;

1 April 2013      Tatia_M.     Views 14588    
Category: Georgians » for ANGEL.ge

ქართველი მოდელი -  ლილე სახელაშვილი

20 წლის მოდელი ლილე სახელაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში გასული წლის ზაფხულში მოექცა,როდესაც მონაწილეობა მის საქართველოს კონკურსში მიიღო და ,,მის მომხიბვლელობის'' ტიტულიც მიიღო. კონკურსის შემდეგ კი მან სამოდელო სააგენტო იმიჯ ცენტრთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.


ამჟამად ის ჟურნალისტიკაზე სწავლობს, სურს რომ ცნობილი და წარმატებული ჟურნალისტი გახდეს. როგორც თავად ამბობს, სულ მოდელობას არ აპირებს,ამიტომაც მისთვის განათლება ძალიან მნიშვნელოვანია.
ქართველი მოდელი -  ლილე სახელაშვილი

სულ რამდენიმე ხნის წინ ის კიდევ ერთ პოპულარულ შოუში ,,ტოპ-გოგო''_ში გამოჩნდა,
თუმცა ახლა პროექტს მიღმა დარჩა. გთავაზობთ მცირე ინტერვიუს ლილე სახელაშვილთან

როგორ დაიწყო შენი სამოდელო კარიერა?
მოვდიოდი ქუჩაში,როცა ერთ_ერთი ცნობილი დიზაინერი შემხვდა და მასთან თანამშრომლობა შემომთავაზა. ამის შემდეგ ამ სფეროში ძალიან ბევრმა ხალხმა გამიცნო და მაქვს შემოთავაზებები. ხშირად გამოვდივარ ჩვენებებზე,მაგრამ უფრო მეტად ფოტოსესიბი მიზიდავს, და ვფიქრობ,რომ კარგად გამომდის
ქართველი მოდელი -  ლილე სახელაშვილი

სწავლასა და მოდელობას როგორ უთავსებ?
ვფიქრობ,რომ სულ მოდელი ვერ ვიქნები და არც ვაპირებ. ძალიან მინდა და ვაპირებ სწავლა უცხოეთში გავაგრძელო,ჩემი აზრით ქალისთვის მხოლოდ იდეალური სხეული კი არაა ჭკუაც საჭიროა. როდესაც ვხედავ ლამაზ მაგრამ გაუნათლებელ ქალს, ის ჩემს თვალში სილამაზეს სრულად კარგავს

ქართველი მოდელი -  ლილე სახელაშვილი

როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას ?
უპირატესობას უფრო კლასიკურ სტილს ვანიჭებ. ჩემს გარდერობში ძალიან ბევრი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია. ვიცვამ იმას,რაც მიხდება. მიყვარს შავი,თეთრი და ნაცრისფერი ფერები


ქართველი მოდელი -  ლილე სახელაშვილი

მინდა ,,ტოპ_ გოგოზე''_ც გკითხო, შენი აზრი რა გახდა შენი პროექტს მიღმა დარჩენის მიზეზი?
ძალიან მინდოდა პროექტში ვყოფილიყავი ისეთი როგორიც ვარ, ვცდილობდი ნაკლებად მელაპარაკა ცუდი გოგონებზე და ჩემი ადამიანობა არ დამეკარგა, ამ მხრივ ნაკლებად საინტერესო ვიყავი პროექტისათვის და ამანაც იმოქმედა იმაზე,რომ დღეს პროექტში არ ვარ.

ქართველი მოდელი -  ლილე სახელაშვილი

ქართველი მოდელი -  ლილე სახელაშვილი
ქართველი მოდელი -  ლილე სახელაშვილი


Category: Georgians » for ANGEL.ge
Tags: Miss Georgia, Miss, მის საქართველო, Georgia, Georgian

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top