;
29 დეკემბერი 2015      TataNakani     0 კომენტარი     ნანახია 8318-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები, for ANGEL.ge


ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა! Angel.ge-ს მკითხველებს საახალწლო არდადაგების საინტერესოდ გატარებაში ჩვენ დაგეხმარებით. წარმოგიდგენთ საახალწლო თემატიკით გაჯერებულ ინტერვიუს მანიკა ასათიანთან. ტელეწამყვანი და მოდელი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა ჩინეთიდან, სადაც "მის მსოფლიო 2015-ის" კონკურსს დაესწრო. კონკურსის, მანიკას განვლილი 2015 წლის საქმიანობისა და გეგმების შესახებ ინტერვიუს Angel.ge-ს გუნდი წარმოგიდგენთ.



SANIMA-VELVET-ის ხალათი მანიკამ ჩვეულებისამებრ კომფორტულად მოირგო, ტელეწამყვანისა და მოდელისთვის კამერის წინ პოზირება თავისუფალი ქმედებაა, რაშიც დისკომფორტი არასდროს ექმნება. საახალწლო თემატიკით გაჯერებული ინტერვიუ და ფოტოები საახალწლო განწყობას უფრო გაგიძლიერებთ!


მანიკა ასათიანი for Angel.ge & Sanima
ჟურნალისტი- ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი- ელენე გოგელია
SANIMA
instagram: @Sanima_group
facebook: www.facebook.com/SanimaRobes
[email protected]
CALL/VIBER/WHATSAPP: (+995) 555 10 45 78


* არის თუ არა ახალი წელი შენი საყვარელი დღესასწაული და
ტრადიციულად როგორ ემზადები ხოლმე ახალი წლისთვის?

ორი ჩემი საყვარელი დღესასწაული შემიძლია გამოვყო, ეს არის აღდგომა და ახალი წელი. აღდგომა უკვე იყო, შესაბამისად, ახლა ახალი წლისთვის ვემზადები. წელს განსაკუთრებით. პირველად ვხვდები უჩვეულოდ ახალ წელს, ტრადიცია გვქონდა, რომ ყოველ ახალ წელს აუცილებლად ოჯახთან ერთად უნდა ვყოფილიყავი, თუმცა წელს გარეთ ღია ცის ქვეშ მომიწევს ყოფნა. საახალწლო კონცერტი მიმყავს, რომელიც პირდაპირი ეთერით გავა და შესაბამისად, ყველა ოჯახის სტუმარი ვიქნები, ეს განსაკუთრებით მახარებს. მარტო კი არა, მემგონი ყველაზე მეტ ადამიანთან ერთად ვხვდები ამ დღესასწაულს. ჩემთვის განსაკუთრებული იქნება წლევანდელი ახალი წელი. ჩემი წელი მოდის- მაიმუნის წელში ვარ დაბადებული, განსაკუთრებულად შეხვედრა მემგონი კარგი იქნება.

* როგორ შეაჯამებ შენს 2015 წელს?
2015 ნორმალური, კარგი, მოწესრიგებული და სტაბილური იყო, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიულ საქმიანობაში. 2016 წლისგან კიდევ უფრო მეტს ველი, რადგან ჩემი წელია და მოლოდინიც მეტია. მიუხედევად იმისა, რომ ჰოროსკოპის მიხედვით სასწორისთვის მეტ-ნაკლებად რთული წელია, მგონია, რომ მაიმუნის წელიწადის ძალა აჯობებს და საბოლოო ჯამში უფრო კარგი წელი მექნება.

* დილის გადაცემის წამყვანი უკვე რამდენიმე წელია ხარ, არ გაგიჭირდა ამ გრაფიკზე გადასვლა?
დილა ჩემთვის ძალიან ახლოს არის. 15 წლის ასაკში პირველად, ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის“ დილის გადაცემაში ამინდის პროგნოზი მიმყავდა, გიორგის დაბადების შემდეგ „მაესტროში“ განვაგრძე ისევ დილის გადაცემაში მუშაობა, შემდეგ შუადღეზე გადავედი და ახლა, ისევ დილაზე დავბრუნდი ტელეკომპანია „იმედში.“ ჩემს ხასიათთან ძალიან ახლოს არის, ეთერში თავისუფლად ვგრძნობ თავს, ერთი წამით არ მცვლის. ჩემი აზრით, ეს დიდი პლუსია, რომ არ ვიბოჭები და ვარ ის მანიკა, როგორიც ვარ რეალურად ცხოვრებაში. მომწონს, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. მნიშვნელოვანია უგებდე შენს თანაწამყვანს. მე და მიკი ( მირიან ჯეჯელავა) ხასიათებითაც ვგავართ,
ადვილად შევეწყვეთ ერთმანეთს და ვმეგობრობთ, რაც ძალიან მიხარია.


