20 February 2012      nika chitishvili     Views 5 262    
Category: Georgians

ევროვიზია 2012-ის შიდა შესარჩევი ტური დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონში 18:30-ზე დაიწყო და პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, თუმცა კონცერტზე დასწრებას სულ სხვა ადრენალინი ჰქონდა... სიტუაცია მაღალი კონკურენციის გამო საკმაოდ დაძაბული იყო, თუმცა ამ დაძაბულობას შიგადაშიგ მუხტავდნენ ისეთი შემსრულებლები, როგორებიც იყვნენ: MIRROR ILLUSION, ლევან ჯიბლაძე და ბორის ბედია...

კონკურსანტთა სრული სია ასე გამოყურება:

Mirror Illusion - სიმღერით Whisper
November - სიმღერით Letter To A Friend
Industrial City - სიმღერით Broken
Leo Jee - სიმღერით It's My Life
Edward Tatiani - სიმღერით Hey You
Boris Bedia - სიმღერით It's Life
Vanilla Cage - სიმღერით Breaking The Cage
REMA - სიმღერით Feel Me
Anri Jokhadze - სიმღერით I'm A Joker

საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2012-ზე გამოვლინდა
აუდიტორიის წინაშე პირველი ჯგუფი: MIRROR ILLUSION-ი წარსდგა, ვერ ვიტყვი ევროვიზიის წლევანდელი სლოგანი, "დაანთე ცეცხლი" გაამართლესო, მაგრამ ვფიქრობ თავიანთი მთავარი მიზანი, საზოგადოებას გაეგო ამ ჯგუფის არსებობის შესახებ, საკმაოდ კარგად შეასრულეს.
საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2012-ზე გამოვლინდა
შემდეგი ნომერი NOVEMBER-ს ეკუთვნოდა, რომელსაც INDUSTRIAL CITY მოჰყვა,
საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2012-ზე გამოვლინდა
აი აქ კი ცეცხლი ნამდვილად დაანთეს სცენაზე, შეიძლება ითქვას, ვოკალისტის მონაცემებმა დარბაზი დაანგრია და მქუხარე ტაშიც დაიმსახურეს.
საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2012-ზე გამოვლინდა
სცენა შემდეგ ლევან ჯიბლაძეს დაეთმო, რომელსაც ბექვოკალში "eldrine"-ს ყოფილი სოლისტი ჰყავდა,
საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2012-ზე გამოვლინდა
რომელმაც საწუხაროდ ლევანს წარმატება მაინც ვერ მოუტანა.
საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2012-ზე გამოვლინდა
ედვარდ ტატიანის გამოსვლა საკმაოდ ქარიზმატული იყო და მთელი დარბაზი თუ ვერა ნახევარი მაინც ააცეკვა...ედვარდის შემდეგ ბორის ბედიამ შეასრულა საკუთარი ნომერი, არ ვიცი ბორისის გულშემატკივრები სად იმყოფებოდნენ, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ დარბაზში არა, რადგან ბორისის გამოცხადებას ყველაზე ნაკლები ემოცია მოჰყვა, თუმცა ამ უკანასკნელს იმაში გაუმართლა, რომ სხვა შემსრულებლების გულშემატკივრებმა გაამხნევეს..
საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2012-ზე გამოვლინდა
სცენაზე ცეცხლი მეორედ, გოგონების როკ ჯგუფმა:"VANILLA CAGE"-მა დაანთო, შესანიშნავი გამოსვლით.
ვანილების შემდეგ ჯგუფი: "REMA" წარსდგა,
საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2012-ზე გამოვლინდა
რის შემდეგაც სცენა ანრი ჯოხაძეს დაეთმო.
საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2012-ზე გამოვლინდა
კონკურსანტებს შორის ევროვიზიის გამოცდილება ყველაზე მეტად, სწორედ ანრის ჰქონდა, რომელიც დიანა ღურწკაიას ბექვოკალში მღეროდა, აღვნიშნავ, რომ მაშინ საქართველო საპატიო მე-10 ადგილს დასჯერდა.

მაშ ასე, საქართველოს ევროვიზიის კონკურსზე ანრი ჯოხაძე წარადგენს!

ჯოხაძის განცხადებით მან სიმღერაში ნაციონალური ელემენტები შეიტანა, ანუ საჭიდაო მუსიკის ფონზე გვიმღეროდა ჯოკერი ვარო, საინტერესოა ამ მუსიკაზე როგორი შოუს დადგმა შეიძლება, სავარაუდოდ სცენაზე ნახერხი დაიყრება და ანრის სიმღერას 2 წელსზემოთ შიშველი, მოჭიდავე ჭაბუკი გააფორმებს... მას შემდეგ, რაც საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა თუ ვინ წარადგენს საქართველოს ევროვიზიის 57-ე კონკურსზე, დარბაზი (სავარაუდოდ პროტესტის ნიშნად) დაიცალა და გამარჯვებულს ზურგშექცეული აუდიტორიისთვის მოუწია სიმღერა.
(c) დავით ჩირგაძე



ვის გულშემატკივრობდით?


Category: Georgians
Tags:

Share it
Comments
« 1 2 3 4 »
Back to Top