;
25 მარტი 2014      ANGEL     6 კომენტარი     ნანახია 10348-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ნინა წკრიალაშვილი

BUON VIAGGIO-ში კრისტიმ ნინა წკრიალაშვილს უმასპინძლა. როგორ განვითარდა მომღერლის გემოვნება, მისი საყვარელი დიზაინერი და აქსესუარები,რომელთა გარეშეც მისთვის წარმოუდგენელია ყოველდღიურობა, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ მაღალ ქულსიანი ფეხსაცმელი შემძულდებოდა. ძალიან ლამაზია, თუმცა, დიდ დისკომფორტს მიქმნის. მაგის გამო ფეხზე პრობლემაც შემექმნა. 5 წელი სამსახურში აუცილებელად მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით უნდა მივსულიყავი, არც ვიცი, როგორ ვძლებდი.“

„რაც არ უნდა მოხდეს, ჩემოდანს რომ ხელში ვიჭერ, მგონია, რომ ყველა პრობლემა მოგვარდა.“

24 მარტი 2014      ANGEL     5 კომენტარი     ნანახია 15729-ჯერ


პროექტი Fit სასარგებლო რჩევები და რეკომენდაციები, ენჯელ.ჯი-სგან
ინტერვიუ: თიკა ალავიძე-ფაჩულია


კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას ოჯახი მოგეხსენებათ ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, სადაც ის თამაშობს Milwaukee Bucks-სთვის, მისი მეუღლე თიკა ალავიძე კი როგორც მისი ინსტაგრამიდან ვხედავთ აქტიურად ვარჯიშობს და მრავალ ფოლოუერს მოტივაციას უწევს მისი ასეთი მისწრაფება. სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე, 3 შვილის დედა პერსონალურ ტრენერთან ვარჯიშობს და ჩვენ თიკას ვთხოვეთ გაეზიარებინა თავისი შთაბეჭდილებები, დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ამ სფეროში, თავად ამბობს, რომ სურს მოტივაცია მისცეს პირველ რიგში დედებს და უთხრას, რომ შეუძლებელი არაფერია: "მე თუ შევძელი, რომ ეს ჩემი ცხოვრების სტილი გამხდარიყო, სხვაც აუცილებლად შეძლებს. არ არის აუცილებელი პერსონალური ტრენერი, ბოქსის დარბაზი, თუნდაც სახლის პირობებში მრავალი რამის გაკეთება შეგვიძლია."

იხილეთ ინტერვიუსთან ერთად თიკას ვარჯიშების ამსახველი ვიდეო-მასალა instagram-დან: @tikaalavidzepachulia


Tags:
20 მარტი 2014      ANGEL     7 კომენტარი     ნანახია 15232-ჯერ


კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ნინო ცქიტიშვილი

BUON VIAGGIO-ში კრისტის სტუმარია „Look Models-ის“ ხელმძღვანელი და მოდელი ნინო ცქიტიშვილი.
17 წელი სამოდელო ბიზნესში და წარმატება, რომელიც სამოდელო სააგენტო „Look Models-ის“ წყალობით, ქართველმა მოდელებმა მოიპოვეს. როგორია ნინო ცქიტიშვილის სტილი, ვინ არის მისი საყვარელი დიზაინერი და თაკო ნაცვლიშვილის წარმატების შესახებ, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

თაკოს სააგენტოს არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავს და მშვიდად ვარ. თვე არ გადის, რომ სააგენტოდან ორი მოდელი არ გავუშვა საზღვარგარეთ. მეხუმრებიან, მოდელი აღარ დატოვეო. სამწუხაროდ, ჩვენს ბაზარზე არაფერი არ ხდება.

