;

13 February 2012      nika chitishvili     Views 7423    
Category: Georgians

წარადგენს თუ არა საქართველოს ევროვიზია 2012-ზე Vanilla Cage?

გოგონათა როკ-ჯგუფი ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსზე.

2009 წელს სამი მეგობრის მაკა ფულარია(გიტარა), ნათია სურმავა(ბასი), სოფია კენჭიაშვილი(დასარტყამი ინსტრუმენტები)
ინიციატივით შეიქმნა გოგოების როკ–ჯგუფი „Vanilla Cage“.

თითქმის ერთწლიანი მუშაობის შედეგად ჯგუფმა პირველ წარმატებას მიაღწია, როდესაც საპრომოუტერო კომპანია „Locomotive promotion“-ის მიერ მიწვეულ იქნა თბილისში კონცერტის ჩასატარებლად ჩამოსული ლეგენდარული ბენდის „Uriah Heep“ –ის საპატივცემულოდ გამართულ საღამოზე. გოგონები მაყურებლის წინაშე(მათ შორის იყვნენ თვით „Uriah Heep“–ის წევრებიც) შეცვლილი შემადგენლობით წარსდგნენ (დასარტყამ ინსტრუმენტებთან ადგილი ირინა ლაცოშვილმა დაიკავა, ვოკალი– ეკა აბულაძე) და დიდი მოწონება დაიმსახურეს, რის შემდეგაც “Vanilla Cage”–ის პროდიუსერი ოფიციალურად გახდა „Locomotive Promotion“-ი.
2010 წლის სექტემბერში ჯგუფში კვლავ მოხდა ცვლილებები და შემდეგი შემადგენლობით განაგრძო მუშაობა: ნათია სურმავა(ბასი), ირინა ლაცოშვილი(დასარტამი ინსტრუმენტები), მარი ინდაშვილი(გიტარა) და დინა მეგველია(ვოკალი). 2011 წელს ბენდმა ცოცხალი კონცერტი ჩაწერა სატელევიო გადაცემისთვის „Caucasus Live”.
მალე ჯგუფში მივიდა კიდევ ერთი წევრი ნენსი ცქიტიშვილი (გიტარა, კლავიში), ხოლო ვოკალისტის ადგილი კვლავ ვაკანტური გახდა, ხანმოკლე ძიებისა და კასტინგების შედეგად ბენდს მომღერალი თეო ჩიტიშვილი შეუერთდა.

წარადგენს თუ არა საქართველოს ევროვიზია 2012-ზე Vanilla Cage?

წლის ბოლოს „Vanilla Cage“–მა გადაწყვიტა ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობის მიღება.
ჩაიწერა სიმღერა „Breaking the cage“.
სიმღერის ავტორები: ლევან კაპანაძე, ჯგუფი “Pay of freedom”. ტექსტი: გიგი გოგოხია, გიორგი ნონიაშვილი.




ამჟამად ჯგუფი ემზადება ევროვიზიის კონკურსისთვის, პარალელურად აქტიურად
მუშაობს უახლოესი გეგმის შესასრულებლად – ალბომის ჩასაწერად.

„Vanilla Cage“: ”ჩვენ ვთვლით, რომ ქალის მიერ შესრულებულ როკ–მუსიკას თავისი ხიბლი გააჩნია. ესაა უდიდესი ენერგიის, შემართების და ამვდროულად ქალური სინაზის, შარმის შერწყმა , რაც ამ მიმდინარეობას განუმეორებელ ჟღერადობას ანიჭებს და საოცრად მიმზიდველს ხდის მსმენელისთვის.“

თეო ჩიტიშვილი - ვოკალი
წარადგენს თუ არა საქართველოს ევროვიზია 2012-ზე Vanilla Cage?
მარი ინდაშვილი - გიტარა, სოლო გიტარა
წარადგენს თუ არა საქართველოს ევროვიზია 2012-ზე Vanilla Cage?
ნათია სურმავა - ბასი
წარადგენს თუ არა საქართველოს ევროვიზია 2012-ზე Vanilla Cage?
ირინკა ლაცოშვილი - დრამი
წარადგენს თუ არა საქართველოს ევროვიზია 2012-ზე Vanilla Cage?
ნენსი ცქიტიშვილი - გიტარა, კლავიში
წარადგენს თუ არა საქართველოს ევროვიზია 2012-ზე Vanilla Cage?
წარადგენს თუ არა საქართველოს ევროვიზია 2012-ზე Vanilla Cage?
წარადგენს თუ არა საქართველოს ევროვიზია 2012-ზე Vanilla Cage?


Category: Georgians
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top