თაკო ნაცვლიშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი ქართველი მოდელია.ჰონგ-კონგის შემდეგ ის ევროპაში მოღვაწეობს და უამრავ ფოტოსესიაში იღებს მონაწილეობას. ამჟამად მან პარიზიდან დროებით ლონდონში გადაინაცვლა. სამომავლო გეგმებზე და ევროპულ შთაბეჭდილებებზე თაკო თავად გაგვესაუბრა.

Tags:

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმრები ლალო და ნინა დოლიძეები

BUON VIAGGIO-ს პროექტს „შარდენის 12-მა“ უმასპინძლა. საუბრები მოდაზე კრისტისთან ერთად გრძელდება. ამჯერად, მისი სტუმრები ლალო და ნინა დოლიძეები არიან. როდის ჩამოყალიბდა ბრენდი “LALO Cardigans”, გოგონების ინდივიდუალურ სტილსა და შემოქმედებაზე, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ლალო: ორი წლის წინ ჩემთვის გავიკეთე ჟაკეტი. მე თვითონ მოვიქსოვე. ამის შემდეგ მოეწონათ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაკა კვიციანმა წაიღო ჟაკეტები მოსკოვში და პირველი დღესვე ყველა გაყიდა. პირველი შეკვეთა მაკასგან იყო. არ მოველოდით ამხელა აჟიოტაჟი თუ მოჰყვებოდა. ხალხს ძალიან მოეწონა.“

„მოდის კვირეულზე ვერ გამოვედით, რადგან ჟაკეტის გარდა სამოსი ვერ შევკერეთ. ისეთი შეკერილი იყო, სამწუხაროდ, ნაჭრების გადაყრა მოგვიწია. მხოლოდ ჩვენი ჟაკეტებით ვერ გამოვიდოდით ჩვენებაზე.“

Tags:

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი კახა მამულაშვილი

Unique Terrace“ და BUON VIAGGIO-ს პროექტი კახა მამულაშვილს მასპინძლობს. კრისტისა და კახას საუბრის თემა მოდა და სტილია. მისი სამომავლო გეგმების, საყვარელი დიზაინერისა და ყოველდღიური სტილის შესახებ, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ჩაცმაში ლელას 100%-ით ვენდობი. თუ რაღაც ნახა ჩემთვის, ყოველთვის მირეკავს რომ მეც მივიდე და ვნახო. ზოგადად, მე და მაღაზიებს ძალიან ცუდი ურთიერთობა გვაქვს. ის შოპინგობს, მე კაფეში მეგობრებთან ერთად მივდივარ. ბევრს უყვარს შოპინგი, მაგრამ ვინც ლელასთან ერთად წასულა, გადაღლილებს უთქვამთ, გაძლება მოგცეს ღმერთმაო.“

Tags:

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი მაკა შალიკაშვილი

Unique Terrace-ში“ კრისტის სტუმარია მაკა შალიკაშვილი. BUON VIAGGIO-ს პროექტში კრისტიმ და მაკამ მოდის შესახებ ისაუბრეს. შეიცვალა თუ არა ბავშვობის შემდეგ მაკას სტილი, რომელი მოდის სახლის სამოსია მის ხასიათთან ყველაზე ახლოს, ამ და სხვა თემის შესახებ ინტერვიუს, ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ვფიქრობ, თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური სტილი. შეიძლება მთელ მსოფლიოსა და თბილისს კედები და ჯინსი ეცვას, მაგრამ რაც მთავარია შენი უნდა იყოს ეს კედებიც და ჯინსიც, უნდა გიხდებოდეს. ბავშვობის მერე არაფერი შევცლილა, მაშინაც ასე ვიცვამდი. გარდა იმისა, რომ სპორტული სტილი მაქვს, ბოლო დროს აღმოვაჩინე რომ სპორტული ტანი მაქვს.“