* დილის გადაცემის ტელეწამყვანისთვის რა უნარებია საჭირო წარმატებული კარიერისთვის?
მოწოდებით უნდა იყო ჟურნალისტი, კამერა უნდა გიყვარდეს. ბავშვობიდან მივეჩვიე კამერას, 13 წლიდან სულ მქონდა ფოტო-ვიდეო გადაღებები, ამის გარეშე ვერც წარმომიდგენია ცხოვრება. პირდაპირ ეთერში მუშაობა ბევრ ჟურნალისტს უჭირს, ძალიან ნერვიულობენ. არცერთი ეთერის დროს არ მინერვიულია, სულ მეკითხებიან: „პირველი ეთერი არ გაგიჭირდა?“- არა, იმიტომ რომ ალბათ, ძალიან პატარაც ვიყავი და 15 წლის ასაკში ვერ ვაცნობიერებდი რა იყო პირდაპირი ეთერი. თავიდანვე ლაღად დავიწყე მუშაობა და დღემდე ასეა. ეკრანზე ძალიან ბუნებრივი ვარ, არ მჭირდება ძალით რაღაც როლის მორგება. რაც ვარ, ის ვარ. დილის გადაცემის ფორმატი არ გზღუდავს ამ ყველაფერში, როცა უკვე პოლიტიკური თემატიკის გადაცემა მიგყავს, იქ სხვა ჩარჩოები არსებობს. უფრო შემობიჭილი ხარ, თავისუფლად შენს აზრსაც ვერ გამოხატავ, ისე როგორც დილის გადაცემაში. იმდენად მიყვარს დილის გადაცემა, რომ თავს ვიკავებ სხვა მიმართულებით წასვლისკენ. 23 წლის ვარ, ამ ასაკის შესაბამისი სილაღე რაც მაქვს, ამას ეკრანზეც ვაჩენ. სამომავლოდ ალბათ, მეც „დავსერიოზულდები“ და მომინდება ისეთი მსუყე რაღაც, რაც ალბათ, ყველა ჟურნალისტის სამომავლო ოცნებაა. თუმცა ჩემი ოცნება ჯერჯერობით არაფერი არ არის, კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.
* განსხვავდება თუ არა შენი სატელევიზიო და ყოველდღიური სტილი,
თავად ზრუნავ სატელევიზიო იმიჯზე?

მე ვზრუნავ, თითქმის არც განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომაც ვამბობ, რომ ეკრანზე ზუსტად ის ვარ, რაც რეალურ ცხოვრებაში. ჩემი სტილი შერეულია, არც კლასიკურია და არც ძალიან სპორტული. შეიძლება კლასიკურ პიჯაკზე სპორტული ფეხსაცმელები ჩავიცვა, ან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და ყოველდღიური დახეული ჯინსები. ინდივიდუალური სტილი მაქვს და ამას ეკრანზეც არ ვკარგავ. ჩემს გადაწყვეტილებაშიც არავინ არ ერევა, ალბათ იმიტომ რომ მოსწონთ ჩემი არჩევანი.
ესეც, რა თქმა უნდა, დიდი კომფორტია ჩემთვის.


* ტელეწამყვანობის დატვირთული რეჟიმის ფონზე, როგორი იყო მოდელი მანიკას საქმიანობა 2015 წელს?
სამოდელო კარიერაზე ბევრი საუბარი არ შემიძლია, ყველა ვხედავთ რა ხდება საქართველოში. მოდის კვირეულები ძალიან კარგია, მითუმეტეს რაც მერსედეს ბენც მოდის კვირეული დაგვემატა. ახალი თაობის მოდელებისთვის უფრო მეტი პერსპექტივა გაჩნდა. ჩემს თავზე აღარ ვსაუბრობ, რომ მდომოდა, აქამდეც წავიდოდი. ოჯახი მყავს და ამის გამო რაღაც-რაღაცებზე უარს ვამბობ და თავს ვიკავებ. არიან ახალგაზრდა მოდელები, რომლებსაც აქვთ შანსი, რომ გზა გაეხსნათ უცხოეთისკენ. ძალიან ბევრი წარმომადგენელი ჩამოდის ამ კვირეულებზე და ძალიან ბევრი ინტერესდება. მოდის ინდუსტრიის განვითარებისთვის ჩვენს პატარა ქვეყანაში ეს ძალიან კარგია. ორივე კვირეულის ჩვენებებზე გამოვედი, როგორც ყოველთვის. ჩემთვის ახალი ეს ყველაფერი არ ყოფილა. მაინც ჰობის დონეზეა ჩემთვის მოდელობა, მაგრამ ძალიან მიყვარს. ალბათ, ოჯახი რომ არ მქონდეს შექმნილი, შეიძლებოდა სერიოზულად მეფიქრა ამ პროფესიაზე. მაქვს შემოთავაზებები და ვსინჯავდი მაინც, წინასწარ ვერაფერს ვერ განსაზღვრავ, თუმცა ესეც არ მინდა. მე რომ არ ვიყო ჩემს პროფესიაში რეალიზებული, ალბათ, რაღაც დოზით დანაკლისი მექნებოდა, თუმცა ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. მაქვს ჩემი კარიერა და არანაირი დანაკლისიც არ არსებობს.

