მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ნამდვილი It Girl-ია,
ახალგაზრდა გოგონა წარმატებული სამოდელო კარიერით საქართველოსა და უცხოეთში (Next Models). თაკო ამ სფეროში ჩართვამდეც მუდამ ყურადღების ქვეშ ექცეოდა, არა მხოლოდ ვიზუალის გამო, რაც მშობლების გენეტიკის დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ, ის ბავშვობიდან სპორტით იყო დაკავებული და ახლა კი დედის კვალს მიყვება.

ინტერვიუში სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის ვისაუბრეთ თაკოს სამოდელო კარიერაზის სირთულეებზე უცხოეთში და პერსპექტივაზე საქართველოში, მეგობრობასა და კონკურენციაზე და თუ სად შოპინგობს თაკო.

თაკო ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ჰონგ კონგიდან, რის შემდეგაც ევროპასაც ესტუმრა. ამბობს, რომ რომ არ გაუჭირდა დამოუკიდებლად ცხოვრება და მუშაობა: "ჩემი ყოველი დღე ჰონგ კონგში რა თქმა უნდა დატივრთული და ასევე სასიამოვნოც იყო. იმდენად მსიამოვნებს ეს საქმე, რომ იშვიათად ვგრძნობდი დაღლას. ყველაფერ სხვანაირად იყო საქართველოსგან განსხვავებით და ამან უდიდესი განვითარება მომიტანა. ჰონგ კონგი ძალიან დამეხმარა, რომ შემდგომ ევროპაში გადამენაცვლა და იქ გამეგრძელებინა ჩემი კარიერა, ამჟამად პარიზში ვიქნები."

Tags:

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ზუზუ ბეჟაშვილი

BUON VIAGGIO-ს პროექტის მასპინძელია „Unique Terrace“. ამჯერად, კრისტის სტუმარი ზუზუ ბეჟაშვილია.რას ფიქრობს ზუზუ მოდაზე, სტილსა და გემოვნებაზე და როგორია მისი სამომავლო გეგმები,ამის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ჩაცმაშიც, პროფესიასა და საქმეშიც მე არ ვეძებ სტილს, ის თვითონ მეძებს. თვითონ მოდის. არ არსებობს მომეწონოს შარვალ-კოსტუმი და მასთან ერთად ჩავიცვა ფეხსაცმელი. პატარა დარღვევა ყოველთვის უნდა იყოს. თუ ასე ჩავიცვამ, კომფორტულად ვერასდროს ვიგრძნობ თავს“

„ტანსაცმელი ცოტა „ძონძი“ უნდა იყოს.“

„არ მიყვარს კლასიკად ქცეული ბრენდები: Gucci, Armani. მიყვარს Unisex სამოსი.“


Tbilisi Street Style-ის მორიგ სერიაში ტრენსპოტერმა ერეკლე ნაკუდაიძე
სექტემბრის თვის დასაწყისი აღბეჭდა ენჯელ.ჯი-სთვის

back to city - სექტემბრის დასაწყისში გადაღებული ეს ლუქები ქალაქში დაბრუნებული ახალგაზრდების სამზადისს ასახავს ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან დაკავშირებით. შევნიშნეთ მთავარი ტენდენცია: სპორტული ფეხსაცმელი. ვიმედოვნებთ სულ მალე დაიმკვიდრებს თავს ახალი საშემოდგომო ტენდენციები და ახალგაზრდებში მეტად დახვეწილ და მოდურ ლუქებს დავაფიქსირებთ.

Tags:



ინტერვიუ ქართველ მომღერალ ნინა სუბლატთან
"საქართველოს ვარსკვლავი"-ს გამარჯვებულმა სულ ცოტა ხნის წინ ჩაწერა სადებიუტო მუსიკალური ალბომი DARE TO BE NINA SUBLATTI, რომელიც გამოსვლისთანავე ყველაზე გაყიდვადი ქართული ალბომი გახდა, სინგლები კი უკვე რამდენიმე თვეა ჩარტებში პირველობას არ თმობენ.
ნინა ნამდვილი It Girl-ია, ის მუდამ ექცევა ყურადღების ქვეშ.

მომღერალმა მიიღო გადაწყვეტილება სამხატვრო აკადემიიდან სწავლა კონსერვატორიაში განაგრძოს
და უკვე დაიწყო მეორე ალბომზე მუშაობა, რომელზეც გაცილებით დიდი გეგმები აქვს. ამ ყოველივეს შესახებ ექსკლუზიურ ინტერვიუში გვესაუბრა, ფოტოსესიას კი Factory27-ში წარუძღვა ჩვენი ფოტოგრაფი.

