კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი თეონა კონტრიძე

BUON VIAGGIO-ს პროექტის მომდევნო სტუმარია თეონა კონტრიძე. ამჯერად, კრისტისა და თეონას „შერატონ მეტეხი პალასმა“ უმასპინძლა. როგორია თეონა კონტრიძის აზრი გემოვნებსა და სტილზე. რა განაპირობებს მისი იმიჯის ცვლილებას და სამომავლო გეგმების შესახებ, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„არ მჯერა რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გემოვნება კინემატოგრაფიაში ან ლიტერატურაში და არა ჩაცმაში. ეს არის შენი შინაგანი ძალა,რომელიც გაკეთებინებს არჩევანს.“

„სცენა მარტო ჩემია, სასცენო კოსტუმზე დედასაც არ ვეკითხებოდი აზრს. (მეუღლის) მის სტილს უშუალოდ მე ვაკონტროლებ. 10 წელია ცოლ-ქმარი ვართ და ყველაფერს მის გარეშე ვყიდულობ. ერთმანეთი რომ გავიცანით დაძინებული ადამიანი იყო. მხოლოდ რუხი ან ლურჯი სამოსი ეცვა. თბილისში რომ 1990-იან წლებში ქართველებს ეცვათ, ზუსტად ისე იყო ჩემი ქმარიც, დავიწყე ფერადი სამოსის ყიდვა და ვუთხარი: „დღეიდან ვიცვამთ აი ასე!“

„(სასცენო კოსტუმი) ხშირად ვხმარობ ბახრამას, ქვებს. მაქვს კაბა, რომელიც 7 კილოგრამს იწონის. სცენაზე იმდენად მჩატდები ადრენალინის დროს, რომ ვერ გრძნობ ამის სიმძიმეს ქმედებაში, როგორც კი ჩამოვდივარ სცენიდან, ყველა გრამს ვგრძნობ.“


ინტერვიუ ანუკი არეშიძესთან ANOUKI-ს ბრენდის და სამომავლო გეგმების შესახებ

ანუკი არეშიძე - ყოფილი მოდელი, დიზაინერი, ყოფილი ფეხბურთელის და ამჟამინდელი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის მეუღლე და სამი შვილის დედაა. წარმატებული და მიზანდასახული ქართველი დიზაინერის ინტერვიუ-პროფილი. რა თვისებები უნდა ჰქონდეს წარმატებულ მანდილოსანს, რა სიახლე ელით ANOUKI-ს ერთგულ მყიდველებს და როგორია მისი კოლექციის ქალი, ამ და სხვა თემებზე. ინტერვიუს www.angel.ge წარმოგიდგენთ

„სწავლის დაწყებიდან დაახლოებით ერთ თვეში დიდი გარდატეხა მოხდა.
როგორც გემოვნებასა და ჩაცმულობაში, ასევე ბევრ რამეში. სხვა თვალით შევხედე ყველაფერს.“


„არასდროს არ მეზარება მუშაობა და ახლის კეთება. ყოველდღიურად,
ძილის წინაც კი ვფიქრობ, რა შეიძლება გავაკეთო ახალი.”



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ირინა ონაშვილი
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ირინა ონაშვილი

BUON VIAGGIOირინა ონაშვილს მასპინძლობს. ირინა პროექტ „ორი ვარსკვლავისა“ და საყვარელი აქსესურების შესახებ კრისტის ესაუბრა. როგორ ჩამოყალიბდა მისი გემოვნება და სტილი, ამ და სხვა თემაზე ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ბავშვობიდან ვიცი, რომ დიზაინერების საქმიანობაში არ უნდა ჩაერიო. შენ ხარ მოდელი და რასაც გაცმევენ, ის უნდა ჩაიცვა. ახლაც, ასე ვარ. ერთადერთი მხოლოდ მაშინ ვერევი, თუ მეუბნებიან, რომ თამამი და გამომწვევი უნდა ჩავიცვა. არ ვიცი რატომ არ მიყვარს ასე ჩაცმა.“

