კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ზურა ხიზანიშვილი

BUON VIAGGIO-ს პროექტისა და „ტიფლისოს“ სტუმარია ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი. კრისტისა და ზურას საუბარი მოდაზე,მის ყოველდღიურ და სპორტულ სტილზე შედგა. ამ და სხვა თემაზე ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:


„ფეხბურთიდან გამომდინარე, ყოველდღიურად, სპორტულად მიწევს ჩაცმა. არის დღეები, როდესაც შეხვედრებზე კოსტუმით მიწევს სიარული. ეს ბოლო წლებია ასე ხდება. ახალგაზრდა რომ ვიყავი ფეხბურთის მიღმა სხვა ბიზნესი და საფიქრალი არ მქონდა რომ კოსტუმი ჩამეცვა და ჰალსტუხი გამეკეთებინა. “

„10 წელია მხოლოდ ფრანგულ სუნამოს „Creed-ს“ ვისხვამ. შეიძლება სხვა მივისხა,
იმიტომ რომ მეჩქარებოდეს და იმ მომენტში ჩემი პარფიუმერია არ მქონდეს. ის სულ მაქვს.“





ენჯელ.ჯი-ს პროექტ It Girl-სთვის გადავიღეთ ყოფილი "მის საქართველო",
მოდელი თამთა შედანიამის ქალიშვილ მიასთან ერთად

ინტერვიუში თამთას ვესაუბრეთ ორსულობის პერიოდზე, როდესაც ის შესანიშნავ ფორმას ინარჩუნებდა, მის სტილზე და სამოდელო კარიერაზე, რომელსაც ახალი შემართებით დაუბრუნდა.

"ამ ბოლო დროს ცოტა თავის დაფასება ვისწავლე - ცხოვრებაში იმ ეტაპს მივაღწიე, როცა აღარ მინდა დრო ვკარგო იმაზე, რაც არ მომწონს და ტკივილს მაყენებს. ვეღარ ვუძლებ ცინიზმს, წრეგადასულ კრიტიკასა და რაიმე სახის ძალდატანებას..."

"ჩემთვის არ აქვს მნიშნველობა რა ბრენდის და ფასის ტანსაცმელი მაცვია. შემიძლია ძვირიან პიჯაკს შევუხამო სრულიად იაფფასიანი მაისური, მაგრამ ეს მიხდებოდეს. სწორედ ეს არის ჩემი მთავარი ხრიკი იმისა, რომ მუდამ ფორმაში ვარ და გამორჩეულად გამოვიყურები."


Tags:

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ილია ბეროშვილი - „კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს“

BUON VIAGGIO-ს პროექტის მასპინძელია “Assa Hall”. ამჯერად,კრისტის სტუმარი ილია ბეროშვილია -კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს. როგორი სტილი აქვს მას და რას ფიქრობს მოდაზე,ამ და სხვა თემის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„მოდის კვირეულზეც არ ვყოფილვარ.დიზაინერებიდან, რომ ვთქვა რომ მომწონს „თამუნა ჩხარტიშვილი“ ასეთი არავინ არ არის. ვაკიდან მოვდივარ და რომ ჩავიარე ბევრი რაღაც მომეწონა, ვისი იყო არ ვიცი.“

„მე, მაგალითად, ხანდახან ჰიპ ჰოპის სტილში ვიცვამ, ხანდახან კონსერვატულად, აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებულად.“

„14 წლის ვიყავი პანკმა ბავშვებმა გამიხვრიტეს ყური. იმის მერე დიდი ხანია არ მკეთებია. ახლა, ორი ვერსიაა თუ რატომ მაქვს გახრეტილი.კაზანტიპზე მეკეთა საყურე და მეკითხებოდნენ: „კაზანტიპის პონტში გაიხვრიტეო?“


It Girl: მოდელი ანა შელია
ანა შელია აქტიურადაა ჩართული ქართული და უცხოური მოდის ბიზნესში.

GeoModels Agency და Brave Models-ის მოდელსს ხშირად იხილავთ გლამურულ ფოტოსესიებში მკაფიო და დახვეწილი მაკიაჟით, ენჯელ.ჯი-სთვის კი ყოველდღიურ ლუქში გადავიღეთ, ანა გადაღებაზე ალისფერი-წითელი თმის ფერის ახალი ვარცხნილობით გამოცხადდა. ის ტიპიური თინეიჯერია, თუმცა ასეთივე თავდაჯერებულობით ირგებს მოდური ქალბატონის იმიჯს გადაღებებისთვის. მიიჩნევს, რომ 10 წლის შემდეგ ალბათ სწორედ ისეთივე იქნება, როგორც იმ სარეკლამო კამპანიებშია. ახლა კი სამოდელო სააგენტოს მოთხოვნების გათვალისწინებით გადაღებებისთვის კვლავ ბუნებრივ ფერზე გადაღებვა და თინეიჯერული აიმპულსების დროებით დათრგუნვა მოუწევს...

Tags:

Tbilisi Street Style-ის მორიგ სერიაში ტრენსპოტერმა ერეკლე ნაკუდაიძეენჯელ.ჯი-სთვის
აღბეჭდა თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტების სტილი

გადაღება ოქტომბრის თვეში, აკადემიაში სწავლის დაწყების პირველ დღეებში შედგა და როგორც ყოველთვის აკადემიის სტუდენტებს გამოარჩევთ თავისებური ეპატაჟური ჩაცმულობა და ცოტაოდენი გრანჟ და ჰიპსტერ-მიმდინარეობა.