"ხელოვნების რეალიზება, ვფიქრობ ჩვენ ქვეყანაში რთული თემაა. პირველი მიზეზი ის არის, რომ ახალგაზრდები საქართველოში დაუწერელ კანონს, იმას, რომ შრომას ანაზღაურება უნდა მოჰყვეს, არ არღვევენ. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ "წინაპრები" - როგორც საგანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე როგორც ისტორია. შესაბამისად მათი ჩარჩოებიდან გამოსვლა დიდ რევოლუციას მოითხოვს, რომელიც ჯერ არ ყოფილა და კიდევ დიდი ხანი ვერ იქნება, იმიტომ რომ რთულია, მოითხოვო ისეთი რაღაც, რაც ჯერ არ გინახავს და არ გაგისინჯავს. სანამ ამ ორს არ მოვაგვარებთ ახალგაზრდები, იქამდე ხელოვნების განხრით რეალიზება რთული ამბავია. გარკვეულწილად განვითარდები, მაგრამ ვერასდროს მიაღწევ სასურველის მინიმუმს. ამ ყველაფერს თან ერთვის უაზრო კრიტიკა. სტიმულის შენარჩუნება კი ისეთ სიტუაციაში როგორიც აქ და ახლაა ძალიან , ძალიან რთულია და მე პირველი არ ვარ ვინც ამას აღნიშნავს." - ამბობს მომღერალი, მაგრამ წინასწარ რთული და აზრს მოკლებული ეჩვენება საუბარი იმის შესახებ, რომ შეიძლება საქართველო დატოვოს.

Tags:

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი თეა აგლაძე

BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარია ჟურნალ „ბომონდის“ რედაქტორი თეა აგლაძე. საუბარი კრისტისთან ერთად მოდაზე, სტილსა და გემოვნებაზე შედგა. რას ფიქრობს თეა თანამედროვე ქართულ მოდაზე, ამ და სხვა თემაზე ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„მიუხედავად შეზღუდვებისა, თავისუფალი სტილის სამოსის ტარებას ვცდილობდი. თანაკლასელების მშობლები აღშფოთდნენ ჩემზე, ამით იმის თქმა მინდა, რომ შინაგანი პროტესტის გრძნობა მქონდა. მოდას, როგორც ძალიან მნიშვნელოვან და უაღრესად საინტერესო სფეროს, მაშინ ვერ აღვიქვამდით.“

„ქართველ დიზაინერებს ვგულშემატკივრობ და თანავუგრძნობ, რადგან ენთუზიაზმზე მუშაობენ. მთავარია ქართველი დიზაინერები საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდნენ, რადგან ნიჭიერები არიან. “

„ქართველი დიზაინერები ფეხსაცმელზე მუშაობენ კარგად. გოლას გახსნილ ფეხსაცმელს სიამოვნებით ვატარებ. პარიზშიც კი შეამჩნიეს და ავტორი იკითხეს.“




ინტერვიუ ქართველ მოდელ ელენე მახარაშვილთან,
რომელსაც დარწმუნებით შეგვიძლია ვუწოდოთ It Girl

Look Models-ის და IMG-ს ერთერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელი, რომელიც უცხოეთშიც აქტიურად მოღვაწეობს ექსკლუზიურ ინტერვიუში გვესაუბრა მის სამოდელო კარიერაზე და სპეციფიურ სხვაობაზე საქართველოსა და უცხოეთს შორის. წარმტებისკენ მიმავალ გზაზე და პირად ცხოვრებაზე. ინტერვიუს თანხმლები ფოტოსესია კი ლისის ტბაზე დილით, ვარჯიშის დროს შედგა.

მოდელი ამ ეტაპისთვის მის მთავარ მიღწევად Margaret Howel, Topshop-თან და Urbanoutffiters-თან თანამშომლობას მიიჩნევს, "საქართველოში მოდელობა ჩემთვის ჰობია, თუმცა როგორც კი საზღვრებს ვცდები ეს ყოველივე ჩემთვის პროფესია ხდება." - გაგვიმხილა ელენემ, ის სულ მალე Elite Models-თან გაფორმებული კონტრაქტით კვლავ გაემგზავრება უცხოეთში სამუშაოდ. ის ცოტა ხნის წინ გადაიღეს ალტას სატელევიზიო სარეკლამო რგოლში და მალევე მისი შეყვარებული, მოცურავე ირაკლი ბოლქვაძეც ვიხილეთ ტელეეკრანებზე ლიბერთი ბანკის რეკლამაში - "ერთმანეთს მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს წარმატების მიღწევაში, რადგან ორივემ კარგად ვიცით, თუ რამხელა შრომაა საჭირო იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიუახლოვდე."

