14 May 2016      Tatia_M.     Views 4 533    
Category: Georgians



ტოპ გოგო: ანი სულაბერიძე

ქართული მოდა რომ წინ მიიწევს და საკმაოდ პოპულარული ხდება ეს უდავოა. ამას ცხადყოფს სხვადასხვა მოდის კვირეულები, უცხოური გავლენიანი გამოცემები და მოთხოვნა ქართველ მოდელებზე. სამოდელო სფეროს ერთ-ერთი ახალი სახე, იმიჯ ცენტრის მოდელი ანი სულაბერიძეა. ის მხოლოდ 16 წლისაა და უკვე მოასწრო გამხდარიყო ჯილ სენდერის ექსკლუზივი. ის პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც ექკლუზიურად გაიარა ტოპ ბრენდის ჩვენებაზე. გამოკვეთილი ნაკვთებით, ცივი სახითა და გასაოცარი ქეთვოქით ანი ნამდვილად გამორჩეული მოდელია.

ტოპ გოგო: ანი  სულაბერიძე

ANGEL: ანი დიდი ხანი არ არის რაც მოდელი ხარ, თუმცა გამოჩენისთანავე გახდი მოთხოვნადი ჯილ სენდერის ექსლუზივი. რა შეგიძლია გვითხრა ამის შესახებ?

სამოდელოში სფეროში როცა ჩავერთე 15 წლის ვიყავი, არც ისე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც მოდელობა დავიწყე. მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. რაც შეეხება ჩემს ყველაზე დიდ წარმატებას, მილანის მოდის კვირეულზე ვიყავი ჯილ სენდერის ექსკლუზივი, ეს ფაქტი ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. სხვა ბევრი კასტინგის მსგავსად მივედი, გავიარე და წამოვედი. რამდემიმე დღის შემდეგ მწერს ჩემი სააგენტო და მეუბნება რომ უნდა ვიყო ჯილ სენდერის ექსკლუზივი. რამდენჯერმე წავიკითხე, არ მჯეროდა. მიუხედავად იმისა,რომ ძალიან არაკომფორტული ფეხსაცმელი მეცვა, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. გავიარე 38 ზომის ფეხსაცმლით, როცა ჩემი ზომა 40-ია.

ტოპ გოგო: ანი  სულაბერიძე


შენი აზრით როგორი უნდა იყოს მოდელი ?

მოდელი უნდა იყოს ჭკვიანი, უნდა აფასებდეს საკუთარ თავს და სახალხოდ არ უნდა გამოვიდეს სრულიად შიშველი. ასევე უნდა იყოს მონდომებული და უნდა უყვარდეს თავისი საქმე, თორემ მის შემცვლელს ყოველთვის იპოვნიან. მიყვარს ერთი ფრაზა თუ მოდელი ხარ, უნდა იყო წარმატებული

ტოპ გოგო: ანი  სულაბერიძე
ტოპ გოგო: ანი  სულაბერიძე

რაზე ოცნებობ ყველაზე მეტად და რას აპირებ სამომავლოდ?

ახლო მომავალში გერმანიაში გავემგზავრები, ხოლო შემდეგ ისევ მილანში.
ოცნება ბევრი მაქვს, მაგრამ ყველაზე მეტად მინდა კიდევ ერთი ცნობილი ბრენდის ექსკლუზივი გავხდე.
პრადას ჩვენებაზე მინდოდა გამოსვლა ძალიან და ამიყვანეს კიდეს ზუსტად იმ დროს,როცა ჯილ სენდერის ექსკლუზივი გავხდი. ასეთ დროს მოდელი 1 კვირის განმავლობაში იბლოკება და არ აქვს სხვა ჩვენებაზე გასვლის უფლება.




Instagram photo by @ana.sulaberidze





ავტორი: თათია მსხვილიძე


Category: Georgians
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top