„ყველაზე ხშირად ვატარებ „Céline-ს“ ჩანთას. არ აქვს სეზონი და დრო.
ვერ ველევი, ძალიან კომფორტული და პრაქტიკულია ჩემთვის.“


12 მარტი 2014      ANGEL     4 კომენტარი     ნანახია 5425-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ლიზა ვადაჭკორია

BUON VIAGGIO-ში კრისტის სტუმარია ლიზა ვადაჭკორია . „Music Box-ის“ ხელმძღვანელისა და ტელეწამყვანის აზრი მოდაზე,სტილსა და გემოვნებაზე.რა წინააღმდეგობები ჰქონდა მას დედასთან და რას ფიქრობს ლიზა მოდის კვირეულებზე. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„მუდამ ვატარებ მანქანით იმ აქსესუარებს, რომლებიც შეცვლის ჩემს ლუქს. მაგალითად, პიჯაკს გამოვიცვლი, ყელსახვევს გავიკეთებ, დიდ ჩანთას კლატჩით შევცლი და ისე წავალ პრეზენტაციაზე.“

„მოდის სამყაროში არიან ადამიანები, რომლებსაც უნდა მიბაძო, თუნდაც იმაში, რა რასთან ჩაიცვა.”

„ყოველთვის მიყვარდა მოკლე კაბები. ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს მოკლე კაბაში ვიდრე გრძელში. მგონია, რომ გრძელ კაბაში ვიკარგები. თუ საღამოს კაბებზეა საუბარი, რომელიც აუცილებლად, გრძელი უნდა იყოს, მას სხვა ფუნქცია აქვს.“

12 მარტი 2014      ANGEL     15 კომენტარი     ნანახია 12776-ჯერ

ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ ახალ პროექტს, რომლის მიზანიც აუდიტორიისთვის ახალგაზრდა და ნიჭიერ ქართველ ხელოვანებზე ინფორმაციის მიწოდებაა, მეტიც, შევიხედოთ მათ სახელოსნოში და გავეცნოთ მათ სამუშაო პროცესს. ფოტოებს კი სპეციალურად angel.ge -სთვის ფოტოგრაფი სალომე დომბროვსკაია წარმოგვიდგენს.

ამ პროექტის მომდევნო სტუმარი მხატვარი - ლევან აბრამიშვილი გახლავთ.
ლევანი ძირითადად Op-Art ჟანრში მოღვაწეობს, თუმცა ამბობს, რომ მისი შემოქმედება ერთ კონკრეტულ ჟანრს არ მიეკუთვნება, ამ ბოლო დროს დაიწყო ულტრაიისფერი საღებავებით ხატვა და ემზადება გამოფენისთვის.

„შთაგონების წყარო შეიძლება იყოს მიმდინარე რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, უცნობი, ან ნაცნობი ადამიანი, ხე, ბოქლომი და ასე შემდეგ. სამყაროში დაგროვილ, ან უბრალოდ რომელიმე ინფორმაციას, თუ იმპულსს უკეთებ კონცენტრირებას და გადაგაქვს ტილოზე, ქაღალდზე თუ რომელიმე სხვა მასალაზე. მუზა ჩემთვის გამოგონილი პერსონაჟია, რომელიც გეხმარება თავის გამართლებაში, თუ რატომ არ მუშაობ.“

Tags:
3 მარტი 2014      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 11034-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ნინო ნადირაძე-კუზანოვა

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძემ ნინო ნადირაძე-კუზანოვას უმასპინძლა, როგორია კარდიოლოგის ყოველდღიური სტილი, როგორ უთავსებს თეთრ ხალათს მოდურ სამოსს და რა არის მისი ყოველდღიური აქსესუარი.
ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„დღემდე ვერ გავიგე რა არის ჩემი სტილი. ხშირად მეცვლება ხასიათი. მარტის თვის ქალი ვარ და სულ სხვადასხვა მხრიდან მიქრის ქარი. ჩემი ხასიათის ცვლილება ადამიანებთან ურთიერთობაში არ მეტყობა.“

„შეიძლება სამსახურში ერთი დღე პიჯაკითა და ჰალსტუხით წავიდე
კაცის სტილით, ხოლო მეორე დღეს პეპელასავით.“