„მე ყველაზე უპრეტენზიო მსახიობი ვარ მსახიობთა შორის. ძალიან კარგ რეჟისორთან ვმუშაობ, ლევან წულაძესთან. ვიღაცას შეიძლება შეეკამათო, მაგრამ არა მას. მან ზუსტად იცის რა მჭირდება, როლს რა სჭირდება.“

Tags:

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ნუკი კოშკელიშვილი

Hookah Lounge-მა“ კრისტისა და ნუკის უმასპინძლა. BUON VIAGGIO-ს პროექტის მთავარი თემა მოდაა. როგორი სტილი აქვს ნუკის, საყვარელი აქსესუარებისა და მოდის სახლების შესახებ ის კრისტის ესაუბრა. ამ და სხვა თემაზე ინტერვიუს, ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ჩემი სტილი ახლაც არ ჩამოყალიბებულა. შეიძლება დაგინახო და გავიფიქრო: „კრისტი ყიფშიძეს რა ლამაზად აცვია-თქო“ და მეც მომინდეს შენი სტილის მორგება. დრეკადი ვარ. ვფიქრობ, რომ კარგი გემოვნება მაქვს, თუმცა არა ისეთი კარგი, როგორიც სხვებს, თვითონ რომ ირჩევენ სტილს. სხვისი გემოვნებიდან ხშირად ვარჩევ რაღაცებს. “

„ტატუ - ებრაულად მაწერია „ნუკი“. ებრაული სისხლი მირევია და ვიფიქრე, კარგი იქნებოდა.
ისრაელში ვიყავი, დიდი გავლენა მოახდინა, დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. “


Tags:

სტილისტ და ჟურნალისტ სალი გოგიბერიძეს შენიშნავდით თბილისის მოდურ წვეულებებზე,
სოციალურ ქსელში და ახლა უკვე ბლოგერის ამპლუაში -Sali's Diary
ენჯელ.ჯი-ს პროექტ It Girl-ს მორიგ სერიაში სწორედ მასთან ინტერვიუს
წარმოგიდგენთ. ვისაუბრეთ Sali's Diary ბლოგზე, მოდასა და ზამთრის სეზონის ტენდენციებზე.

It Girl - სალი გოგიბერიძე
Sali's Diary - www.salisdiary.com

„ბლოგთან დაკავშირებით - უნდა გესმოდეს ხელოვნება, რომელიც ჩემში ბავშვობიდანაა გაჟღენთილი და აუცილებლად უნდა წერდე. რეალურად ერთ დღესაც რომ დავფიქრდი, ეს ჩემი ორი პროფესია არის გაერთიანებული ამ ბლოგში. პლიუს ჟურნალისტიკა იმაში მეხამრება, რომ გამოვხატო ის რაც მინდა, რომ მკითხველის ყურამდე მივიდეს და გადავცე, პლიუს ჩემი გამოცდილება და ცოდნა ხელოვნებაში მეხმარება იმაში, რომ შევქმა ეს თუ ის პროდუქტი.“

Tags:

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი მიშა მესხი

Unique Terrace-ში“ კრისტის სტუმარია მიშა მესხი. BUON VIAGGIO-ს პროექტში მიშამ მის ყოველდღიურ სტილზე ისაუბრა. მისი საყვარელი აქსესუარების, ნიუ-იორკული ისტორიებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„თავისუფალი სტილი მაქვს. არ მომწონს თბილისური „გოიმური“ გაპრანჭვები,
„დოლჩე გაბანას“ და „გუჩის“ ქამრებით. სულ შავებში რომ აცვიათ. “


„ნიუ-იორკულ ისტორიას მოგიყვები, მე და ჩემი მეგობრები კაფეში რომ მივედით მაგიდასთან ადრიანა ლიმა დავინახეთ. მივედი და გამოველაპარაკე. რა უნდა მეთქვა რომ სადმე დამეპატიჟა და უცბად დავაბრეხვე: „ჩემი ქვეყნის პრინცი ვარ-თქო.“