„ყოველდღიურად ძალიან რთულია გამოპრანჭულად სიარული. ორი მეტრი როცა ხარ სიმაღლეში და კიდევ რომ ქალურად და სექსუალურად იცვამ ყოველდღე, მემგონი ეს არაფერში არ ჯდება ჩვენს რეალურ ცხოვრებაში.“


კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ნანკა კალატოზიშვილი

BUON VIAGGIO-ში კრისტის სტუმარი ნანკა კალატოზიშვილია. საუბარი შედგა ნანკას სტილსა და გემოვნებაზე. როგორია პატარა დანის(შვილის) სტილი,ჩანთები ნანკას ცხოვრებაში და სამომავლოგეგმები. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდნენთ:

„ცალ-ცალი ფეხსაცმლით აღარ დავდივარ. ისე ნამდვილად არ შეცვლილა ჩემი სტილი.
მოდას ვერ მივყვები. კომფორტზე ვარ ორიენტირებული.“


„არ მიყვარს ბავშვებს პიჯაკებს რომ აცმევენ, თავისი ჰალსტუხებით. უფროსებზე არ მიყვარს და ბავშვს რატომ უნდა ჩავაცვა. მინდა სრული კომფორტი ჰქონდეს დანის (შვილს)“

„ყოველთვის უფრო მასიური რაღაცები მიყვარდა.
ტყავის სამაჯურები, ბიჭური რაღაცები უფრო მომწონს.“



ცოტა ხნის წინ მარიამ დევდარიანი პერსონალური გამოფენა გაიმართა.

ახალგაზრდა მხატვარი სხვადასხვა ტექნიკით ასრულებს ნამუშევრებს, რადგან როგორც ამბობს, ამგვარად ის არ არის შეზღუდული და თავს კომფორტულად გრძნობს. გამოფენამ, რომელიც მარიამისთვის პირველი პერსონალური იყო წარმატებით ჩაიარა, ის აქტიურ შემოქმედებით პროცესშია, ამიტომ მისგან მრავალ სიახლეს უნდა ველოდოთ.
მარიამის facebook გვერდი

Tags:

ენჯელ.ჯი-მ 5 look-ის მომდევნო სტუმრად ჩვენი ამჟამინდელი მის საქართველო ანა ზუბაშვილი მოვიწვიეთ. ანა კონკურსზე გასვლამდე წარმატებული მოდელი გახლდათ, ამბობს, რომ "მის საქართველო"-ს ტიტულის შემდეგ მისთვის კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდა სამოდელო კარიერა, მისი ოცნებაა მიიღოს მონაწილეობა მსოფლიო მოდის კვირეულებში. ანა ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტია და ეს სფერო დიდ ძალისხმევას და შრომას მოითხოვს, რასაც არც ამ სფეროში დაიშურებს.

მის საქართველო 2013
ანა ზუბაშვილი
ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks;
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია


❝ძალიან დატვირთული და მრავალფეროვანი იყო ჩემი ცხოვრება, თუმცა ამ წარმატებამ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. ყველანაირად შევიცვალე: გარეგნულად, შინაგანად, მომემატა პასუხისმგებლობა, რადგამ მე წარვადგენ საქართველოს მის მსოფლიოზე. გარდა ამისა გავხდი უფრო თავდაჯერებული. ახლა ისეთი ცხოვრებით ვცხოვრობ, რომელზეც ვოცნებობდი. ❞


კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ზალიკო ბერგერი

BUON VIAGGIO-ში კრისტიმ ზალიკო ბერგერს უმასპინძლა. დიზაინერის გზა მოდის სფეროში, მისთვის გამორჩეული ქართველი დიზაინერი და გემოვნებიანი ადამიანები.როგორი იყო დიზაინერის პირველი ჩვენება და პირველი აქსესუარი, რომელზეც მან მერლინ მონრო გამოსახა. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„მემგონი ქართული მოდის ბიზნესი ახლა ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია.პირველი მოდის კვირეული ბომბივოთ იყო,ერთ-ერთში მეც მივიღე მონაწილეობა.ჩემი აზრით,ქართული შოუ ბიზნესი დაძირა არტ-იმედის არსებობამ.“

