;

1 June 2016      ANGEL     Views 2688    
Category: Georgians



Elite Model Look Georgia 2016
ნაციონალური კასტინგი დაიწყო!


მსურველთა უფასო ონლაინ რეგისტრაცია მიმდინარეობს ღონისძიების ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე:
apps.facebook.com/elitecastingge/
ან სამოდელო სააგენტოს IC Model Managemen-ის ოფისში მისამართზე ნიკო ნიკოლაძის N6-ში.
ტელ. 298 51 48 / მობ. 579 775575 ან 598 993940

მსურველებს ვიწვევთ ნაციონალურ კასტინგზე
18 ივნისს 12:00 საათზე ისთ ფოინთში

- გოგონები
ასაკი: 14-დან დან 22 წლამდე
სიმაღლე: მინიმუმ 170 cm
ჩაცმულობა: მოკლე მკლავიანი მაისური, მოკლე ქვედაბოლო ან მოტკეცილი შარვალი. სადა ვარცხნილობით და მაკიაჟის გარეშე. თან უნდა იქონიონ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და საცურაო კოსტუმი.

- ვაჟები
ასაკი: 14-დან 22 წლამდე
სიმაღლე: მინიმუმ 180 cm
ჩაცმულობა: ჯინსის ან რაიმე სხვა სადა შარვალი და სადა მაისური

კასტინგის შედეგად შეირჩევიან კონკურსანტები, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას გამარჯვების მოსაპოვებლად. გამარჯვებულს ირჩევს თავად Elite Model Look-ის წარმომადგენელი პარიზიდან.




Elite Model Look-ის შესახებ:
Elite Model Look გახლავთ N1 პროფესიული საერთაშორისო სამოდელო კონკურსი მსოფლიოში

“Elite Model Look Georgia” უკვე მეცხრედ, წარმატებით ტარდება საქართველოში კომპანია ელიტის ოფიციალური წარმომადგენელის, სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის მიერ და მიზნად ისახავს გოგონებსა და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.

“Elite Model Look Georgia” გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა გახდეთ მსოფლიო მოვლენის მონაწილე და დაიკავოთ საპატიო ადგილი მსოფლიოში აღიარებულ ისეთ ტოპ მოდელთა შორის, როგორებიც არიან: ლინდა ევანგელისტა, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, ჟიზელ ბუნდჰენი, ნაომი კემპბელი, ალესანდრა ამბროსიო, ადრიანა ლიმა და სხვები.

“Elite Model Look”-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აძლევს საშუალებას დამწყებ მოდელებს უმოკლესი გზით მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ წარმატებული საერთაშორისო სამოდელო კარიერა. ყოვლწლიურად 70 ქვეყნის 800 ქალაქიდან კონკურსში 350 000 გოგონა იღებს მონაწილეობას. მსოფლიო ფინალზე გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი საერთაშორისო სააგენტო “Elite Model Management”-თან და 730 000 ევროს საპრიზო ფონდი.

წინა წლების Elite Model Look Georgia 2007-2015-ს გამარჯვებულები არიან:
თამარ შედანია, ანნა კოვაჩი, მარიტა ჯანაშია, სოფო შერგელაშვილი,
ნონიკო კახაძე, ლიკა მეტრეველი, ანასტასია იგონინა, მიშა ტკაჩენკო, ქეთი ლომაძე, გაბრიელ გუგულაშვილი, თათია ახალაია და ლუკა ჯაჯვანი, რომლებიც უკვე წარმატებით მოღვაწეობენ როგორც საქართველოში აგრეთვე საერთაშორისო ასპარეზზე.




Category: Georgians
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top