-ჯერ
როგორც უკვე იცით, TBILISI JAM FEST 2015 ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე (ახალ იპოდრომთან) 24, 25 და 26 აპრილს ნონ-სტოპ რეჟიმში გაიმართება, ბილეთების შეძენა კი, როგორც ამ დღეებში ისე ფესტივალის განმავლობაშია შესაძლებელი. NO VIOLENCE! ამ დევიზით ორგანიზატორები უკვე მეოთხე წელია საერთაშორისო ფესტივალს ატარებენ და ამჯერად სამხრეთ კავკასიის როკ და მეტალ მუსიკის დედაქალაქი თბილისი იქნება, რაც ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო სიახლეა როგორც კულტურული ასევე ტურისტული თვალსაზრისით. 22 აპრილს შედგა პრესკონფერენცია სადაც ორგანიზატორებმა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი დააზუსტეს:

* მიუხედავად იმისა, რომ JAM FEST უფრო მეტად როკ და მეტალ ფესტივალის სტატუსს ატარებს, ის არანაკლებ საინტერესო და მიმზიდველია ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის, რადგან ორგანიზატორები ამ ჟანრშიც ძალიან საინტერესო ჯგუფებს და დიჯეებს გვთავაზობენ.

* გაირკვა ტრანსპორტის საკითხიც, ფესტივალის დღეებში დღის 15:00დან მთელი ღამის განმავლობაში სტუმრებს სპეციალური ტრანსპორტი მოემსახურება, რომელიც დელისის მეტროდან ძირითად ლოკაციამდე იმოძრავებს.

Getting Ready For TBILISi JAM FEST 2015
Tags:
22 აპრილი 2015      Tatia_M.     0 კომენტარი     ნანახია 1924-ჯერ
MARIAM GVASALIA f/w 2015
MARIAM GVASALIA f/w 2015
მარიამ გვასალიას 2015 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია,რომელიც დიზაინერმა თბილისის მოდის კვირეულზე წარადგინა. კოლექციის მთავარი თემა ყვავილოვანი პრინტია.

MARIAM GVASALIA f/w 2015
Tags:
22 აპრილი 2015      Tatia_M.     0 კომენტარი     ნანახია 1317-ჯერ
Atelier KIKALA by Lado Bokuchava

Atelier KIKALA by Lado Bokuchava f/w2015
ქართული მოდის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი Atelier KIKALA და მისი დიზაინერი ლადო ბოკუჩავაა. ცოტა ხნის წინ მან თავისი ახალი 2015 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია თბილისის მოდის კვირეულზე წარადგინა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ჩვენება ერთგვარი შოუს სახით იყო წარმოდგენილი ,პოდიუმი კი სხვადასხვა ფორმის ფიგურებით იყო გაწყობილი. დიზაინერის მიერ წარმოდგენილი 10 ლუქი კი იაპონური გრაფიკული არტის შთაგონებით შეიქმნა

Atelier KIKALA by Lado Bokuchava
Tags:
22 აპრილი 2015      ANGEL     9 კომენტარი     ნანახია 12417-ჯერ

თბილისი მოდის კვირეულის ფინალური მე-4 დღე გიორგი ქებურიას ჩვენებით გაიხსნა Art Area-ს საგამოფენო სივრცეში, შემდგომ ვარდების მოედანზე განლაგებულ სივრცეში მარიამ გვასალიას, სალი ფანგანის და რია ქებურიას ჩვენებები გაიმართა. მე-11 მოდის კვირეული ატელიე კიკალასთვის ლაკო ბოკუჩავას კოლექციის პრეზენტაციამ დახურა. შემდგომ სტუმრებმა მოძრაობის თეატრში გამართულ Nargis-ის წვეულებაზე გადაინაცვლეს და თბილისის მოდის კვირეული მომავალ სეზონამდე დაგვემშვიდობა.

თბილისის მოდის კვირეულის #4 დღეს
დამსწრე სტუმრების ჩაცმულობა ენჯელზე

Tags:
21 აპრილი 2015      ANGEL     6 კომენტარი     ნანახია 8757-ჯერ


თბილისი მოდის კვირეულის მე-11 სეზონის მე-3 დღეს გაიმართა კვირეულის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერების ჩვენებები, რომლებიც შაბათ დღეს დილიდან დაიწყო. პირველი ანუკი არეშიძემ წარმოადგინა კოლექცია ნაციონალურ გალერეაში, საიდანაც სტუმრები N Duo Concept-მა მიიპატიჟა გრატო პასაჟში გამართულ კოქტეილ-ბრანჩზე. სტუმრებს შორის იყვნენ მოწვეული ჟურნალისტები და ბლოგერები: ქსენია საბჩაკი, დარია შაპოვალოვა, მარია კოსოლოვა, აქსანა ონი, ელენა ზამიატინა, იულიანა ბოიკო, ნინა ვასაძე... შემდგომ სტუმრები ვარდების მოედანზე Iveria Group-ის შენობაში Dalood, დიანა ქვარიანი და ჯორჯ შაღაშვილის ჩვენებებს დაესწრნენ, დღე კი Vinotel-ში დახურულ წვეულებაზე ღვინის დეგუსტაციით დასრულდა.

თბილისის მოდის კვირეულის #3 დღეს
დამსწრე სტუმრების ჩაცმულობა ენჯელზე.

Tags:
  • «
  • 1
  • ...
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • ...
  • 52
  • »



  • მოგესალმებით angel.ge-ზე

    საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Instagram
    • ანუკი არეშიძის დღიური
      "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
    • თაკო ჩხეიძის დღიური
      რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
    • სოფი ვილის დღიური
      დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
    • გიორგი ცაგარელის დღიური
      რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
    Back to Top