21 March 2016      TataNakani     Views 12 565    
Category: Georgians / for ANGEL.ge



დღიურის მომდევნო სტუმარი Breadbar-ში თათია სამხარაძეა!
სატელევიზიო პერსონაჟებიდან მას საზოგადოება უფრო ახლოს იცნობს, თუმცა "დღიურის" ერთგული მკითხველი თათიას შესახებ განსხვავებულ და საინტერესო ინფორმაციას შეიტყობს. ჩვენი რესპონდენტი პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, თუმცა ტელევიზიაში არაერთ ეპატაჟურ როლს განასახიერებს. მისი ნამდვილი სახელი და გვარი - ტასო ბარნოვაც კი ჰგონიათ. პერსონაჟების მიღმა "დღიურის" სტუმარი თავის ინტერესებზე, მოტივაციასა და შთაგონების წყაროზე გვესაუბრება. იხილეთ "დღიური" თათია სამხარაძისგან!






ჟურნალისტი- ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი- ელენე გოგელია
საკონდიტრო Bread Bar
Our Bakery Makes People Happy 🎂
თბილისი, ყიფშიძის ქ.2 / Tel: 577430000

- ჩემი სატელევიზიო პერსონაჟების მიზანია...
- სოციალური სატირა "ტასო ბარნოვას" შემთხვევაში და სხვა უბრალოდ იმისთვის რომ გაგაღიმოთ.
- სატელევიზიო პერსონაჟები მეხმარება...
- ბევრი ენერგიისა და ემოციის დახარჯვაში.


- ჩემი ყოველდღიური ცხოვრება რომ დავახასიათო...
- საგიჟეთია!
- პროფესიონალიზმის დეფინიციაა...
- ადამიანი, რომელიც საკუთარ სფეროში მუდმივად ცდილობს გაიღრმავოს ცოდნა და ბევრს შრომობს, როგორც ემოციურად, ასევე გონებით ამისთვის!
- მიკროფონით ხელში თავს ვგრძნობ...
- უფრო მეტად თამამად ვიდრე ცხოვრებაში ვარ.


- ტელევიზიის სისუსტე და სიძლიერეა...
- ზედაპირული მიდგომა საკითხებისადმი, რომელიც საერთო სურათს ხშირად სუბიექტური პრიზმიდან გვაჩვენებს. სიძლიერე მასობრივი ინფორმაციის გავრცელება.
- ქალბატონების სიძლიერე და სისუსტეა...
- ის, რაც ქალბატონების სისუსტეა, სინამდვილეში შეიძლება ნებისმიერ მომენტში სიძლიერედ იქცეს.


- ქალბატონებს ვურჩევდი...
- იყვნენ ისეთები, როგორებიც თავად უნდათ რომ იყვნენ და არა ისეთები, როგორებადაც მათ საზოგადოება ან ადამიანები ავალდებულებენ რომ იყვნენ.
- სუპერ ძალა რომ მქონდეს ასარჩევად...
- ოქროს თევზი ვიქნებოდი, სურვილების ასრულება მინდა შემეძლოს.


- ყველაზე უცნაური კითხვა, რომელიც დაუსვამთ არის...
- ბავშვობაში მკითხეს: "დედა უფრო გიყვარს, მამა თუ ყურძენიო?"- დღემდე ვერ ვხვდები ყურძენი როგორ გაჩნდა ამ კითხვაში, მშობლების გვერდით.
- დღეს, Breadbar-ში თავს ვგრძნობ...
- მშვიდად და ნამდვილ კინო გმირად, ისეთი გარემოა.


ჟურნალისტი- ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი- ელენე გოგელია
მასპინძელი - საკონდიტრო Bread Bar
Our Bakery Makes People Happy 🎂
თბილისი, ყიფშიძის ქ.2 / Tel: 577430000
instagram: @BreadBaGeorgia
facebook: www.facebook.com/Breadbar2


Category: Georgians / for ANGEL.ge
Tags:

Share it
Comments
Back to Top