24 თებერვალი 2014      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 4668-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ნოდიკო ტატიშვილი

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძემ ნოდიკო ტატიშვილს უმასპინძლა.როგორ ჩამოყალიბდა მომღერლის გემოვნება და რა სამომავლო გეგმები აქვს. მომღერლის სტილსა და შემოქმედებით საქმიანობზე ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ზოგადად, მიყვარს სისადავე. კაცი, როცა ხარ მამაკაცურად უნდა გამოიყურებოდე,
ამიტომ ექსპერიმენტებს არ ვატარებ. დამატებით არ მიყვარს რაღაცების ხმარება.“


„მიყვარს ჯანსაღი კრიტიკა. როცა პროფესიონალი მუსიკოსი ხარ, კრიტიკა უნდა აიტანო.
ვერავინ ვერ შემედრება ჩემი თავის კრიტიკაში.“

18 თებერვალი 2014      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 5722-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი აჩი არველაძე

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძის სტუმარია - აჩი არველაძე საუბარი შედგა მის ყოველდღიურსა და სავარჯიშო სტილზე .რა არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარი და რა ადგილი უჭირავს მის ცხოვრებაში ჩანთას. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„თბილისიდან გამომდინარე მირჩევნია ვიყო სპორტულ სტილში. განათებული კი არის, მაგრამ სუფთა არა. მირჩევნია, რომ ჯინსს შევუხამო სამოსი.“
17 თებერვალი 2014      ANGEL     25 კომენტარი     ნანახია 22004-ჯერ
Tbilisi Street Style - თებერვალი
www.angel.ge ფოტოგრაფი: ელენე რუხაძე

თბილისის ქუჩის მოდის მორიგ სერიაში, რომლის ნაწილიც იანვრის თვის მიწურულს - თებერვლის თვის დასაწყისში
იქნა გადაღებული ძირითადად კვლავ სტუდენტები მოხვდნენ.

13 თებერვალი 2014      ANGEL     17 კომენტარი     ნანახია 14924-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ეკო ფანგანი

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძის სტუმარია - ეკო ფანგანი რა პროფესიისაა სინამდვილეში და სად უმუშავია თავისი პროფესიით,ტელეწამყვანის საყვარელი დიზაინერი და მისთვის დამახასიათებელი სტილი.ამ თემებზე ის კრისტის ესაუბრა. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ პრანჭვა გვიან დავიწყე თინეიჯერობის ასაკში. ჩემი მეგობრები უკვე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით დადიოდნენ, მე ვუყურებდი და გიჟი მეგონა ყველა, ვინც ასე იცვამდა.ისინი კი იმას, მეუბნებოდნენ: როდის უნდა გადამეგდო დიდი შარვლები, ქურთუკები, დიდი მაისურები. 16 წლიდან დავიწყე გაპრანჭვა, სკოლას რომ ვამთავრებდი ნელ-ნელა დავიწყე მაკიაჟის გაკეთება. ამ ასაკამდე ძალიან ბავშვური ვიყავი.“

9 თებერვალი 2014      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 5359-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი დათუნა სულიკაშვილი

კრისტი ყიფშიძემ BUON VIAGGIO-ში დათუნა სულიკაშვილს უმასპინძლა. დიზაინერმა მის მიერ შექმნილი პირველი სამოსისა და საყვარელი ჩვენების შესახებ ისაუბრა.ვინ არის მისი ყველაზე ხშირი სტუმარი და როგორი გეგმები აქვს მას გაზაფხულისთვის. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„უკვე დავიწყე შემდეგი ჩვენებისთვის მომზადება. მინდოდა, რომ ცოტა ადრე დამეწყო, რომ ერთხელ გავაკეთო ისეთი, როგორიც მე მინდა რომ იყოს: სრულყოფილი და დასრულებული. მაისითვის ვაპირებ ამის დასრულებას. ასევე, მინდა ახალი ეტიკეტი გავუკეთო ჩემს კოლექციას. ჩემი სახელი და გვარი აღარ ეწერება. ბევრი სიახლე იქნება მაისის ჩვენებაზე.“