Tags:

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი თეონა ელიზბარაშვილი

BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარია დიზაინერი თეონა ელიზბარაშვილი. კრისტი მას მოდის სახლში ესტუმრა.საუბარი მოდაზე, სტილსა და აქსესუარებზე შედგა.როგორი იყო თეონა ელიზბარაშვილის გზა დიზაინერობამდე, ამის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„წელიწადში ორჯერ ვაკეთებ კოლექციას, მაღაზიისთვის ცალკე. რაღაც ყოველთვის მაკლდა. მინდოდა ისეთი ხაზი, ფასიც რომ დემოკრატიული ყოფილიყო. ზუსტად ახლა მიდის ბრენდინგი. დიდი გეგმები მაქვს „Wings-თან“ დაკავშირებით. „Wings“ არის ჩემი სიმბოლო, ძალიან კარგის მომტანი“

„აკადემია რომ დავამთავრე მოვხვდი ავთო ცქვიტინიძესთან. დავიწყე მუშაობა და ძალიან დიდი პრაქტიკა გავიარე. სწავლობ, თეორია იცი, მაგრამ პრაქტიკა სულ სხვაა: კლიენტთან ურთიერთობა,პ რაქტიკული ტვინი რომ უნდა გქონდეს ესკიზის გასაკეთებლად. ავთოსთან 6 წელი ვიმუშავე, რისიც ძალიან მადლიერი ვარ.“


კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ლევან ჩიჩუა (თიელი)

BUON VIAGGIO-ს პროექტს „Holiday Inn-მა“ უმასპინძლა. კრისტის სტუმარი მომღერალი ლევან ჩიჩუაა. როგორია მისი სტილი, რა აქსესუარები უყვარს და როგორია მისი სამომავლო გეგმები,ამის შესახებ ინტევიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

(სტილის შესახებ) „ჩემთვის ძალიან რთული მომენტია, მერამდენე წელია ვერაფერი ვერ მოვიხდინე.
არ ვიცი როგორი უნდა იყოს ჩემი სტილი და როგორ უნდა გამოვიყურებოდე.“


„ისე ვიცვამ, რომ ნორმალურად გამოვიყურებოდე.“

(„ცეკვავენ ვარსკვლავები“-ს სასცენო კოსტუმებზე) „ვფიქრობ, რომ ყველა თავის საქმეშია პროფესიონალი. არ არის სწორი ჩარევა, რომ „ეს არ ვარგა“ ან „ეს არ მომწონს.“ თუ მიანდე სხვას საქმე, მაშინ ბოლომდე უნდა მიჰყვე და შეურაცხყოფა არავის არ უნდა მიაყენო.“


კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი რუსა მორჩილაძე

BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარია რუსა მორჩილაძე. კრისტისა და რუსას კაფე „ციტრონმა“ უმასპინძლა.საუბარი მოდაზე,გემოვნებასა და რუსას ინდივიდუალურ სტილზე შედგა.სად უყვარს შოპინგი და რომელია მისთვის გამორჩეული დიზაინერი,ამის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდნენთ:

„დედა ძალიან მონდომებული იყო.ყველაფერი მაღალ ხარისხში უნდოდა.ზედმეტსაც აკეთებდა და სულ სალაპარაკო თემა იყო,რომ ბავშვისთვის ამდენი არ იყო საჭირო.მეც დედას ვგავარ.“

„მუსიკალურ სასწავლებელში რომ ვსწავლობდი ჩემი ჩაცმულობა სულ სალაპარაკო იყო.ყოველთვის განსხვავებულად და ექსტრავაგანტულად მეცვა.შეიძლება15-16 წლის გოგონასთვის ზედმეტიც იყო..“

„წელიწადში ერთხელ ან ორჯერ,როგორც შევძლებ მივდივარ მილანში .მილანი ჩემი საყვარელი საყვარელი ადგილია.იქ ვყიდულობ იმას,რაც ვიცი რომ მჭირდება ყოველდღიურად თუ საკონცერტოდ.“



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ზურა ყიფშიძე

BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარია ზურა ყიფშიძე . საუბარი მოდაზე კრისტისთან ერთად სასტუმრო „Holiday Inn-ში“ შედგა. შეიცვალა თუ არა ზურა ყიფშიძის სტილი და რას ფიქრობს იგი მოდაზე, ამის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„მთელი ცხოვრებაა ჯინსი მაცვია. რა არის მოდა? ყველაფერი მეორდება.“

„ჩვენთან მოდა არ არსებობდა, რასაც ვშოულობდით იმას ვიცვამდით.
ჯინსებზე, თმებზე და ბეჭდებზე იჭერდნენ, მაგრამ მე გადაღებებისთვის მჭირდებოდა და გრძელი თმა მქონდა.“


„სათვალე, მის გარეშე არ შემიძლია. მქონდა ადრე ბეჭდები.
ერთ ჩემს ძმაკაცს თითი მოაჭრეს, იმის მერე მომაძრო ბეჭედი.“


« 1 ... 3 4 5 6 7 8 9 10 11 ... 25 »
Back to Top