23 May 2012      FAME     Views 8 807    
Category: Georgians

საქართველო: ანრი ჯოხაძე ევროვიზია 2012-ზე


მთელი ქვეყანა მოიცვა იმ ამბავმა, რომ ევროვიზიის, ყოველწლიურ კონკურსზე საქართველოს
ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი და მემგონი ერთადერთი აქტიური სახე ანრი ჯოხაძე წარადგენს.

ევროვიზია საკმაოდ პრესტიჟული კონკურსია. იგი ნახევარ საუკუნეზე მეტია ტარდება და ამ ხნის განმავლობაში არ დაუკარგავს არ რეიტინგი და არც აქტუალობა. ყოველწლიურად იგი მილიარდობით ადამიანს აჯაჭვებს ტელეეკრანთან და სამართლიანად იწოდება, ოლიმპიადის შემდეგ, პლანეტის მეორე ყველაზე ყურებად მოვლენად. კონკურსის ასეთი პოპულარობის მიზეზი მარტო ევროპელი ხალხების მუსიკისადმი სიყვარული არაა, ევროვიზია მიეკუთნება იმ კონკურსების რიცხვს, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნები ყველაზე უკეთ ახერხებენ თვითრეკლამიერებას. ამას გარდა ამ კონკურსზე გამარჯვება უდიდესი პატივი და ძალიან პრესტიჟულია, სწორედ გამარჯვების სურვილით გულანთებული დიდი ევროპული ოჯახის წევრი ქვეყნები აგზავნიან თავიანთ წარმომადგენელს კონკურსზე. საქართვეოს რჩეული კი წელს ანრი ჯოხაძეა.
შიდა შესარჩევ ტურში იგი ნამდვილად გამოირჩეოდა ყველა სხვა კონკურენტისგან. მისი ძლიერი ხმა და სცენიურობა აღარავისთვისაა სიახლე. იმედი ვიქონიოთ რომ იგი ამ ყველაფერს ბაქოშიც გამოიყენებს და რაც მთავარია საუკეთესო გზით წარმოაჩენს. აზერბაიჯანის დედაქალაქი არის ადგილი, რომელიც ევროპის უდიდეს მუსიკალურ მოვლენას უმასპინძლებს.
საქართველო: ანრი ჯოხაძე ევროვიზია 2012-ზე

სიმღერის სახელწოდება, რომელიც ანრიმ უნდა წარადგინოს ,,cristal hall''_ში არის I'm jocker, რაც ითარგმნება, როგორც მე ვარ ჯოკერი. სიმღერა ენერგიულია და შეიცავს ეროვნულ ელემენტეს, როგორც წესი ასეთმა პროდუქტმა უნდა გაამართლოს. უამრავი დადებითი შეფასების გარდა ასევე ბლომადაა უარყოფითი აზრებიც, როგორც სიმღერასთან ასევე თუნდაც ანრის ახალ იმიჯთან დაკავშირებითაც. ქერა ანრი მაყურებლისთვის უცხო აღმოჩნდა. სიმღერის ვიდეო კლიპი თავად ანრის სცენარით იქნა გადაღებული და უნდა აღინიშნოს რომ საკმაოდ კარგი საყურებელი გამოდგა.





კიპის მიმართაც უამრავი პრეტენზია და უარყოფითი აზრები გამოითქვა. ბევრი უცხოელი კი საქართველოს წლევანდელ საევროვიზიო სიმღერას ,,დიდ ჩავარდნას '' უწოდებს. სიმღერა დაიწუნა ბევრმა ქართველმა ვარსკვლავმა, რომელთა მისამართითაც ანრიმ, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: ყველამ თავის წარმატებულ კარიერას მიხედოს!

ევროვიზია წარმოუდგენელია შოუს გარეშე. ანრის კი სანახაობრივი შოუს გაკეთებაში ქართველი სცენის მშვენებები _ ნინო ძოწენიძე, ვერიკო ტურაშვილი, ნინი შერმადინი და მაგდა ჯოხაძე(ანრის და) დაეხმარებიან, რომლებიც ბექ-ვოკლაში იდგებიან. ყველაფერს ქორეოგრაფიულად გააფორმებს ცეკვავენ ვარსკვლავების ყევლაზე დასამახსოვრებლი სახე _ სალომე ჭაჭუა. ამ ყველაფერს კი ერთ მთლიანობად შეკრავს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი რეჟისორი ლაშა ონიანი. ანრი სცენაზე რამდენჯერმე დამოიცვლის. იგი გვპირდება, რომ გაამართლებს წლევანდელი ევროვიზიის ლოზუნგს ,,light your fire'' _ და კრისტალ ჰოლში ნამდვილ ცეცხლს დაანთებს.

საქართველოს მეორე ნახევარ ფინალში მოუწევს გამოსვლა, რომელიც 22 მაისს გაიმართება. მასთან ერთად კი გამოვლენ სხვა ქვეყნებიც კერძოდ _ სერბეთი, ჰოლანდია, პორტუგალია, მაკედონია, ბელარუსი, მალტა, უკრაინა, ბულგარეთი, შვედეთი, სლოვენია, ესტონეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, ნორვეგია, ლიტვა და ბოსნია-ჰერცოგოვინა.
საქართველო: ანრი ჯოხაძე ევროვიზია 2012-ზე



საქართველოს კონკურსზე მონაწილეობის არც ისე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა გაგზავნილი კონკურსანტებით ნამდვილად შეუძლია იამაყოს. მოდით ერთად გადავხედოთ საქართველოს, როგორც ევროვიზიის მონაწილე ქვეყნის ისტორიას.

2007 წელი სოფო ხალვაში. 12 ადგილი.



2008 წელი დიანა ღურცკაია, სიმრერით მშვიდობაზე.
9 ადგილი.
(სადაც ანრი ჯოხაძე სცენაზე იდგა ბექ-ვოკალისტის სახით)




2009 წელი სტეფანე და 3G. სკანდალური და საბოლოოდ მაინც დაბლოკილი სიმღერით,
რომელშიც პოლიტიკური ხასიათის მესიჯები ამოიკითხეს.




2010 წელი სოფო ნიჟარაძე. 7 ადგილი. დოლჩე და გაბანას ეროვნულ ფერში
დაგაწყვეტილ კაბაში სოფო სცენაზე ნამდვილად ანათებდა.





2011 წელი. ისევ 7 ადგილი და ელ-დრაინის შესანიშნავი გამოსვლა
სოფო ტოროშელიძის ძლიერი ვოკალის თანხლებით.




Category: Georgians
Tags:

Share it
Comments
« 1 2 3 4 »
Back to Top