5 თებერვალი 2014      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 6660-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ქეთი ორჯონიკიძე

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძის სტუმარია მომღერალი და პოეტი ქეთი ორჯონიკიძე. რა პროფესიისაა ის, არის თუ არა ჩანთა მისი ყოველდღიური აქსესუარი და რა არის მისი იმიჯის ცვლილების მიზეზი.
ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„როცა შემოქმედებითი კრიზისი მაქვს ანუ არ ვწერ არაფერს: არც ლექსს, არც მუსიკას, მაშინ ვიწყებ იმაზე ფიქრს, რომ რაღაც უნდა შევცვალო. ის ერთფეროვნება, რომელიც შინაგანია, ამის შეცვლას ვერ ვახერხებ. მუზა ან არის ან არა, გამოძახებით არ მოდის, მაგრამ თმის ფერის შეცვლა შეიძლება“

3 თებერვალი 2014      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 6012-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ეკა მგალობლიშვილი

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძემ მსოფლიოს 7 სილამაზის კონკურსის ჟიურის წევრს, ეროვნულ დირექტორს ევრაზიაში და სამოდელო სააგენტო „კატრინის“ ხელმძღვანელს ეკა მგალობლიშვილს უმასპინძლა. საუბარი შედგა კონკურსებსა და ჩანთებზე. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ჩვენი პრინციპია ყველა რაიონსა და რეგიონში აღმოვაჩინოთ ახალი სახე. მხოლოდ ვაკესა და ვერაზე მოსული გოგონებით არ ვკმაყოფილდებით. ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ვისაც აქვს და არ აქვს, თუნდაც ტრანსპორტის საფასურის გადახდის საშუალება.“


31 იანვარი 2014      niniko     17 კომენტარი     ნანახია 14905-ჯერ
ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ ახალ პროექტს, რომლის მიზანიც აუდიტორიისთვის ახალგაზრდა და ნიჭიერ ქართველ ხელოვანებზე ინფორმაციის მიწოდებაა, მეტიც, შევიხედოთ მათ სახელოსნოში და გავეცნოთ მათ სამუშაო პროცესს. ფოტოებს კი ასევე ნიჭიერი და ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფი სალომე დომბროვსკაია წარმოგვიდგენს, სპეციალურად angel.ge -სთვის.

ამ პროექტის პირველი სტუმარი მხატვარი - თეო კოხოძე გახლავთ.
facebook Theo Kokhodze's Art Factory

ჩემი სახელოსნო - "პირადი ოდისეაა", სივრცეა სადაც დრო ჩერდება, რჩები მარტო, ხარ გულწრფელი როგორც საკუთარ თავთან, ასევე ნახატებთან, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის.

Tags:
30 იანვარი 2014      ANGEL     8 კომენტარი     ნანახია 5430-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი აჩიკო მეფარიძე

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძემ აჩიკო მეფარიძეს უმასპინძლა. აჩიკო მეფარიძის აზრი მოსკოვისა და თბილისის მოდაზე და მომღერლის სამომავლო გეგმები. ამ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„გამორჩეულად იმიტომ კი არ იცვამ,რომ გინდა მიიპყრო ვინმეს ყურადღება,
არამედ იმიტომ რომ გინდა ჩაიცვა ის,რაც შენ მოგწონს.“


„მოსკოვში უფრო თავისუფლად შემიძლია ჩაცმა, ვიდრე საქართველოში.“

  • «
  • 1
  • ...
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • ...
  • 17
  • »



  • მოგესალმებით angel.ge-ზე

    საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Instagram
    • ანუკი არეშიძის დღიური
      "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
    • თაკო ჩხეიძის დღიური
      რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
    • სოფი ვილის დღიური
      დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
    • გიორგი ცაგარელის დღიური
      რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
    Back to Top