23 March 2012      anano-anano     Views 7 196    
Category: Georgians

2012 წლის რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ყველასთვის ცნობილი ქართველი მომღერალი,ანრი ჯოხაძე წარადგენს.


როგორც იცით,2011 წლის ევროვიზიის გამარჯვებული აზერბაიჯანი გახდა,შესაბამისად წელს კონკურსს სწორედ ეს ქვეყანა უმასპინძლებს.გრანდიოზული ნახევარფინალები 22-24,ფინალი კი 26 მაისს შედგება. ანრი ჯოხაძე ბაქოს Crystal Hall-ში 24 მაისს - მეორე ნახევარფინალურ საღამოზე იმღერებს.

ანრის საკონკურსო სიმღერის სახელწოდებაა- I'm a Joker (მე ვარ ჯოკერი).

კონკურსზე მას ბექსვოკალისტებად - ვერიკო ტურაშვილი, ნინი შერმადინი, ნინო ძოწენიძე და მაგდა ჯოხაძე(ანრის და) მიჰყვებიან.


სულ ახლახან კი დასრულდა მუშაობა ოფიციალურ კლიპზე.გარკვეულწილად შეიცვალა სიმღერის ტექსტიც.სიმღერა როგორც ქართულ,ისე ინგლისური ტექსტისგან შედგება.

შეიცვალა ანრის იმიჯიც,იგი ქერა თმით წარსდგება კონკურსზე. ახლა,კი შემოგთავაზებთ კლიპს.




Category: Georgians
Tags:

Share it
Comments
« 1 2 3 4 5 6 »
Back to Top