Tags:

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ლალი ტოტიკაშვილი

BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარია ლალი ტოტიკაშვილი. კრისტისა და ლალის „ბიბლიოთეკამ“ უმასპინძლა, რომელიც შარდენის 4 ნომერში მდებარეობს. ლალი ტოტიკაშვილის სტილისა და საყვარელი აქსესუარების შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

კრისტი: „მახსოვს, ჩვენი პირველი შეხვედრა გრძელი თმა გქონდა
და წითელი კაბა გეცვა. რაღაც კასტინგი იყო.მას შემდეგ 20 წელი გავიდა.“


„რამდენიმე წლის წინ მთელ კოსმეტიკის ჩანთას ვატარებდი. ამოჩემებული მქონდა, სულ დამქონდა. ადრე უფრო მჭირდებოდა, როცა სამოდელო სფეროში ვიყავი დაკავებული. დღისა და ღამის განმავლობაში სულ მჭირდებოდა გადაღებებზე. ახლა, მხოლოდ ტუჩსაცხითაც კომფორტულად ვარ.“

„ჩემი 5 წლის გოგოსთან ნიტასთან ხშირად მაქვს წინააღმდეგობები. 3 წლის ასაკიდან არჩევდა სამოსს. ბოლო ერთი წელია შოპინგზე ნიტასთან ერთად დავდივარ. თვითონ არჩევს.“


კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი სალომე ჭაჭუა

BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარია სალომე ჭაჭუა. სალომესა და კრისტის „Unique Terrace-მ“ უმასპინძლა. როგორია სალომეს ყოველდღიური სტილი,საყვარელი დიზაინერისა და მისი სუსტი წერტილის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ორი ტატუ მაქვს. Dance Forever მაწერია.“

„მოცეკვავეებს ძირითადად, სპორტული სტილი გვიყვარს. ვარჯიშზეც რაც უფრო დახეული და დაძონძილი სამოსი გვაცვია, მით უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს. ყველა მოცეკვავე ასეა. მაისურს და ელასტიკს რომ შევიძენ დავგლიჯავთ, დავხევთ და მერე უფრო კარგად გვაცვია. “

„ჩემი სუსტი წერტილი ცეკვის ფეხსაცმელებია. სულ სხვადასხვა ფერის მაქვს. “


კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ნინი ბადურაშვილი

Unique Terrace“ და BUON VIAGGIO-ს პროექტი ნინი ბადურაშვილს მასპინძლობს.საუბარი მოდაზე, სტილსა და გემოვნებაზე კრისტისთან ერთად შედგა.რომელ ქართველ დიზაინერთან თანამშრომლობს ნინი ბადურაშვილი ყველაზე ხშირად ,ახალი კლიპისა და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„შავი - ვფიქრობ, ყველა ადამიანი კომფორტულად გრძნობს ამ ფერში თავს. რაც არ უნდა ცუდად გამოიყურებოდე. “

„ახალი კლიპი გადავიღე, სადაც რამაზო რომას კოსტუმები მაცვია. ძალიან მომეწონა, მას აქამდე არ ვიცნობდი.ძალიან ლამაზი კოსტუმები ჩამაცვა. კლიპი გამოვა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში. სიმღერაზე ეკამ და მე ერთობლივად ვიმუშავეთ.“



ენჯელ.ჯი აგრძელებს პროექტს, რომლის მიზანიც აუდიტორიისთვის ახალგაზრდა და ნიჭიერ ქართველ ხელოვანებზე ინფორმაციის მიწოდებაა, მეტიც, შევიხედოთ მათ სახელოსნოში და გავეცნოთ მათ სამუშაო პროცესს.

წარმოგიდგენთ გურამ ხეცურიანის შემოქმედებას და ინტერვიუს
ფოტოგრაფი: ერეკლე ნაკუდაიძე, სპეციალურად angel.ge -სთვის.

გურამი ხშირად ასახავს საკუთარ ტილოებში თბილისის დანგრეულ შენობებსა და სოფლის სახლებს, საჰაერო ბურთს და ზამთრის პეიზაჟს, ამბობს, რომ მხატვრობა ბევრი რამის დათმობას გულისხმობს და გვესაუბრა ამ პროფესიის სირთულეებზე და მის ინსპირაციაზე.

„ის რაც მაწუხებს დღეს არ უნდა მაწუხებდეს. ნაკლებად საფიქრალი რომ მქონდეს
ბევრ სხვა პრობლემაზე უფრო ღმად ჩავეფლობოდი იმ თემაში რაც მე მაინტერესებს.“


Tags:

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ნუცა ბუზალაძე

Unique Terrace-ში“ კრისტის სტუმარი ნუცა ბუზალაძეა. BUON VIAGGIO-ს პროექტში ნუცამ თავის სტილზე, საყვარელ ბრენდებსა და აქსესუარებზე ისაუბრა. როგორია მისი სამომავლო გეგმები, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი სეზონი, ამ და სხვა თემაზე ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„მიყვარს განსხვავებული რაღაცები,რომლებიც სხვას არ უკეთია,არ აცვია,სხვაზე არ მინახავს. რაც მოდურია, იმას არ ვიცვამ. ვცდილობ, მუდამ განსხვავებული ვიყო. ხასიათსა და განწყობასაც გააჩნია.“

„ბავშვობიდან დედა და დეიდა ზრუნავდნენ ჩემს ჩაცმულობაზე. ყველაფერი რაც მაქვს,მათი შეძენილია. ახლა,მე თვითონ ვიწყებ ჩემი სტილის შერჩევას. ედაჩემთან ერთად ვერაფერს ვყიდულობ, ჩემი არჩეული არაფერი მოსწონს.ფიქრობს,რომ გემოვნება არ მაქვს.მე ვეუბნები რომ გემოვნება ჩამომიყალიბდება როცა გავიზრდები.“

« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 25 »
Back to Top