„როცა მასალა ნაყიდი მაქვს და არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, მერე უცბად მოდის ინსპირაციის წყაროც.“

„ნებისმიერ ადამიანს სჭირდება ჩანთა.როცა არ გჭირდება შეიძლება სადმე დაგრჩეს.საზღვარგარეთ ყველა შემთხვევაში ვატარებ.მაქვს „Buon Viaggo-ს“ ჩემოდანი.ძალიან კარგი ფორმისა და ფერის არის.ძალიან ლამაზია.“




წარმოგიდგენთ ენჯელ.ჯი-ს ახალ პროექტს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სპორტის ამა თუ იმ სახეობების შესახებ და ინტერვიუს ამ სფეროში მოღვაწე წარმატებული და პერსპექტიული ახალგაზრდებისგან. პროექტის მიზანია მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია და დაგაფიქროთ - იქნებ თავადაც დავკავდეთ ამ სპორტით? [და თუ საკმარის ინფორმაციას არ ფლობთ, მას ჩვენ მოგაწვდით.

პირველ თემად ფარიკაობა ავირჩიეთ, ერთერთი უძველესი, ელიტარული, საბრძოლო ხელოვნება, დღეს სპორტის ოლიმპიური სახეობაა. ფარიკაობის ისტორიას არც ქართველი სპორტსმენები აკლია. საქართველოში მოქმედებს ფარიკაობის ფედერაცია, სადაც ამჟამად მრავალი ახალგაზრდა ვარჯიშობს. ინტერვიუსთვის ჩავწერეთ საქართველოს ჩემპიონები რაპირით ფარიკაობაში ლუკა ღაღანიძე (17 წლის) და თეო გოგლიძე (17 წლის) მის მწვრთვნელ თეონა ნიშნიანიძესთან ერთად.

▶ რა მონაცემები უნდა გვქონდეს, რომ დავკავდეთ ამ სპორტის სახეობით?
▶ რა ასაკიდან იწყებენ მომზადებას ფარიკაობაში
▶ სად მდებარეობს თბილისში ფარიკაობის ფედერაცია?
▶ რა ინტენსივობით მიმდინარეობს ვარჯიშები
▶ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული


Tags:

დამსწრე სტუმრები ანუკი არეშიძის ANOUKI -ს თბილისში პირველი
პერსონალური კოლექციის ჩვენებაზე f/w 14/15, რომელიც გაიმართა 5 აპრილს.

GUEST STYLE by Elene Gogelia, for angel.ge

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ლიკა ლაბაძე

BUON VIAGGIO-ში კრისტიმ ლიკა ლაბაძეს უმასპინძლა. პროფესიონალი ბალერინისა და ტელე წამყვანის ყოველდღიური სტილი,ბალეტის შიდა სამზარეულოს დეტალები და გზა ბალეტიდან დღემდე, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ბალეტი ყველაფერს გასწავლის,ფსიქოლოგიური სკოლაა.ჯარს ვეძახი.“

„ჩემთვის უფრო ახლოა თანამედროვე ბალეტი. ბალანჩინის და ასევე, ირჟი კილიანის ბალეტებში, რომელიც ნინო ანანიაშვილმა ჩამოიტანა და აქ დადგმულ თანამედროვე ბალეტებშიც ვიცეკვე.“

„ჩემთვის ძალიან ჰგავს ერთმანეთს სპექტაკლისთვის და პირდაპირი ეთერისთვის მზადება.
ორივე ცოცხალია. პირდაპირ მაყურებლის წინაშე ხარ.“


« 1 ... 6 7 8 9 10 11 12 13 14 ... 25 »
Back to Top