6 February 2016      Tatia_M.     Views 7 583    
Category: Georgians

ინტერვიუ თაკო  ნაცვლიშვილთან

ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი სამოდელო სფეროს დაპყრობას განაგრძობს. მაღალი მოდის კვირეულზე გამოსვლის შემდეგ მალევე სხვადასხვა მოდურ საიტებზე გამოქვეყნდა არმანი კოლეციონის სარეკლამო კამპანიის ფოტოები, კოლექციის სახე კი 17 წლის თაკოა. ფოტოესესია,რომელსაც ასეთი დიდი გამოხმაურება მოჰყვა 2015 წლის მაისში, არმანის სტუდიაში მიმდინარეობდა. როგორც თავად ამბობს ძალიან კარგი შეგრძნებაა,როცა ასეთი ბრენდების მაღაზიებში საკუთარ თავს აღმოაჩენ.

ინტერვიუ თაკო ნაცვლიშვილთან
www.angel.ge

სულ ცოტა ხნის წინ არმანის კოლეციონის სახე გახდი, როგორია იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდის სახე? რა დამოკიდებულება გაქვს არმანთან?

ძალიან მაგარი შეგრძნებაა, განსაკუთრებით მაშინ,როცა იცი რომ შენი ფოტოები ამშვენებს მის მაღაზიებს.გადაღებები საკმაოდ დიდი ხნის წინ ,2015 წლის მაისში მიმდინარეობდა თავისსავე სტუდიაში. არმანს სხვებისგან გამოვარჩევ,რადგან ბევრჯერ მქონდა მასთან შეხება და მართლაც საოცარი ადამიანია. ყველაზე მეტად მასში ის მხიბლავს,რომ ყველაფერში აქტიურადაა ჩართული,თავად აკეთებს თითქმის ყველაფერს და დღემდე თვითონ ქმნის ესკიზებს თავისი ასაკის მიუხედავად, რაც სხვა დიზაინერების შემთხვევაში ასე არ არის.


ინტერვიუ თაკო  ნაცვლიშვილთან

ინტერვიუ თაკო  ნაცვლიშვილთან



ცოტა ხნის წინ დასრულდა პარიზის მაღალი მოდის კვირეული, როგორ შეაფასებდი კვირეულს და საკუთარ გამოსვლებს ?

ძალიან დადებითად, ზუჰაირ მურადის და რალფ & რუსოს ჩვენებებზე გამოვედი. რალფ & რუსოს ჩვენებას რიტა ორა და უმა თურმანიც ესწრებოდა, კულისებშიც შემოვიდნენ და თვალისმომჭრელად გამოიყურებოდნენ. სელფის გადაღება მინდოდა მაგრამ იმდენი ხალხი იყო მათ გარშემო,რომ სამწუხაროდ ვერ მოვახერხე.


ინტერვიუ თაკო  ნაცვლიშვილთან

ინტერვიუ თაკო  ნაცვლიშვილთან

ინტერვიუ თაკო  ნაცვლიშვილთან

ინტერვიუ თაკო  ნაცვლიშვილთან

უმეტესად ევროპაში გიწევს ცხოვრება, ხშირად დადიხარ ქალაქიდან ქალაქში,ეს ყველაფერი რთულია თუ უკვე მიეჩვიე დამოუკიდებლობას?

რთული ნამდვილად არ არის, პირიქით თავს უფრო თავისუფლად ვგრძნობ. სულ რაღაც ხდება და სულ დაკავებული ვარ. რა თქმა უნდა არის ხოლმე მომენტები,როცა სახლი,ოჯახი და მეგობრები მენატრება. რამდენიმე დღის უკან მადრიდში ვიყავი ონლაინ მაღაზიის გადაღებებზე, ასევე ზარას და მასიმო დუტის კასტინგებზეც.


რა გეგმები გაქვს უახლოესი მომავლისათვის? როგორც ვიცით წელს სკოლასაც ამთავრებ

მაქვს გეგმები, მაგრამ ჯერ არ ვამბობ , როცა ზუსტად მეცოდინება შემდეგ გაგაცნობთ. რაც შეეხება სკოლას, კი წელს ვამთავრებ.ზუსტად ორი თვე მაქვს მოსამზადებლად,მაგრამ არ ვნერვიულობ,რადგან წინა საატესტატოებზეც ორ თვეში ყველაფრის სწავლა მოვასწარი და კარგადაც ჩავაბარე.


ინტერვიუ თაკო  ნაცვლიშვილთან

ინტერვიუ თაკო  ნაცვლიშვილთან


თაკო პოპულარული ხდები არა მხოლოდ საქართველოში ,არამედ მის ფარგლებს გარეთაც. როგორია ეს ყველაფერი შენთვის და შენი ოჯახისთვის ?

თავიდან ვერაფერს ვიაზრებდი, მაგრამ რაც უფრო გადის დრო უფრო ვაფასებ იმას რაც მოხდა და ძალიან ბედნიერი ვარ. არაფერს არ ვნანობ ჩემს ცხოვრებაში. დედას ძალიან უხარია, თავიდან არ მოელოდა ამ ყველაფერს და არ ეგონა თუ ასე გავუმართლებდი იმედებს. ოჯახში როცა შევდივარ ყველანი სიამაყით მიყურებენ და ეს მაბედნიერებს ყველაზე მეტად


ინსტაგრამზე შენი გამომწერების რიცხვი დღითიდღე იზრდება, ერთერთი მათგანი კი საკმაოდ პოპულარული მოდელი luckybsmith_ია, როგორც ჩანს ერთმანეთი გაიცანით

კი პირადად გავიცანი სააგენტოში. ორივეს next model management_თან გვაქვს კონტრაქტი

ინტერვიუ თაკო  ნაცვლიშვილთან

ინტერვიუ თაკო  ნაცვლიშვილთან

Category: Georgians
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top