* რამდენიმე დღის წინ ჩინეთიდან დაბრუნდი, „მის მსოფლიო 2015-ს“ დაესწარი, მოგვიყევი შენი შთაბეჭდილებების შესახებ.
„მის საქართველო 2015“ ნუკა კარალაშვილი ჩემი მეგობარი და მეჯვარეა, შესაბამისად ყველასთვის გასაგებია რა სიახლოვე გვაქვს. როცა წავიდა „მის მსოფლიოზე“ თავიდანვე გვქონდა საუბარი რომ გოგონები წავიდოდით. თავიდან ხუმრობის დონეზე დაიწყო, რადგან ჩინეთი არ არის თურქეთი, უცბად რომ ადგე და წახვიდე. 33 საათი ვიმგზავრეთ, მაგრამ მაინც ძალიან კარგი იყო. კონკურსამდე ერთი კვირით ადრე ჩავედით, დავისვენეთ, გავერთეთ, საკურორტო ზონაც დავათვალიერეთ. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ადგილი, რომელსაც „სამყაროს დასასრული“ ჰქვია, რომ ვიკითხე რატომ უწოდებენ ასე, მითხრეს რომ ეს რუკის ბოლო წერტილიაო. ულამაზესი ადგილია, ასეთი რამ არასდროს არ მინახავს. მსოფლიო არ მაქვს მოვლილი, თუმცა რაც მინახავს, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია.
რაც შეეხება კონკურსს, დავრწმუნდი რომ აქ ყველაფერი პოლიტიკას ეხება. უპირველეს ყოვლისა, უყურებენ ქვეყანას და არა მის წარმომადგენელს. არ ვაჭარბებ და არ ვარ სუბიექტური. ვარ ობიექტური, როგორც ერთ-ერთი მაყურებელი, რეალურად, ოცეულში გასვლას აუცილებლად ვიმსახურებდით, თუ მარტო ფიზიკურ მონაცემებს შევხედავდით. სილამაზის კონკურსზე ვისურვებდი გარეგნობას აქცევდნენ ყურადღებას და არა იმას, თუ რამდენი თანხა გამოყო ამა თუ იმ სახელმწიფომ ქველმოქმედებისთვის. „მის მსოფლიოზე“ დასწრება შთამბეჭდავი იყო. შედეგით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ, თუმცა „ტოპ მოდელის“ კონკურსზე ნუკა ერთ-ერთი იყო, ვინც 130 კონკურსანტიდან აარჩიეს და ესეც დიდი მიღწევაა იყო იმ 30 გოგონას შორის.


* დიდი მადლობა მანიკა!

* ინტერვიუს ბოლოს შეგიძლია Angel.ge-ს მკითხველს საახალწლო მილოცვა გაუზიარო.
თქვენს მკითხველებსა და მთელ საქართველოს ბედნიერ წელს გისურვებთ!
2015 წელზე ბევრად უკეთესს. მინდა, რომ ეს წელი ყველასთვის ძალიან კარგი იყოს. ბედნიერებასა და ოცნებების ასრულებას გისურვებთ მომავალ 2016 წელს.


მანიკა ასათიანი for Angel.ge & Sanima
ჟურნალისტი- ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი- ელენე გოგელია

SANIMA
instagram: @Sanima_group
facebook: www.facebook.com/SanimaRobes
[email protected]
CALL/VIBER/WHATSAPP: (+995) 555 10 45 78

კატეგორია: ქართველები, for ANGEL.ge
Tags:

0





მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top