„სამაჯურები სულ მიკეთია. რამდენიმე საათი მაქვს, მაგრამ იშვიათად ვიკეთებ.
თავისუფლად მიყვარს სიარული. სათვალე იშვიათად მიხდება ჩემს დანგრეულ ცხვირზე, თან ხშირად ვკარგავ.“


Tags:

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ანუკი ქორქია

BUON VIAGGIO-ს პროექტი და სილამაზის სალონი „Belle Comtesse” ანუკი ქორქიას მასპინძლობს. კრისტისა და ანუკის საუბარი პროექტის მთავარ თემაზე - მოდაზე შედგა. რას ანიჭებს უპირატესობას ანუკი, მისი ყოველდღიური სტილისა და საყვარელი აქსესუარების შესახებ, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„გარდერობში ძირითადად, ონლაინ შოპინგით და საზღვარგარეთ შეძენილი სამოსი ჭარბობს. “

„ცეკვავენ ვარსკვლავების პროექტის მეხუთე სეზონზე ავთანდილ ცქვიტინიძის სამოსი მაცვია და ბუნებრივია, მას არ ვუწევ არანაირ წინააღმდეგობას. მან ზუსტად იცის, რა შეიძლება გამოაჩინოს. როგორც წესი თვალდახუჭული მივყვები მას. “


ბაჩანა ჭანტურია სუხიშვილები ახალი თაობის ერთერთ ყველაზე გამორჩეულ მოცეკვავედ მოიხსენიება, ის ცოტა ხნის წინ შეუართდა ამ ლეგენდარულ დასს და ამ ინტერვიუში ის გვესაუბრა სუხიშვილები/რამიშვილების დასზე. ბაჩანა თანდაყოლილ ნიჭთან და მათალ პროფესიონალიზმთან ერთად გამოირჩევა ტრადიციული ქართული ვიზუალით და "ნაციონალური სამოსის სახლთან" ერთად ჩართულია ქართული ნაციონალური კოსტუმების თანამედროვე ცხოვრებაში შემოსვის პროპაგანდაში.

It Boy : ბაჩანა ჭანტურია
❝ვიცოდი თუ რა სირთულეებს შევეჭიდებოდი პროექტ რამიშვილებში, მაგრამ არ მიყოყმანია, რადგან მიყვარს განვითარება და ამასთან ერთად გვერდით მყვანან პროფესიონალი მოცეკვავეები, რომლებიც დღეს ქართული ქორეოგრაფიის განვითარების ისტორიას ქმნიან. მე ვამაყობ, რომ მომიწია მათთან ერთად ბრძოლა წინსვლისა და გამარჯვებისთვის.

Tags:

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ირმა შარიქაძე

BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარია ირმა შარიქაძე. კრისტისა და ირმას „ბიბლიოთეკამ“ უმასპინძლა. საინტერესო მოსაზრებები მოდასა და სტილის შესახებ, თბილისის მოდის კვირეულის შეფასება და ირმას სამომავლო პროექტები, ამ ყველაფრის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ადამიანს, რომელსაც უყვარს თავისუფლება, არ მოინდომებს იყოს სისტემის ნაწილი. ყოველ დღე დილის 9 საათიდან საღამოს 7 მდე იყოს სამსახურში და ამაში განვლოს მისმა ცხოვრებამ. ჩემთვის თავისუფლების ხარისხს მაღალი ფასეულობა აქვს“

„ჩემი შთაგონების წყარო კავკასიური კოსტუმია. ჩემი „ფეტიში“ და ვნებაა ნაციონალური კოსტუმები. ეს არის მნიშვნელოვანი გამოხატულება ადამიანის იდენტობისა. მნიშვნელოვანია კავკასიური იდენტობის შესწავლა, ქართული ნაციონალური კოსტუმი ხომ კავკასიურის ნაწილია. “

Tags:
« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 25 »
Back to Top